26. Airplane pt.2

205 22 3
                                    

   როდესაც თეჰიონმა სიმპათიური გეი ახსენა, არცაა გასაკვირი, რომ სონმინს ეგრევე თავისი ძმა გაახსენდა.

   ჰოსოკი თავისთან დაიბარეს და თეჰიონმა თავისი გეგმა გააცნო :
  - ხვალ სონმინი ყველანაირად ეცდება, რომ ჯინს ასიამოვნოს და თავი შეყვარებულ გოგოდ მოაჩვენოს. დღის ბოლოს ისინი რესტორანში დასხდებიან. დასასრულს კი ყველაზე მთავარი იწყება. სონმინი ჯინს აუხვევს თვალებს, ვითომ უნდა აკოცოს. ამ დროს კი შენ აკოცებ . მე კი ფოტოებს ისევ გადავიღებ, რომ არ ჩანდეს თვალები ახვეული, რომ აქვს. თან ცოტას დავამუშავებ. როდესაც გადაღებას მოვრჩები შენ დაიმალები. სონმინი კი შენს ადგილს დაიკავებს.
 
  - დაიკო, ისე გრცხვენია ჯინის კოცნის, რომ ძმას უშვებ ?
  - არა, უსმინე. - თავში წამოარტყა დამ.
 
- ჩვენ ამ ფოტოებს დავამონტაჟებთ.ამოვბეჭდავთ. და თუ ისევ შეაწუხებს ჯინი შენს დას თვალებზე ავაფარებთ მუქარით, რომ თუ არ შეეშვება ყველაფერს ბან ში ხიოკს ვაჩვენებთ, თუ უარყოფს მოწმედ შენ იქნები და მამა შენ უფრო დაგიჯერებს.
  ჰოსოკს იდეა სიგიჟედ ეჩვენებოდა, მაგრამ მაინც დათანხმდა.
    ყველაფერმა ისე ჩაიარა როგორც თეჰიონი გეგმავდა, მაგრამ რა იცოდნენ რა ელოდათ წინ.

     
    თეჰიონი და ჰოსოკი მთელი იმ დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ სონმინს და ჯინს.

   თემ, რომ დაინახა როგორ საყვარლად იქცეოდა სონმინი, გულში რაღაცამ გაკრა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

   თემ, რომ დაინახა როგორ საყვარლად იქცეოდა სონმინი, გულში რაღაცამ გაკრა.

   როდესაც სონმინი ეშმაკის ბორბალზე უფრო და უფრო ეკვროდა ჯინს, ან ბამბის ნაყინს თავის ხელით აჭმევდა თეჰიონი ეჭვიანობისგან წითლდებოდა და  პომიდორს ემსგავსებოდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

   როდესაც სონმინი ეშმაკის ბორბალზე უფრო და უფრო ეკვროდა ჯინს, ან ბამბის ნაყინს თავის ხელით აჭმევდა თეჰიონი ეჭვიანობისგან წითლდებოდა და  პომიდორს ემსგავსებოდა.

   როდესაც ჯინმა ხელები დაადო სონმინს მხრებზე, თეჰიონს სურდა მივარდნოდა და ეყვირა ხელი გაუშვიო. თავი ძლივს შეიკავა ეს რომ არ ექნა.
 
   როდესაც ჯინი საკოცნელად დაიხარა გოგოსკენ, თემ ნაბიჯი გადადგა მის შესაჩერებლად. ჰოსოკმა ანიშნა დამშვიდდიო და ისიც ბარის დახლის უკან დაბრუნდა, სადაც იმალებოდნენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
 
     იმ ღამით შვიდ ადამიანს არ სძინებია.
   ჩონგუკს, რომელიც ჯიმინის ფოტოს მისჩერებოდა.

  ჯიმინს, რომელიც ჩონგუკზე ფიქრობდა და მის გამო ერთი თვეა ნორმალურად არ სძინებია.

   სონმინს, რომელიც თეჰიონთან ცეკვაზე და მის კომპლიმენტზე ფიქრობდა.

  თეჰიონს, რომელიც სონმინზე ფიქრობდა და თავის თავს უჯავრდებოდა ეჭვიანობის გამო.

  ჯინს, რომელიც ჰოსოკის, მისი აზრით კი სონმინის , კოცნაზე ფიქრობდა და უცნაურ წასვლაზე.

   ჰოსოკს, რომელსაც იმდენად მოეწონა ჯინის კოცნა, რომ ინსტაგრამზე მისი ფოტოების თვალიერებაში გაათენა.

  და შუგას, რომელსაც ნამჯუნიმ დაურეკა და მეორე დღეს  კომპანიაში გასაუბრებაზე დაიბარა.

გენიალური იდეაWhere stories live. Discover now