31. Stay gold

163 21 7
                                    

   ჰობიმ ჯინი საკუჭნაოში შეათრია..

-მისმინე... - დაიწყო ლაპარაკი ჯინმა.

  მიუხედავად იმისა, რომ ჯინს საკმაოდ ფართო მხრები ჰქონდა და არც ჰობის ჩამოუვარდებოდა სიმაღლეში, ამ პატარა საკუჭნაოში თავს მაინც პატარად და შებოჭილად გრძნობდა, ჰობიმ თითქმის მთელი ტანით გადაფარა ის.

ჰობიმ ჯინი გააჩუმა:

-არა, ჯინ.. შენს თვალებში ვხედავ, რომ ნამჯუნისთვის უარის თქმა გინდა.. ხომ იცი რომ თუ უარს იტყვი უკან , ამერიკაში , დაბრუნება მომიწევს , თანაც სამუდამოდ.. ამას რატომ აპირებ, მითუმეტეს წუხანდელი ღამის შემდეგ? გთხოვ დათანხმდი. წასვლა და შენი დატოვება არ მინდა. ჩემი კარიერა და შენ ... მეტი არაფერი გამაჩნია...

ის იყო ჯინს უნდა ეთქვა გუშინდელი საღამო არ მახსოვსო, რომ ჰობი უბრალოდ შეტრიალდა, კარგად დაფიქრდიო მიაძახა და საკუჭნაოდან გავიდა...

ჯინი საკუჭნაოში კარგა ხანს იყო.. ბოლოს როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო და ნამჯუნის ოთახში კი არ შევიდა - შევარდა.

- შენ...ნამჯუუუნ...  ამდენი წელია კომპანიონები ვართ და ეს რა გააკეთე?
- ვოუ , ჯინ, დამშვიდდი...რამ გაგამწარა?
-რამ?? როგორ უნდა ვიმღერო მე??? თანაც იმასთან?
-შენ საერთოდ შენი ხმა მოგისმენია? აქამდე, რომ მცოდნოდა ასე კარგად მღეროდი შემოგთავაზებდი რამეს. მაგრამ რადგანაც ვიცი უარს იტყოდი "ნამუსზე აგაგდე" . აბა რა გადაწყვიტე? გავუშვა ის ბიჭი თუუ...?

კაბინეტში სიჩუმემ დაისადგურა.

- - ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡- -

   ჰობი შუგასთან შევიდა.

-სახეზე ისეთი ფერი გადევს თითქოს განავალში იბანავე წეღან.
-შუგა, შენ არ შეცვლილხარ გატყობ.
-ჰმ... ისევე როგორც შენი გრძნობები ამ აყლაყთან. ვხედავ ჯინს ისევ აკვდები თვალებით. ესეიგი ეს ის ჯინია ჰო?

- კიდე იტყვი ეგეთ რამეს და შენ დააკვდები მაგ აპარატურას მალე.. პირი ჩაურეცხავ უნიტაზს კი გიგავს, მაგრამ მაინც იგივე ლილ მიაუ მიაუ ხარ. ფისოოო აბა დაიკნავლეეეე...
- გაკნავლებ ნოტებზე.. განაჯვი აქედან ...

შუგამ ჰობი სტუდიიდან გამოაგდო.

☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆

  ჯინი კომპანიიდან საათნახევარში  გამოვიდა, მანქანასთან ჰობი დახვდა.

- გელოდებოდი.
- პასუხს ნამჯუნიც გეტყოდა... არ იყო საჭირო ლოდინი..
- იმდენი წელი გელოდე ეს არაფერია. პასუხი არ მაინტერესებს, უბრალოდ ვიფიქრე მოგშივდებოდა და კარგი იქნებოდა თუ ერთად ვივახშმებდით.

ჯინი და ჰობი მანქანაში ჩასხდნენ და რესტორნისკენ აიღეს გეზი.
ვახშმისას წარსულ ისტორიებს იხსენებდნენ. ჰობი არაფერს ამბობდა თავის გრძნობებზე, არც ჯინის უთქვამს, რომ ღამე არ ახსოვდა. ..

  ჰობიმ სადღაც მესიჯი გაგზავნა და ჯინს უთხრა ნახევარ საათში გავიდეთო.

ნახევარ საათში ბიჭებმა რესტორნის ანგარიში დახურეს, ჰობიმ 2 ბოთლი ღვინო თან გაიყოლა და რესტორნიდან გამოვიდნენ.

ჰობის მძღოლისთვის მიუწერია.

- აი ისიც.. ყველაფერი მოიტანე?
-დიახ სერ.
  ჰობიმ ჯინს მანქანის გასაღები გამოართვა. .

-ეს მანქანა ამ მისამართზე მიიყვანე. შენ სახლში ტაქსით დაბრუნდი. - ჰობიმ მძღოლს სოლიდური თანხა გაუწოდა. - ეს გაწეული სამსახურისთვის.
-სერ აქ ძალიან ბევრია.
-აიღე. იმსახურებ. ჯინ წავედით. ..

ჰობი ჯინის მანქანის საჭეს მიუჯდა. .

-სად მივდივართ?
-სიურპრიზია ჯინ.

(შემდეგი თავი დღეს ღამე😋💙)

გენიალური იდეაWhere stories live. Discover now