(1) ელენე მელაძე

188 11 5
                                    

Ალბათ ყველას გქონიათ მომენტი როცა არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვს. Ძალა გამოცლილებს წამოდგომის სურვილიც არ გაქვთ. თითქოს ენერგია გამოგაცალეს. დაღლილი Ხარ ყვერაფრისგან და მთელ სხეულში საშინელ დაღლილობას გრძნობთ, რაც თქვენს ხასიათზეც აისახება.

Ჩემთვის არსებობს ორი ტიპის დაღლილობა: ფიზიკური და სულიერი.

Ფიზიკური დაღლილობისას ძილი ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალია. Დაიძინე მთელი დღე და ეგაა, გადაეშვები სიზმრების სამყაროში, რეალობისგან შორს. Გამოძინებულ ადამიანს ვერავინ და ვერაფერი აჯობებს. Მაგრამ თუ ძილმაც არ გიშველა შეგიძლია ჩაუჯდე ფილმებს, სერიალებს ან გასართობ გადაცემებს, განიტვირთო და ხასიათიც თავისთავად გამოგისწორფება.

Მაგრამ როცა საქმე სულიერ დაღლილობას ეხებაა, Ასეთ მომენტში ყველაზე კარგი სამყაროსგან დასვენება და ემოციებისგან დაცლაა . მე თუ მკითხავთ როგორ ვუმკლავდები თვეში ერთხელ ასეთ დაღლილობას გიპასუხებთ : ვამჯობინებ ოთახში გამოკეტვას, მელანქოლიური სიმღერების მოსმენას და ფიქრებში ჩაძირვას.

ამ დროს უფიქრდები გავლილ ცხოვრებას, იმას თუ როგორ გაატარე შენი ბავშვობა, თინეიჯერობა, სკოლის პერიოდი. გახსენდება პირველი ქრაში, პირველი სიყვარული, პირველი პაემანი, ბოლო ზარი, ბანკეტი და მოკლედ ყველა 'ტკბილი' მომენტი. Თუმცა, მაშინ როცა შენს ცხოვრებას არც თუ ისე უაზროდ და უბედურად ჩათვლი გაგახსენდება ყველა გულის ტკენა, იმედგაცრუება, ტყუილი, შეცდომა, ყალბი ადამიანები, ყალბი მეგობრები და უამრავი სხვა . აღმოაჩენ რომ იმ 'ტკბილი' მოგონებების უმეტესობა ერთი დიდი ტყუილი იყო, შენივე გამოგონილი, ლამაზი ფანტაზიის ნაწილი. Ამის გააზრება გაგადნგურებს, მიწაზე დაგანარცხებს და ისევ გამოგაცლის სასიცოცხლო ენერგიას, სიცოცხლის სურვილს.

Ვიცი რომ რეალობა ზოგჯერ შეიძლება ძალიან მწარე აღმოჩნდეს, მაგრამ, ზოგჯერ ის ისე დაუნდობლად გვექცევა , რომ Არ შეგიძლია შეეგუო მას, არ შეგიძლია გააგრძელო რუტინული ცხოვრება და გინდება დანებდე, დანებდე ამ წყეულ ცხოვრებას . Გინდება უბრალოდ დახუჭო თვალები და აღარასდროს გაახილო. Აღარასდროს..

THE SAUND OF RAINWhere stories live. Discover now