- ქეით?
- ჰარი გცალია?
- რა თქმა უნდა. რა ხდება? არც კი მოგიკითხვივარ, პირდაპირ ეს მკითხე.
- შეგიძლია სკოლაში მომაკითხო და შემდეგ სადღაც წამიყვანო?
- კარგი. მალე მოვალ.

სკოლის წინ მართლაც მალევე გამოჩნდა ჰარის მანქანა.

- აბა? რა ხდება?
- ექიმთან ვაპირებ წასვლას, მაგრამ არ ვიცოდი დახმარება ვისთვის მეთხოვა.
- ექიმთან? კარგად ხარ? რამე გაწუხებს?
- არა, არა. მე კარგად ვარ- იცრუა ქეითმა და ეცადა რამე მოეფიქრებინა, რომ ჰარისთვის ეთქვა- სოფელში, მამიდაჩემთან ერთი მეგობარი მყავს. მას სჭირდება დახმარება.
- გასაგებია. შემეშინდა, რომ შენ გრძნობდი ცუდად თავს.

ქეითი და ჰარი მანქანაში ჩასხდნენ. გოგონა ცუდად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ ჰარი მოატყუა, მაგრამ ასე აჯობებს.

მალე უზარმაზარ კლინიკაში მივიდნენ. შენობაში შევიდნენ და ჰარიმ იკითხა ექიმი ტრიშა თავისუფალი იყო თუ არა. მიმღებში მჯდომმა გოგომ კი უთხრა, რომ ახლა თავისუფალი დრო ჰქონდა და თავის კაბინეტში იმყოფებოდა.

ჰარიმ კარზე დააკაკუნა და ნებართვის მიღების შემდეგ კაბინეტში შევიდა. მაგიდასთან ბორბლებიან სკამში ქალი იჯდა.

- გამარჯობა, ქალბატონი ტრიშა.
- ჰარი, როდის შეწყვეტ ჩემთვის ქალბატონის დაძახებას? შემოდი.

ჰარიმ ქეითს ანიშნა კაბინეტში შესულიყო და მანაც მორცხვად შეაბიჯა ოთახში.

- რამე გაწუხებს? აქ რას აკეთებ?
- მე არა, მას სჭირდება დახმარება.
- ვინ არის, ეს ლამაზი გოგო? შენი მეგობარია?
- ჩემი დაა- ღიმილით თქვა ჰარიმ, ქეითმა კი მუჯლუგუნი გაჰკრა.
- და? - გაოცება გამოესახა სახეზე და ქეითს გახედა.
- დიახ, ნახევარდა.
- გასაგებია.
- ქეით, ტრიშა ზეინის დედაა, მას 100%-ით ვენდობი.

ზეინი? ხუმრობთ? ყველგან ის რატომ ეჩრება? ხომ შეიძლებოდა ვინმე უცხო ყოფილიყო ექიმი? ან ჰარის სხვა მეგობრის მშობელი მაინც. რატომ მაინცდამაინც ზეინი?!

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now