7 🔞

2.5K 108 21
                                    

გაფრთხილება!
თავი შეიცავს 18+ კონტენტს



მოტოციკლეტი ჩერდება და მე უკვე გაბრუებული თეჰიონის სხეულს არ ვშორდები.  თეჰიონი თავს გვერდზე აბრუნებს და ხმის ამოუღებლად მაკვირდება ცოტახანი.

- გუკ.. - ამბობს ჩვეული ბოხი ხმით.

მისი ხმის გაგონებაზე აზრზე მოვდივარ და ჩემი მკლავებისგან ვანთავისუფლებ, სხეულით უკან ვიწევი რადგან თეჰიონს ადგომა ვაცადო. ის თიშავს მოტოციკლეტს და უნებურად დგება. მიახლოვდება და წელზე ხელებს მადებს, თავისკენ მიზიდავს და მიყვანს. ცოტახანი ჩუმად შემომცქერის და მსვავს.
უხერხულად ვიშმუშნები. ასე რატომ იქცევა, პატარა კი არ ვარ... ვამთქნარებ.. ნამდვილად უადგილოა.. ალბათ გონია არ ადარდებს სადააო... მაგრამ რა ვქნათ, ძილი მომერია. გარშემო ვიყურები აქ მხოლოდ ხეებია... აქ რა გვინდა! ჩემი მოკვლა უნდა? იქნებ გამიტაცა! ეს რა მიყრუებული ადგილია! ამ ადგილის არსებობის შესახებ ვინმე რამე იცის საერთოდ?? ალბათ დამეტყო შეშფოთება სახეზე რადგან თეჰიონი წარბებ აწეული მიყურებს.

- გუკ რა გჭირს? მგონი ფერი დაგეკარგა .. - ამბობს ის.

- ალბათ მგზავრობის ბრალია... - უმალვე ვუბრუნებ პასუხს რომელიც ნაკლებად შეესაბამება სიმართლეს რადგან ამ მგზავრობით ნამდვილად ვასიამოვნე და გამეორებაზე უარს არ  ვიტყიდი.

თეჰიონი მიახლოვდება და დაბნეული რამდენიმე ნაბიჯს უკან ვდგამ თან ვაკვირდები ოდნავ შეშინებული, მასაც დაბნეულობა ესახება სახეზე. ხელს ფრთხილად მკიდებს ხელზე რაზეც ვკრთები.

- ყველაფერი რიგზეა.. მოდუნდი  - ამბობს დაბალი ტონით თეჰიონი.

თითებს ნელა ვხვევ მის ხელს და სხეულიც მიდუნდება. ამ მხარეს რამდენი ტყეა თუ ეს იმ ტყის გაგრძელება სადაც დავიკარგეთ. წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ აშკარად ტყეა... თეჰიონი ხმის ამოუღებლად მიაბიჯებს ხეებს შორის და ტყეში ნელ ნელა ღრმად შედის და მეც თან მივყავარ.
გარშემო ვიყურები და დაკარგული ლეკვივით მივყვები თეჰიონს. შემთხვევით რაღაც მტკიცეს ვედები ფეხით და ძლიერად ვეცემი დაბლა, თეჰიონსაც ხელი ეშვება და ხმამაღლა ვოხრავ ტკივილის გამო. თავს შერცხვენილად ვგრძნობ.... სიარულიც აღარ შემიძლია ისე მეძინება მგონი... თან წესივრად არაფერი ჩანს და საშიშია აქ.. არა ?..
თეჰიონი სწრაფად იხრება და ანერვიულებული მავლებს ხელებს იდაყვებზე და ფრთხილად მაყენებს. ჩუმად ვუყურებ მის ანერვიულებულ გამომეტყველებას. რა სჭირს..... მე დავეცი თვითონ ხომ არა...
მთელს სხეულზე აღებული მაკვირდება და როდესაც ვერაფერს ხედავს საეჭვოს ხელს ისევ ძლიერად მავლებს ხელში.

FallingWhere stories live. Discover now