***
გაკვეთილების შემდეგ გოგოები ქეითთან წავიდნენ და მომზადება დაიწყეს.  ის კაბა რომელიც ჯორჯმა უყიდა ლამაზი იყო, მაგრამ ქეითს ასეთი კაბა არასდოს ცმია, არც აპირებდა ამის შემდეგ ჩაცმას. ეს უბრალოდ არ იყო მისთვის, მაგრამ დღეს მაინც მოუწევდა ამი კაბის ჩაცმა.

- კარგი, ვფიქრობ ეს კაბა ძალიან მოგიხდება.
- ხო არ ვიცი...
- კარგი მიდი ჩაიცვი.

ქეითმა მალევე მოირგო კაბა და სარკის წინ დადგა. თავის სხეულს აკვირდებოდა. მოსწონდა მისი სხეიული. მრგვალი თეძო და გამხდარი ფეხები.

როგორ იქნა ორივე მოემზადა და უკვე წასვლის დროც იყო. ჯორჯიც უკვე მისული იყო.

- ულამაზესი ხარ- უთხრა კიბიდან ახლახანს ჩამოსულ ქეითს და გაუღიმა.
- მადლობა.
- ძვირფასო ძალიან ლამაზი ხარ.
- მადლობა დედა.
- არ წავიდეთ?
- წავიდეთ.
- კარგ გართობას გისურვებთ ბავშვებო- გამოაცილა ისინი ვანესამ.


როგორც ქეითმა იცოდა წვეულება ნაილის სახლშია. ჰარის გამოგზავნილ მისამართზე მივიდნენ და დარწმუნდნენ კიდეც, რომ სახლში წვეულება იყო, რადგან მუსიკების ხმა მეორე ქუჩაზეც კი ისმოდა.

მანქანიდან გადავიდნენ და სახლს მიუახლოვდნენ. უზარმაზარი სახლი, უცარმაზარი აუზით, სადაც უამრავი თინეიჯერი ირეოდა.

სახლში შევიდნენ და ქეითმა მალევე  გაარჩია ნაცნობი სილუეტები.

- ჰეიი პატარავვვ- მათკენ ჰარი წამოვიდა და პატარა და გულში ჩაიკრა- მიხარია რომ მოხვედი და ვაუუ ეგ კაბა ძალიან გიხდება.
- მადლობა. ხომ გაიცანი ეს ქრისტინია, ჩემი მეგობარი, ეს კი ჯორჯია...
- შენი შეყვარებული- აღარ დაამთავრებინა ჰარიმ და ალმაცერად გახედა ბიჭს.
- ხო.
- წამოდით მისაღებში გავიდეთ.


ჰარი მათ მისაღებისკენ გაუძღვა და ისინიც გაყვნენ. ქეითი ყველაფერს აკვირდებოდა. იცოდა რომ წვეულებაზე სასმელი იქნებოდა, მაგრამ ამდენი? ოთახის კუთხეებში მთვრალი თინეიჯერები იყვნენ და კოცნაობდნენ. ეს საშინელება იყო.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now