შავი მარგალიტი |J.k| (დასრულე...

By _satisfaction_

9.3K 746 26

ბედისწერა ამოუცნობი რამ არის. ისევე,როგორც სიყვარული,როგორც ქვეცნობიერი... More

2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43

1

2.1K 68 4
By _satisfaction_

-ერთი..ორი..სამი..ვეშვები!

შავებში გამოწყობილი ახალგაზრდა ძირს დაეშვა და ტერიტორია ეჭვის თვალით დაათვალიერა.როდესაც დარწმუნდა,რომ მარტო იყო ორი თითი ყურთან მიიტანა.

-პერიმეტრი სუფთაა!

-მშვენიერია,თუმცა ფრთხილად!დიდი დრო არ გვაქვს.

-გასაგებია,ვიწყებ.

ახალგაზრდამ ხელები ძირს ჩამოუშვა და ხელთათმანები შეისწორა.

დიდ ვიტრინას მიუახლოვდა თუ არა, მასზე დაკვირვებას და დაცვის ტექნიკის შესწავლას შეუდგა.
შემდეგ ყველაფერი პარტნიორს მოახსენა,რომელმაც დაცვის გაუნვებელყოფაზე იზრუნა.

-მზადაა გუკ.შეგიძლია საქმეს
შეუდგე.

-მადლობა.იმედებს არ გაგიცრუებ,იუნგი!

ახალგაზრდა მინის ყუთს ფრთხილად მიუახლოვდა და ცივი,გამოუცდელობისგან აკანკალებული ხელებით მოაშორა იგი ძვირფას ნივთს.

გუკი წამიერად შეჩერდა.ფიქრობდა იმ დროზე,როდესაც იგი ვერც კი წარმოიდგენდა,თუ რაზე წასვლა დასჭირდებოდა შავი მარგალიტის ხელში ჩასაგდებად.

ფიქრებში გართულს ხმა შემოესმა,დაფრთხა და შემობრუნდა თუ არა ფანრის ნათება დაინახა. ბიჭმა მარგალიტს დაავლო თუ არა ხელი,იგი დაცვამ შენიშნა და მთელი ძალით უცნობისაკენ გაიქცა და თან დაიყვირა:

-ჰეი შენ!

თუმცა უკვე გვიანი იყო,მან ვერ შესძლო ქურდი დაეჭირა,ვერც მისი დანახვა მოასწრო.

-ჩვენ ეს შევძელით იუნგი! -სიხარულით გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა გუკი იუნგის და თან ისიც ეტყობოდა,რომ ამ სიხარულთან ერთად შიშით კანკალებდა.

-წავიდეთ,დაგვაგვიანდება. -თქვა იუნგიმ და პარტნიორს ზურგი ისე შეაქცია,თითქოსდა სასეირნოდ იყვნენ გამოსულები.

შავი ჟილეტები,კეპები და ტყავის ხელთათმანები ნაგვის ურნაში მოისროლეს და ცეცხლი წაუკიდეს. სანამ ხალხის ყურადღება ურნაზე იყო გადატანილი ისინი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდნენ.. უგზო-უკვლოდ აორთქლდნენ.

-ხომ არ გცივა?! -ჰკითხა იუნგიმ გუკს, თუმცა ეს მხოლოდ თავისი მოსაზრების გადასამოწმებლად, თორემ თვითონაც იცოდა,რომ გუკს ეშინოდა და ეს სხეულის თრთოლვა გამოუცდელობისგან იყო გამოწვეული.

-არა იუნგი,უბრალოდ..უბრალოდ..

-არ არის საჭირო დამალვა.ისედაც ვხვდები! -იუნგიმ გუკს გაუღიმა და მხარზე,როგორც მამაკაცებს სჩვევიათ ხოლმე,ისე დაკრა ხელი,შემდეგ კი გზა განაგრძო.

პარასკევი-დილის ხუთი საათი.

-როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?-უკვე მეასედ ჰკითხა სოფომ ეს საკუთარ თავს,უკვე დაუთვლელი დღეების გასვლის შემდეგ და სამსახურში წასასვლელად მომზადება დაიწყო.

-გამარჯობა სოფო,რა ადრიანად ამდგარხარ,ალბათ რთულია არა?!-სოფომ თანხმობის ნიშნად გაუღიმა იგივე შენობაში მომუშავე გოგონას და გამოსცდა თუ არა დერეფანს,მაშინვე მოიშორა ყალბი ღიმილი და შესვლისას ჩაიბუტბუტა:

-ამდენი ყალბი ღიმილის შემდეგ,ნაოჭები მალე გამოჩნდება..ჯანდაბა!-კაბინეტში შესულს,სახეზე გაკვირვება და შემდეგ ბედნიერება აესახა.

-ნუ ღელავ!ნაოჭებიანიც ლამაზი ლამაზი იქნები.-თქვა მაგიდასთან მდგომმა და თავის სიყვარულს ჩაეხუტა.

-აქ რას აკეთებ ჰიუნინგ?
-არაფერს,უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა,მეტი არაფერი-ბიჭმა გაუღიმა და წასვლის წინ სოფოს შუბლზე აკოცა.
სოფო კი,როგორც ყოველთვის მაგითასთან მოთავსდა და საქმეს შეუდგა.

ჰიუნინგქაი,ერთი შეხედვით პრინცს ჰგავს,სოფოსგან განსხვავებით. სოფო უფრო შემტევი და დაუმარცხებელი იერის პატრონია, სწორედ ამ იერით ჰიუნინგქაი.

სოფო უკვე გამოცდილი და საკმაოდ პროფესიონალი ადვოკატია,ქაი მოსამართლეა და ისიც ასევე გამოცდილი,იმისდა მიუხედავად, რომ არც ერთი მათგანი არ არის ახალგაზრდობასთან დაშორებული.

თუ ცოტახნით ამ წყვილს მოვშორდებით,აღმოვაჩენთ,რომ ჩვენ კიდევ გვყავს დასახასიათებელი ერთი პიროვნება.

ახალგაზრდა ბიჭი,წინა დღეს ცნობილი მუზეუმის უძვირფასესი ნივთი მოიპარა.აშკარად გემოვნებიანი ჩანს.
გუკის სახე თხუთმეტი წლის ბიჭისას მიუგავს,თუმცა გემოვნება განსაკუთრებით კი ქალებში,სულაც არ აქვს ასეთი.

გუკი ბავშვობიდან გამოირჩეოდა დანარჩენებისგან. იგი ყოველთვის პირველი იყო,სკოლაშიც,ოჯახშიც და განსაკუთრებით ჩხუბში,რის გამოც უამრავი სკოლა გამოიცვალა, თუმცა ეს მისთვის არაფერს არ ნიშნავდა,გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც მისი ყურადღება ერთ-ერთმა თანატოლმა მიიპყრო.

გუკი იჯდა და შორიდან შესცქეროდა მას.მას ვინც მისი ყურადღება მიიპყრო.თვითონაც არ იცოდა, რატომ მოსწონდა ის,ეს რა განცდა იყო,რადგან მან არ იცოდა, რა იყო სიყვარული.

მას არ აინტერესებდა თუ ვინმე შეამჩნევდა,უბრალოდ თვითონაც ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს.იჯდა და უყურებდა...ასე დაუსრულებლად და დაუკმაყოფილებლად.

შემდეგ ხატავდა.

ხატავდა რათა მისი სახე არასოდეს დავიწყებოდა,სულ თან ჰყოლოდა. მისი მოძრაობა, თითები, ბაგეები, ნაკვთები.ყველაფერი დეტალურად დაეხატა,თუმცა მაინც ვერ კმაყოფილდებოდა.

ალბათ იმიტომ,რომ...

ვერცერთი ნახატი ვერ შეედრებოდა მის ნამდვილ სილამაზეს; არაფერი შეედრებოდა მის ნამდვილ,ცოცხალ თვალებს.

Continue Reading

You'll Also Like

22.8K 1.6K 36
Бороо оров. ...- Би чиний халхавч болж өгье. Бороо зогсов. ...- Баяртай, хамтдаа байх сайхан байлаа. Энэ бичвэрт маань хааяа нэг +18 үзэгдэл гар...
26.7K 2.6K 21
Өмнө нь 2190хоног энэ удаад 365?
791K 29.4K 97
𝐀 𝐒𝐌𝐀𝐋𝐋 𝐅𝐀𝐂𝐓: you are going to die. does this worry you? ❪ tua s1 ⎯⎯⎯ 4 ❫ © 𝙵𝙸𝚅𝙴𝙷𝚇𝚁𝙶𝚁𝙴𝙴𝚅𝙴𝚂...
370K 32.2K 91
Sequel to my MHA fanfiction: •.°NORMAL°.• (So go read that one first)