14

1K 52 3
                                    

უკვე 2დღეა სახლში გამომწერეს და ეს ორი დღეა არ მასვენებს ფიქრები, დედაჩემმა მსგავსი რამ როგორ ჩაიდინა,ნუთუ მთელი ცხოვრება ილუზიაში ვცხოვრობდი,როგორ შეიძლება შვილზე მეტად ვინმე გიყვარდეს,შვილი გაწირო ვინმეს სიყვარულის გამო,მე ორივე მშობელმა გამწირა..ზუსტად მაშინ,როცა მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა,ალექსანდრე იყო ის ადამიანი,ვინც გადამარჩინა,მაიძულა ჩემი შიშების დაძლევა,მაიძულა შემყვარებოდა,მაიძულა საკუთარი თავი მეპოვე მასში..
მაგრამ მაინც,სულ მეფიქრება,ოდესმე შევძლებ თუნდაც ალექსანდრესთვის,საკუთარი შვილის გაწირვას?როგორც დედაჩემმა გააკეთა,ალბათ ვერასდროს..
ყველას თავის ადგილი აქვს ცხოვრებაში,და ეს ადგილი შენ უნდა მიუჩინო,გაანაწილო სიყვარული,არავინ უნდა იგრძნოს თავი გარიყულად.
ვფიქრობ და ვხვდები,რომ ეს ფიქრები გულს აღარ მტკენს,ვერც ვტირი,ძალიან მინდა დავიცალო ემოციებისგან,განვთავისუფლდე ტვირთისგან,მაგრამ არ შემიძლია.

მუცელს ვეფერები და ფიქრები არ მასვენებს იმაზე,თუროგორი მშობლები ვინებით მე და ალექსანდრე.

-არ შეიძლება მუცელზე ზედმეტი შეხება,რამდენჯერ გითხარი?
კარები ხმაურიანად შემოაღო სალომემ და პირდაპირ იატაკზე დაეხეთქა,ბავშობის ჩვევაა,რომელსაც ვერ იშლის..
-მგონია,რომ ესე უფრო ვაგრძნოვინებ,რომ ძალიან მიყვარს,უკვე..
-ეგ წერტილიკო,მეც ძალიან მიყვარს უკვე.
თვალები მოჭუტა და რიჟა თმები ზურგზე გადაიყარა.
-ისე,ვის მოანათლინებთ?
-გაინტერესებს შენ და ვატო ხო არ იქნებით ნათლიები?
გავიკრიჭე და ხარხარი ძლივს შევიკავე,სალომეს სახის დანახვაზე.
-რა შუაშია იდიოტო
ხელი აიქნია და იატაკიდან წამოდგა.
-ყავა გინდა? ააააა შენ ორსულად ხარ ნო,ნო არ შეიძლება ლამაზმანო..
-ყავა შეიძლება,საიდან იგონებ?
მეც გამიკეთე,და ფეხსაცმელები შემოსასვლელში დატოვე სახლში არ დავდივართ ეგრე..
თვალები ავატრიალე და ტელეფონს ჩავაჩერდი,ალექსანდრე სულ გასულია,ტრადიციულად ველოდები ზარს...
-ისე,ეს ვატო ცოტა უცნაური ტიპია..
სასხვათაშორისოდ ამოიბურდღუნა სალომემ
-ჰომმ ვატო ძალიან კარგი ბიჭია,უბრალოდ ცოტა სიტყვა ძუნწი.
-ჩემთან რას ძუნწობს,რამე დავუშავე მერე?
-დამძიმებულია,თავის ცხოვრებიდან გამომდინარე,ყველას არაქ ისეთი მშვიდი ცხოვრება,რომ ესე ლაღად იყოს სულ.
-მაინც რამ დაამძიმა?
-ცოლი გარდაეცვალა.
-ცოლი?
-ჰო,ავარიაში მოყვა,თვითონ იჯდა საჭესთან.
ბავშვი გადარჩა,ცოლი ვერა..ძალიან ლამაზი იყო..
-ბავშვიც ყავს?
-კი,უკვე ოთხი წლისაა,ალექსანდრე ამბობს,საფლავზე ათენებდა და აღამებდაო..ძალიან შემეცოდა რომ გავიგე..
-რამდენი წლისაა?
-ოცდაცხრა მემგონი,ალექსანდრეზე სამი წლით პატარაა.
-ეხლა დანაშაულის გრძნობა მაქ,მე კიდევ რეები ვიფიქრე..
-რეები?
წარბები ავუთამაშე, -წაბილწე ჩვენი ვატო გომებაში ხო,შე გათახსირებულო.
გადავიხარხარე.
-ეხლა ორსულად არ იყო და დაგაჭედებდი ლურსმანივით,ეს მოკლე ქალი ნახე რაა..
-შენ ხო მყავრხარ ორი მეტრი.ვაფშე რას გედაქალები უიმეე.
-ხოდა ნუ მედაქალები.
ყავა დამიხეთქა მაგიდაზე
-სესო,ვინმე ყავს?
-ვის?
-ღმერთოო,ვიზე ვლაპარაკობდით.
-არა არც არავინ ყოლია ცოლის მერე.
-და ბავშვს ვინ ზრდის?
-დედა,მეტი არავინ არ ყავს როგორც ვიცი.
სალომემ ამოიოხრა და დივანზე თავი გადაწია
-ძალიან მომწონს,ისე,რომ როცა ვხედავ,ვგრძნობ  მუცელში მთელი  ზოოპარკი მყავს გაშენებული..
-არ მინდა გული გეტკინოს,ეცადე რომ ძალიან არ შეტოპო.
-უკვე შევტოპე სესო.
თვალები ერთამნეთს მწარედ დააჭირა და თავის აქეთ იქით ქნევა დაიწყო -უკვე ძალიან შევტოპე..
მუხლებით მივცოცდი და მცელზე მოვხვიე ხელები,მთელი გულით და თანაგრძნოით ჩავეხუტე,უსიტყვოდ ვისხედით იქამდე,სანამ ისევ კარების ფხაკუნმა არ დაარღვია ჩვენი სიშვიდე.
-პრივეტ გოგოებო
ვატომ გაგვიღიმა და პარკები მაგიდაზე დაალაგა. -რას შვებით? რაღც მოწყენილები ჩანხართ.
ვიგრძენი სალომემ როგორ მწარედ მომიჭირა იდაყვზე დადებული ხელი.
-არა,უბრალოდ ვლაპარაკობდდით,ალექსანდრე სადარის?
-აიღებს მანქანიდან პარკებს და შემოვა.
სალომეს გვერდით ჩამოჯდა და სათვალე მოიხსნა.
-სამი დღეა ერთმანეთი არ გვინახავს პარტნიორო.
მეგობრული ტონით გამოელაპარაკა სალომეს.
-პარტნიორი ორ აზროვნად ჟღერს.
წაესწერვა.
-და შენ რომელ კონტექსტში გინდა მოგხსენიო?
თვალი ჩაუკრა ვატომ და მე გამომხედა ღიმილით. -სესო,შეგიძლია ყავა გამიკეთო?
თავი დავუქნიე და სამზარეულოში გავედი.

განსაკუთრებულიWhere stories live. Discover now