🌛თავი მეცამეტე🌜

107 8 1
                                    

თავი მეცამეტე.
- ეს შ/ს და ფიქცია რა ჯანდაბა??? გაისმა ჯეუნვუს დაბნეული ხმა....

დავიბენი. უცნაურია აუხსნა აიდოლს მისი ფანები მასზე რეებს წერენ. უხერხულად გავიცინე და ვუპასუხე ისე თითქოს სიმართლე ყოფილიყოს.
- რავი შ/ს?
-ჰო ეგ. მიპასუხა ჯეუნვუმ.
- ჩემმა ძმამ გამოჩხრიკა საიდანღაც.. მერე დავურეკავ და გაგირკვევ.
- კაი?

მისი ეს სიტყვა კითხვასავით გაისმა ცარიელ ოთახში. უხერხულობის გასაფანტად, რომელიც ჩემმა საზიზღარმა ძმამ შექმნა წამოვიძახე.
- ყავას დალევ? ან ჩაის? ან ან.. კაკაოს?
შევთავაზე ზრდილობის გულისთვის. ღამის სამი საათია და რომელი ნორმალური დარჩება სასმლისთვის?
- ყავა იყოს.

როგორც ჩანს ჯეუნვუ დარჩება...
- სახლში რომ წახვალ აღარ დაგეძინება..
- მერე ვინ თქვა, რომ მეძინება ან ძილს ვაპირებ? სახლში, რომ მივალ ისედაც უნდა ვიმუშაო და აქვე დავლევ ყავას ბარემ. მიდი თან შენ როგორც ჩანს არ გეზარება და გააკეთე. მითხრა და უკეთესად მოკალათდა სავარძელზე.

ტვინში ჩემს თავს ვეჩხუბებოდი.
ბარემ ფოთოლი მეშოვნა და დამექნია მისთვის გასაგრილებლად.

ჩემს ციდა სამზარეულოში შევედი და წყალი დავადგი. მხოლოდ ერთი ჭიქისთვის რომ მალე ადუღებულიყო.

*******************
უკვე ყავით გავედი მისაღებში. წინ კი მძინარე ჯეუნვუ დამხვდა. მშვიდად სუნთქავდა.
ეს არ იყო წეღან, რომ მეუბნებოდა არ მეძინებაო? ჩამეცინა. პლედი მოვიტანე და გადავაფარე.
როცა გადავაფარე შეიშმუშნა და თვალები ზანტად გაახილა.

-ვის ატყუებ მშვენივრად ვიცი შ/ს და ფიქციები რაარის... საერთოდ ყველა აიდოლმა იცის.
ცოტახანში დაამატა:გთხოვ აქ დავიძინებ.. ძალიან დავიღალე. მითხრა ნელა და დამარცვლით.

მხოლოდ თავი დავაქნიე. და წამოვედი.

რაო??? ყველამ იცისო?? ჰაჰჰ
ნერვიულად გავიღიმე და ოთახში შევვარდი. ჩუმად მოვხურე კარი რომ ჯეუნვუ აღარ შეწუხებულიყო.

***********************
დილას მზის სხივებმა გამაღვიძეს. არა ნუ გგონიათ ეს ის გაღვიძება ფილმებში, რომ იციან.
ეს უფრო გავდა გავარვარებული ტაფის ჩარტყმას სახეში და ზედ გაჩერებას. მხოლოდ ადგომით მოვახერხე მწველი სხივებისგან თავდაცვა.
გარეთ გასვლა დავაპირე მაგრამ გამახსენდა ჯეუნვუ..
სასწრაფოდ დავტაცე წყეულ სავარცხელს ხელი თმები დავივარცხნე. წყალი დავლიე ტიკტაკი ჩავღეჭე რომელიც ჯინსის ჯიბეში ვიპოვე და გარეთ გამოვედი.

როგორც ჩანს ტყუილად მიწვალია. ჯეუნვუ არ დამხვდა მისაღებში მაგრამ მალე სააბაზანოს კარების დახურვია ხმა გავიგე. უკან მივტრიალდი და ჯეუნვუ დამხვდა თვალებს ისრესდა.
აი ახლაც დამარტყა ჩემმა წარსულმა თავმა. ვინ წარმოიდგენდა ვინ, რომ ჩემსს სახლში იდგებოდა ჩემი აიდოლი.
ჯეუნვუ ჩემსკენ წამოვიდა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
- არ მეგონა იდეალურად ვინმე თუ იღვიძებდა რეალურ ცხოვრებაში.

გააზრება ვერ მოვასწარი რაღაც რბილი რომ შეეხო ჩემს ლოყას.
წამებში ჯეუნვუმ ტუჩები მოაშორა ჩემსს სახეს. და მითხრა
- მეც ვიმედოვნებ, ჩვენი ისტორიის ისე დასრულებას როგორც ფიქციებშია.
მომცილდა. და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა სახლიდან.

ცოტახნით გაშეშებული ვიდექი და  ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მესიზმრებოდა. როცა ტვინმა რეალობა გაიაზრა ხმამაღლა ვიყვირე.

-რა ჯანდაბის მიღწევას ცდილობ ლი ჯეუნვუ?!

____________________________
პატარაა😑...
ვცდილობ სხვა ფიქციებს არ გავდეს და ერთიდაიმავე სიუჟეტები არ გამოვიყენო, იმედია გამომდის.

ერთი კვირაა თავი არ დამიდია😀

გადაუჭრელი პრობლემა Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon