მისი ნაცრისფერი სამყარო

40 5 33
                                    

ზამთარია. ცივა. ციდან ცივი თოვლი მოდის, რომელიც მიწაზე დაცემისთანავე დნება.
უზარმაზარი რკინის კარიბჭის წინ ბიჭი დგას. ის ცივ, ზამთრის სუფთა ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ცოტა ხანს ფილტვებში აჩერებს.
- ჯანდაბა, კარგია. - მკრთალად იღიმის და სვლას განაგრძობს.

* * *

2009 წლის გაზაფხული.

- დე, მათემატიკის ოლიმპიადაში გავიმარჯვე. - ცივად ამბობს ბიჭი და დედამისს პატარა თასს წინ უდგამს. ქალი ჯერ თასს უყურებს, მერე კი ბიჭს. არაფერს ამბობს. ბიჭიც ტრიალდება და თავის ოთახში ადის. ჩანთას საწოლზე აგდებს, აბაზანაში შედის და მთელი ძალით იწყებს ღრიალს. იცის რომ მის ხმას ვერ გაიგონებენ. ხმის დამხშობები ყველა ოთახშია. ნიჟარის წინ ცურდება და ერთ წერტილს უყურებს. ის არ ტირის. არ აქვს ტირილის უფლება. დიდი ხანია შეწყვიტა ტირილი. უბრალოდ ყვირილი ემოციების გამოხატვაში ეხმარება. ის 13 წლისაა, მისით მშობლები არასდროს იყვნენ კმაყოფილები. ბიჭი საოცრად ნიჭიერი იყო. პატარაობიდანვე ჰქონდა უცხო ენების მიმართ მიდრეკილება და 5 წლის ასაკში იაპონურად და ინგლისურად თავისუფლად საუბრობდა, 10 წლისას კორეის ისტორია მთლიანად შესწავლილი ჰქონდა. გარდა მაგისა, ესმოდა როგორც მათემატიკა და ფიზიკა, ასევე ქიმია. ინგლისურის და იაპონურის გარდა, იცოდა ჩინური, გერმანული და ტაილანდური ენები. მას ასევე დამახსოვრების საოცარი უნარი ჰქონდა. ერთი თვალის გადავლებით, მის ტვინში ნათლად იხატებოდა კონკრეტული ფურცელი და იმახსოვრებდა არა მარტო ტექსტს, არამედ რომელი წინადადება რომელ აბზაცში, რომელ ხაზზე და რომელ გვერდზე იყო. ხო, ის პატარა გენიოსი იყო, მაგრამ ცუდი მშობლები ხვდა წილად. არ ყოფილა ღარიბი, პირიქით, საკმაოდ შეძლებულები იყვნენ. მამამისი სასტუმროს ფლობდა, დედას კი საკუთარი სალონი ჰქონდა. რატომღაც მშობლები ვერასდროს ხედავდნენ შვილის ამგვარ გამოვლინებებს. ისინი უბრალოდ მას აიგნორებდნენ. ბიჭმა საკუთარი თავი თავადვე გაზარდა. ის ვერ იტანდა საკუთარ მშობლებს. მთელი არსებით სძულდა ისინი და ხშირად ოცნებობდა მათ სიკვდილზე. ხშირად იყო ისეთი მომენტები, როცა ბიჭს თავის მოკვლა სურდა. ფიქრობდა ამ სამყაროში მისი არსებობის მიზეზზე, ფიქრობდა იმაზე თუ რატომ დაიბადა და რატომ არ მოკვდა აქამდე. მის მშობლებს ერთმანეთთან არ ჰქონიათ მოსიყვარულე ურთიერთობა. უფრო უცხოებს ჰგავდნენ, ვიდრე ცოლ-ქმარს.
ეს კი დამოკიდებულება ბიჭში არასწორად ჩაინერგა.

His cold gaze but warm heart Where stories live. Discover now