33. Dynamite

170 18 7
                                    

ჰობიმ და ჯინმა მანქანა ერთერთი სასტუმროსთან გააჩერეს.
სასტუმრო საკმაოდ ძვირიანი და დახვეწილი ჩანდა. მათ ნომერი აიღეს და ლიფტის კაბინაში შევიდნენ.

წარმოიდგინეთ რა უხერხულად გრძნობდა თავს ლიფტში მყოფი გამცილებელი ორი მოსიყვარულე ბიჭის შემხევარე რომლებიც ერთმანეთს ეკვროდნენ და ეღლაბურცებოდნენ.

ნომრის კარი გაიღო თუ არა ჰობიმ ჯინი ხელში აიტაცა და საწოლზე დააგდო.
- მაშინდელ ღამეს ეხლა გაგახსენებ.
🙈🙈🙈🙈🙈🙈🙈🙈🙈🙈🙈🙈

ჩონგუკი მოწყენილი იჯდა ჩამქვრალ დარბაზში და ნელა წრუპავდა თავის რძეს ბანანის არომატით. უცებ ნაცნობი სილუეტი დალანდა, რომელიც ბარის მიმართულებით მიდიოდა.
გუკი ადგა და გამვლელს წამოეწია.

- შენს ნახვას აქ არ ველოდი ჰოუპ.
- ოჰო, რა დრო გავიდა... აქ რა გინდა ?
- მამაჩემის სასტუმროა ეს.
- მე კი თქვენი სტუმარი ვარ როგორც ჩანს. - ჰოუპმა გაიღიმა და ვისკი შეუკვეთა. -შენ არც კი შემხმიანებიხარ. ასე უნდა მადლობის გადახდა?
- ხო ეს ცუდად გამომივიდა. შენ, რომ არა ეხლა მკვდარი ვიქნებოდი ჰოსოკ , მაგრამ .. არც ისე ვარ ცოცხალი. - ბიჭმა ჰოსოკს საწყალი თვალებით შეხედა.
- მომიყევი აბა რა ხდება...

ჩონგუკიმ ყველაფერი მოუყვა ჰოსოკს.
- ანუ გინდა მითხრა, რომ უთხარი მიყვარხარო და წამოხვედი? ჰმ... ვიღაცას მახსენებ და ნეტავ ჩემთავს ხომ არა. - ჰოსოკს გაეცინა თუმცა ეგრევე დასერიოზულდა. - მისმინე... მე ზუსტად ეგრე მოვიქეცი წლების წინ. ეხლა კი იმ ადამიანთან ერთად ვარ ვის გამოც ქვეყნიდან წავედი. არც მე მეგონა ოდესმე თუ მიმიღებდა და დამიჯერე ისე არაფერს ვნანობ, როგორც იმ დაკარგულ წლებს. წადი სეულში, გაიგე მისი პასუხი და თუ უარი გითხრა უკან დაბრუნდი. ის მაინც გეცოდინება, რომ სცადე.

- იმედი მომეცი. - ჩონგუკს გაეღიმა როგორც იქნა.
- ტყუილად არ მეძახიან "Hope"-ს. - ჰობიმ ვისკის ბოთლს ხელი დასტაცა, გუკის დაემშვიდობა და ჯინთან დაბრუნდა ოთახში.

- გადამრევს ეს ბიჭი , საკმარისია თვალი მოვაშორო ეგრევე იძინებს. ჯიიიინ გაიღვიძეეე ეს ღამე ჯერ არ დამთავრებულაააა... - ჰობი ჯინს შიშველ ტანზე მსუბუქად დაახტა.
- არ მძინავს. - ჯინმა ეშმაკურად გაიღიმა და ისე დაიჭირა ჰობი, რომ ვეღარ ინძრეოდა. - სად იყავი ამდენ ხანს ? - ჯინმა ჰობი თავის ქვევით მოიქცია, თვითონ კი წელზე დააჯდა.
- ერთ ბიჭს ვეხმარებოდი რთული გადაწყვეტილების მიღებაში. ხვალ გაგაცნობ.
( კიდევ კარგი ჯინი ეჭვიანი არ იყო... თორემ ეს ღამე ვერ დასრულდება იმ ცეცხლოვანი ვნებით ეს ფრაზა სხვანაირად რომ გაეგო. )

✅✅✅✅✅✅✅✅✅✅✅
აბა რამდენი ელოდებით ახალ სიმღერას ? ვფიქრობ წინ მართლაც დინამიტი გველის 😱🙈
მკითხველი მყავს საერთოდ ? რატომ არ აკომენტარებთ? 😳

გენიალური იდეაWhere stories live. Discover now