შავი მარგალიტი |J.k| (დასრულე...

By _satisfaction_

8.8K 730 26

ბედისწერა ამოუცნობი რამ არის. ისევე,როგორც სიყვარული,როგორც ქვეცნობიერი... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43

11

207 21 0
By _satisfaction_


00:00

ოთახახის კუთხეში,სადაც არაფერი იყო გარდა ხმამაღალი მუსიკისა და არეულობისა,ცივ უსულო კედელს მიყრდნობილი გუკი,კვლავ იმაზე ფიქრობდა,რაც ბოლო დროს გონებიდან ვერ ამოიგდო,თუმცა არც უცდია.

საშუალო ფენის წარმომადგენელი ხალხი,ალკოჰოლით სავსე წკრიალა ჭიქებით.მუსიკა,რომელიც ზოგის გონებაში,კარგ მოგონებებს აღვიძებდა, ზოგისთვის კი პირიქით,ბნელს.
ალკოჰოლის და მოსაწევის სურნელი ერთმანეთში ირეოდა. იგი თან სასიამოვნო და თან აუტანელ გრძნობას იწვევდა, ამიტომ ბევრმა ოთახი დატოვა,ზოგი დარჩა.

გუკს მუსიკა ნახევრად ესმოდა,თუმცა მოკრა თუ არა ყური სიტყვებს მუსიკის ტექსტიდან,გულზე მოეფინა.

სიტყვებმა,რომლებიც გუკის უკვე ნატკენ და დასერილ გულს მარილად მოეფინა, კიდევ ერთხელ გაახსენა ის დრო, რომელიც ასე ენატრებოდა.

დრო,როდესაც გულში დარდის ნაცვლად
სიყვარული სუფევდა.დრო,როდესაც სულში  არეულობის ნაცვლად სიმშვიდე გამეფებულიყო.

უნდოდა მისთვის თვალებში ჩაეხედა და საერთო მომავალი დაენახა.

უნდოდა კიდევ ერთხელ შეხებოდა კანს, რომლის სულიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.

უნდოდა მისი მარგალიტივით მოციმციმე თვალებს მისთვის კიდევ ერთხელ შეეხედათ სევდიანად.დაენახა მათში არსებული კითხვებით სავსე ზღვა და იმედიანი მზე ჰორიზონტზე,რომელიც მისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი იყო.

1:00

-რატომ? - კითხა საკუთარ თავს სოფომ და პასუხის მოძებნას შეუდგა.თუმცა არ იცოდა სად უნდა წასულიყო.
მასთან,თუ საკუთარი გრძნობების კარზე დაეკაკუნებინა და იქ ეკითხა?
თუმცა შემდეგ გაახსენსა,რომ გრძნობების ნდობა მარტივი საქმე არ არის.

- სჯობს დავივიწყო! - ჩაიბუტბუტა მან თავისთვის,ჩუმად და საწოლზე ზანტად გაწვა.

სანამ საათს შეამოწმებდა და მიხვდებოდა,რომ უკვე გვიანი იყო,მანამდე კვლავ ფიქრების ზღვაში შევიდა და უკან დაბრუნება ძალზე გაუჭირდა.

მალე ზღვა გაშავდა და ყველაფერი რაც კი მასში ბუდობდა.

8:00

-გუკ! - გუკს ნაცნობი ხმა ჩაესმა,თუმცა ხმა დააიგნორა და ძილი განაგრძო.

-გაიღვიძე მივდივართ!

მეგობრები გუკის გაღვიძებას ცდილობდნენ,თუმცა ის მაინც ჯიუტობდა,სანამ საბოლოოდ თავისთვის არ წამოხტა და მათ გაბრაზებული თვალებით არ გადაავლო თვალი.

ადგა და მოწესრიგდა.სახლში,სადაც გუშინ ყველა გაერთო,კვლავ იგივე სურნელი იდგა,რამაც გუკი გააღიზიანა და აიძულო რაც შეიძლებოდა სწრაფად გამოსულიყო შენობიდან.

თვალების ზელვით და მთქნარებით,ამას დამატებული ცოტაოდენი თავის ტკივილით გამოვიდა იგი სახლიდან და სანამ იქაურობას საბოლოოდ დატოვებდა,სახლს თვალი შეავლო.

-მშვენიერი სახლია.საყვარელი,ლამაზი და...ბინძური! - ბოლო სიტყვა სარკასტული ტონით წარმოთქვა და მანქანაში ჩაჯდა.

-დღეს ვინ არის მძღოლი? - იკითხა და სარკის მეშვეობით,მძღოლის ადგილას მჯდომს თვალი თვალში გაუყარა.

-ოჰ ჯინ! - ღიმილიანი სახით შეიცხადა და ნამჯუნს გახედა,შემდეგ თეას, ჯიმინს,იუნგის და ბოლოს საყვარელ ჰობის,რომელიც ამჯერად ღიმილიანი სახის მაგივრად მოწყენილი გამომეტყველებით იჯდა და ხელები უკანკალებდა.

-ჰობი რა გჭირს? - კითხა მან და ჰობის თვალებში ჩახედა,თუმცა პასუხი მაინც ვერ მიიღო.

მანქანაში არსებული ჰაერი სიჩუმით და დაძაბულობით გაიჟღინთა,გუკი კი მოგონებებმა გაიტაცეს.

როდესაც გუკი ზედმეტად შეიჭრა წარსულის გახსენებით,ბიძგმა რომელიც ზედმეტად დიდი იყო მაშინვე გამოაფხიზლა.

თვალის გუგები მაშინვე გაფართოვდა. გულის ტემბრი გაიზარდა და სიჩუმე შიშმა გადაფარა,თუმცა შიში დიდხანს არ გაგრძელებულა რადგან მალევე ყველაფერი სიბნელემ მოიცვა.

Continue Reading

You'll Also Like

36.6K 3.7K 20
Authors - Canghai Bianzhou/沧海扁舟 English translator - Kazuyuuki95 Photo credit - Kazuyuuki95 Title - Rebirth of the Ultimate Pampering Marriage Cate...
30K 2K 59
ჯონგუკი კომპანიის დირექტორია.შენ კი მისი მდივანი და რა მოხდება თუ ერთხელაც დიდ კომპანიაში მარტო დარჩებით?🔞💥
140K 15.9K 22
"𝙏𝙤𝙪𝙘𝙝 𝙮𝙤𝙪𝙧𝙨𝙚𝙡𝙛, 𝙜𝙞𝙧𝙡. 𝙄 𝙬𝙖𝙣𝙣𝙖 𝙨𝙚𝙚 𝙞𝙩" Mr Jeon's word lingered on my skin and ignited me. The feeling that comes when yo...
1.1M 36.8K 63
𝐒𝐓𝐀𝐑𝐆𝐈𝐑𝐋 ──── ❝i just wanna see you shine, 'cause i know you are a stargirl!❞ 𝐈𝐍 𝐖𝐇𝐈𝐂𝐇 jude bellingham finally manages to shoot...