(2) მთაწმინდა

Start from the beginning
                                    

" ელ მოდი დამიჭირე"- წამით შემობრუნდა და მოკურცხლა.

" ნინი ფრთხილად! "- გავაფრთხილე თუმცა უკვე გვიან იყო.

მისმა მაიმუნობამ ბიჭი იმსხვერპლა. ისე შეასკდა, ბიჭი წაბარბაცდა და თავი ძლივს გაიმაგრა, მიწაზე რომ არ გაშხლართულიყო. აი ნინის რაც შეეხება, თავი ვერ გაიმაგრა, ჩანთა ხელიდან გაუვარდა და მუხლებით დაეცა ასფალტზე .

" კარგად ხართ? " - ბიჭი ნინის ჩანთის ასაღებად დაიხარა

ბიჭს ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან მეცნობოდა.

" კი " - ნინი წამოდგა და ტანსაცმლიდან მტვრის მოშორება დაიწყო.

" ინებეთ "- ჩანთა გამოუწოდა ბიჭმა ნინის.

" ოჰ მადლობა. ბოდიშს მოგიხადოთ წეღან მომხდარი ინციდენტის გამო მე უბრალოდ..." - ბიჭის გამოწვდილ ჩანთას ნინიმ თავისი ხელი შეაგება და როგორც იქნა სახეში შეხედა მას.

გაქვავდნენ.

" ნინი?"

"საბა? აქ რას აკეთებ?"- ჩანთა უხეშად ჩამოართვა და მხარზე გადაიკიდა.

" მეც იგივე შეკითხვა მაქვს " - თავაზიანად გაუღიმა საბამ.

აი ეს გვაკლდა დღის ბონუსად!.

ეს ვაჟბატონი ერთ-ერთი ნინის ყოფილთაგანია რომელსაც ნინი თავიდან ვერ იგდებს. ნინის ყოფილებს შორის ამ ტიპს ყველაზე მეტად ვერ ვიტან. მიზეზით ნუ დაინტერესდებით. ძალიაან გრძელი ისტორიაა. თავი-ბოლო უკვე მეც ამერია იმდენჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ .

"სალამი საბა"- საბას გავუღიმე და ნინის მივუბრუნდი- " მიხარია რომ ცოცხალი ხარ. წამოდი წავიდეთ"- ხელი სწრაფად ჩავავლე და მისი წაყვანა დავაპირე.

უკვე გადაწყვეტილი მქონდა თუ არ წამომყვებოდა წავათრევდი !.

" სად მიგყავარ? "- ჩემი ხელიდან გათავისუფლება სცადა.

" წამოდი " - დავექაჩე და ვეცადე მიმენიშნებინა რას ვცდილობდი- " ბამბის ნაყინი ხომ გინდოდა. წამო ვიყიდოთ "

THE SAUND OF RAINWhere stories live. Discover now