part 21

1.5K 66 5
                                    

    კლუბში კარგად ვერთობოდით. ბევრი დავლიეთ, ვიცეკვეთ, ფოტოებიც გადავიღეთ. რამდენიმე ბიჭს თვალებიც უბრიალა დაჩიმ, რაზეც ძალიან ვხალისობდი. ბოლოს უკვე ყველა ძალიან დაღლილები და დაქანცულები ვიყავით. 3 საათი ხდებოდა
     — ჩემთან დარჩები?-მკითხა დაჩიმ
     — არვიცი, ნიკას კითხე?
      — ხოიცი ნიკა პრობლემა არაა
      — კარგი მაშინ დავრჩები-გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე
      — მეტი აღარ დალიო!-გამაფრთხილა დაჩიმ
      — აუ წავიდეთ რა. აღარ მინდა დალევა და თან დავიღალე
     — შენი ნივთები აიღე და წავიდეთ, ბავშვებს გავაფრთხილებ
     — კაი-ნივთების ასაღებად მივედი დაჩი კი ბავშვებთან წავიდა, რომლებიც სმაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ნივთები ავიღე და მეც მათთან წავედი. ნიკამ გვერდზე გამიყვანა
     — დაჩისთან დარჩები?
     — კი
     — ჭკვიანად იყავი იცოდე და ხვალ ადრე მოდი, ძაან არ დააგვიანო.
    — კაი ნიკა, ბავშვი ხომ არ ვარ
    — ტლიკინი! ტელეფონთან ყურადღებით!-გამაფრთხილა და ბავშვებთან წავიდა. მე გარეთ გავედი, სადაც დაჩი მელოდებოდა, ერთი ხელი ჯიბეში ჩაეყო, მეორეთი კი სიგარეტს ეწეოდა.
  — წავედით?
     — კი

     მანქანაში არ ვლაპარაკობდით. დაჩი უბრალოდ ფეხზე მეფერებოდა და ცალი ხელით მართავდა საჭეს. მე კი უბრალოდ თბილისის ხედის თვალიერებაში ვიყავი გართული, ვერც შევამჩნიე როდის მივედით დაჩის კორპუსთან. მანქანიდან გადმოსვლისას ხმაური შემოგვესმა, ვიღაც იგინებოდა. აშკარაა იყო რომ ჩხუბი იყო.
     — გასაღები გამომართვი. ფრთხილად ადი და ამოვალ მეც მალე. არ ჩამოხვიდე დაბლა-მითხრა დაჩიმ მშვიდი ტონით
    — დაჩი ჩხუბში არ ჩაერიო რა გთხოვ, ნასვამი ხარ...
    — ანანო ადი და ამოვალ!-მეც დავუჯერე და სახლში ავედი. ვნერვიულობდი რომელიმე იდიოტს დანა ან იარაღი არ ჰქონდეს და რამე უბედურება არ დატრიალდესთქო. უკვე დაბლა ჩასვლას ვაპირებდი, კარებთან ვიდექი როცა დაჩი შემოვიდა.
     — სად მიდიხარ?-მკითხა გაოცებულმა. ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, სისხლის კვალი შერჩენოდა ზედ.
     — დაბლა მოვდიოდი
     — სად დაბლა გოგო გაგიჟდი ხო, რაგითხარი მე?!
     — და რამე რო მოგსვლოდა მე აქ ვმჯდარიყავი ხო?! ტუჩზე რა გჭირს?
    — არაფერი ისეთი. გაიხადე ფეხზე და შემოდი მალე-ლოყაზე სწრაფად მოწყვეტით მაკოცა და ღიმილით სახლში შევიდა, რა აცინებს?!
    — რა გიხარია ასე ძალიან რო გაგალამაზეს?-ვუთხარი და უკან პატარა ბავშვივით ავედევნე
    — რამეს შეჭამ?
    — არ მშია!
    — გეძინება?
    — კი
    — წავალ ჩემს ტანსაცმელს მოგცემ, გამოიცვალე და დავიძინოთ-თმა ამიჩეჩა და ოთახისკენ წავიდა-აღარ მოდიხარ?-მომაძახა ოთახიდან
— ხოო რა გაყვირებს!
— არ ვყვირი ანანო?! გეძახი
— ტელეფონი მათხოვე
— ტუმბოზე დევს და აიღე, რად გინდა?
— რამდენიმე ფოტოს გავსთორავ
— ვაპირებდი ისედაც
— შენ სადაც არ ვარ კარგად იმას გამისთორავ
— შენ ყველგან კარგად ხარ ჩემო პრინცესა!
— ნუ მეაფერისტები
— ეხლა მოგხვდება-თმა ამიჩეჩა და საწოლზე დახტა. სააბაზანოში შევედი, მაკიაჟი მოვიშორე, მოვწესრიგდი და დაჩისთან დავწექი. თავისი ძლიერი ხელები წელზე შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა
— ტკბილი ძილი პრინცესავ-ლოყაზე მაკოცა და თავი ყელში ჩამიდო
— შენც-დაჩიზე ჩახუტებულს ჩამეძინა...

დილით დაჩიმ გამაღვიძა. მთელ სახეს მიკოცნიდა
— დაჩი შემეშვი მეძინება
— გაიღვიძე პრინცესა 3 საათია უკვე
— ცოტახანიც რა! სახლში ნიკა არ მასვენებს აქ შენ, რა გჭირთ ამ ძმაკაცებს?!
— ნუღა ტლიკინებ ადექი რა! ჩახუტება მინდა-გადასაფარებელი გადამხადა და ხელში ამიტაცა, რაზეც სწრაფად გავახილე თვალები
— გაგიჟდიი? დამსვი დაჩიი!
— მე თავიდან წყნარად გითხარი მარა არ გაიგე! ნუ წუწუნებ ეხლა-მისაღებში გამიყვანა, სადაც პატარა სუფრა იყო გაშლილი. უნდა ავღნიშნო დაჩი საშინლად კარგი მზარეულია. კვერცხი და ძეხვი შეეწვა და სალათი მოემზადებინა
— პირის დაბანა მაინც დაგეცდია!
— მიდი სწრაფად დაიბანე, მანდ ახალი კბილის ჯაგრისიც ვიყიდე შენთვის და გამოიყენე
— კარგი-სწრაფად შევედი სააბაზანოში, რადგან მადა შემმატა დაჩის ნახელავმა. თავი მოვიწესრიგე და სიხარულით გავედი სუფრასთან
   — დაჯექი მიდი და მოვალ მეც ჩაი მოვიტანო
— კაი

გემრიელად ვისაუზმეთ. ახლა საწოლზე ჩახუტებულები ვწევართ და ტელეფონში გუშინდელ ფოტოებს ვათვალიერებთ. ტელეფონზე მესიჯ რექვესთი მომივიდა ვიღაც იაკობ ლოლაძესგან. დაჩიმ ტელეფონი გამომართვა, მშვიდად დამიბლოკა და ღიმილით დამიბრუნა.
— აუ დაჩი დავიღალე ამ ტელეფონში ქექვით
— გინდა სადმე გავისეირნოთ?
— არა-ცოტახნით დავფიქრდი რა მინდოდა და ერთმა კითხვამ გამიელვა-არასდროს გითქვამს სად მუშაობ, არ გინდა შენი სამსახური დამათვალიერებინო?
— ჰმმ...მოვიფიქრებ
— სად მუშაობ დაჩი?
— პატარა ბიზნესი მაქვს
— რასთან დაკავშირებით
— სახლის დიზაინთან და დეკორაციასთან დაკავშირებით, კომპანია მაქვს
— გთხოვ წავიდეთ-ძალიან მაინტერესებდა სად მუშაობდა, ვისთან ერთად ან რა ხდებოდა იქ, მითუმეტეს მეც დიზაინის განხრით ვსწავლობდი და ნამდვილად საინტერესო იქნებოდა ჩემთვის მისი კომპანიის შესახებ. ნიკასგან ვიცოდი რომ საზღვარგარეთ მართავდა კომპანიას და იქაური შემოსავლით განახორციელა აქაც იგივე ბიზნესი.

      სწრაფად მოვწესრიგდით ორივე და წასასვლელად გავემზადეთ...

____________________________
    გამარჯობააა👋🏻 შეაფასეთ რაა...
აღარ ვიცი უკვე რა დავწერო და მგონი ძაან უინტერესოდ ვწელაავ!

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now