part 15

1.5K 73 9
                                    

ყავა დავლიეთ, ბევრი ვიჭორავეთ. დედამ სუფრა გაგვიშალა. ცოტა დავლიეთ კიდეც, არაფერი სჯობს ოჯახთან ერთად დროის გატარებას. ნიკა თითქოს მოლბა, მაგრამ მაინც გაბრაზებულია. ახლა გარეთ ჰამაკში ვზივარ და გოგონებს ვემესიჯები. არ მითქვამს აქ რომ ვიყავი და გავაფრთხილე ბევრიც გავჭორეთ და ათასს სისულელეზე ვილაპარაკეთ. გოგონებთან მიმოწერა დაჩი დოლიძის ზარმა შემაწყვეტინა
— რას შვრები პატარა ქალბატონო?
— რავი ჰამაკში ვზივარ შენ
— ეხლა მოვრჩი საბუთების მოწესრიგებას, ძალიან დავიღალე
— გამოიძინე და დაისვენე
— არ მეძინება ჯერ შენთან ლაპარაკი მირჩევნია...ნიკასკენ რახდება
  — რავი, მგონი მოლბა მარა ისევ არ მელაპარაკება
  — მე დაველაპარაკები მერე და გაარკვიეთ სიტუაცია
— კაი
— თბილისში როდის მიდიხარ?
— ზეგ
— ლექციებს აცდენ ანუ
  — ხოო
— როგორ მომენატრე...შენი სურნელი, თვალები, თმა ყველაფერი მომენატრა. აქ მაინც იყი ჩაგეხუტებოდი და აღარ გაგიშვებდი
— მეც მომენატრე. მალე ჩამოდი
— მალე ჩამოვალ-დაჩისთან გერმანიაზე იქაურ ცხოვრებაზე და მასთან დაკავშირებულ ბევრ თემაზე ვისაუბრე-ანანო წავედი ახლა მართლა ძალიან მეძინება
— კარგი მიდი
— შენც მალე დაიძინე იცოდე! ტკბილი ძილი
— შენც-დაჩისთან საუბარს მოვრჩი. ტელეფონი გადავდე და ცას დავუწყე ყურება. ჩემთვის რაღაცეებზე ვფიქრობდი რა დროსაც, ვიღაცამ პლედი დამაფარა. ვერც გავიგე როდის მოვიდა ნიკა ჰამაკთან
— გრილა და გაცივდები-მითხრა შედარებით თბილი და მზრუნველი ტონით
— რატომ წუხდებოდი არიყო საჭირო!-ცივად ვუპასუხე და გავაგრძელე ცაში ვარსკვლავების თვალიერება
— ბოდიში ზედმეტი მომივიდა, არ უნდა მეყვირა და არც ცუდად მოგქცეოდი, უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე. ეგეთი რაღაც ჩემთვის არ უნდა დაგემალა ანანო!
— ვიცი რომ არ უნდა დამემალა დამავიწყდა თქმა-მეც მომილბა ხმა და თვალებში შევხედე. პატარა უცოდველი ბავშვის მზერით მიყურებდა შტერი
— არ მიმიწევ?
— ხარ ღირსი?
— კი კი-სწრაფად მივიწიე. ჰამაკში ჩამიხტა. პლედი გადავიფარეთ და ერთმანეთს მივეხუტეთ
— მომნატრებიხარ პრინცესა-ლოყები დამიკოცნა და სიგარეტი ამოიღო-მოვწევ რა?
— კაი
— საბამ რამე ხო არ გითხრა კიდე?
— არა ნიკა და საბაზე ლაპარაკი არ მინდა
— კაი არ გაბრაზდე
— ზეგ მივდივართ თბილისში?
— კი და ხვალ მამუკასთან გავიდეთ. ილოს დააბარა მომენატრნენ შემომიარონ სანამ წავლენო თან ქეთიც აქააო
— ორივე მომენატრნენ-მამუკა ჩვენი მეზობელია. მეორე მამასავითაა ჩემთვის, მეუღლე ადრე გარდაეცვალა და ერთი გოგონა მარტომ გაზარდა, მთელი ბავშვობა მათთან გავატარე. ქეთი ჩემი ბავშვობის ერთერთი მეგობარია და მესაიდუმლე. ჩემზე 1 წლით დიდია და ყოველთვის უფროსობდა. ძალიან გამეხარდა ქეთის აქ ყოფნის ამბავი
— აცივდა წამოდი შევიდეთ-მე და ნიკა სახლში შევედით. ილოს და ნაზიკოს უკვე დაეძინათ. ჩვენ-ჩვენს ოთახებში შევედით.
შხაპის მიღება გადავწყვიტე, გავემზადე და სააბაზანოში შევედი. შხაპიც მივიღე და დასაძინებლად გავემზადე მალევე ჩამეძინა...
დილით ნიკამ გამაღვიძა. რას მერჩის ეს მუტრუკი ვერ ვიგებ, ახლა ლექციები ხო არ მაქვს არაა? იდიოტი
— ნიკა დამანებე თავი მეძინება
— იცოდე მარტო წავალ მამუკასთან ადექი 2 საათია უკვე გოგო?!
— ცოტახანიც რაა გთხოვ
— ადექითქო-გადასაფარებელი გადამხადა და ოთახიდან გავიდა. მეც სხვა რა გზა მქონდა, ავდექი, გავემზადე სახე მოვიწესრიგე ოთახიც მივალაგე და დაბლა ჩავედი
— დილამშვიდობის-მამას და დედას ლოყაზე ვაკოცე
— დილამშვიდობის მამას დახატულო
— დეე როგორ ხარ?
— კარგად დეე შენ როგორ ხარ? კარგად გეძინა?
— კიი მაგრამ ნიკამ გამიფუჭა-ნიკას მკვლელი სახით გავხედე, მან კი უბრალოდ თვალი ჩამიკრა და კოცნა გამომიგზავნა იდიოტი
— დეე ყავას აქ დალევ თუ ქეთისთან
— აქაც და იქაც
— არა ან აქ დალევ ან იქ-ნიკამ თუარ ჩამაშხამა როგორ შეიძლება
— შენ არავინ გეკითხება-ენა გამოვუყავი და ტელევიზორის წინ დავსკუპტი
— იცემები
— ვნახავთ-ჩემი ამ სიტყვის თქმა და თავში ბალიშის მოხვედრა ერთი იყო-დაგერხა-მკვლელი მზერით გავხედე ნიკას და საპასუხოდ მეც ვესროლე ბალიში. ასე გაგრძელდა 15 წუთი სანამ საბოლოოდ მკვდარივით არ დავეცი
— აღარ შემიძლია-დაიყვირა ნიკამ
— არ დაგეწყო იდიოტო-ენა გამოვუყავი მუტრუკს
— ადექი წავიდეთ-სახეზე წყალი შევისხი და მამუკასთან წასასვლელად გავემზადე
— მანქანით წავიდეთ?
  — არა რა, ფეხით აქვეა
— კაი-მე და ნიკა ფეხით მივუყვებოდით გზას, თან ათას უაზრობაზე ვსაუბრობდით
— ძლივს მოვედით
— ნუ წუწუნებ შენ თქვი ფეხით წავიდეთო
— კარგი ჰო
სახლში შევედით თუარა ქეთი ჩემსკენ გამოექანა
— როგორ მომენატრეე-ჩამეხუტა ქეთი და ლამის გამჭყლიტა
— მეც ძალიან ჩემო ლამაზო-როგორც იქნა გამიშვა და ახლა ნიკას ჩაეხუტა
— მამუკა ძია როგორ მომენატრეთ რამდენი ხანი გავიდა რაც არ მინახიხართ
— მეც ძალიან მომენატრე საყვარელო, წამოდი დავსხდეთ. ყავას მოგიმზადებთ შენ და ქეთიმ იჭორავეთ-ნიკაც მოიკითხა და მისაღებში გავედით. ყავა დავლიეთ და ბევრიც ვიჭორავეთ ძალიან კარგად ვატარებდით დროს...

________________________________
დღეს 2 თავს დავდებ🫶🏻

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now