36. Jikook

177 16 3
                                    

  ჩონგუკი სასტუმროს მისაღებში იდგა დახლთან. სანამ ადმინისტრატორი გასული იყო შესვენებაზე, ჩონმა შეცვალა.
გასაღებების საკიდს წმენდდა, როდესაც ზურგს უკან ვიღაცამ დაბურული ხმით უთხრა:

- ახალგაზრდავ, ოთახის დაჯავშვნა მინდა ორ პირზე.

- დიახ, სერ, ეხლავე. - ჩონგუკი შემოტრილდა და თვალები გაუფართოვდა, მის წინ ჯიმინი იდგა.
- შენ?- კინაღამ ატირდა ბიჭი. სიხარული და წყენა, იმის რომ ჯიმინმა პირველმა იპოვა ის,  ერთმანეთში არეულიყო.

- როგორც იქნა გიპოვე.
ჩონგუკმა თვალებით ვიღაცას დაუწყო ძებნა.
- როგორც ჩანს მარტო არ ხარ. ვინ არის მეორე? - ჩონმა საბუთები გაამზადა სტუმრების გასაფორმებლად.
- მე და...
ბიჭმა ჯიმინი ჩაწერა და მეორე სახელის გასაფორმებლად მოემზადა.
- მე და.. შენ.
- მე?

- კი, უნდა დავილაპარაკოთ და ოთახი შესანიშნავი ადგილია ამისთვის. ხელს არავინ შეგვიშლის და ვერც გამექცევი. - ჯიმინიმ გულუბრყვილოდ გაიცინა.

  ჩონგუკმა თავის სახელი ძლივს ჩაწერა საბუთებში. ნერვიულობისგან ხელი უკანკალებდა, თავი სიზმარში ეგონა.

" რისი თქმა უნდა ჯიმინს? ჩვენი მეგობრობა სამუდამოდ დამთავრდა? "

   ბიჭი ნამდვილად ატირდებოდა ადმინისტრატორი დროულად, რომ არ მოსულიყო და თავის დროზე არ შეეცვალა.

როგორც კი ჩონგუკი განთავისუფლდა ჯიმინმა ხელი ჩაავლო და ლიფტში შეიყვანა.
- ჯიმინ, ასე ძალიან ნუ მიჭერ ხელს მტკივა..
- უი, მაპატიე... - ჯიმინმა ხელი გაუშვა.

  ბიჭებს მეტი არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. ოთახში რომ შევიდნენ მაშინაც კი არ ლაპარაკობდნენ. არ იცოდნენ რითი დაეწყოთ საუბარი,
შესაბამის სიტყვებს ვერ პოულობდნენ.
მალე კარზე კაკუნი გაისმა.

- ჯიმინ, მამაჩემი მიბარებს, სასწრაფო საქმე მაქვსო. დამელოდე, დავბრუნდები.
- ისევ გარბიხარ?
- არა, გპირდები მოვალ. ხომ დამელოდები?
- ამხელა გზა ტყუილად არ გამომივლია.
ჩონგუკმა ჯიმინი ოთახში მარტო დატოვა.

გენიალური იდეაWhere stories live. Discover now