შავი მარგალიტი |J.k| (დასრულე...

By _satisfaction_

8.9K 730 26

ბედისწერა ამოუცნობი რამ არის. ისევე,როგორც სიყვარული,როგორც ქვეცნობიერი... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43

23

89 10 0
By _satisfaction_

2:30

-დაიჭირე! -დაიყვირა მოთამაშემ და კალათბურთის ბურთი გუკს ესროლა.

გუკმა სწრაფად მოიგერია ბურთი და კალათისკენ გაიქცა.რამდენიმე მოწინააღმდეგის კლანჭებისაგან თავის ჭკვიანურად დაღწევის შემდეგ,ბურთი წარმატებით,სწრაფად ჩააგდო კალათში და გახარებული გუნდის ჟრიამულში მოექცა.

გულშემატკივრების აპლოდისმენტებით გაივსო დარბაზი.სოფოს თვალები ისე ბრწყინავდა,როგორც არასდროს.

იგი მალევე წამოხტა და მხურვალე ტაში შემოჰკრა.

გუკმა თვალი სოფოსკენ გააპარა და გაუღუმა,შემდეგ თვალი ჩაუკრა და ყურადღება კვლავ თამაშზე გადაიტანა.

მართალია ისე ჩანდა,რომ გუკის მთელი კონცენტრაცია თამაშზე იყო,თუმცა არა.
იგი სოფოზე ფიქრობდა,როგორც ყოველთვის.

სანამ დარბაზში დაძაბულობასთან ერთად იმედით სავსე და წარმატების მოლოდინით მსხდომი გულშემატკივრები თამაშს თვალს არ აშორებდნენ,სოფომ უცნობის მზერა შენიშნა,რის გამოც ყურადღება მზერაზე გადაიტანა.

-ოჰ! -შეიცხადა გახარებულმა სოფომ, როდესაც მომღიმარი სანი დაინახა, რომელიც მას ხელს უქნევდა.

სოფომ სანის ხელით ანიშნა,რომ მასთან მისულიყო.როდესაც სანი სოფოს გვერდით კომფორტულად მოკალათდა მას გადაეხვია და თბილად გაუღიმა.

-არ მეგონა აქ თუ გნახავდი.-თბილი ღიმილით უთხრა სოფომ და წამით მოთამაშეებს გადაავლო თვალი, განსაკუთრებით კი გუკს.

-არც მე.ალბათ ბედისწერაა. -ჩაიცინა სანიმ და სოფოს ნაზად დაარტყა მკლავზე ხელი.

თამაშის ყურება ერთად განაგრძეს,თუმცა, როდესაც ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდა და ბოლო წამები დარჩა,ყველა დაიძაბა,რადგან გუნდების ანგარიში ფრე იყო.

გადამწყვეტი დრო დადგა.თითოეული მხარე დარწმუნებული იყო იმაში,რომ სწორედ თავიანთი ფავორიტი გუნდი მოიგებდა,თუმცა,რა თქმა უნდა,მომავალი დანამდვილებით არავინ იცოდა,როგორც წესი და რიგია.

სანამ გუკის მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშე ბურთს ხელში ათამაშებდა,გუკი მას მიუახლოვდა და დამაბნეველი ტექნიკით,ბურთი წამებში თავის ხელში ჩაიგდო და კალათისაკენ ელვის სისწრაფით გაეშურა.

გაბრაზებულმა და მოტივირებულმა მოწინააღმდეგეებმა ხელის შეშლა სცადეს თუმცა ვერაფერს გახდნენ,ამიტომ გუკმა საბოლოო და დასკვნითი მოძრაობით, თამაში წარმატებულად დაასრულა.

-უჰუუუ! -დაიყვირეს სანიმ და სოფომ დანარჩენ გულშემატკივრებთან ერთად და ერთიანად წამოხტნენ თავიანდი ადგილებიდან,რათა ჟრიამულით აღენიშნათ გამარჯვება.

-მშვენიერი კალათბურთელია! -მტკიცედ უთხრა სანიმ სოფოს და პასუხს დაელოდა.

-არ არის,უბრალოდ მოხალისედ ჩაეწერა.

-სერიოზულად?!...და ასე კარგად თამაშობს? -აღტაცებით იკითხა სანიმ და გაოცებული სახით ჯერ გუკს გახედა, რომელიც მათ უყურებდა და შემდეგ კვლავ სოფოს,რომლის ყურადღებაც გუკის მზერას მოეპარა.

-დიახ,დიახ. -უპასუხა კმაყოფულმა და თავდაჯერებულმა სოფომ და ტაში კიდევ ერთხელ დაუკრა.

7:44

მშვენიერი საღამო იყო.სღამოც მშვიდი იყო და გარემოც დასამშვიდებლად ვარგისი.

თბილი ნიავი კანს ნელა,სასიამოვნოდ ეფინებოდა და მორცხვ,ნორჩ ყვავილებსაც ნაზად არხევდა.

ლამაზი იყო ეს ყველაფერი,თუმცა არა ისეთივე ლამაზი,როგორიც გუკის დაღლილი თვალები,რომლებსაც ფიქრებში ჩაფლული სოფო შესცქეროდა.

-მასე რატომ მიყურებ? -იკითხა გუკმა და სიმორცხვისგან ლოყებზე სიწითლემ გადაურბინა.

-იმიტომ,რომ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს. -უპასუხა სოფომ და უფრო ჩააშტერდა,რის გამოც გუკმა თავი გააბრუნა,თუმცა სოფომ გუკის ლოყებზე თავისი ხელები დააწყო და თავი გამოაბრუნებია.

გუკს გაეღიმა და სოფოს ჩაეხუტა,შემდეგ კი ადგა და სოფოს ხელი ჩაჰკიდა.

-რას აკეთებ?

-წამოდი გავიაროთ.

-ხომ მაგრამ არ დაიღალე? -იკითხა სოფომ გაკვირვებული გამომეტყველებით.და თავი ოდნავ გვერდით გადააგდო.

-არა.მირჩევნია ვისეირნოთ. -ღიმილით უპასუხა გუკმა და წინ წავიდა.

სანამ დრო გადიოდა,სანამ ისინი წინ მიიწევდნენ,ყველა ლამაზი ნაგებობდა და გარემო უკან რჩებოდა.თუმცა არა ის სასიამოვნო ნიავი,თუმცა არა ის სიყვარული,რომელიც მუდამ მათ დაჰყვებოდა....კვალდაკვალ.

Continue Reading

You'll Also Like

683 55 13
:би хайрын асуудал гаргах хэрэггүй гэж бодож байна ~ мэднээ мэд нь гэхдээ яагаад болохгүй гэж...... by:Minein__
135K 11.3K 17
Намайг хайрлахаа больсон миний нөхөр... Highest rank: #жин - 1 #намжүүн - 1 #жимин - 1 #хусог - #юнги - 1 #жонгүг, #тэхён - 2
9.5K 791 12
-წადი და აბორტი გაიკეთე! -ასე შეგიძლია გაწირო საკუთარი შვილი სიკვდილისთვის? -რა საკუთარი შვილი, ის ჯერ ერთი კვირისაც ძლივს არის! იცოდე.. პრობლემები...
25K 2.3K 15
Надад хэлээч. Хэрвээ би хүсэх л юм бол хэн миний эсрэг зогсож чадна гэж? Гэхдээ.. Түүнтэй учирсан өдрөөс хойш бүх зүйл өөрчлөгдсөн юм..