part 19

1.4K 65 6
                                    

     კარებთან ჩემი ყოფილი ნოდო იდგა. როგორც ვიცი საზღვარგარეთ იყო წასული, რაც ჩვენი დაშორების მიზეზი გახლდათ. როგორც ჩანს ჩამოსულა, რადგან ახლა ჩემს წინ დგას.
     — ანანო?!
      — შენ აქ რა გინდა?!
     — იცნობთ ერთმანეთს? ანანო, ნოდო ჩემი მეგობარია-საუბარში ალექსანდრე ჩაერთო
     — კი ვიცნობთ თანაც ძალიან კარგად-ღიმილით უპასუხა ნოდომ. რა აცინებს ამ საწყალს ან რა უხარია საერთოდ-არ შემომიშვებ?-თვალები ავატრიალე და შემოვუშვი. კარები დავკეტე და ბავშვებთან მისაღებში შევედი,
რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. დაჩის გვერდით მივუჯექი, ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა, რაზეც ნოდოს მზერა დავიმსახურეთ.
    — იმ ნოდოს საიდან იცნობ?-ყურში ჩამჩურჩულა დაჩიმ
    — საზოგადოებაში ჩურჩული უზრდელობაა!-უაზრო კომენტარი გააკეთა ნოდომ
    — საზოგადოებაში რას გავაკეთებ ჩემს შეყვარებულთან მაგას მე გადავწყვეტ!-მკაცრად უპასუხა დაჩიმაც
— შეყვარებულთან? თქვენ რა ერთად ხართ?-სახეზე ნერვიულობა დაეტყო ნოდოს. ვერაა მგონი ეს კარგად
— ასეთი გასაოცებელი და სანერვიულო რაღაც ვთქვი?!-დამცინავად უპასუხა დაჩიმ და ენერგეტიკულის დალევა გააგრძელა. ნოდოს ხმა აღარ ამოუღია.
— მგონი მივხვდი აქ რაც ხდება და არ მომწონს!-ისევ გადმომჩურჩულა დაჩიმ
— ჩემი ყოფილია დაჩი!-ვუპასუხე და მის რეაქციას დაველოდე
— რაა?! მერე აქ რა უნდა!
— ალექსანდრეს ძმაკაცი ყოფილა
— აქ რჩება?
— არვიცი
— მისთვის აჯობებს თუ წავა და არ გამაღიზიანებს! რა სახით იყურება რაარი?! ან ეს რამ მოგაწონა კაი რა
— გაჩუმდი სირცხვილია
— ვისი? ნოდიკოსი?
— დაჩი?!-თვალები დავუბრიალე და ისიც გაჩუმდა

საღამოს გადავწყვიტეთ ფილმის ყურება და ამჯერად რომანტიკა ავარჩიეთ.
დაჩის და ნოდოს შუაში მომიწია ჯდომა. რა ცინიზმია! დაჩი ამასთან დაკავშირებით გაღზიანებული ჩანდა, ამიტომაც მის კალთაში გადამსვა და ზედ მიმიხუტა
— ჭკვიანად იჯექი!-გამაფრთხილა და ლოყაზე მაკოცა

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now