(2) მთაწმინდა

104 7 0
                                    

მთაწმინდის პარკი პატარაობიდან ძალიან მიყვარს, იცით რატომ? მასთან ბევრი ბედნიერი მოგონება მაკავშრებს.

როცა მშობლები თავისუფალ დროს გამონახავდნენ სულ აქ მოვყავდი, ბამბის ნაყინს მყიდულობდნენ და ერთად ვერთობოდით დილიდან საღამომდე. ყველაზე მეტად საღამოს ეშმაკის ბორბლით თბილისის ხედებით ტკბობა მიყვარდა. მხიბლავდა განათებული თბილისის ნახვა, განსაკუთრებით დეკემბერში, როცა მთელი ქალაქი საახალწლო განათებებით მოირთვებოდა. მაღლიდან ეს ყველაფერი ლამაზ ციცინათელებს ჰგავს.

ათი წლის წინ , გაზაფხულის ერთ ასეთივე საღამოს, ჩვეულებისამებრ ეშმაკის ბორბლისკენ მივიწევდით. ხელში ორი ბამბის ნაყინი მეკავა , დედაჩემის და ჩემი, სკოლის ამბებს ვყვებოდი და გულიანად ვიცინოდით. სიცილით გართულს მოულოდნელად წინიდან მორბენალი გოგონა დამეჯახა. ისე ძლიერად მოგვივიდა მხრებით 'შეტაკება' ცოტაც და ერთად დავგორდებოდით იმ აღმართიდან. საბედნიეროდ ერთმანეთს ხელი დროულად ჩავავლეთ მკლავში და ერთმანეთი გადავარჩინეთ. ეს ყველაფერი წამის მეასედში მოხდა.

ამ ამბავში არვიცი როგორ, თუმცა ხელთ არსებული ბამბის ნაყინები ჰაერში აღმოჩნდა, რამოდანიმე წამში კი ჩვენს თავზე. გოგონას და ჩემს თავზე დიახ.

წარმოიდგინეთ ეს სცენა, ორი გოგონა ხელ ჩაკიდებულნი, აქოშინებულნი დგანან და მთელი სხეულით ცახცახებენ რადგან წამის წინ სასწაულებრივ გადაურჩნენ სიკვდილს და უცებ 'ჰოპ', თავზე ბამბის ნაყინები ეცემათ. ეს მოულოდნელი იყო ორივესთვის.

უკვე ბოდიშის მოხდას ვაპირებდი უყურადღებობისთვის და ბამბის ნაყინების გამო, როცა გოგონამ სიცილი დაიწყო. მის შემყურე მეც გამეცინა. Ნაყინი თავისი ქაღალდის ჯოხითურთ, მას თავზე ედო დიდი აფუებული საპნის ბუშტუკებივით. ძნელი იყო ამ სანახაობისთვის შეგეხედა და არ გაგეცინა. სავარაუდოდ მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი, რადგან გოგონა სიცილს ვერ წყვეტდა. როცა სულს მოითქვამდა ჩემს შემყურე ხელახლა იწყებდა ხარხარს. დაახლოებით ასე ვიცინოდით ხუთი წუთის მაძილზე. Ბოლოს ჩვენ შეშინებულ მშობლებს მოთმინების ფიალა ამოეწურათ და მოგვაცილეს ეს საპნის ბუშტუკები თვიდან და აზრზე მოსვლაში დაგვეხმარნენ.

THE SAUND OF RAINWhere stories live. Discover now