თავი 14

55 4 0
                                    


საბოლოოდ 2ზე წავედი თბილისიდან. გზაში მინდოდა ფიქრები ცოტა გამეფანტა და წიგნის კითხვა დავიწყე. მაგრამ ვერც ,,მოპარულმა სიყვარულმა" ვერ დამავიწყა ყოველივე ეს. ეს მგზავრობა უფრო გაჭიანურდა და 7 საათი მოვუნდი. რაც უფრო მეტჯერ ვამოწმებდი საათს  მით უფრო ნელა გადიოდა. დროც კი მეთამაშებოდა. მაგრამ დღეს უნდა მეკითხა და უნდა დამემთავრებია ეს გაურკვევლობა სახლში შესვლისას კი მოკალათებული წყვილი იყო მდივანზე ჩახუტებულები. თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეყვირა ,,აქ რა ჯანდაბა ხდება?!!!" მაგრამ მეტყველების უნარი დავკარგე.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ?!
-თეკლა, არ მეგონა ასე ადრე თუ ჩამოხვიდოდი.- თქვა საბამ
-მაგიტო მიგიწვენია გოგო გვერდით?
-არა თეკლა არასწორად  გაიგე ჩვენ უბრალოდ ფილმს ვუყრებდით.- გაიმართლა თავი ქეთიმ.
-უბრალოდ ფილმს უყურებდით?! კარგით წავალ მაშინ მე ხელს არ შეგიშლით.
-თეკლა ახლავე ოთახში გამოდი უნდა ვილაპარაკოთ! -მითხრა მკაცრად საბამ. უსიტყოდ გავედი ოთახში მეშინოდა რას მეტყოდა, მეშინოდა სიმართლის ორივე შემთხვევაში გული მეტკინებოდა. მე თუ ვიქნებოდი მართალი საბაზე გავბრაზდებოდი და თუ საბა, ჩემს თავზე გავბრაზდებოდი.
-რა გჭირს თეკლა?!
-კიდევ მე მეკითხები რა მჭირს შენ რა გჭირს,  შუაღამისას ჩახუტებები რა არის?! ან რა ფილმის ყურებისას ჩახუტებები რას ნიშნავს?! შენ დებილი ხო არ გგონივარ რომ ვერაფერს მივხვდე?!
-თეკლა შენ ყველაფერი არასწორად გაიგე, არაფერი არ იცი.
-ნეტავ რატო?
-თუ დამაცდი აგიხსნი.
-ხო მიდი განმანათლე.
- ქეთის აქვს ოჯახური პრობლემები, მისი მშობლები დაშორდნენ და დეპრესიაშია. ამიტომაც დაგვინახე ჩახუტებულები. იმ ღამეს ქეთის ტირილის ხმა გავიგონე და გავამხნევე. რაც შეეხება დღევანდელ მომხდარს დეპრესიაში იყო და გვერდში დავუდექი. შენ კი რეები იფიქრე?! ჩემზე მასეთებს ფიქრობ?!
-არა უბრალოდ....- დავიწყე თავის მართლება.
-უბრალოდ არ მენდობი.
-არა საბა უბრალოდ ეჭვები მქონდა..
-შენ თითონვე აღიარე ყველაფერი. თეკლა იცი თუ შენ არ მენდობი უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა. არ ვაპირებ ისეთ ადამიანთან ურთიერთობას რომელიც არ მენდობა...
-საბა ყველაფერს აგიხნი
-ჯერ დაფიქრდი ყველაფერზე და ისე დავილაპარაკოთ, თორემ მაგ შენი სულელური ეჭვიანობით ბევრ რამეს დაამთავრებ და დაანგრევ.-საბა აღარც მისმენდა ისე გადის ქეთისთან. ღმერთო ეს რა სისულელე გავაკეთე, რეები ვიფიქრე ან საბას ასე რატომ ვაწყენინე. რათქმაუნდა ამაში ისევ მე ვარ დამნაშავე და ჩემი ეგოისტობა. რომ ყველაფერი მე მეკუთვნის და ჩემია. ადამიანები როდესაც გულს გადამიშლიან ან სიყვარულს ამიხსნიან მგონია რომ უკვე მე ვარ მათი მფლობელი. ზუსტად ამ ეგოისტობის ბრალია ჩემი და საბას პირველი ჩხუბი. რათქმაუნდა გამოვსწორებ ჩემს დანაშაულს თუ საბა ხელს შემიწყობს (ეს წინადადებას როგორი ეგოისტურად ჟღერდა არა?) მაგრამ რა ვქნა მე ასეთი ვარ და იმედია გამოვსწორდები სანამ ყველა ადამიანი არ დამიკარგავს. ჩემი ფიქრებიდან საბას ხმა მარკვევს.
-მე და ქეთი ზღვაზე გავდივართ-წინადადებას ისეთი ტონით ამბობს რომ ყველა მიხვდება თუ როგორი გაბრაზებულია და ამის გამო უფრო მეშლება ნერვები ჩემს თავზე.  ჩემი დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობად გემრიელი ვახშმის გაკეთება გადავწყვიტე. დიდხანს ვფიქრობდი რა გამეკეთებინა რაც გემრილი იქნებოდა და რაც კარგად გამომივიდოდა. ეს ხომ პიცაა თან არც ისე რთული მოსამზადებელია. პროდუქტებიც გვქონდა შესაბამისი ამიტომაც დაუყოვნებლივ დავიწყე მომზადება. ჯერ ცომი მოვამზადე შემდეგ ინგრედიენტები ამას თან ერთოვოდა ჰარმონიული მუსიკა  რომელიც უფრო მახალისებდა. ორ საათში საკმაოდ კარგი პიცები გამომივიდა არ ვიცი სუნი იგრძნეს თუ რა მაგრამ როდესაც დავამთავრე ცხობა მაშინ მოვიდნენ. ქეთიმ პიცა რომ დაინახა გაუხარდა ძაან.
-ვაიმე თეკლა რა საყვარელი ხარ პიცა გამოიძახე ჩემი საყვარელი საჭმელია.
-გამოვიძახე არა მე თვითონ გავაკეთე.
-ვაუ შენ რა მაგარი მზარეული ყოფილხარ!
-საოცარი-დაეთანხმა საბაც, საბას პასუხი მესიამოვნა
-კარგით ქება შეეშვით ახლა და პიცა ჭამეთ გაცივდება.
მალე გავაწყეთ სუფრა და დავსხედით ქეთიმ საბას გაცნობის ისტორიაც კი მოყვა.
-მოკლედ უნივერსიტეტამდე საბას არ ვიცნობდი, უნივერსიტეტში კი ყველაზე სასაცილოდ გავიცანით ერთმანეთი. მოკლედ უნივერსიტეტის პირველ დღეს წვეულება იყო თითქმის ყველა ნასვამები ვიყავით საბას გარდა, დერაფანში ცეკვა-ცეკვით რომ მოვდიოდით მე და ჩემი მეგობრები უცებ საბა გამოდის მეორე მხრიდან და ვეტაკებით, მაგის მერე მხოლოდ ის მახსოვს სავამდტყოფოში რომ მითხრეს თავი დაარტყი ცუდადო. ერთი თვე თავის ტკვილი მკლავდა, მაგის მერე საბა სულ მკითხულობდა და ბოლოს დავმეგობრდით და კიდე დაემთხვა რომ ერთ კურსზე ვიყავით და ასე მოვედით აქამდე ახლა საბასთან უდიდესი მეგობრობა მაკავშირებს.
ქეთის სიტყვების მერე უფრო დავრწმუნდი რომ საშინლად მოვიქეცი, მაგრამ ადამიანები შეცდომებს იმიტომ ვუშვებთ რომ ვისწალოთ და არა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. 

ღიმილის უკან დამალული ცრემლებიTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon