part 14

138 10 29
                                    


1 წლის შემდეგ:

ერთ დღესაც ჰიუნჯინს ახალი იდეით გაეღვიძა. ეს იდეა იყო ის რომ ფელიქსისთვის ხელი უნდა ეთხოვა.
დიდიხანია უკვე ერთად არიან.

ახლა კი მინჰოსთან და ჰანთან მიდის რადგან რამეში დაეხმარნონ და გაამხნევონ.

-ლიქს! მე ჰანთან და მინჰოსთან წავალ რაღაც საქმე მაქვს - უთხრა ჰიუმ ლიქსს რომელიც მისაღებში დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.

-კარგი წადი. მე მეზარება და სხვა დროს წავალ. მალე მოდი, მიყვარხარ. - უთხრა ლიქსმა და ახლა ჰიუს შეხედა.

-მეც მიყვარხარ პატარავ. მალე მოვალ - უთხრა ჰიუმ ფეხზე ჩაიცვა და მინსუნგის სახლის გზას დაადგა.

ფეხით წავიდა რადგან მათი სახლი 15 წუთის სავალია.
მიაღწია სახლამდე და დააკაკუნა.
კარები მინჰომ გააღო რომელიც ცოტა რაღაცნაირი სახით იყურებოდა.

-ოჰ მინჰო სალამი. რა სახე გაქვს? - ჰკითხა ჰიუნჯინმა.

-შემოდი და გეტყვი - უთხრა მინჰომ და ჰიუს მისაღებისკენ გაუძღვა.

დივანზე დასხდნენ.

-ჰე აბა მოყევი რა მოხდა? რა უჟმური სახე გაქვს? - ჰკითხა ჰიუმ.

-რა მოხდა და ჰანმა მანდარინი მინდაო და მე ვუთხარი ამ შუა აპრილში საიდან მოგიტანომეთქი და ეხლა ოთახშია გაბუტული. - თქვა და ამოიოხრა მინჰომ.

-ორსულად ხომარარის? - ჩურჩულით და თან სერიოზულად ჰკითხა ჰიუმ.

-შენ შვილო რამე ხოარ მოწიე. ეხლა შენ მოყევი აქ რისთვის მოხვედი.

-ხო რა უნდა მეთქვა.... ლიქსს ხელი უნდა ვთხოვო - თქვა და თან მინჰოს სახეს აკვირდებოდა რომ გაეგო გაეხარდა თუ არა.

მინჰოს გაურკვეველი ემოცია ჰქონდა სახეზე. ზემოდან კი ჰანი გამოვარდა.

-რააააააა? - იკივლა ჰანმა.

-რა? - ახლა ჰანს გახედა ჰიუმ.

-ხელი უნდა თხოვო? - გაკვირვებული ეკითხებოდა ჰანი.

-ხოო და თქვენი გვერდში დგომა მჭირდება და გამხნევება - თქვა ჰიუმ და ახლა მინჰოს გახედა.

HYUNLIX⭐️Where stories live. Discover now