8

276 31 13
                                    

-ჯიმინ, მე წავედი
-წარმატებები ჰიონ, სულ კარგ გზაზე გევლოს და ღმერთმა დაგიფაროს
-ჯინთან მივდივარ, ღმერთიც კი ვერ მიშველის

ნამჯუნმა პირჯვარი გადაიწერა და სახლიდან გავიდა

* * *

-ანუ როდესაც მოვა მე მას ვეტყვი რომ ბატონ ლის მასთან შეხვედრა უნდა და სახურავზე გამოვუშვებ რათა ბოდიში მოუხადო?
-ყოჩაღ, სწორედ გაიგე
-არ ფიქრობ რომ ცოტა დებილურია?
-აქ დებილური მხოლოდ შენ ხარ
-არა, რა, არ უნდა დაგხმარებოდი
-ეგ ჩემი პრობლემა არაა, შეხედე! მოდის
-ვხედავ ნუ მაჯანჯღარებ

ჯინი სახურავზე გაიქცა ხოლო ჯესი ნამჯუნთან მივიდა

-ნამჯუუნ!
-ჯესი? რა მოხდა?
-ბატონ ლის შენთან უნდა საუბარი
-ჯანდაბა, ალბათ ჯიმინმა უთხრა რამე და მაგიტომ
-არ ვიცი, სახურავზე გელოდება
-იქ რა უნდა?
-ამმ, უცნაური კაცია, დაბერდა და ვერ აზროვნებს

ნამჯუნი სახურავისკენ წავიდა, როდესაც იქ მივიდა ბატონი ლი ვერსად ვერ დაინახა

-ბატონო ლი? აქ ხართ? ჩემთან საუბარი გინდოდათ, ბოდიში თუ ეს ყველაფერი გუშინდელი ჩხუბის ან ჯიმინის ნათქვამის ბრალია, მაგრამ ის ალქაჯი ნამდვილად იმსახურებდა იმას რაც ვუთხარი, საშინელი ადამიანია, საერთოდ აქ როგორ აიყვანეთ, მიკვირს

ნამჯუნი არა და არ ჩერდებოდა მანამ სანამ მის უკნიდან ვიღაცამ მხარზე ხელი არ დაარტყა

-ჯ-ჯინ?
-ესეიგი ალქაჯი ხო? ალქაჯს გიჩვენებ მე! როგორ ბედავ!
-შენ აქ რა გინდა?
-ბოდიშის მოხდა მინდოდა, მაგრამ ტრაკზე მაკოცე, არაფერსაც არ მოგიხდი მე წავედი
-ხოდა წადი! მაინც არ მჭირდება შენი ბოდიში
-ხოდა ეგრე!

* * *

ნამჯუნი წასვლას აპურებდა ხოლო ჯინი კარებში გადიოდა როდესაც ორივეს ჯესიმ დაუძახა

-ახლა რაღა მოხდა?
-ნამჯუნ.. ჯინ, დირექტორს თქვენთან შეხვედრა უნდა
-ამასაც გვიჩალიჩებ?
-ჯინ მოკეტე! უბრალოდ წადით

ორივე ჰოსოკის კაბინეტში შევიდა და მდივანზე ჩამოსხდნენ

-მოხვედით?
-არა გზაში ვართ, რა ხდება?

ჯინი გაღიზიანებული იყო

-გილოცავ ჯინ, სამოდელო გამოცდას ჩაგიტარებთ და გადაღებები გექნება
-ვაიმეე! თქვენ არ იცით როგორ დამეხმარეთ, ვაშაა! ეს ჩემი ოცნებ-
-სამოსს ნამჯუნი დაგიხატავს

ჯინი მაშინვე გაჩუმდა და ხველა აუტყდა

-წყალი დალიე
-ნამჯუნი? ამ ციგანმა რა იცის სტილი რა არის! უარზე ვარ

ხელები გადაიჯვარედინა და ფეხი ფეხზე გადაიდო

-არც მე არ მინდა ასეთი უნიჭო ნივთიერებისთვის რამის დახატვა
-ნივთი? შენ მე ნივთი მიწოდე?
-მე წავედი

ნამჯუნი ფეხზე წამოდგა და წასვლას აპირებდა მაგრამ

-თუ უარს იტყვი გაგრიცხავ

switch || Namjin (დასრულებული) Where stories live. Discover now