11. Dionysus

293 27 9
                                    

   ჯიმინი და ჩონგუკი კორპუსამდე ხმაამოუღებლად მივიდნენ, მაგრამ ჩონგუკმა სახლამდე ვერ მოითმინა. მან ლიფტის კაბინაში "STOP" ღილაკს თითი მიაჭირა, ლიფტი გააჩერა, თავი დაბლა დახარა

და ჯიმინს ძალიან ჩუმად კითხა : - მოგეწონა?    ჯიმინი მიხვდა ვისზეც ეკითხებოდა ჩონგუკი ამიტომაც პირდაპირ უპასუხა :- ის გოგო არ ყოფილა, თეჰიონი იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

და ჯიმინს ძალიან ჩუმად კითხა :
- მოგეწონა?
   ჯიმინი მიხვდა ვისზეც ეკითხებოდა ჩონგუკი ამიტომაც პირდაპირ უპასუხა :
- ის გოგო არ ყოფილა, თეჰიონი იყო.
   ჩონგუკმა თავი ასწია.
- რაა???
- რაც გაიგე. ის თეჰიონი იყო. მიაჭირე ღილაკს თითი. სახლში ვილაპარაკოთ.
    ჩონგუკმა მორჩილი ბავშვივით მიაჭირა ღილაკს თითი. თავში ათასი კითხვა უტრიალებდა, ვერ გაიგო რს უთხრა ჯიმინიმ.
" თეჰიონი? სოიონი? ყველამ იცოდა? ჯიმინს თეჰიონისთვის უნდა ეკოცნა?..."
   
   აი მეცამეტე სართულიც. ბიჭები ლიფტიდან გამოვიდნენ. შუგა სახლში არ იყო. ჯიმინიმ კარს გასაღები ვერ დაუმიზნა იმდენად ნასვამი იყო. ერთი ცდა.... ორი... სამი....

    ჩონგუკს მოთმინების ფიალა აევსო, კითხვებზე პასუხები სჭირდებოდა. გასაღები ხელიდან უხეშად გამოსტაცა და კარი გააღო.
 
  ბიჭები ოთახში შევიდნენ. ლოგინზე დასხდნენ.  ჩონგუკიმ კითხვები ეგრევე მიაყარა ჯიმინს და პასუხს ელოდა, ჯიმინიმ კი ამოიკნავლა
   -სათლიიი ... (იგივე ტაშტი.)
   
   ჩონგუკის სიუხეშე წამებში გაქრა, ეგრევე სააბაზანოსკენ გაიქცა სათლის მოსატანად, თან გზაში ყვიროდა :
   - დამელოდე ჯიმინ, არაფერი ქნა!

    ჩონგუკმა ის ღამე ჯიმინის შუბლის ჭერაში გაატარა. ვიღას ახსოვდა სოიონი თეჰიონი იყო თუ კოალა.

   დილით შუგამ ისინი დივანზე მძინარე და  ჩახუტებულები იპოვა, სათლიც იქვე იდგა.

გენიალური იდეაWhere stories live. Discover now