უთხრა ქეითმა და სიცილით გადაუსვა თავზე ხელი ზეინს.

- ბავშვივით მექცევი, რომელმაც დავალება გააკეთა და მშობლისგან შექება დაიმსახურა.

- შენი აზრით როგორი რეაქცია ექნება? ჯორჯს...
- ალბათ საშინელი...


***

ქეითმა ღრმად ჩაისუნთქა. ჯერ კიდე არ იყო მზად იმისთვის რაც წინ ელოდა. ზეინმა რესტორანში მიიყვანა სადაც ჯორჯი ელოდებოდა. ქეითმა დაარწმუნა წასულიყო, უთხრა, რომ ყვეკაფერს თავად გაუმკლავდებოდა, მაგრამ ეშინოდა. ჯორჯის რეაქციის ეშინოდა.

ქეითი რესტორანში შევიდა და იმ მაგიდისკენ დაიწყო სიარული, სადაც ჯორჯი იჯდა და მას ელოდა.

- რას შეუკვეთავთ?

ჰკითხა მიმტანმა სკამზე ახლად ჩამომჯდარ ქეითს.

- მხოლოდ ვაშლის წვენი.

ქეითი დაბნეული იყო, არ იცოდა საიდან დაეწყო ლაპარაკი. ან როგორ ეთქბა ჯორჯისთვის რომ დაშორებაუნდოდა.

- აფორიაქებული ხარ. რა ხდება?
- არ ვიცი როგორ გითხრა...
- ქეით, ბოლო დროს უცნაურად იქცევი. თითქოს თავს მარიდებ, ჩვენს შორის ურთიერთობა ისეთი აღარ არის როგორიც იყო.
- ჯორჯ... უბრალოდ. - ქეითი გაჩერდა და ცოტახნის მერე გამაგრძო- წლებია გიცნობ... თითქმის ერთად გავიზარდეთ. ჩვენი მშობლებიც უხსოვარი დროიდან მეგობრობენ. შენი ოჯახის წყალობით ვცხოვრობთ ახლა აქ, მამაჩემს კარგი სამუშაო აქვს.
- ქეით, რის თქმას ვდილობ? - ჯორჯი გაკვირვებული იყო.
- როდესაც ადამიანი ხვდება, რომ რაღაც ნაბიჯის გადდგმა უწევს, რაც მის საყვარელ ადამიანს ატკენს ეს ერთულება. თავიდანვე უნდა მეთქვა ეს ყველაფერი შენთვის, მაგრამ ვერ ვბედავდი. ახლა კი ასე აღარ შემიძლია, ჯორჯ. მეტს ვეღარ მოგატყუებ, ყველფერი დღესვე უნდა დასრულდეს.
    მიყვარხარ და ეს შენც ძალიან კარგად იცი. გაფასებ და მიხარია, რომ ჩემს გვერდით ხარ. მიყვარხარ, მაგრამ არა ისე როგორ კაცი... მინდა  ჩემს გვერდით იყო, მაგრამ არა ისე როგორც ჩემი ქმარი. მიყვახარ, მაგრამ არა ისე როგორც შეყვარებული.
- ხვდები მაინც რას ამბობ? ეს სრული აბსურდია!
- არ არის... ძალიან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. ძილის წინაც ფიქრებს ვალაგებ, აზრებს თავს ვუყრი. ჯორჯ ვერ გამოგყვები ცოლად, ვერ ვიქნები შენი შეყვარებული. არ შემიძლია შენს გვერდით გავატარო მთელი ცხოვრება, როგორც შენმა ცოლმა, რადგან საკმარისად არ მიყვარხარ... ალბათ არც არასდროს მყვარებიხარ. მაპატიე, გთხოვ, მაგრამ ამას ვეღარ გავუძლებ. ახლა ვხვდები, რომ...
- არა! გაჩუმდი- გააწყვეტინა ჯორჯმა- აღარ გააგრძენო. სისულელეს ამბობ.
- ეს არ არის სიაულელე, ჯორჯ!
- არის! არის! ვერ დამშორდები. ვერ მეტყვი იმას, რომ აღარ გიყვარვარ.
- მაპატიე... მაპატიე, რო ეს აქამდე ვერ ვითხარი. უბრალოდ მეგონა გრძნობებში გავერკვეოდი. მეგონა არეული ვიყავი, მაგრამ ასე არ არის. ერთად უამრავი რამ გადავიტანეთ, უფროს ძმად მიმაჩნიხარ. არ შემიძლია შენი შეყვარებული ვიყო. ყველაფერი დამთავრდა... უნდა დამთავრდეს, გთხოვ...

ქეითი ფეხზე წამოდგა და სწრაფად დატოვა შენობა. ქუჩაში ნელა, თავჩახრილი მიაბიჯებდა. წუხდა, საშინლად წუხდა იმის, გამო რაც ჩაიდინა. გული გაუტეხა, მას ვინც ამას არ იმსახურებდა. ატკინა მას ვისაც ის იყვარს...

ქუჩაში მოაბიჯებდა, როცა იგრძნო როგორ დაეცა სახეზე წვეთი. წვიმა იწყებოდა. ახლა სწორედ წვიმის ხასიათზე იყო.

ქეითს უყვარს წვიმა, ბავშვიბაშიც უყვარდა. უყვარდა წვიმაში თამაში ან უბრალოდ სველ ბალახზე წოლა. უყვარდა როცა წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა და კანს უსველებდა.

მაგრამ გულის პრობლემების გამო წვიმაში გარეთ აღარ უშვებდნენ. შიგნიდან უცქერდა, როგორ ნამავდა წვიმა არემარეს. როგორ რწყავდა მცენარეებს. ამ დროს ქეითს სიცარიელე ეუფლებოდა. უნდოდა წვიმაში გასულიყო და ერბინა, ეცეკვა და ეცინა.

მაგრამ არ შეეძლო.

ახლა როცა სახეზე წვიმის წვეთებს გრძნობს ბედნიერია. მაგარამ ეშინია... მისი გული სუსტია. არ უნდა გაცივდეს. მაგრამ ახლა სულ არ ცივა, არაუშავს თუ ცოტა დასველდება.

ფეხით აგრძელებდა სიარულს და ბედნიერი იყო, რომ წვიმის წვეთები სახეს უსველებდა.

ბედნიერებასთან ერთად ტკივილსაც გრძნობდა, რადგან ახლახანს ადამიანი გატეხა, მას ატკინა...

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now