13. Not today

247 23 0
                                    

     ბიჭი სტვენა-სტვენით მოსეირნობდა ქუჩაში. 
    მიუხედავად იმისა,რომ 14 საათი იფრინა, დაღლას ოდნავადაც არ გრძნობდა. როგორც იქნა სამშობლოში დაბრუნდა, ამიტომაც სახლში ტაქსით წასვლას , ფეხით გასეირნება ამჯობინა. თანაც უყვარდა წვიმიანი ამინდი.
    
     მთავარ გზას მიუყვებოდა, როდესაც გვერდით გაიხედა და სადღაც სიბნელეში, წვიმაში, ტალახსა და სისხლში დაგდებული შავი მასა დაინახა.
    ბიჭი მიუახლოვდა. მიხვდა, რომ ადამიანი იყო. დაიხარა, პულსი გაუსინჯა.

  -ჰმმ, ცოცხალია, მაგრამ რამდენი სისხლია... სულ ამისია??
   
    ბიჭი შეეცადა გონს მოეყვანა უცნობი, მაგრამ უშედეგოდ.
   - F*ck, რაღა მაინცადამაინც ეხლა დამიჯდა ტელეფონი. ან სასწრაფოში დავრეკავდი ან ჩემებთან...
   ბიჭმა გადაწყვიტა საავადმყოფომდე ფეხით წაეყვანა უცნობი...
  - აბა, ერთიიი... ორიიი და სამიიიი.... - უცნობი ბიჭმა ზურგზე მოიკიდა.
    კარგად იცოდა, არცერთი ტაქსი არ გაუჩერებდა სისხლიანს, სველს და ტალახიანს. მთელი პასუხისმგებლობა და ადამიანის სიცოცხლე ახლა მის მხრებზე იყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
    მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილი უგონოდ იყო, ის მაინც ამხნევებდა :
  - დღეს არ მოკვდები...  იცი რატომ ? იმიტომ, რომ მე Hope  ვარ, გესმის? მე იმედი ვარ. იმედი კიდევ ბოლოს კი არა, არასდროს კვდება. ჯერ ახალგაზრდა ხარ, ალბათ ჩემი დის ხელა. ამიტომაც არ უნდა მოკვდე. ჯერ ადრეა.
     
     ბიჭმა დაჭრილი ძალიან შორ მანძილზე ატარა. უკვე ძლივს დადიოდა სიმძიმისგან და დაღლისგან, მაგრამ წამითაც არ უფიქრია დანებება, გაჩერება ან  დაჭრილის მიტოვება. პირიქით ხუმრობდა კიდეც:

- ცოტა ახლოს, რომ ყოფილიყავი დაჭრილი, არ იქნებოდა ცუდი.

   როგორც იქნა მიიყვანა.

     

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

  
  

-რომ დაგეგვიანათ ყველაფერი ძალიან ცუდად იქნებოდა. ყველანაირი იმედი გაქრებოდა მისი გადარჩენის.
- მადლობა ექიმო. - თქვა ბიჭმა და გაიფიქრა " ხომ გეუბნებოდი დღეს არ მოკვდები იმედია შენთანთქო. "

 

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

 

გენიალური იდეაWhere stories live. Discover now