***

მთელი დღები ქეითი შეწუხებული დადიოდა. თავიდა არ ამოსდიოდა თუ რა მდგომარეობაში შეიძლებოდა ყოფილიყო ჯორჯი მის გამო. მხოლოდ მის გამო!

- რაზე ფიქრობ?
- ჯორჯზე. ასევე ჩემი მშობლების რეაქციაზე, როცა დაშორების ამბავს გაიგებენ.
- რას ეტყვი, როცა მიზეზს გკითხაევნ?
- იმას, რომ ის აღარ მიყვარს და რომ არ შემიძლო ასე გაგრძელება.

ზეინმა იცის, რომ გოგო დაბნეული და შეშინებულია. სინამდვილეში მასაც არ აქვს წარმოდგენა თუ როგორ შეიძლება ქეითს დაეხმაროს და ამ სუტუაციაში დარდი შეუმსუბუქოს.


- მოვედი.

ისმის ქეითის ხმა და ორივე კარისკენ ტრიალდება. ქეითი მისაღებში შემოდის და ხან დედას უყურებს ხან მამას. მგონი საქმე ცუდადააა.

- სად იყავი?
- ვსეირნობდი.
- ესე იგი სეირნობდი. ვისთან ერთად?
- დედა ორი წლის აღარ ვარ. შემიძლია მეგობართან ერთად სეირნობა. - სერიოზული ტონით ამბობს ქეითი.
- იანგებმა დარეკეს- ქეითი ცბება- ჯორჯს დაშორდი?
- კი- ამბობს ყოყმანის შემდეგ.
- შენ სულ გაგიჟდი? არ შეიძლება ასე უმიზეზოდ დაშორდე მას.
- და თუ მიზეზი მაქვს? ის არ მიყვარს დედა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი? არ შემიძლია მას ცოლად გავყვე ან მისი შეყვარებულის როლი მოვირგო.

- ქეით, გონს მოდი!
- სრულიად სერიოზულად ვამბობ ამ ყველაფერს. ასე ვეღარ გაგრძელდებოდა. მის გვერდით თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. ის მიყვარს და პატივს ვცემ როგორც ძმას, მაგრამ არა როგორც შეყვარებულს ან საქმროს. დედა, მის გვერდით ბედნიერი ვერ ვიქნები.
- და იცი რა მოხდება ახლა ქალბატონო?
- არ მაინტერესებს რა მოხდება. ეს ჩემი ცხოვრებაა მამა. მე ვწყვეტ რა არის უკეთესი ჩემთვის.
- დღეიდან იცოდე დასჯილი ხარ, ქეით! - მკაცრად წარმოთქვა დენიელმა და წარბები შეკრა.
- რა? ახლა აპირებთ, შინაპატიმრობაც მომისაჯოთ? დედა!
- ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში მე წაგიყვან და მე წამოგიყვან.
- მაგრამ...
- გეკრძალება სახლიდან გასვლა და მეგობრებთან სიარული. კარგად დაგიქრდები ყველაფერზე, გასაგებია? 

ქეითი ამღვრეული თვალებით ავიდა თავის ოთახში და კარი ჩაკეტა. საწოლზე დაეცა და ამ ხნის განმავლობაში შეკავებულ ცრემლებს უფლება მისცა გზა გაეკვალათ მის სახეზე.

ეს მისი ცხოვრებაა! მისი გრძნობებია. მისი განცდებია. არც ისეთი პატარაა რომ ვერ მიხვდეს რა უნდა, რა სურს. მას ზეინი უნდა, მასთან ყოფნა სურს. ასეთი ძნელია გაიგონ?

4 დღეში მისი დაბადების დღეა და ის შინაპატიმრობაშია! არ სჯერა, რომ მშობლებმა ასეთი რამ გაუკეთეს. არ შეუძლია ერთი კვირა სახლში იჯდეს და არაფერი აკეთოს. ზეინს ვერ შეხვდება, ვერ იგრძნობს მისი ფაფუკი ტუჩების გემოს. მის თბილს სხეულს, შეხებას...



ორი დღე გადის. ქეითი სკოლაში დადის, მაგრამ ვერ ახერხებს ბიჭებთან კონტაქტს. მამამისი სკოლის წინ ელოდება, ყოველ დღე. ქეითმა მხოლოდ ერთხელ ნახა ზეინი, სკოლის წინ. უნდოდა მასთან მისულიყო, მისი ტუჩები დაეკოცნა, მაგრამ არ შეეძლო. შორიდან, მამამისის მანქანიდან აკვირდებოდა მას. ზეინსაც უნდოდა მასთან მისვლა, მაგრამ იცოდა ამით სიტუაციას მხოლოდ გაართულებდა. ფიქრობდა, რომ ქეითი ყველაფერს გადალახავდა და მალე ისევ შეძლებდა მისი სხეულის სითბოს შეგრძნებას.

ქეითს თვალი გააყოლა, დაინახა მისი თვალები რომელიც მისკენ იყო მომართული. გაუღიმა... ეს ღიმილი სრულიად საკმარისი იყო მისთვის.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें