12

254 30 3
                                    

-აი ისიც, მოეთრა
-კიდე გაბრაზებული ხარ?
-ჯერ ალქაჯი დამიძახა, მერე მაიგნორებდა
-შენ მახინჯი დაუძახე, ლამის მოკალი და-
-გასაგებია!

ჯინი ნამჯუნთან მივიდა

-გამარჯობა
-დროზე დავიწყოთ, დიდი დრო არ მაქვს

ნამჯუნს მისთვის არც კი შეუხედავს ისე წავიდა სამხატვრო აკადემიის ერთერთ ოთახში

-ხედავ?! როგორ მიბედავს?
-მასში არის რაღაც, რაღაც განსაკუთრებული
-ჯესი, შენ ჩემს მხარეს ხარ თუ მის?
-წადი გელოდება

* * *

-მანდ დაჯექი და არ გაინძრე
-რამდენი ხანი დასჭირდ-
-და არ ილაპარაკო!

ნამჯუნი ჯინს აკვირდებოდა, მის სახეს, მხრებს, ხელებს, ბოლოს მათი მზერა შემთხვევით ერთმანეთს შეხვდა, ნამჯუნმა მაშინვე გაწია თავი და ხატვა დაიწყო

უკვე 20 წუთი გავიდა, ჯინი დაიღალა და დასცხა, რის გამოც ცოტათი გამოძრავდა

-ხომ გითხარი რომ არ უნდა გემოძრავა
-20 წუთია ასე ვზივარ, ქანდაკება კი არ ვარ, რით ვერ მორჩი
-გაჩუმდი თორემ საერთოდ არ დავხატავ
-რა უფლებით?
-ჩემი უფლებით! ახლა გაჩუმდი და არ გაინძრე
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს კაცი მოვკალი და მსჯიან
-რამე თქვი?
-არა! ალბათ ბუზმა გაიფრინა

* * *

-მორჩა
-როგორც იქნა, აა, ვაი წელი

ჯინი წელში ძლივს გასწორდა, 2 საათი და 31 წუთი მასე იჯდა

-კარგად ხარ?

ნამჯუნი მას მივარდა და დაიჭირა რათა არ დაცემულიყო, ჯინი მას უცნაურად უყურებდა

-რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა?
-უბრალოდ არ მინდოდა რომ დაცემულიყავი
-და შენ რა?
-მერე... მე... შენ რომ დაცემულიყავი დაშავდებოდი და გამოსვლაზე ვერ წახვიდოდი, ამასაც ვერ ჩაიცმევდი და ესეიგი ტყუილად ვიწვალე
-მხოლოდ მაგიტომ?
-ხო.

ცოტახანში ოთახში ჰოსოკი შემოვიდა, ნამჯუნმა ჯინი იქით გაისროლა და პერანგის შესწორება დაიწყო

-ბ-ბატონო ჯანგ?
-მგონი უკვე დამეგობრდით
-არა, მას უბრალოდ, ბუზი დააჯდა და მისი მოკვლა ვცადე
-კი, როგორ არა, ნახატი მაჩვენე
-წამობრძანდით

სამივე კომპიუტერს მიუახლოვდა, ჯინს თვალები გაუფართოვდა იმდენად ლამაზი იყო, მაგრამ ამას ხმამაღლა არ აღიარებდა

-ისეთი სახე აქვს თითქოს სადაცაა კვნესისგან ჩაიჯვავს
-სიტყვები აკონტროლე, მე თუ მკითხავ ძალიან ლამაზია

-მადლობა ბატონო ჯანგ

(ნამდვილი მხატვარი:kookiechimm)

اوووه! هذه الصورة لا تتبع إرشادات المحتوى الخاصة بنا. لمتابعة النشر، يرجى إزالتها أو تحميل صورة أخرى.


(ნამდვილი მხატვარი:kookiechimm)

-იცით სხვაც მაქვს
-მაჩვენე
-ჯინი მომკლავს
-არაფერს არ გეტყვის

ჯინი სიმორცხვისგან სულ გაწითლდა, სადაცაა ალბათ გული გაუსკდებოდა

اوووه! هذه الصورة لا تتبع إرشادات المحتوى الخاصة بنا. لمتابعة النشر، يرجى إزالتها أو تحميل صورة أخرى.


ჯინი სიმორცხვისგან სულ გაწითლდა, სადაცაა ალბათ გული გაუსკდებოდა

-წ-წაშალე! ახლავე!
-ძალიან ლამაზია, ჯინ, არ ჩაიცვამ?
-არა! მეორეს ავირჩევ, მე წავედი

ჰოსოკი სიცილით კვდებოდა ჯინის უხერხულობაზე, ნამჯუნსაც ეღიმებოდა რადგან გაბრაზებული ჯინი ძალიან საყვარელი იყო, სწორედ მაგიტომ აბრაზებდა

switch || Namjin (დასრულებული) حيث تعيش القصص. اكتشف الآن