9. Go Go

313 27 2
                                    

    მეგობრები მთელი ღამე კარგად ერთობოდნენ, დალიეს, ცეკვეს, იმღერეს.
   ჯიმინი და სონმინი სასმლისგან გათამამებულ ჩონგუკს აკვირდებოდნენ, როგორ ცდილობდა სოიონის (თეჰიონის) ახლოს გაცნობას.
  
      როდესაც დაიღალნენ, კარაოკე გათიშეს და მაგიდას გარშემო შემოუსხდნენ. სონმინიმ სიმართლე თუ მომედების თამაში შესთავაზა  ბიჭებს. ყველა დათანხმდა, თეჰიმ ჩუმად შეუღრინა.

     თამაში დაიწყო, სოჯუს ბოთლმა დიდხანს იტრიალა მაგიდაზე. სონმინის მსხვერპლი ჩონგუკი აღმოჩნდა:
- ს თუ მ ?
-ს.
-სოიონი თუ თეჰიონი?
    ჩონგუკი არც კი დაფიქრებულა:
-ბოდიში, სოიონ, მაგრამ ჩემს მეგობარ თეჰის ვირჩევ.
    თეჰიონს კმაყოფილებისგან  ჩაეღიმა.

    ბოთლი დატრიალდა. ჩონგუკს სოიონი (თეჰიონი) შეხვდა. მანაც სიმართლე აირჩია.
   -სოიონ რას ფიქრობ ჩემზე?
   ნასვამი თე ეხლა დიდი სიამოვნებით ეტყოდა ყველაფერს, რასაც ფიქრობდა ჩონგუკზე, მაგრამ ორი რამ აფერხებდა. პირველი ის, რომ ის სოიონი კი არა თეჰიონი იყო. და მეორე : ისინი მარტო არ იყვნენ.

  - მმმ ვფიქრობ, რომ კეთილი და მზრუნველი ხარ. - თე ცდილობდა პასუხი გოგოს პასუხისთვის მიემსგავსებინა. ჩონგუკი კი ყურებიანად გაწითლდა.

    თეჰიონს სონმინი შეხვდა. მანაც სიმართლე აირჩია.

   -მოყევი როგორ ჩაიარა რესტორანში საღამომ.
  სონმინის მხიარული სახე შეიცვალა და მოყოლა დაიწყო:
- აქედან, რომ წავედით მანქანაში მამამ ისევ ქორწილზე და ჯინზე, საქმროზე, დაიწყო ლაპარაკი. მე ყველაფერზე წინააღმდეგობას ვუწევდი.       როდესაც  რესტორანთან მივედით მანქანიდან მძღოლიც გადმოვიდა, რომლისთვისაც მანამდე არც შემიხედავს. თურმე საჭესთან თავად  ჯინი იჯდა.

 თურმე საჭესთან თავად  ჯინი იჯდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
გენიალური იდეაWhere stories live. Discover now