(4) დილა მშვიდობისა მშვენიერო ქალბატონო

72 7 0
                                    

დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს. ტკივილისგან ლოგინშივე ვიკლაკნები .

"ახ თავი"-თავზე ხელს ვიკიდებ - "არ უნდა დამელია ამდენი"

ლოგინიდან წამოდგომისთანავე სახეზე მზის სხივები მეცემა და მაიძულებენ თვალების დახუჭვას. ამასობაში ჩემმა სუნის რეცეპტორები მუშავდებიან და მამაკაცის სუნამოს სუნს ვგრძნობ. არ მახსენდება ჩემს ოთახში ასეთი სუნამოს არსებობა. დარწმუნებული ვარ არც მამაჩემს აქვს მსგავსი. თუმცა ძალიან ნაცნობს გავს. ვცდილობ გავიხსენო საიდან მეცნობა, მაგრამ მცდელობას მაშინვე ვწყვეტ როცა თავში მორიგი ტკივილის ტალღა მივლის. ტკივილისგან ვიმანჭები.

"დეე"

სიჩუმე.

"დედაა"

სრული სიჩუმე.

"დედიკოო"

კვლავ სიჩუმე.

"ნანაა "

რატომღაც არ მიყვარდა როცა დედას სახელით მივმართავდი. მუდამ ვთვლიდი რომ ასეთი მიმართვა უპატივცემულობას ნიშნავდა მშობლის მიმართ. ზოგს ურჩევნია დედას სახელით მიმართოს მე კი მზად ვარ მას ' დედა, დედიკო, დედიკუნა, დედიკუკუნა, დედი, დე' და ათასი მსგავსი რამ დავუძახო ოღონდ არა სახელი. ნუ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლიდით. ისეთის როგორიც ესაა.

ტკივილი არ მივლიდა. არ წყდებოდა. მოვლით მირტყამდა , თითქოს თავში ჩაქუჩს მარტყამდნენ.

დედაჩემი არ ჩანდა. არც მამა. უარესიც, სრული სიჩუმე სუფევდა სახლში, რაც ძალიან უცნაური იყო. სხვა დროს ერთ დაძახებაზე ორივე წამის მეასედში ჩემს ოთახში გაჩნდებოდნენ. ახლა კი ისეთი სიჩუმე იყო, საათის წიკწიკის ხმაც კი მესმოდა. მაღიზიანებდა ეს ხმა.

მზის სინათლეს შევეჩვიე თუ არა თვალი გავახილე.

"სად ვარ?"

ნაცრისფერ საძინებელ ოთახში ვიყავი.

ეს არ იყო ჩემი ოთახი. დაზუსტებით ვიცოდი ეს არც ნინის ოთახი არ იყო. უფრო ბიჭისას გავდა. ბიჭისას რომლის საყვარელი ფერი შავი იყო და ფეხბურთზე გიჟდებოდა, კედელზე აქა იქ ფეხბურთის გუნდების პლაკატები იყო გაკრული.

THE SAUND OF RAINWhere stories live. Discover now