part 7

1.7K 82 3
                                    

    კოცნა შევწყვიტეთ და მისაღებში გავედით, უკვე გასვლის დრო იყო. მე და ნიკა დაჩის მანქანით მივდიოდით დანარჩენები სოფოს მანქანით გზაში საუბარი ნიკამ წამოიწყო
  — დაჩი უთხარი ანანოს სიმართლე?
  — კი როდემდე დავმალავდი-ყურებამდე გაიკრიჭა და გზას მიაშტერდა
— ნიკა შენც იცოდი ამის შესახებ და არაფერი არ მითხარი?! როგორ არ გრცხვენია ძამიკო კარგი რა-ვითომ გაბრაზებულის როლი მოვირგე
— მაპატიე პრინცესა დაჩიმ მთხოვა არაფერი არ მეთქვა-გამიღიმა და თვალი ჩამიკრა-თქვენი ურთიერთობა რაეტაპზეა?-ნიკას ეს კითხვა დავაიგნორე რადგან თვითონაც არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ დაჩიმ სწრაფად უპასუხა
— მალე გაირკვევა-გაიღიმა და თვალებში ჩამაშტერდა თითქოს პასუხს იქ ეძებდა
  — მოვედით-დაიყვირა ნიკამ და სიჩუმე გაფანტა, მანქანიდან გადავედით და აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი უკვე თორმეტის ნახევარი იყო ყველა გაფაციცებით ველოდით მონატრებული ღლაპის ჩამოსვლას ერთი სული გვქონდა გვენახა და მოგვეკლა ის მონატრება, რომელიც დღემდე გვსდევდა და როგორც იქნა გახდა 12 საათიც. ისეთი გახარებული ვიყავი ჰაერში დავხტოდი სწრაფად ჩამოვიდა ხალხი თვითმფრინავიდან მე კი ჩემთვის ნაცნობ ადამიანს გაფაციცებით ვეძებდი, როდესაც დავინახე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ჩემსკენ ულამაზესი გოგონა მოიჩქაროდა ის პატარა გოგო აღარ იყო რომელსაც მე ვიცნობდი მთელი გრძნობით გამოიქცა ჩემსკენ და ჩამეხუტაა საშინლად მომენატრა რამდენიმე ხანი ასე ვიყავით შემდეგ კი სხვებთანაც გადაინაცვლა ყველას ჩეხუტა და გამოელაპარაკა
— როგორ მომენატრეთ-თქვა ტირილით ლილომ ცოტა მაკლდა მეც არ მეტირა
— ჩვენც ძალიან მოგვენატრე ალქაჯო!-გაუღიმა ჩემმა ძმამ
— შენს შეყვარებულს არ გაგვაცნობ?-ჰკითხა მოუთმენელმა სოფომ
— აჰჰ! სულ დამავიწყდა გაიცანით ეს ალექსანდრეა, ალექსანდრე ესენი ჩემი მეგობრები და ნათესავები არიან-ყველას სახელი ჩამოუთვალა შეყვარებულს და სათითაოდ გააცნო ჩვენი თავი
— სასიამოვნოა-ღიმილით თქვა ალექსანდრემ
— სწრაფად წავიდეთ ეხლა-თქვა დემემ და მანქანისკენ დაიძრნენ ლილო ჩვენთან ჩავსვი ალექსანდრე სოფოს მანქანაში მოვათავსეთ, როგორც იქნა მივედით რესტორანში არმეგონა ამდენი ხალხი თუ იქნებოდა ამ ღამეს, მაგრამ მითხრეს რომ 24 საათიანი რესტორანია და ღამე უფრო აქტუალურია. ჩვენი მაგიდა უკვე გაწყობილი იყო დანარჩენები მაგიდისკენ წავიდნენ მე საპირფარეშოში გავედი მაკიაჟი შევისწორე და მაგიდისკენ წამოვედი რა დროსაც საბა შემეჩეხა ოღონდ ახლააა არაა
   — ანანო როგორ ხარ? გამიკვირდა ამ დროს შენი აქ ნახვა, როგორ გამოპრანჭულხარ!
  — საბა გამეცალე შენი თავი არ მაქვს?!
   — კარგი რა ასეთი სიუხეშე რა საჭიროა-უკვე მაღიზიანებდა მისი საუბარი მაგიდისკენ გავიხედე დაჩი ჩვენსკენ იყურებოდა ძარღვები და ყბა დაეჭიმა უკვე ვხვდებოდი რაღაც ცუდი მოხდებოდა თუ სწრაფად არ მოვიშორებდი მას
  — შემეშვი შენთვის არ მცალია, გამეცალე ახლა!-საბამ ტუჩები გაილოკა და გზა დამითმო თვალები ავატრიალე და მას მოვშორდი. სწრაფად მივედი მაგიდასთან და დაჩის გვერდით დავჯექი ცოტახანი ჩუმად იჯდა და მიყურებდა
  — რა ჯანდაბა უნდოდა იმ სირს?!
  — არაფერი უბრალოდ მომიკითხა რაიყო
  — უბრალოდ მოგიკითხა? სახეზე გეტყობოდა რო ღიზიანდებოდი მასზე და მატყუებ კიდეც?!
  — შენ რატომ გადარდებს შემეშვი რა?!-ვუთხარი ცივად და მზერა ავარიდე რადგან ვიცოდი ეს დღე კარგად არ ჩაივლიდა ჩვენი საუბარი თუ გაგრძელდებოდა
  — წყობიდან არ გამომიყვანო გოგო! იცოდე გალამაზებული სიფათით ივლის ის სირი მთელი ცხოვრება?!-შემიღრინა და სასმელი გადაჰკრა ცოტახანში უკვე ყველა ნასვამი იყო დაჩის გარდა, როგორც ჩანს სასმელს კარგად იტანს ეს იდიოტი. საშინელი ხმაური იყო მუსიკისგან გამოწვეული. სოფო და მარი ცეკვავდნენ, რამდენიმე ბიჭი მივიდა მათთან საცეკვაოდ, მაგრამ დემემ ყველას თვალები უბრიალა ამ სანახაობაზე მეცინებოდა. ლილო და ალექსანდრეც ცეკვავდნენ და ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ, მე იკა ნიკა და დაჩი უბრალოდ ვისხედით და მათ ვუმზერდით. დაჩი ისევ გაღიზიანებული ჩანდა რაც აშკარა იყო. ცოტახანში ნელი მუსიკა დაიწყო მარი და სოფო დაღლილები დაესვენნენ სკამებზე, ლილიანა და ალექსანდრე ისევ ცეკვავდნენ. დემემ მარის დასვენება არ აცადა და საცეკვაოდ გაიწვია, ღმერთო რა საყვარლები არიან ერთად! მხარზე შეხება ვიგრძენი გავიხედე და თავზე საბა მადგა
— ვიცეკვოთ ანგელოზო?
— არმინდა!-დაჩი თავს ძლივს იკავებდა რომ აქვე დედა არ ეტირებინა მისთვის
— რა უკარებას როლს თამაშობ ხომ ხედავ არ გიხდება! ადექი და მეცეკვე რა ლოგინში ჩაწოლას ხომ არ გთავაზობ?!-ამაზე უკვე დაჩი ფეხზე ადგა და იმ იდიოტისკენ გაიწია არც ჩემს ძმაას არ დაუკარგავს დრო და ის იდიოტი იქიდან გაათრიეს ბიჭებიც უკან გაყვნენ საშინლად ვნერვიულობდი უკვე აღარ შემეძლო იქ ჯდომა და ლოდინი, მაგრამ ჩემი იქ ყოფნა უარესს იზავდა გოგონები მამშვიდებდნენ რაც ასე თუ ისე გამოსდიოდათ 10 წუთში დაჩი შემოვიდა, ჩემსკენ მოდიოდა, ხელზე სისხლის კვალი ემჩნეოდა ხელი მომკიდა ჩემი ნივთები აიღო და გარეთ გამიყვანა მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად წამიყვანა იმ ადგილიდან...

შენ მე მეკუთვნი Where stories live. Discover now