part 7

147 15 59
                                    

პირველი დილით ჰიუს გაეღვიძა. და დაინახა ლიქსი რომელსაც მის მკერდზე მშვიდად ეძინა. ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა. პატარა აპრეხილი ცხვირი, ძილისგან გამობუშტული ტუჩები რომლებიც ჰიუს საკოცნელად იწვევდნენ და მისი ჭორფლები რომლებიც სახეზე ლამაზად ჰქონდა მოფანტული. ჰიუ კიდე ვერ იჯერებდა რომ ასეთი სილამაზე არსებობდა.  მაგრამ ხვდება რომ არსებობს. და იმასაც ხვდება რომ მის მიმართ რაღაც გრძნობები აკავშირებს,  ვერ ხვდება რა სახელი დაარქვას ამ გრძნობებს, ალბათ სიყვარული? არა,  სიყვარული არა ალბათ უფრო მოწონებაა, რაც მალე ალბათ სიყვარულშიც გადაიზრდება. ხვდება იმასაც რომ გუშინდელის მერე მასთან დამნაშავეა. რასაც საკუთარ თავს ვერ პატიობს. ჰიუ როცა ლიქსის ყურებაში იყო გართული ლიქსმაც ნელნელა თვალები გაახილა.
გაახილა თუ არა თვალები მაშინვე ჰიუს მზერას გადაეჩეხა. ჰიუმ მზერა აარიდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა ამიტომ მზერა აარიდა და თავი ქვემოთ ჩახარა.
ლიქსს მთლად ბოლომდე არ უპატიებია ჰიუსთვის მისი საქციელი. ძალიან ეწყინა მისგან ესეთი მოპყრობა. ამიტომ გადაწყვიტა რომ შური ეძია. მოატყუებდა რომ ვითომ საერთოდაც არ უპატიებია და უხეშად მოპყრობა გადაწყვიტა. ლიქსს თავის გეგმაზე ბოროტულად ჩაეღიმა. თავჩახრილ ჰიუნჯინს მზერა მოაცილა უცბად წამოდგა ლოგინიდან და ოთახიდან გავიდა. ჰიუნჯინი კი ცოტა გაკვირვებული დატოვა. ჰიუ ლიქსს არ გაჰყოლია. შხაპი მიიღო და შემდეგ ჩავიდს ქვედა სართულზე. სადაც საიანახა მდივანზე მჯდომი ლიქსი რომელიც დიდი ინტერესით უყურებდა ტელევიზორს. ჰიუ გვერძე მიუჯდა. და აქ დაიწყო ფელიქსმა თავისი გეგმის განხორციელება. ადგა და სხვაგან გადაჯდა.

-ლიქს... - ამოილუღლულა გაკვირვებულმა.

-მე ლიქსი არ ვარ. ფელიქსი მქვია კარგად დაიმახსოვრე. ლიქსს მხოლოდ ის ადამიანები მეძახიან ვინც წესივრად მექცევა და ვისაც ვადარდებ მაგრამ შენ ვფიქრობ ამ სახელით არ უნდა მომმართო. - უთხრა ლიქსმა. უთხრა მაგრამ ჯობდა სულ არ ეთქვა.

HYUNLIX⭐️Where stories live. Discover now