შავი მარგალიტი |J.k| (დასრულე...

By _satisfaction_

8.9K 730 26

ბედისწერა ამოუცნობი რამ არის. ისევე,როგორც სიყვარული,როგორც ქვეცნობიერი... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43

24

95 10 0
By _satisfaction_

ღია ფერებში გაწყობილ ოთახში,სადაც სოფო ბოლთას სცემდა,დაძაბულობა დამკვიდრებულიყო.

-კიდევ ვერ მოიფიქრე რა ჩაიცვა? -იკითხა კედელს მიყრდნობილმა გუკმა და სოფოს თვალებში ჩააშტერდა.

-ვერა...არ ვიცი...ძნელია. -ხელები მძიმედ ჩამოუშვა სოფომ და საწოლზე დაენარცხა.

-ვფიქრობ კაბის არჩევას ამდენი დრო არ სჭირდება.თანაც,დარწმუნებული ვარ, ყველა კაბა გიხდება.თითოეული კაბა გამოკვეთავს შენს სილამაზეს,ამიტომ გთხოვ არ ინერვიულო.

გუკი სოფოს მიუახლოვდა და მჭიდროდ მოეხვია,თან თითები თმებში შეუცურა.

-მართლა მასე ფიქრობ? -სოფომ გუკს ლეკვის თვალებით ახედა,რამაც გუკის სიცილი გამოიწვია.

-რა თქმა უნდა! -მტკიცედ დაეთანხმა გუკი და სოფო მოკლე,თუმცა თბილი კოცნა აჩუქა შუბლზე.

6:00

გაუსწორდნენ თუ არა,საათის ისრები  ერთმანეთს,სოფო ოთახიდან გახარებული გამოვიდა და გუკის თვალწინ დატრიალდა,რათა მეწყვილე კარგად დაკვირვებიდა მას და შეეფასებინა მისი შედევრი.

-შეუდარებელია! -ჩაღიმებით თქვა გუკმა და სოფო ხელი გაუწოდა,რათა კიდევ ერთხელ დაეტრიალებინა.

მართლაც მშვენიერი იყო,როგორც ყოველთვის.

მდიდრული ოქროსფერი სოფოს კანის ფერს ისე ეხამებოდა,რომ მხატვრებსაც გაუჭირდებოდათ ამ სილამაზის სრულყოფილად გადმოცემა.

ოთახში შემომავალი ჩრდილები სოფოს სახეს ისე ეფინებოდნენ და ისე გადაურბენდნენ,რომ მის ლამაზ ღაწვებს და ბაგეებს მეტად თვალსაჩინოს ხდიდნენ.

სწორედ ასე მიიპყრო მან დარბაზში არსებული,უამრავი მაღალი ფენის წარმომადგენელი პიროვნებების ყურადღება.

მათ თვალებს არ ჰქონდათ მეტი სამიზნე,გარდა სოფოს გარეგნობისა.

სოფოს მუქ თვალებში ჩახედვისას კი ყველა მათში იკარგებოდა.

თუმცა...

სოფო ყველაზე მეტად გუკი ამშვენებდა.
რადგან სიყვარული,ხომ ბუნებრივად ამშვენებს ადამიანს,ზოგიერთ შემთვევაში.

არც გუკი არ იყო ყურადღებას მოკლებული.

დარბაზში შემომავალი თუ უკვე კარგა ხანს მოსულნი ახლაგაზრდა გოგონები,ისე მორცხვად გამოხედავდნენ და მზერით წაეკეკლუცებოდნენ,რომ გეგონებოდათ სოფო აქ სულაც არ იყო,თუმცა რა თქმა უნდა გუკის გული და გონება,მხოლოთ სოფოთი შემოიფარგლებოდა.

განა ადვილი იყო სხვებისთვის ყურება,როდესაც მის გვერდით ასეთი არსება იდგა.

სტუმრები ერთმანეთში ირეოდნენ. გულწრფელი თუ ყალბი ღიმილით იცილებდნენ ერთმანეთს და მომდევნო სტუმრის მიმართულებით ამავე ღიმილით მიიწევდნენ.

ყურადღების ქვეშ ზედმეტად მოქცეულმა სოფომ და გუკმა,ვერც კი შენიშნეს თუ როგორ მიესალმა მათ სანი,სანამ ყველა დანარჩენი არ მოიშორეს თავიდან.

-სოფო,გუკ! -თბილად იღიმოდა და თან რიგრიგობით ათვალიერებდა წყვილს.შემდეგ კი სანამ მათ რაიმეს თქმის საშუალებას მისცემდა,თავად განაგრძო.

-რა ლამაზად გამოიყურებით,ყურადღებაც სწრაფად მიგიქცევიათ,არ კი ვამტყუნებ სტუმრებს.თვალისმომჭრელები ხართ.

სიცილ-ხარხარში გატარებული წუთების შემდეგ,დარბაზში ყველა მეწვილესთან ერთად მოემზადა.

-რა ხდება? -იკითხა სოფომ,რომელიც გაკვირვებული შეჰყურებდა სანის პასუხის მოლოდინში.

-ახლა გავერთობით! -ტაში შემოჰკრა სანიმ და თან მაშინვე მუსიკა გაისმა,რომელმაც დარბაზის ყველა კუთხე კუნჭულამდე მიაღწია.

ხალხი ისევ ერთმანეთში აირია,თუმცა მალევე წესრიგი ჩამოწვა,როდესაც შვილებმა ლამაზად მოათავსეს თავიანთი თავები ერთმანეთის წინ და მუსიკის ჰანგებზე ვნებიანად დაიწყეს ცეკვის შესრულება.

სანამ სოფო და გუკი მელოდიაში დაიკარგნენ და სხეულებს გასაქანი მისცეს რითმის სიტკბოება შეეგრძნოთ,მანამდე ყველაფერი მშვენიერი იყო.

მოულოდნელად სოფოს ყურადღება ერთმა ყმაწვილმა მიიპყრო.თითქოსდა ნაცნობი იყო იგი.თუმცა მალევე მიხვდა,რომ ეს არ ელანდებოდა.

სოფო შეჩერდა,რამაც გუკი გააკვირვა,თუმცა მან არაფერი იკითხა,უბრალოდ გამომეტყველებით დასვა ათასი შეკითხვა და პასუხს დაელოდა.

ამ დროს მასთან ის მოვიდა.ის ვისი ნახვაც ნამდვილად არ შედიოდა სურვილების სიაში.

-გამარჯობა მშვენიერო. -ქაი წინ წამოიწია და სოფოს ხელი ნაზად დაიკავა რათა ეკოცნა.თუმცა გუკმა სწრაფად და უხეშად მოაშორა სოფოს ხელს და მკვლელის თვალებით გახედა,თან დააყოლა.

-მეორედ შეეხები და არ გაპატიებ.

-ერთმანეთს იცნობთ? -იკითხა სანიმ და ქაის გვერდით დადგა.

მოულოდნელად სიჩუმე ჩამოწვა,იმისდა მიუხედავად,რომ მუსიკა კვლავ განაგრძობდა დაკვრას.

-სანი... -დაიწყო სოფომ თუმცა სიტყვა ვეღარ გააგრძელა და ცოტახნით შეჩერდა,შემდეგ კი კვლავ განაგრძო.

-ეგ მე უნდა გკითხო.შენ და ქაი ერთად რას აკეთებთ?

-როგორ თუ რას? -გაიკვირვა სანიმ და განაგრძო.

-ის ჩემი სიყვარულია,რამდენიმე თვის წინ გავიცანი.არ ვიცოდი თუ. ასეთ იდეალურ პიროვნებას შევხვდებოდი.ძალიან გამიმართლა.

სანიმ აღტაცებული ტონით განაგრძო საუბარი,როდესაც სოფო კვლავ ფიქრებში დაიკარგა.

ახლა კვლავ უნდა ენახა ის.თანაც ხშირად.ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა,რომ ისინი ერთად იყვნენ,როდესაც ადრე ქაის გვერდით სწორედაც,რომ ის იდგა და არა სხვა.

ეს არ იყო მონატრება,არც სინანული რაიმესი,ეს იყო უბრალოდ გაკვირვება.

უკვირდა ბედის ირონიის.როდესაც მისი ძველი სიყვარული,მის მეგობარს ხვდება,თითქოსდა ის არც არსებობდა.

გონზე მოგების შემდეგ სოფომ ჯერ მომღიმარ ქაის გახედა,რომლის სახეზეც ისეთ გამაღიზიანებელ თავდაჯერებულობას ამოიკითხავდით,რომ დარტყმაც კი  მოგინდებოდათ,შემდეგ კი გუკს გახედა,რომელიც კვლავ მკვლელის სახით იდგა,და ბოლოს სანის გახედა,რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა ხდებოდა.

-მაპატიე სანი...ჯობს აქაურობა დავტოვო.
შევეცდები მოგვიანებით ყველაფერი აგიხსნა. -სოფომ ზედმეტად შესამჩნევი ყალბი ღიმილით გამოემშვიდობა მათ და გუკს ხელი ჩასჭიდა.

წამოსვლამდე კიდევ ერთხელ ჩახედა მას თვალებში,მის მზერას,რომელიც გულს უკლავდა,რადგან  არ იყო ისეთი თბილი,როგორიც ადრე.არამედ ცივი და უცხო.ისეთი ცივი,რომ გული მინის მსგავსი გახდა...ადვილად მსხვრევადი.

მუსიკის ჰანგები ნელ-ნელა იკარგებოდნენ, იკარგებოდნენ, როგორც ფიქრები,როგორც ერთ დროს აყვავებული უმწეო გრძნობები.

Continue Reading

You'll Also Like

464K 31.5K 47
♮Idol au ♮"I don't think I can do it." "Of course you can, I believe in you. Don't worry, okay? I'll be right here backstage fo...
135K 11.3K 17
Намайг хайрлахаа больсон миний нөхөр... Highest rank: #жин - 1 #намжүүн - 1 #жимин - 1 #хусог - #юнги - 1 #жонгүг, #тэхён - 2
9.5K 791 12
-წადი და აბორტი გაიკეთე! -ასე შეგიძლია გაწირო საკუთარი შვილი სიკვდილისთვის? -რა საკუთარი შვილი, ის ჯერ ერთი კვირისაც ძლივს არის! იცოდე.. პრობლემები...
1.2K 60 11
რა მოხდება თუ გამოძიებელი და მაფის ბოსი ერთმანეთს გადაეყრებიან?გაინტერესებს?მაშინ გიპასუხებ,მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებ. ამ ფიკში ინება18+ სცე...