5

1.2K 102 6
                                    

ჯონქუქის ფოვ

უკვე ძალიან დაღამდა და ძალიან მეძინება ჩვენ კი ისევ ტყეში ვართ. გარშემო არაფერი ჩანს კარგად. ეხლა ვნანობ რომ საერთოდ ასე წამოვედი მარტო. მადლობა თეჰიონს რომ აქ ასე არ დამტოვა თორე წესით მარტო ვიქნებოდი ეხლა აქ... და ღმერთმა არ იცის რა მომივიდოდა.... ვზივარ, ხეზე ვარ მიყუდებული და ნიკაპი მუხლებზე მიდევს, მკლავები კი ფეხებზე მაქვს მოხვეული. ვამთქნარებ არ ვიცი უკვე მერამდენედ და თვალებს ვისრეს თან თეჰიონს ვუყურებ რომელიც აქეთ იქით დაბოდიალობს და კავშირის დაჭერას ცდილობს მაღლა აღმართული ტელეფონით. დაღლილს თვალებში სიმძიმე მაწვება და ნელა მეხუჭება. მთელს სხეულში სიცივე მივლის. მეძინება თან მცივა... უკვე ძალიან დაღლილი თავს მუხლებზე ვდებ და მაშინვე ვიძინებ...

Taehyung pov

ვერა და ვერ დავიჭირე კავშირი ტელეფონში. ეს სად ჯანდაბაში ვართ?! გაღიზიანებული ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და ეხლაღა ვამჩნევ რომ ჯონქუქს ჩასძინებია. ვოხრავ და ვუახლოვდები, მის წინ ვიმუხლები და მის უნაკლო სახეს შევცქერი. პატარა ანგელოზი.. თმის ღერებს ფრთხილად ვუწევ ყურს უკან და მის სახის ნაკვეთებს შევცქერი. მის გვერდით ვჯდები ფრთხილად. ჯონქუქს ხელებს ვავლებ წელზე და ძალიან ნელა ვსვავ ჩემს კალთაში რომ არ გაიღვიძოს. ისიც მაშინვე თავს მადებს მხარზე და სხეულზე ძლიერად მეკვრის ძილში. არ ვიცი რატომ მაგრამ სხეულში სიამოვნების ტალღები მივლის... ორივე მკლავს ძლიერად ვხვევ სხეულზე და ნიკაპს მის მხარზე ვდგებ, თვალებს ვხუჭავ. მისი სასიამოვნო სურნელი მცემს... ნაზი და რბილი... მმ... ვერც აღვწერ როგორია მაგრამ ნაზია მასავით და რბილი... სასიამოვნო. მალევე სიზმრების სამყარო მეც მაკითხავს.

დილით ვიღაცას შეხება და ხმა მაღვიძებს.

- თეჰიონ... ოე გაიღვიძე სანამ დაგადგათ თავზე მთელი კლასი..
- ისმის ჰოსოკის ხმა. ცოტახანი უგონოდ ვზივარ და წარბებს ვკრავ. მისი სიტყვების გააზრებისას თვალებს სწრაფად ვახელ. ჯანდაბა! ეს წყეული ტყე! უკვე აქ ვიძინებ აქ ვიღვიძებ. პირველყოფილი მგონია თავი!

FallingWhere stories live. Discover now