ზეინმა მოტოციკლი დაქოქა, ორ წამში კი ადგილს მოსწყდა, ქეითმა თვალები დახუჭა და უფრო მჭიდროდ შემოეკრა ზეინს.

ქარი თმებს უწეწავდა, იგრძნო როგორ მოემატა ადრენალინი. ნელ-ნელა შეეჩვია და თვალები გაახილა. კარგი გრძნობა იყო. ცოტახანში როცა თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნო ხეინს ხელები გაუშვა და განზე გაშალა. ცივი ქარი სასიამოვნოდ ხვდებოდა და წინააღმდეგობას უწევდა.

ცოტახანში ზეინმა სიჩქარე შეანელა და სულ მალე მოტოციკლეტი პარკინგზე გააჩერა.

- აქ რატომ მოვედით?
- ქალაქში ფეხით გავივლით.

მართლაც ქალაქში ხელიხელ ჩაკიდებულები დადიოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ქეითი ამ წუთებში ყველაზე ბედნიერი იყო. სიცილით მიუყვებოდა ქუჩებს, უკან ზეინი მიჰყვებოდა, ისიც იცინოდა. დიახ, ზეინი იცინოდა.

ნაყინები ჭამეს და პარკში შევიდნენ სასეირნოდ. ხეებს შორის მოპირკეთებულ ბილიკს გაუყვნენ. ზეინმა ხელი ჩასჭიდა ქეითს და ახლოს მოიზიდა. შეჯახების შემდეგ ზეინმა ქეითს წელზე მოხვია ხელი.

- სირცხვილია.
- ხოდა ნუ გვიყურებენ.
- ზეინ. გამიშვი...
- არა. მინდა ასე ვიაროთ.

ქეითსაც წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, თავი მხარზე ჩამოადო და გზა მშვიდად განაგრძეს.

- შენზე მომიყევი- უთხრა მოულოდნელად ზეინს.
- მაინც, რა გაინტერესებს?
- არ ვიცი. ალბათ ბავშვობა.
- ბავშვობა. ვერ ვიტყვი, რომ ეს წლები საუკეთესო იყო. მშობლებს იშვიათად ვნახულობდი. ძირითადად დაქირავებული ქალების ყურადღების ქვეშ ვიყავი, რომ არაფერი გამეფუჭებინა ან მტკენოდა.
- ალბათ რთული იყო...
- დროდადრო შევეჩვიე. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მარტოობასაც კი. მთავარი დროა. დრო და გაძლება.
- და შენ გაუძელი?
- ვერა... - ჩუმად, სინანულით წარმოთქვა ზეინმა. - ვერ გავუძელი. ალბათ იცი, რომ წლების წინ ნარკოტიკებზე ვიყავი დამოკიდებული.
- ეს იყო მიზეზი?
- შეიძლება. ან უბრალოდ რეალობისგან გაქცევას ვცდილობდი და ნარკოტიკებს შევაფარე თავი, რადგან ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას ცოტახნით მაინც მავიწყდებოდა ვინ ვიყავი. ახლა ხვდები რატომ არის ცხოვრება უსამართლო? ყველას არ ჰყავს ოჯახი, რომელიც ბავშვობიდან ვარდისფერ სათვალეს მოარგებს. შეიძლება მდიდარი იყო, მაგრამ არა ბედნიერი. ბავშვობიდან ვხვდები, რომ ფული არაფერია. ზოგს უბრალოდ ჰგონაია, რომ რადგან ფული გაქვს ბედნიერი ხარ, მაგრამ ასე არ არის.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now