♥️My Princesses ♥️

917 70 9
                                    

დილით მობილურის ვიბრაციამ გამაღვიძა. თვალები ზანტად გავახილე და ჯონგუკს დავხედე, რომელსაც თავი ჩემს მკერდზე ედო და მშვიდად ეძინა. თმაზე მოვეფერე და ტუმბოდან ჩემი ტელეფონი ავიღე, როგორც ჩანს ჯონგუკის მობილური სკდებოდა შეტყობინებებით.
თვითერზე შევედი იმის სანახავად თუ რა ხდებოდა. გუშინდელი კონცერტის ვიდეოებითა და ფოტოებით იყო გადაჭედილი ინტერნეტი, ზუსტად იმ მონაკვეთით სცენაზე, რომ ვიყავი.
ერთი ფოტო შემხვდა, სადაც მე ვსაუბრობდი ბაჭია კი მე მიყურებდა, სიყვარულით სავსე მზერით, როგორც იცის ხოლმე. ფოტოშიც კი ვგრძნობდი ამ სიყვარულს.
ერთ-ერთ არმის ეწერა: "ისეთი ადამიანი მჭირდება გვერდით, ვინც ისე შემომხედავს, როგორც ჯონგუკი უყურებს ამ გოგონას."

ცუდი კომენტარები არ შემხვედრია იმ პოსტებზე რომლებიც ვნახე, ჰეითერები არ გამოჩენილან ჯერ როგორც ჩანს.

გული მიგრძნობდა, რომ ეს ყველაფერი ასე მშვიდად არ ჩაივლიდა. ახლა ჩემზე კონცერტრირდებოდა მთელი ანტი ფანობა და ვითომ არმი.
მაგრამ ჩემთვის მთავარი ჯონგუკია და არაფრის გამო არ ვაპირებ მის დათმობას, რაც არ უნდა იყოს.

მობილური ისევ ტუმბოზე გადავდე და საყვარელი მამაკაცის სხეულს მთელი ძალით მივეხუტე.
JK: ჩემი პრინცესა ♥️_ამოიჩურჩულა და ხელები ძლიერად მომხვია.
M: ჩემი ბაჭია♥️.
ღიმილით ვთქვი და მხარზე ვაკოცე.
JK: ამიერიდან სულ ჩემს გვერდით დაიძინებ იცოდე.
M: თუ გგონია, რომ მაგაზე უარს გეტყვი, ძალიან ცდები😁._სიცილით ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
JK: რა შარში გავყავი თავი, რა მინდოდა?!_ეშმაკურად ჩაილაპარაკა და წარბაწეულმა შემომხედა.
ეს პატარა მაწაკი ნახე რა დღეშია ერთი.
M: ეგრე ხო?_ბალიში ავიღე და საწოლზე წამომჯდარ ჯონგუკს კეფაში მოვარტყი😂.
გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგ კი სიცილი აუტყდა. ბალიშს, რომ წაავლო ხელი საწოლიდან წამოვხტი და რაც შეიძლებოდა მოშორებით დავდექი მისგან. ამაზე უარესი სიცილი აუტყდა, ფეხზე წამოდგა და სანამ რამის გააზრება მოვასწარი ჩემთან გაჩნდა, ეშმაკური ღიმილით დამყურებდა ზემოდან.
JK: არ ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა მია._ლოყაზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა.
M: მე სულ შენთან ვიქნები ჯონგუკ! რაც არ უნდა მოხდეს! ჩემგან თავს ვერ დააღწევ,_ღიმილით ვუთხარი და ჩავეხუტე.
JK: ცდას არც ვაპირებ.
M: ხვალ კორეაში ვბრუნდებით ხომ?
JK: კი. შენი ნივთები ჩემს ბინაში გადაგვაქვს ეგ იცოდე.
M: ვიცი, ვიცი.
გავეკრიჭე და ტუჩებზე ვაკოცე.

- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️Where stories live. Discover now