ბარგი ქვედა სართულზე ჩაიტანა და მშობლებს შეხედა, რომლებიც უკვე მზად იყვნენ გასასვლელად.

ქეითმა გადაწყვიტა სახლისთვის თვალი მოევლო. არ უნდოდა წასვლა. იცოდა, რომ დიდი ხნით არ მიდიოდა, მაგრამ სახლის თითოეულ დეტალს ისე აკვირდებოდა, თითქოს წლები ან თვეები აპირებდა სადმე გამგზავრებას.

გულზე ლოდის დაწოლა და ყელში უზარმაზარი ბურთის მოწოლა იგრძნო. ყელი გაუშრა და ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა.

- კარგად ხარ?
- სამზარეულოში გავალ. წყალს დავლევ.

ქეითი ნელა შევიდა სამზარეულოში და მაცივარს მიუახლოვდა. ხელისკანკალით გამოაღო და წყალი გამოიღო. თაროდან გამჭირვალე ჭიქა ჩამოიღო და წყალი ნელა დაისხა.

ხელები უკანკალებდა. თავბრუ ეხვეოდა. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. არ იციდა ეს იმაი გამო იყო, რომ ბევრს ნერვიულობდა თუ მისი გული კიდევ და კიდევ სუსტდებოდა.

პირველი ყლუპის გადაყლაპვის შემდეგ წვა იგრძნო. მუცელი და ყელი საშინლად აეწვა. თავბრუსხვევამ იმატა და მიხბდა, რომ გონებას კარგავდა. ჭიქა მაგიდაზე დადო და ხელითაც მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო.

სულ მალე ყველაფრი ბნელმა მოიცვა და ქეითმაც თავი ვეღარ შეიკავა. მაგიდაზე დადებულ ჭიქას ხელი ჩამოჯრა და ძირს დაანარცხა, შემდეგ კი თავადაც დაკარგა გონება.




***

ზეინი საშინელ მდგომარეობაში იყო. სახლში გამოკეტილი იჯდა და სვამდა. ბიჭებს ახლოს არ იკარებდა და სახლსი მოსვლის და მისი ნახვის უფლებას არ აძლევდა. ყველა საშინლად ნერვიულობდა მასზე. ქეითზე აღარ ბრაზობდნენ, მაგრამ ვერ გაერკვიათ თუ რატომ გააკეთა ეს ქეითმა. ისინი ხომ ასე მონდომებით  გეგმავდნენ ხელის მოწერის ცერემონიას.

ზეინს ყვეკაფერი ტკიოდა. როგორც ხორციელად ისე აულიერად. იწვოდა. ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვოდა. ქეითმა მას ამწვეყნიური ჯოჯოხეთი მოუვლინა. ცდილობდა ყველაფერში საკუთარი თავი დაედანაშაულებინა, რადგან ასე უფრო მარტივი იქნებოდა. ვერ დაადანაშაულებდა საყვარელ ადამიანს, ამიტომ ყველაფერს თავის თავს აბრალებდა. ფიქრობდა, რომ არ იყო ქეითის სიყვარულის ღირსი და ეს სწორედ ამიტომ მოხდა. ფიქრობდა, რომ ეს ქვეყანა ტკივილით და სატანჯველით იყო სავსე და ყველაფერი სძულდა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now