თავი 6

92 7 0
                                    

საუბრის უნარი დავკარგე, ისეთი ბედნიერი ვიყავი. სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი და უბრალოდ ჩავეხუტე.  მან კი თბილად გამიღიმა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო.  კიდევ დიდხანს ვიყავით ასე სანამ დედაჩემმა არ დამირეკა სად ხარ ამდენი ხანიო. მალევე წამოვედით. გზაში გული გამალებით მიცემდა, ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს სინამდვილე იქნებოდა. მაგრამ ასე იყო და მე უბედნიერესი ვიყავი. საბამ სახლის კარამდე მომაცილა, მაგრამ... ფანჯრიდან ჩემი ძმა იყურებოდა და დაინახა თუ როგორ მოაცილა ვიღაც ბიჭმა სახლამდე თავისი და, როგორ აკოცა დამშვიდობებისა და როგორ წავიდა ღიმილიანი სახით. აი სად დამერხა! კარებთანვე მეგებება ანდრია და თვალებით მანიშნებს ოთახში ადი უნდა ვილაპარაკოთო. ნერვებს ვიმშვიდებ და მივყვები. ვიცოდი წინ საშინელი დიალოგი გვექნებოდა.
-ანდრია ყველაფერს აგიხსნი
-რა უნდა ამიხსნა გოგო შენ კარგად ხარ? ვიღაც ბიჭი გაცილებს სახლში რომელსაც აზრზე არ ვარ ვინ არის?
-ერთი წუთი შენ რატო უნდა იცნობდე ჩემს შეყვარებულს!
-შეყვარებულს?!
-ხო რა გაგიკვირდა შენ თუ ხარ 24 წლის და არ გყავს შეყვარებული ეს იმას არ ნიშნავს რო მე არ მეყოლება!
-ანუ შენ არც მალავს რო საიდუმლოდ ხვდები ბიჭს სახელად შენ ,,შეყვარებულს''
-ხო რატო უნდა დავმალო
-კარგი მაშინ დედას და მამას გაეცი პასუხი ახლა რაც მოხდება.
-არ გინდა ანდრია რა იყო უკვე საკმაოდ გავიზარდე იმისთვის რომ შეყვარებულიც მყავდეს და მარტო მივიღო გადაწყეტილებები.
-მაგ აუხსენი დედას და მამას და მასე ეტლიკინე მათ.
-სწორი რამის ლაპარაკი ტლიკინი ნუ გგონიათ!-ეს წინადადება ძალიან ვიყვირე და დედა შემოვარდა
-რა ხდება? მშვიდობაა? რას კივიხარ გოგო
-დედა იცოდი რო შენს შვილს ბოიფრენდი რომ  ყავს?
-რა?
-კი და თანაც დღეს სახლამდე მოაცილა და დამშვიდობისას აკოცა ვაჟბატონმა
-უკაცრავად? შენი ძმა მართალს ამბობს
-კი
- და მერე მაგას მასე მარტივად მეუბნები?!
- კი და იცი რამდენ რამეს გეტყვი მარტივად.
-მაინც რას?
-შენ ხარ დედა რომლისგანაც მთელი ცხოვრებაა სითბო და სიყვარული მაკლია ხარ დედა რომელიც შვილებს არჩევს და მე სამწუხაროდ სულ ბოლო ვიყავი არავის ჩემთვის დრო არ ჰქონდა ყველას ვეკიდე. ისე გამიბრაზდები ხოლმე არც კი კითხულობ რატო მოივიქეცი არ გაინტერესებს არაფერი მე რაც მეხება და ეს მე გულს მტკენს იცი დედა?! -უკვე ტირილი დავიწყე ეს რო ვთქვი მაგრამ მაინც ძლიერად ვიდექი.
-მერე გიკვირს მეგობრებს უფრო რატო უთმობს დრო იმიტომ რო მათ ესმის ჩემი, ისინი არ გამსჯიან ტყუილად და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ ვუყვარვარ გულწრფელად როგორც საბას და ჯანდა ის მე მიყვარს დედა გაიგე მიყვრს იცი ეს რა გრძნობა თან საშინელი და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო. მადლობას გიხდი ერთი რამისთვის შენ მასწავლე თუ როგორი დედა არ უნდა ვიყო!-ეს უკვე საკმარისი იყო ოთახში ავედი და ღრიალი დავიწყე საბას დავურეკე რომ მოსულიყო აღარ შემეძლო აქ გაჩერება. ატირებული მას დაურეკე.
- საბა გთხოვ მოდი ჩემთან და წამიყვანე ამ ჯოჯოხეთიდან.
საბა მიხვდა რო კითხვების დასმის დრო არ იყო
-უკვე მოვდივარ.
ტელეფონი გავუთიშე და კიდევ უფრო ავტირდი.
მელევე ჩავალაგე ტანსაცმელები და საბას შეტყობინებას დაველოდე
რამდენი წუთში საბას შეტყობინება მომდის მოვედიო. უცებ კიბეები ჩავირბინე და სანამ გავიდოდი დედამ მომაძახა.
-ყველაზე უმადური და შურიანი ხარ მთელ დედამიწაზე!
არ მიმიქცევია ყურადღება ისე გამოვედი. ახლა ყველაზე მეტად საბას ჩახუტება მჭირდებოდა. მანქანისკენ გავიქეცი, ჩავჯექი და საბას ვუთხარი:
-გთხოვ ჩამეხუტე!

ღიმილის უკან დამალული ცრემლებიWhere stories live. Discover now