part 12

1.6K 73 1
                                    

  დაჩის საწოლში გამეღვიძა. დაჩის ხმა მესმოდა ვიღაცას ელაპარაკებოდა. გოგოს ხმა იყო, ჯერ ისევ თვალები მეხუჭებოდა კარგად ვერ ვარჩევდი მათ ლაპარაკს, როგორც იქნა თავს ძალა დავატანე და ტელეფონი ავიღე 3 საათი ხდებოდა
— შენი მოსვლა რა საჭირო იყო-გავიგე დაჩის ბოხი ხმა
— როგორ თუ არიყო დღეს მიფრინავ ხომიცი რომ მომენატრები-აწრიპინდა ვიღაც გოგო, საშინლად გამაღიზიანებელი ხმა ჰქონდაა. წამოვდექი და ფეხშიშველი მისაღებში გავტანტალდი
— გამარჯობა-მივესალმე გოგოს, მაგრამ აშკარად არ გამოეხატა სახეზე ჩემი დანახვისგან გამოწვეული აღფრთოვანება, პასუხი არ გამცა და დაჩის მიუბრუნდა
— ეს ვინაა?
— ჩემი შეყვარებული! მგონი შენი წასვლის დროა ნინა
— ესაა შენი შეყვარებული? ნუ გამაცინე-ამ სიტყვებზე უკვე ნერვები მომეშალა ეს ქერა ქათამი საერთოდ რამდენს ბედავს, მარტო ტრაკის გამო შეიძლება შეხედო საცოდავი. უკვე ჩხუბს ვაპირებდი როცა წელზე დაჩის ხელები ვიგრძენი
— წყობილებიდან ნუ გამომიყვან აქედან დამეკარგე?!
— აქ გაჩერებას ისედაც არ ვაპირებდი
— ძალიან კარგი მიგასწავლო გზა?-ნინა უკან მოუხედავად გავიდა სახლიდან მე კი ისევ ვცდილობდი ჩემი ნერვების დამშვიდებას. დაჩი უკნიდან ჩამეხუტა თავი ყელში ჩამიდო და ჩემი სურნელი შეისუნთქა ლოყაზე მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა
— სულ ფეხზე ჩაიცვითქო უნდა გახსენო? წადი ჩაიცვი გაცივდები
— კარგიი მივდივარ-ფეხზე ჩავიცვი და სამზარეულოში დაჩისთან გავედი ჩაის აკეთებდა
— აქ ვჭამოთ თუ სადმე გავიდეთ
— მნიშვნელობა არ აქვს
— რა გჭირს?
— არაფერი რა უნდა მჭირდეს... ის გოგო ვინიყო?-შეპარვით ვკითხე და წყალი დავლიე
— ჩემი ყოფილი-ეს თქვა თუარა ხველა ამიტყდა წყალი გადამცდა
— ნელაა არ დაიხრჩო?!-მოვიდა და თმა გადამიწია თან ზურგზე მეფერებოდა
— ყოფილები სახლში გაკითხავენ?
— არა უბრალოდ ვერ შეიგნო რომ ურთიერთობა დავასრულე და ჩვენ შორის არაფერი ხდება
— გასაგებია-ცოტა ვიეჭვიანესავით, ყოფილები ასე უნდა აკითხავდნენ სახლში და აცილებდნენ? დაგშორდა და შეეშვი რა რაღას ეტენები
— წადი მისაღებში დაჯექი და მოვალ მეც ტელეფონზე უნდა დავრეკო
— კარგი-მისაღებში გამოვედი ტელევიზორი ჩავრთე და დივანზე მოვკალათდი. შუა ქალაქი ჩავრთე და დაჩიც გამოვიდა 2 ჭიქით ხელში
— არ დამსვავ?
— არა! შეგიძლია სკამზე დაჯდე
— რბილად ჯდომა მინდა
— გინდოდეს?!-ეს ვთქვი და როგორ აღმოვჩნდი დაჩის კალთაში მასზე მიხუტებული ვერ გავიაზრე
— მარტო უფრო კარგად ვიჯექი
— ბევრს ნუ ლაპარაკობ, დალიე ჩაი და საჭმელად გავიდეთ არაფერი გიჭამია დღეს
— არ მშია!
— არ მიკითხავს!
— აუტანელი ხარ
— შენც ძალიან საყვარელი ხარ-თავში წამოვარტყი და შუა ქალაქს მივუბრუნდი თან ჩაის მივირთმევდი, რომელიც საშინლად გემრიელი იყო
— ჩავიცვამ და წავიდეთ-გვერდზე გადამსვა დაჩიმ ლოყაზე მაკოცა და საძინებლისკენ წავიდა, ცოტახანში სპორტულად ჩაცმული გამოვიდა რაღაცის ძებნით
— რასეძებ?
— მანქანის გასაღებს
— სამზარეულოში ვაზაში იდო-დაჩი სამზარეულოში გავიდა მეც ავდექი თმა გავიკეთე ფეხზე ჩავიცვი და ჭიქები სამზარეულოში გავიტანე
— მეც მზად ვარ! წავიდეთ?
— კი წავიდეთ-სახლიდან გავედით ლიფტში რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, დაჩი უარზე იყო, მაგრამ რასვიზამთ მანქანაში ჩავსხედით და ერთერთ პატარა მყუდრო კაფეში მივედით
— რას შეჭამ?
— პიცა მინდა
— მაშინ პიცა ვჭამოთ-პეპერონის პიცა შევუკვეთეთ და ინტერიერის თვალიერებას შევუდექით, რამდენიმე ბიჭს მოვკარი თვალი ჩვენი მაგიდისკენ იხედებოდნენ. ერთმა თვალი ჩამიკრა რაც არ მესიამოვნა ხედავენ ბიჭთან ერთად ვარ და მაინც არ ერიდებათ ასეთი უაზრობები, თვალი ავარიდე მათ და დაჩის მივუბრუნდი ჩუმად იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა კარგია ბიჭები რომ ვერ შეამჩნია
— რაზე ფიქრობ?
— არაფერზე
ჩვენი შეკვეთაც მალევე მოიტანეს და თან წითელი ღვინოც მოაყოლეს წერილთან ერთად
— ეს წერილი თქვენთვისაა
— შეგიძლიათ მომცეთ?!-წერილი დაჩიმ გამოართვა და უბრალოდ ჩაიცინა შემდეგ იმ მაგიდისკენ გაიხედა სადაც ის ბიჭები ისხდნენ თვალი ჩაუკრა და დამცინავი სახით დააკვირდა მათ გამომეტყველებას შემდეგ ისევ პერსონალს მიუბრუნდა
— ასეთი 3 ცალი ღვინო უკან გაუგზავნე ამასთან ერთად და უთხარი იმ გოგონას შეყვარებულმა გამოგიგზავნათ დიდი სიყვარულითო
— კარგით-დაჩიმ კმაყოფილმა დაიწყო ჭამა
— რა ეწერა?
— მნიშვნელოვანი არაფერი დაიკიდე
— კარგი, ფრენა რომელ საათზე გაქვს?
— 3ზე
— აქედან სახლში წამიყვან?
  — კი ბიჭებიც უნდა ვნახო და თან შენთან ვიქნები
— კარგი
ნახევარ საათში ყველაფერს მოვრჩით და წამოვედით, გზაში არ ვლაპარაკობდით მუსიკები გვქონდა ჩართული მალევე მივედით
— ადი სახლში და მოვალ ეხლავე
— სად მიდიხარ?
— მაღაზიაში სიგარეტი გამითავდა თან რამეს გამოვიყოლებ
— კაი
სახლში ავირბინე რადგან ლიფტით ვიღაც კაცი ადიოდა მე კი უცხოსთან ერთად არ მიყვარს ლიფტში ყოფნა. სახლში შევედი და მაშინვე დამწვრის სუნი მეცა
— რახდება სახლის გადაწვას აპირებთ?-სახლში მარტო დემე და ნიკა დამხვდნენ
— დაიკოო როგორ გამიხარდა შენი ნახვაა გთხოოვ რამე გაგვიკეთეე მშიაა-ხვეწნით მითხრა ნიკამ და ლოყაზე მაკოცა
— სად ხარ გოგო ამდენ ხანს ან დაჩი სად დაკარგე-დემე მოვიდა და ჩამეხუტა
— ჯერ მხოლოდ 5 საათია და დაჩიც მოვა მაღაზიაში გავიდა, რას გავს სახლი რაარის ეს
— გვშიაააა?!!
— რამე გამოიძახეთ მეზარება გაკეთება სამეცადინო მაქვს თან წავედი ოთახში
— უსაქმურო-მომაძახა ნიკამ. ტანსაცმელი გამოვიცვალე და პიჟამოები ჩავიცვი ლილიანასთვის უნდა დამერეკა ნიკამ მითხრა თავისებთან წავიდაო
— რას შვები ლილო სად დაიკარგე
  — ალექსანდესთან ერთად სასეირნოდ გამოვედი შენ რას შვები
— რავი არაფერს სახლში ვარ, მეცადინეობას ვაპირებდი და უცებ გამახსენდი
— ხო, 3 დღეში ჩამოვაღწევ თბილისში და გნახავ უკვე მომენატრეეთ
— მეც მომენატრეთ წავედი ეხლა ისეირნეთ თქვენ უნდა ვიმეცადინო
— კაი მიდი
ლილოსთან ლაპარაკსაც მოვრჩი და მეცადინეობა დავიწყე. კარების ხმაც გავიგე, დაჩიც მოსულიყო ერთხელ შემომხედა მალე გამოდი მომენატრეო.
1 საათში მოვრჩი მეცადინეობას ბევრიც არ მქონდა. ტელეფონი დასატენად შევაერთე და ბიჭებთან გავედი ფეხბურთს უყურებდნენ და ლუდს სვამდნენ მეც მივედი. დაჩისთან დავჯექი თავი მხარზე დავადე და ტელეფონი გამოვართვი ლოყაზე მაკოცა და გააგრძელა ფეხბურთის ყურება ჩვენი რამდენიმე საერთო ფოტო გავსთორე, დაჩი კმაყოფილი ღიმილით თვალს ჩემსკენ აპარებდა. ფეხბურთიც დამთავრდა ბიჭები ჩემთვის გაუგებარ თემაზე საუბრობდნენ, ამიტომ ოთახში შესვლა გადავწყვიტე საწოლზე წამოვწექი და მუსიკების მოსმენა დავიწყე, რამდენიმე წუთში დაჩიც შემოვიდა
— მოიწყინე?
— ცოტა
— მალე უნდა წავიდე
— ჯერ ხომ ადრეა
— გამზადება მჭირდება საბუთებიც მოსამზადებელია
— მალე ჩამოდი რა-დაჩის ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე
— არდადეგებზე აქ ვიქნები კარგი?
— 10 დღეში?
— ხო
— ...
— მომენატრები
  — მეც-დაჩიმ საწოლზე დამაწვინა ტუჩებზე ნაზად მაკოცა და თვითონაც გვერდით მომიწვა...

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now