(2) მთაწმინდა

Start from the beginning
                                    

რა მოხდა შემდეგ? გოგონა და მისი მშობლები სამელზე დავპატიჟეთ და ის საღამო ერთად გავატარეთ. მშვენიერი საღამო გამოვიდა. გოგონა ძალიან ენერგიული და მხიარული აღმოჩნდა. მის გვერდით ვერ მოიწყენდი, ისევე როგორც მის მშობლებთან. იმ დღის შემდეგ ძალიან დავახლოვდით, ჩვენ უკვე ოჯახებით დავდიოდით მთაწმინდაზე ან მხოლოდ ჩვენ ორინი. მალე ის ჩემ საუკეთესო მეგობრად და მესაიდუმლედ იქცა. ალბათ მიხვდით ვინ იყო ის მხიარული გოგონა. Რა თქმა უნდა, ვინ თუ არა ნინი. ჩემი ვარდისფერზე შეყვარებული გოგონა.

მას შემდეგ ათი წელი გავიდა და ჩვენ ისევ მოვდივართ აქ, იმ ამბის გასახსენებლად და გასართობად. ის დღე სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში როგორც "ყველაზე მხიარულ-ბედნიერ-იღბლიანი დღე"

ახლაც ვდაგავარ პარკის შესასვლელში და დადებითი ემოციებით ვიმუხტები. დიდად არ ვარ ასეთი ჟრიამულის და ხმაურის მოყვარული, მაგრამ ნინისთან ყოფნისას, უხეშად რომ ვთქვათ, მთელი სამყარო ფეხებზე გვკიდია. არ გვაინტერესებს რას იფიქრებენ სხვები, მთავარია ჩვენ გავერთოთ.

"აბა? წავედით?"- ბავშვური სიცელქით გამომხედა ნინიმ და ხელი გამომიწოდა.

" რა თქმა უნდა ძვირფასო " - გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი შევაგებე.

შევაბიჯეთ პარკში და ჩვენი გართობაც დაიწყო. დასაწყისისთვის წინასწარ ნაყიდი ლუდის ნახევარ ლიტრიანი ქილები ამოვიღეთ ნინის ჩანთიდან, გავხსენით და მუღამზე მოსასვლელად ცოტა მოვსვით.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იყოს ის, რომ გართობა ბავშვური ატრაქციონებიდან უნდა დაგვეწყო და ბოლოს ამერიკულ მთებით დაგვესრულებინა. ეს ყველაზე მხიარული ნაწილი იყო ჩვენს გეგმაში.

საღამოს მიწურულს ჩვენი ფინალური ატრაქციონისკენ- ამერიკული მთებისკენ მივაბიჯებდით.

თუ ჩემი საყვარელი ადგილი მთაწმინდის პარკში ეშმაკის ბორბალია, ნინის საყვარელი ატრაქციონი სწორედ რომ ამერიკული მთებია. ამხელა 23 წლის გოგო ხტუნვა-ხტუნვით მიუყვება ბილიკს. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს გალეშილი ნასვამია, არადა ნასვამებიც არ ითქმის ჩვენზე. იმისათვის რომ ეს დღე გულის რევით არ დაგვემთავრებინა მხოლოდ პარკში შემოსვლისას მოვსვით ის ჩვენი ლუდი, მერე კი ვიღაც ბიჭებს გადავულოცეთ. მათ იმდენი მადლობა გვიხადეს მგონი სამოთხეში მოვხვდებით მარტო ამ შემთხვევის წყალობით.

THE SAUND OF RAINWhere stories live. Discover now