ზეინი ჩუმად უსმენდა ქეითს. ფიქრობდა რომ არ იმსახურებდა მისგან ამ სიტყვებს. არავისგან იმსახურებდა კარგს მოპყრობას.

- არ ვიმსახურებ შენგან ასეთ მოპყრობას. მაგალითან მამაჩემი აიღე, არასდროს ადარდებს რა მჭირს, რა მტკივა. მთავარია მის რეპუტაციას არ შევეხო და სახელი არ შევულახო. არავის ადარდებს რა მომივა.
- მე მადარდებს! ბიჭებს ადარდებთ.

ქეითი ზეინის ფეხებს შორის მუხლებზე დადგა და ხელები ზეინს კისერზე შემოხვია.

- გათამამდი- ჩაეღიმა ზეინს.
- შენ გამათამამე.

გოგონა ზეინის ტუჩებს დაეწაფა. ვერც კი ხვდება ასეთ მცირე დროში როგორ შეიცვალა. მორიდებული, მორცხვი გოგოდან თამამ გოგოდ გარდაიქმნა.

- გეძინება?
- ცოტა- უპასუხა ქეითმა.
- გინდა სახლში წაგიყვანო?
- დღეს ღამე ჩემთან დარჩები? ხვალ კვირაა სამეცადინოც ბევრი არ მაქვს, დილით ადრე ადგომა არ მომიწევს.
- გინდა რომ დავრჩე?
- მინდა.

ზეინს ჩაეღიმა.

- კარგი, წავიდეთ.
- მშობლებს არ გააფრთხილებ?
- მაინც არ ინერვიულებენ.
- ზეინ, არ არსებობს დედა, რომელიც ოდნავ მაინც არ ღელავს საკუთარ შვილზე. მისწერე მაინც.
- საჭირო არ არის. მიჩვეულები არიან.
- ზეინ!
- კარგი, მივწერ. შენ ბიჭები გააფრთხილე რომ მივდივართ.
- კარგი.

მოწყვეტით აკოცა ლოყაზე, შემდეგ კი სახლში შევიდა.

ზეინმა მანქანა მოპირდაპირე ქუჩაზე გააჩერა.

- მე სახლში შევალ, ოთახში ავალ და ფანჯარას გავაღებ.
- კარგი.

ჯერ ქეითი დაიძრა სახლისკენ, ზეინი კი უკანა მხრიდან მივიდოდა.

კარზე დააკაკუნა, მალე კი დედამისმა გაუღო.

- დაღლილი ხარ?
- კი, მამა. ძალიან მეძინება.
- კარგი, ადი დაიძინე. - გაუღიმა დენიელმა, ქეითმა კი ლოყაზე მოწყვეტით აკოცა და ოთახში ავიდა.

ფანჯარა გააღო და დაინახა ზეინი, რომელიც ამოძრომას ცდილობდა.

- მალე დავსპეცდები კედელზე ძრომაში. თავი ადამიანი ობობა მგონია.

ქეითს გაეცინა და ზეინს შემოძრომაში დაეხმარა.

ზეინმა ფეხზე გაიხადა და მოწყვეტით დაეცა საწოლზე.

- მომწონს შენი ოთახი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემსას ვერ შეედრება.
- მორჩი წუწუნს, ან სახლში წადი.
- როგორც მახსოვს შენ გინდოდა ჩემთან ერთად ყოფნა.
- იდიოტი ხარ, ზეინ მალიკ. უნდა გამოვიცვალო.

ქეითმა ტანსაცმლის გახდა დაიწყო და პიჟამა ჩაიცვა.

- ჰმ გიხდება.

ზეინმა მოკლე შორტსა და ამოღებულ მაისურს თვალი აატარა და ტუჩი გაილოკა.

ქეითი მას გვერდით მიუწვა და საბანში შეძვრა. ზეინმა შარვალი და მაისური გაიხადა და ბოქსერებით ჩაწვა საწოლში. ქეითმა ხელები სხეულზე შემოჰხვია და თავი მკერდზე ჩამოადო.

- მიყვარს როცა შენს გულისცემას ვუსმენ.
- ვიცი 

ღიმილით უთხრა და ცხვირზე მოწყვეტით აკოცა.

ქეითს მშვიდად ეძინა. მთელი სხეულით ზეინის ტანს იყო მიწებებული. სახე მის ყელში ჰქონდა ჩარგული, ზეინი მის თბილ სუნთქვას გრძნობდა.  ბიჭს ძილი არ ეკარებოდა. გოგოსთვის ხელები მჭიროდ მოეხვია და ფიქრობდა.

ქეითი დროთა განმავლობაში მეტად რომ მოწონებიდა? რომ შეყვარებოდა? რას იტყოდნენ მისი მშობლები? დედამისს შეიძლება გაეგო, მაგრამ მამა? არასდროს მიიღებდა ქეითს ოჯახში. მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იქნებოდა. და ქეითის ოჯახი? ისინი ფიქრობენ რომ ქეითს ჯორჯი უყვარს, მათ ქორწილსაც კი გეგმავენ, რა რეაქცია ექნებათ თუ ქეითი ეტყვის დაქორწინება არ უნდა? ალბათ საშინელი.

რატომ არის ყველაფერი ასეთი რთული?.. ხომ შეიძლებოდა უბრალოდ ის გოგო მოსწონებოდა, რომელიც მის ოჯახსაც მოეწონებოდა და ამით ცხოვრებას გაიმარტივებდა? ხომ შეიძლებოდა ის გოგო არ ყოფილიყო უნაკლო და უცოდველი? ქეითი პატარა ანგელოზი იყო. ზეინის ანგელოზი...




ვსო დაიწყო არდადეგები და ლაწა-ლუწით წავა ახალი თავები. (ნუ ვეცდები ყოველ შემთხვევაში)💕

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now