შავი მარგალიტი |J.k| (დასრულე...

By _satisfaction_

8.8K 730 26

ბედისწერა ამოუცნობი რამ არის. ისევე,როგორც სიყვარული,როგორც ქვეცნობიერი... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43

14

153 14 0
By _satisfaction_

კაბინეტში სადაც სოფოს გარეშე სიმარტოვე იგრძნობოდა,ქაი მაგიდას მიყრდნობოდა და იატაკს დაშტერებოდა.

მოულოდნელად,ისე,რომ ქაი ვერც კი შენიშნა,ოთახის სახელური ნელა და თითქმის უხმოდაც ჩამოიწია.

ოთახში ფორმალურად ჩაცმული ახალგაზრდა შემოვიდა და გაეღიმა,როდესაც ქაი ასეთ მდგომარეობაში დაინახა.

გადაწყვიტა მიუახლოვებოდა,თუმცა სანამ ნაბიჯს გადადგამდა ქაი გამოფხიზლდა, თავი აქეთ-იქით გააქნია და სწრაფადვე, მის წინ მდგომს,გაკვირვებულმა გახედა.

-სოფო?! -წარმოთქვა სერიოზული სახით,თუმცა სერიოზული სახე მალევე სიხარულისაგან მბრწყინავმა თვალებმა და თბილმა ღიმილმა ჩაანაცვლა.

ქაი სოფოსკენ წავიდა და მჭიდროდ,თბილად მოეხვია,როგორც მონატრებულებს სჩვევიათ ხოლმე.

-ეს ისეთი მოულოდნელი იყო. -ქაიმ ცოტახნით პაუზა გააკეთა და შემდეგ განაგრძო.

-რატომ არ მითხარი,რომ მოდიოდი?
რაიმე ხომ არ მომხდარა?

სოფოს გაეღიმა და წამით მის თავში ყველაფერმა გაიელვა რაც კი ლონდონში თავს გადახდა,თითოეულმა მოგონებამ, რომლებმაც უთვალავი ემოციის ტალღით ჩაძირა სოფოს გონება,მასში ელვის სისწრაფით განვლო და კვლავ სიცარიელე დატოვა კვალად.

-არა,ყველაფერი რიგზეა!ვიფიქრე აჯობებდა სიუპრიზი მომეწყო და ასე გამეხარებინე,თანაც რომ მეთქვა, დამელოდებოდი და სანამ ჩამოვიდოდი, ლოდინში ამოგხდეოდა სული...ასე არ არის? -იკითხა და თან ორივეს ჩაეცინა.

-გინდა სადმე გავიაროთ?ჩვენს საყვარელ კაფეში?მგონი ახალი სადილი.

-სერიოზულად? -სიხარულით იკითხა სოფომ და სახე გაუბრწყინდა.

-სერიოზულად! -დამადასტურებელი სახით უპასუხა ქაიმ და თან თავის საქციელზე ჩაეცინა.

-კარგი,კარგი წავიდეთ.

სოფო გახარებული მიაბიჯებდა მონატრებულ ქუჩებში,მონატრებულ ადამიანთან ერთად,რომელიც მას ამ დროის მანძილზე ელოდა.

საოცარად სასიხარულო იყო მისთვის იმაზე ფიქრი,რომ იცოდა,სადაც არ უნდა წასულიყო მას ვიღაც ელოდა.ვიღაც ვინც მასზე ფიქრობდა,ზრუნავდა და ის ვინც უკან დაბრუნებისას ყველაზე თბილ ჩახუტებას და ალერსს აჩუქებდა,თან სანაცვლოდ არაფერს მოითხოვდა,რადგან ყველა გრძნობა რწფელი იყო.

უყვარდა ის,რომ შეეძლო ყოლოდა ვინმე ვინც მას გვერდით დაუდგებოდა და არ მიატოვებდა.ვინც წაახალისებდა,რომ გადაედგა პატარა ნაბიჯები სწორი გზისკენ,რომლებიც დიდ,წარმატებულ ნაბიჯებად გადაიქცეოდა ამ ბედკრულ ცხხოვრებაში.

სანამ ქაი მობილურს დაშტერებოდა და ფორმალურად გამოწყობილი სოფო ღიღინით მიაბიჯებდა,ხალხი მათ ისე უყურებდათ თითქოსდა აქამდე არავინ ენახათ,ვინც ისე არ იქცევა როგორც მათ წარმოუდგენიათ.

გზის დასასრულს ორივე ერთი შენობის წინ გაჩერდა და ერთმანეთს ინსტიქტურად გახედეს.

კაფეში სიმშვიდე იგრძნობოდა,რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო.სწორედ,რომ ამიტომ უყვარდათ მათ აქ მოსვლა. სიმშვიდე  და არაფერი სხვა,განა ეს არ არის საუკეთესო ადგილი განსატვირთად?!

-დღეს მშვენივრად გამოიყურები.

-რამდენიმე წელია ასე მაცვია და თითქმის ყოველ დღე მაგას მეუბნები.

ქაის მიერ ნასროლი კომპლიმენტი სოფომ ადვილად მოიგერია და დესერტს შეექცა.

-ყოველთვის ასეთი იყავი...ამიტომ მიყვარხარ! -ქაის ჩაეღიმა და სოფოს შეთვალიერება დაიწყო. 

6:55

-ესეიგი წავიდა?

-კი წავიდა.

გუკის მოწყენილი ტონი ჰობიმ მაშინვე შეამჩნია.არ იცოდა რა მოემოქმედებინა.
ყოველთვის ცდილობდა მისი მეგობრების სახეზე ღიმილის და ბედნიერების გარდა არაფერი ყოფილიყო,თუმცა ახლა უკვე ამის მიღწევა ძნელი აღმოჩნდა.

-გთხოვ უბრალოდ...

-არა! -სიტყვა გააწყვეტინა გუკმა.

-არასდროს...არასდროს არ მთხოვო რომ დავივიწყო,გავუშვა და ათასი სისულელე,რისი მოსმენაც ნამდვილად არ მსურს!

სერიოზული სახით გახედა გუკმა ჰობის და ყალბად გაუღუმა.სწრაფად,ხანმოკლედ.

-აქ დარჩენას აპირებ? -ჰობიმ ხმა დაატკბილა,თუმცა ეს შეუმჩნეველი იყო,რადგან მისი ხმა სულ ტკბილად ესმოდათ ყურებს.

-არ ვიცი. -გუკის მოკლე პასუხმა ჰობის მიახვედრა,რომ სჯობდა მარტო დაეტოვებინა,რათა თვითონ გარკვეულიყო სინამდვილეში რა უნდოდა და სწორი გადაწყვეტილება მიეღო.

მარტოდ დარჩენილი გუკი დაჯდა და იმ ბოლო წუთებს იხსენებდა,როდესაც სოფოს თვალებში ჩახედა და შეეძლო დაენახა სამყარო მათში.

თვალები,რომლებშიც ყოველთვის სილამაზე იღვრებოდა და არ წყვეტდა ებრწყინათ მარგალიტებს.მათში იყო სულის მშვენიერებაც და ცოდვაც,რაც ქმნიდა უჭკნობ სრულყოფილებას.

სანამ თვალებმა არ დაიწყეს წვა,გუკი ვერც კი მიხვდა რომ უკვე ზღვართან იდგა.

წვა კისერში გადავიდა და მალე მთელ სხეულს მოედო.წვა არ იყო ტკივილლი, არც სინანული,არამედ ის იყო სიბრაზე. სიბრაზე,რომელმაც აიძულა მას ის გაეკეთებინა,რასაც აქამდე არც კი გაიფიქრებდა.

ნახატები,რომლებსაც ერთ დროს პატარა გამოუცდელი ხელები ხატავდნენ,ცეცხლის გორაში ეყარა,რომიც ზედ ასახულ სილამაზეს,ნელ-ნელა უღებდა ბოლოს.

გუკის თვალებში არეკლილი ცეცხლის ალი გულსაც მოდებოდა,მაგრამ მას არ წვავდა,არამედ აძლიერებდა.

გუკმა საბოლოოდ ჩახედა თვალებში უკანასკნელ ნახატზე გამოსახულ არსებას, რომელიც მიტოვებულ ვარდს გავდა.

მალე ყველაფერი ფერფლად იქცა და განაცრისფერდა,როგორც გუკის სამყარო,გაიფანტა როგორც მისი მოგონებები.

Continue Reading

You'll Also Like

1.2K 67 13
უბრალო გოგონას ისტორია რომელიც ფსიქოპატს შეუყვარდა
902 55 21
It's about how Yeonjun found out that he has a long lost brother who is in his school and his classmates and Joonie step bothers found out so i they...
12.5K 981 26
ფიქციის მთავარი პერსონაჟი ჯეონ ეველინი, რომელიც ახალ სკოლაში გადადის ახალი მიზნებითა და სრულიად განსხვავებული იმიჯით რომელიც უკან იტოვებს წარსულს... ...
30K 2K 59
ჯონგუკი კომპანიის დირექტორია.შენ კი მისი მდივანი და რა მოხდება თუ ერთხელაც დიდ კომპანიაში მარტო დარჩებით?🔞💥