- არა კარგადაა, ალბათ ხვალ გამოწერენ.

- საჭირო არ არის. არ მოხვიდეთ. უნივერსიტეტში წადით.

- არა, დღესაც გავაცდენ. ქეითთან ვიქნები.

ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო.

- ლექციებს აცდენ? - კითხა ვანესამ.
- ეს შენ არ გეხება.
- ჰარი, არ მომწონს ჩემს გამო უნივერსიტეტში რომ არ დადიხარ.
- არაუშავს, ბიჭები დამეხმარებიან. ამასთანავე მოგიკითხეს. ვუთხარი, რომ კარგად ხარ, თორე მოგაკითხავდნენ და ლუის აქედან ვეღარ გააგდებდი- სიცილით თქვა ჰარიმ. ქეითსაც გაეცინა.
- ლუის ვერა მაგრამ შენ გაგაგდებ. სახლში წადი, მოწესრიგდი და ლექციებს დაესწარი.
- მაგრამ...
- ჰარი! უნივერსიტეტში წადი- მკაცრი ხმით თქვა ქეითმა.


შუადღისას უამრავი ანალიზი აუღეს,  ექიმმა უთხრა, რომ სიარულში ევარჯიშა, რადგან წოლისგან ენერგიას კარგავდა. ცდილობდა ფეხზე ამდგარიყო, მაგრამ ამის ძალა ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

ისევ მოსაღამოვდა. უკვე ყველა წავიდა. გოგონამ ძლივა დაარწმუნა მშობლები, რომ პატარა არ იყო და შეეძლო პალატაში ღამის მარტო გატარება. ქიეთი საშინლად მოწყნილია. არ იცის რა გააკეთოს, არ უნდა აქ ყოფნა, უკვე ვეღარ ჩერდება. სული ეხუთება. 

უნდა წამომდგარიყო. სუსტი არ იყო. შეძლებდა. უნდა გაეარა. წარმოიდგინა რეჯინას კმაყოფილი სახე, რამაც ბრაზი მოჰგვარა. საბანი გადაიხადა, ფეხები ცივ იატაკზე დააწყო, ხელით ძლიერ ჩაეჭიდა საწოლის კიდეს და წამოდგომა სცადა. არ გამოუვიდა... კიდევ სცადა. არც ახლა გამოუვიდა... თვალები დახუჭაფა წარმოიდგინა ზეინი, რომელიც მის წინ იდგა. ეძახდა. ეუბნებოდა მასთან მისილიყო.

ქეითმა ბოლო ძალები მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა. გაუჭირდა, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადადგა. პირველს მეორე მიაყოლა, მეორეს მესამე... მეოთხე. გაეღიმა, რადგან შეძლო. ჯერ კიდევ სუსტად იყო მაგრამ ნაბიჯების გადადგმას აგრძელებდა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now