თავი 11

62 5 0
                                    

პარიზის პირველი დღე, გასაოცარი იყო. ისეთ დროს მივედით სასტუმროში რომ უკვე სადილობის დრო იყო. დავბინავდით, გამოვიცვალეთ და სასადილოთ ჩავედით. სასტუმრო ულამაზესი და დახვეწილი ინტერიერით იყო მოწყობილი. სასტუმროს შესაფერისი იყო საკვებიც, მრავალფეროვანი და ევროპულ სტილში.  გემრიელად ვჭამეთ, შემდეგ ნომერში ავედი რათა მოვმზადებულიყავით ეიფელის კოშკის სანახავად, კაბის ჩაცმა დამეზარა  თან დღეს ეიფელის კოშკის გარდა არსად არ ვაპირებდით წასვლა ამიტომაც უბრალოდ ვარდისფერი პიჯაკით, ჯინსით და ბატინკებით შემოვიფარგლე, საბაც  მარტივად გამოძვრა უბრალოდ ლურჯი პერანგი და კლასიკური შარვალი. 

-იცი ერთ-ერთი მიზეზი რატომ ვარ იღბლიანი კაცი შენ შეყვარებული რომ ვარ?

-რატომ?

-არ განეკუთნები იმ ქალებს რომლებიც 2 საათი უნდება მომზადებას მაგრამ საბოლოოდ არ მოდიან  მაინც.

-ხო მაგ მართლია მე პირადად არ მიყვარს მასეთ რაღაცეები და მეც ვცდილობ მასეთი არ ვიყო.

-კარგი მოდი წავიდეთ უკვე 6 საათი და მზეც მალე ჩავა და ლამაზი ფოტოები გამოვა

-ხო წავიდეთ, წავიდეთ ერთი სული მაქვს.                                                                                                            სულ ზემოთ მინდოდა ასვლა და ამიტომაც დიდი წვალების შედეგად მაინც ავადით. იქ კი დაგხვდა საოცრება მუსიკა.

-ხომ არ ვიცეკვოთ? მკითხა საბამ

-ახლა არ თქვა რომ ეს შენ მოაწყე.

-კიი.

-საბა უკვე ყველა ზღვარს ცდება შენი სიუპრიზები.

-ხო მაგ მეც შევნიშნე.

კი მე ეიფელის კოშკზე ვარ და ჩემს საყვარელ ბიჭთან ერთად ვცეკვავ. ამას კი მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი. ცეკვის შემდეგ ხედით დავტკბით ცოტახანი და შემდეგ სასტუმროში წავედით. 9 საათზე უკვე სასტუმროში ვიყავით არცერთს არ გვეძინებოდა ამიტომაც აუზზე ჩასვლა გადავწყიტეთ, ზოგადად ყველამ იცის ჩემი წყალთან დამოკიდებულება. უცებ ჩავიცვი საცურაო კოსტუმი და გავეშურე აუზისკენ რომ ,,მეჭყუმპალა'' საბაას ეს რომ ვუთხარი ჩაბჟირდა ტიპი. აუზზე ბევრი ,,ვიჭყუმპალავეთ''. დრო კარგად გავატარეთ თან ძალიან კარგი იყო ის ფაქტი რომ აუზზე მარტო მე და საბა ვიყავით. მოკლედ გინდ დაგვცინეთ ან რაც გინდათ ის ქენით  მაგრამ კიდევ ერ გვეძინებოდა და ახლა ,,ბალიშების ომის'' თამაში გადავწყვიტეთ. სამწუხაროდ 10:7 წავაგე მაგრამ მაინც კარგად გავერთე საბოლოოდ კი 12ზე დავიძინეთ რადგან ხვალ დიდი გეგმები გვქონდა. დილით მაღვიძარამ გაგვაღვიძა 10ზე  უნდა ჩავსულიყავით სასაუზმოდ, ორივეს გვეზარებოდა ადგომა მაგრამ პარიზში ვართ და რა დროს ძილია?! მალევე მოვემზადეთ თან ისე გავედით რომ საუზმის მერე პირდაპირ წავსულიყავით ქალაქის დასათვალიერებლათ. ეიფელის კოშკის მერე შემდეგ რათქმაუნდა წავედით ლუვრის მუზეომში, ძალიან მაინტერესებდა ამ მუზეომის ,,შედევრები''ხელოვნების დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ ის ნახატები თუ ქანდაკებები საოცრება იყო. ბევრს აღარ ვილაპარაკებ რამე არასწოროდ რომ ვთქვა არ გამომეკიდოთ. მოკლედ შემდეგ წავედით პარიზის ღვთისშობლის ტაძარში. ახლა ძაან მარტივად ვთქვი, ყველაფერი ვითომ დღიურს ვწერ, მაგრამ დახლოებთ  4საათი ვიარეთ, სამაგიეროთ ძალიან ლამაზი რაღაცეები ავღმოვაჩინეთ საბოლოოდ დაქანცულები და ემოციებით დატვირთულები დავბრუნდით სასადილოთ და პირობა დავდეთ რომ ავიდოდით ახლა და ცოტახანი დავისვენებდით რადგან საღამოს კიდევ გვქონდა გეგმები. ძილით არ დაგვიძინია მაგრამ ისე ვიყავით დაწოლილები და ვლაპარაკობდით და განვიხილავდით დღეს რაც ვნახეთ და დავგეგმეთ დღევანდელი საღამო.  რესტორანში წასვლა და საღამოს გასეირნება გადავწყვიტეთ. მე რათქმაუნდა ჩემს გასაოცარ წითელ კაბას ვიცმევ საბა კი იმ პიჯაკს მე რომ ვაბოდებ. უკვე 6ზე მზად ვიყავით ჩემს წითელ კაბას წითელი ტუჩსაცხი ისე მოუხდა საბა გამოშტერებული მიყურებდა. რესტორანი ინტერნეტში ვნახეთ რადგან აქ არ ვიცოდით სად რა იყო. რესტორანი საკმაოდ ლამაზი იყო, ზუსტად ფოტოების შესაბამისი. მაგიდაზე მენიუ დაგვხვდა და რამდენიმე წუთში ოფიციანტიც მოვიდა:

ღიმილის უკან დამალული ცრემლებიWhere stories live. Discover now