პატარავ, სამოთხე შენს თვალებშ...

By doitlarryway

55.2K 2.8K 841

წაიკითხეთ ძალიან მაგარი ლარი ფანფიქი "Baby Heaven's in your Eyes" ქართულად. More

ავტორისგან
პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8 (I ნაწილი)
თავი 8 (II ნაწილი)
თავი 8 (III ნაწილი)
თავი 8 (IV ნაწილი)
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 17
თავი 18
Update
თავი 19
თავი 20-21
Update!
თავი 22
თავი 23
თავი 24 (დასასრული)
Update!

თავი 16

1.8K 98 40
By doitlarryway

 ლუი ჰარისგან თავს ირიდებდა მთელი კვირა. ნუ, ირიდებდა კი არა, უბრალოდ აღარ უნახავს.

იმის შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ჰარი უყვარდა, ძალიან შეშინებული იყო, რადგან არ უნდა შეჰყვარებოდა ბიჭი (განსაკუთრებით, როცა შეყვარებული ჰყავდა, რომელიც ცოლად უნდა მოეყვანა.

ვინმე სჭირდებოდა, ვისაც დაელაპარაკებოდა. ლიამი ზედმეტად დაკავებული იყო ზეინთან (თითქმის უკვე დაქორწინებულებიც იყვნენ), ჯეიდი სკოლაში არ დადიოდა ბოლო დღეები, პერის კი თავად ჰქონდა პრობლემები. ელეანორი რა თქმა უნდა გამოირიცხა და ბარბარა...ბარბარა.

ლუიმ იცოდა, რომ სკოლაში არ ღირდა ლაპარაკი, რომ ვინმეს არ გაეგო. ამიტომ შემდეგ გადაწყვიტა დალაპარაკება.

კიდევ ერთი რამ რაც გააანალიზა მათემატიკის გაკვეთილის დროს ის იყო, რომ ძალიან უნდოდა ელეანორთან დაშორება. მათი ურთიერთობა უკვე დამთავრებული იყო და მხოლოდ მხრებზე ეწვა. ჰარისთანაც არ უნდოდა ურთიერთობა (იცოდა, რომ ჰარის არ მოუნდებოდა). ერთადერთი ის იცოდა, რომ ჰარი უნდოდა. თავის ყველაფრიანად.

სკოლის დრო ამაზე ნელა ვერ გავიდოდა. ელეანორს დამშვიდობებისას აკოცა და როცა დარწმუნდა, რომ ნამდვილად წავიდა, ბარბარას მოსაძებნად გაემართა.

ლუიმ ის გზაჯვარედინთან დაინახა, აჩქარდა, რომ დასწეოდა.

„ჰეი!" მიესალმა და მის ხაზში ჩადგა.

„ჰეი, ლუი, რა ხდება?" გაუღიმა ბარბარამაც.

„რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. რაღაც სერიოზულზე."

„უნდა მოიცადო, რადგან ჯერ ნაილს უნდა დავემშვიდობო."

„არ მოდის?"

„კიდევ ერთი გაკვეთილი აქვს."

„აა, კარგი."

სკოლამდე გაჰყვა. კედელთან რამდენიმე მოსწავლე ეწეოდა.

ზეინი და ნაილიც იქ იყვნენ, როგორც ჩანს სერიოზული დისკუსია გაემართათ. ბარბარამ ლოყაზე აკოცა მისალმების ნიშნად, რაზეც მათ ლაპარაკი შეწყვიტეს და ლუის შეხედეს.

„რა ხდება? რაზე ლაპარაკობდით?" ჰკითხა ბარბარამ.

„ჰარი სკოლაშია დღეს."

„რა? სერიოზულად?"

„ხო და თვალებიც ჩვეულებისამებრ შეშუპებული არ აქვს." უთხრა ზეინმა და სიგარეტი ტუჩებს შორის ჩაიდო.

ლუის გაეღიმა. მოსწონდა იმაზე ფიქრი, რომ გარკვეულწილად თავად იყო მიზეზი იმისა, რომ ჰარიმ გამოსწორება დაიწყო.

„ჩვენ უბრალოდ დასამშვიდობებლად მოვედით და ლონდონში კიდევ მივდივართ?"

„ლონდონში?"

„ხო, ლონდონში წასვლას ვგეგმავთ მარტში."

„მარტში? აბა აპრილიო?"

„კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მარტში ჯობია."

„და სხვა სკოლის მოსწავლეებიც მოდიან?"

„არა, მაგრამ ესენი ოთახებს აიღებენ ჩვენ სასტუმროში."

„ამ...ჰარიც მოდის?"

„თქვა, რომ ვერ გადაიხდის ოთახის ფასს."

„მე გადავიხდი!" სასწრაფოდ წამოიძახა ლუიმ.

ზეინს ჩაეღიმა. „ვეტყვი."

„კარგი, ჯობია წავიდეთ." თქვა ბარბარამ, როცა ზარი დაირეკა.

„შეხვედრამდე, პატარავ." უთხრა ნაილმა და აკოცა. შემდეგ ის და ნაილი სკოლაში შევიდნენ.

„რაზე გინდდოა ლაპარაკი?" ჰკითხა ბარბარამ, როცა თავის მანქანებამდე მიდიოდნენ.

„ამ...მგონი, მინდა, რომ ელეანორს დავშორდე."

„რა? როგორ მოხდა?"

„ჰარი მიყვარს."

ისეთი უცნაური იყო ამის ხმამაღლა თქმა.

„მართლა?"

„ხო, გთხოვ არ განმსაჯო. და არავის უთხრა, ნაილსაც კი."

„არ ვეტყვი და რა თქმა უნდა არ განგსჯი. მოულოდნელი იყო უბრალოდ. არ მეგონა, რომ ესე ახლოს იყავით."

„ნუ...ტექნიკურად არ ვართ, მაგრამ უცნაურად შემიყვარდა."

„როგორ აპირებ ელეანორთან დაშორებას?"

„ჯერ არ ვიცი, მაგრამ...არა არ შემიძლია. ჩვენმა ოჯახებმა უკვე ყველაფერი დაგეგმეს და არც ვიცი, მის გარდა ვინმეს კიდე თუ ვიპოვი."

„ჰარი ხომ იპოვე."

„მაგრამ მას...მას არ უნდა ურთიერთობა. თქვა, რომ არ იცის როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში."

„დამიჯერე, იცის. გულით რომანტიკოსია, მაგრამ არ აღიარებს."

ლუიმ ამოიოხრა. „ვიცი. ანუ რა ვქნა?"

„უთხრარი, რას გრძნობ და თუ ისიც იმავეს გრძნობს, მაშინ აუცილებლად უნდა დაშორდე ელეანორს."

„რატომ?"

„იმიტომ, რომ შენ და ჰარი ერთად ყოფნისთვის გაჩნდით."

„რა? ჩვენ ორი განსხვავებული პოლუსი ვართ."

„ზუსტად, ერთმანეთს ავსებთ."

ლუიმ თვალები დახუჭა. ყველაფერი როგორ არეულიყო. აზრზე არ იყო, რა უნდა ექნა.

გადაწყვიტა, რომ ცოტა გაესეირნა და გონება გაეწმინდა, სანამ სახლში მივიდოდა და დავალებების კეთებას დაიწყებდა.

ლუიმ არ იცოდა, როგორ ან რატომ, მაგრამ 15 წუთის შემდეგ დიდი შენობის წინ გაჩერდა და სასწაული იდეა მოუვიდა თავში. არც სჯეროდა, რომ ამის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ნამდვილად აპირებდა. ის ამას აპირებდა.

სახლში სწრაფად წავიდა, ჭამაზეც კი არ დახარჯა დრო, ოთახში ავიდა და 3 ფულით გატენილი კონვერტი აიღო.

15 წუთის შემდეგ ჰარი დაინახა, რომელიც სკოლასთან იდგა. ერთი დაუყვირა და ჰარის ყურადღებაც მიიქცია.

ჰარი მოიღუშა, მეგობრებს რაღაც უთხრა და ლუისკენ წავიდა. ლუიმ მანქანის კარი გააღო და გადმოვიდა. ყურადღება არ მიქცია იმას, რომ მის მანქანას ფოტოებს უღებდნენ.

„რას აკეთებ?" ჰკითხა ჰარიმ.

„მინდა დაბადების დღისთვის რაღაც გიყიდო."

„ჩემი დაბადების დღე ორი კვირის წინ იყო და რაღაც უკვე მაჩუქე."

„ხო, მაგრამ მგონი ეს უფრო მოგეწონება."

„კარგი?" ჰკითხა ჰარიმ, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. ეს ლუიმაც არ იცოდა, მაგრამ უნდოდა, რომ ჰარისთვის ყველაფერი მიეცა.

მანქანაში ჩასხდნენ, ლუიმ დაქოქა და წავიდნენ.

„აბა სად მივდივართ?"

„ამ...უცნაურია, მაგრამ ნახავ."

„რაღაც ძვირი არაა, ხო? არ მომწონს, როცა მდიდარი მამიკოსავით მექცევი."

„მდიდარი ვისავით?"

„მდიდარი მამიკო? ხო იცი, როცა ვინმეს ბევრი ფული აქვს და ვიღაცას ანებივრებს."

„ეგ არ მადარდებს."

„ხო, მაგრამ მე მადარდებს. ცუდად ვგრძნობ თავს ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას მყიდულობ."

„იმ აბების გარდა არაფერი მიყიდია შენთვის, ჰარი."

„კარგი...სერიოზულად? რა არის ეს?" ჰკითხა ჰარიმ, როცა ლუიმ მანქანა მოტოციკლის საქირავებელ შენობასთან გააჩერა.

„ეს რა არის? გინდა ჩემთვის მოტოციკლი იქირაო?"

„არა, მინდა გიყიდო."

ჰარის თვალები გაუფართოვდა.

„გიჟი ხარ. ვერ მიყიდი მოტოციკლს."

„გიყიდი. არ გინდა?"

„რა თქმა უნდა, მინდა. მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობ."

„კაი რა, მეც მინდა. ერთადერთი რაც შემიძლია, ფულის ხარჯვაა."

„სულ გადაირიე. შეგიძლია იახტისთვის შეაგროვო ან სახლისთვის შენთვის და ელეანორისთვის ან რამე კიდე."

„კარგი, ჯერ ერთი იახტისთვის უკვე მაქვს ფული. მეორე, ელეანორთან დაშორებას ვაპირებ."

„რა? კაიფში ხარ?"

ლუიმ თვალები აატრიალა. „მე არ...მე გეი ვარ."

ჰარიმ წარბები აქაჩა. პირველი შემთხვევა იყო, როცა ლუიმ ეს ხმამაღლა თქვა.

„არ მგონია, რომ ეს მის მიმართ სამართლიანია. დავაჯერე, რომ ერთად ვიცხოვრებით მაშინ, როცა თურმე გოგოები არ მომწონს."

და კიდევ შენ მიყვარხარ მაგრამ...არაფერი.

„გოგოები არ მოგწონს." გაიმეორა ჰარიმ.

„გთხოვ შეწყვიტე ჩემი დაცინვა. სერიოზული საქმეა."

ლუიმ მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. ჰარიმ სცადა ლუი დაერწმუნებია, რომ ეს ცუდი აზრი იყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

„სერიოზულად არ ვიცი რა გჭირს, მაგრამ ინანებ ჩემზე ამდენი ფულის დახარჯვას."

„შეგიძლია უბრალოდ ის ფაქტი მიიღო, რომ შენი გაბედნიერება მინდა? დედაშენი დაგპირდა მოტოციკლს და არ გაჩუქა. ამას მე ვიზამ."

„ხომ იცი, რომ ვერ გადაგიხდი?"

„კი." ამოიხვნეშა ლუიმ და შენობაში შევიდნენ.

სალაროსთან მივიდნენ.

„გამარჯობა. მოტოციკლის ყიდვა მინდა."

„ამ..ჩვენ არ ვყიდით. მხოლოდ ვაქირავებთ." უთხრა კაცმა დახლის უკან.

„რას იტყვით, რომ დათვალოთ ეს ფული და შემდეგ გადაწყვიტოთ?"

ლუის ხან ძალიან უყვარდა ის ფაქტი, რომ მდიდარი იყო.

კაცი წამით დააშტერდა, შემდეგ სამივე კონვერტი აიღო და გახსნა. თვალები გაუფართოვდა, როცა ფულის დათვლა დაიწყო.

„შეშლილი ხარ." ჩასჩურჩულა ჰარიმ ლუის ყურში.

„აბა საკმარისია?" ჰკითხა ლუიმ უმანკო ღიმილით.

„საკმარისზე მეტია, სერ."

ლუის გაეღიმა, ჰარიმ თეძოზე უჩქმიტა.

„გაგვიძეხით მაშინ." უთხრა ლუიმ კაცს.

დიდ დარბაზში შევიდნენ, სადაც სულ უამრავი მოტოციკლი იყო.

„ახლები გაქვთ? რაც არასდროს გამოგიყენებიათ?"

„რამდენიმე გვაქვს, რომლის გამოყენებაც მხოლოდ შემდეგი თვითან უნდა დავიწყოთ."

6 სხვადასხვა მოტოციკლი ანახა და ჰარიმ რა თქმა უნდა, ყველაზე იაფი აირჩია.

„იმისთვის არ მოვსულვართ აქ, რომ ყველაზე იაფი აირჩიო. ბენტლიზე რას იტყვი?"

„მე..."

„რა ღირს?"

„50 ათასი."

„ფული წამივა." უთხრა ჰარიმ, რაზეც ლუის გაეღიმა.

„მიდი ნახე, მოირგე."

„ფეხსაცმელი არაა, ლუი. რა თქმა უნდა მოვირგებ." უთხრა ჰარიმ და მოტოციკლს გადააჯდა.

„რა კარგია."

„ამას ავიღებთ?"

„ჩაფხუტებიც გინდათ?"

„ამ?" ჰარიმ თავი ლუისკენ შეაბრუნა.

„რა თქმა უნდა."

„ამაზე რას იტყვი?"

ჰარიმ შავი ჩაფხუტი აიღო და ლუის დაანახა.

„მე მაინც არ მინდა."

„არ აიღებთ?" ჰკითხა გამყიდველმა. ლუიმ თავი გააქნია.

„ერთერთი რამაა, რასაც ცხოვრებაში არასდროს ვიზამ."

„მე მეგონა...აა."

„რა გეგონათ?"

„რომ თქვენ ორი ერთად ხართ და გეგმავდით..."

„არა, არ ვართ ერთად." უთხრა ლუიმ და გაწითლდა.

„მაინც უნდა აიღო ჩაფხუტი, იქნებ აზრი შეიცვალო." უთხრა ჰარიმ, მაგრამ ლუიმ თავი გააქნია.

„რომ გადმოვვარდე ან რამე?"

„ნუ სულელობ." ჰარიმ თვალები აატრიალა.

„კარგი, მეც ავიღებ. ლურჯი მინდა."

იმის შემდეგ, რაც ჩაფხუტები იყიდეს და ქაღალდებზე ხელი მოაწერეს, ჰარიმ კაცს მისამართი მისცა, სადაც მოტოციკლი უნდა მიეტანათ.

„კარგად ხარ?" ჰკითხა ლუიმ, როცა მანქანაში ჩასხდნენ.

„კი...უბრალოდ არ ვიცი, რა რეაქცია მქონდეს ამაზე."

„რა..."

„არასდროს არავის გაუკეთებია ასეთი რამ ჩემთვის. უცნაური და საოცარია."

„ბედნიერი არ ხარ? მინდა, რომ ბედნიერი გნახო."

„ჩემი ბედნიერების ყიდვას ცდილობ?"

„არა! რა თქმა უნდა არა! ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი." თქვა ლუიმ. მოიცა რა? რამდენიმე კვირის წინ, ამას არაფრით იტყოდა, იაღარი რომც დაემიზნებინათ.

„დღეს მგონი მართლა კაიფში ხარ." უთხრა ჰარიმ და გაეღიმა.

ლუი მართლა არ ცდილობდა ჰარის ბედნიერების ყიდვას. უნდოდა, რომ დაბადების დღისთვის საჩუქარი ეყიდა და მიენიშნებინა, რომ ძალიან მოსწონდა.

ჰარი სახლამდე მიიყვანა და მას შემდეგ, რაც ჰარიმ დაარწმუნა, რომ მოტოკიცკლის მოტანისას არაფერს დააშავებდა, ლუი სახლში წავიდა დიდი ღიმილით.

პარასკევს, მეოთხე გაკვეთილამდე, ტელეფონმა დაიზუზუნა და ახალი შეტყობინება მიიღო. კედელს მიეყუდა და გახსნა.

გაეღიმა, როცა ნახა, რომ ჰარისგან იყო.

ჰარი: გააცდინე მეოთხე გაკვეთილი და ჩემი სკოლის უკან შემხვდი

ლუიმ გულის ცემა იგრძნო. არ არსებობდა, რომ გაკვეთილი გაეცდინა და მშობლებს არ გაეგოთ ეს. მაგრამ მაინც უნდოდა ამის გაკეთება. უნდოდა, რომ ჰარი ენახა. გადაწყვიტა, საფირფარეშოში გასვლა მოემიზეზებინა და აღარ დაბრუნებულიყო.

„ლიამ!" დაიძახა, როცა ლიამი დაინახა ტომთან ერთად.

ლიამი შემობრუნდა და გაუღიმა, ტომს რაღაც გადაულაპარაკა. მან კი თავი დაუქნია და წავიდა.

„შენი დახმარება მჭირდება." უთხრა ლუიმ დაბალი ხმით.

„რა?"

„ამ...ჰარის უნდა შევხვდე ამ გაკვეთილზე და გაკვეთილის შემდეგ ჩემი წიგნები წამოიღო?"

„კარგი, რა თქმა უნდა. ზეინმა მითხრა, რომ სკოლას სერიოზულად უნდა მიხედოს."

„ძალიან კარგი." უთხრა ლუიმ და კლასამდე მთელი გზა ზეინზე ლაპარაკში გაატარეს.

ლუის გულისცემა აუჩქარდა ეკონომიკის გაკვეთილზე, როცა მასწავლებელს დაუძახა.

„მის?" იკითხა მან და ხელი ასწია.

„დიახ, მისტერ ტომლინსონ?"

„შეიძლება გავიდე? თავს ცუდად ვგრძნობ."

„რა თქმა უნდა."

გაუღიმა და წამოდგა, ოთახი სწრაფად დატოვა. გაუმართლა, რომ ეკონომიკის კლასიდან წინა ეზო არ ჩანდა და ვერავინ დაინახავდა, რომ იპარებოდა.

სკოლის წინა ეზო სასწრაფოდ გადაჭრა , ღმერთს სთხოვდა, რომ არავის დაენახა. ჩაეღიმა, როცა მოტოციკლი დაინახა, რომელიც დაყენებული ჰყავდა ჰარის.

ჰარი სკოლის უკან უცდიდა, ხელები ჯიბეებში ედო და მიწას აშტერდებოდა.

ჰარის გაეღიმა და შებრუნდა, ლუი მას მიყვა. ჰარიმ ლუის ხელი მოჰკიდა და ისე რომ არავის დაენახა, აკოცა.

ლუი ხეს მიაყრდნო და შემთხვევით, თავი მიარტყმევინა.

„უფს." თქვა ჰარიმ, როცა ლუიმ თავის ზელვა დაიწყო.

„ჰაი." უთხრა ლუიმ და ჰარის ახედა. (არ შემეძლო ეს ზუსტად არ გადმომეტანა :))

ჰარიმ ლუი ისევ ხეს მიაყუდა, ენით პირი გაუღო და ორი წუთის განმავლობაში კოცნიდა სანამ საბოლოოდ ერთმანეთისგან არ გამოიწივნენ.

„აბა, გაქვს მიზეზი რატომაც გაკვეთილი გამაცდენინე?"

„შენი ნახვა მინდოდა."

„ვხედავ, დაბადების დღის საჩუქარი მოგწონს."

„მომწონს. მადლობა."

„სხვებმა რა თქვეს?"

„მოეწონათ."

„არავის უთხრა, რომ ჩემგანაა. მხოლოდ ჩვენ საერთო მეგობრებს."

„სკოლაში ყველა და დედაჩემიც ფიქრობენ, რომ მოვიპარე." გაეცინა ჰარის. „დღეს სკოლის მერე შეფილდში მივდივარ, უნდა დავტესტო."

„შეფილდში რატო?"

„უბრალოდ. არ გინდა წამოსვლა?"

„არ ვაპირებ მაგის გაკეთებას, უკვე გითხარი."

ჰარი მოიღუშა, თვალები გაუფართოვდა. ლუიმ თვალები აატრიალა, რადგან ჰარი საოცრად საყვარელი იყო.

„და რატომ მიდიხარ? მიზეზი გაქვს?"

„ყველაფრის გასაკეთებლად მიზეზი არ მჭირდება. რაღაცის კეთება რომ მომწონს უბრალოდ ვაკეთებ."

„მაგრამ მომავალზე ხო იქონიებენ გავლენას."

„არ მიყვარს მომავალზე ფიქრი."

ლუიმ უცებ ხელი ჰარის კისერში წაავლო, მისკენ მიწია და აკოცა. კოცნაში ჰარიც აყვა, კისერზე გადავიდა და ლოკვა დაუწყო, მაგრამ ისე არა რომ დამჩნეოდა. ლუის უნდოდა, რომ ჰარის ნიშნები დაეტოვებინა, რომ ყველას გაეგო, რომ ის ჰარისი იყო.

მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო, რომ რეალურად არ იყო ჰარისი და ალბათ არც იქნებოდა. მაგრამ ბუნებით ოპტიმისტი საუკეთესოს იმედოვნებდა.

„აბა რას იტყვი? მოდიხარ?"

„კარგი, წამოვალ." უპასუხა ლუიმ.

ჰარის გაეღიმა. „დაგიყოლიე, პატარავ."

კარგი, ამ სიტყვებს ლუი ასე ძალიან არ უნდა აღეგზნოთ.

„დავფიქრდები. კარგი ეხლა ისე უნდა დავბრუნდე, რომ მასწავლებელმა არაფერი იეჭვოს.

„უთხარი, რომ დილით ცუდი ხიზილალა ჭამე."

ლუის გაეცინა, უყვარდა, როცა ჰარი დასცინოდა.

„რაზე ფიქრობ?" ჰკითხა ჰარიმ, როცა დაინახა, რომ ლუი ჩაფიქრებულიყო.

„როგორ დავრუნდე ისე, რომ არავინ დამინახოს."

„ესე." უთხრა ჰარიმ და ნაცრისფერი ჟაკეტი გაიხადა. „ქუდი წამოიხურე და ვერავინ გიცნობს."

„არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებ." ჩაიბუტბუტა ლუიმ და სახელოებში ხელები გაყო. შიგდნიდან ძალიან თბილი იყო და კარგი სუნი ჰქონდა. თან დიდი იყო და კარგად ჰქონდა.

„მოგწერ." უთხრა ჰარის, რომელიც ტუჩებზე კიდევ ერთხელ დააცხრა და წამოვიდა.

თავის კარადაში ჟაკეტი შედო და კლასში შევიდა.

„საკმაოდ დიდი დრო დახარჯეთ საპირფარეშოში." უთხრა მასწავლებელმა, როცა ლუი დაჯდა და საათს დახედა. ნახევარი საათი გასულიყო.

„ამ...ცუდი ხიზილალა ვჭამე საუზმეზე." უპასუხა ლუიმ მსუბუქი ღიმილით.

შესვენებაზე მამას მისწერა, სთხოვა, თუ შეიძლებოდა, რომ ლიამთან დარჩენილიყო. დასტურის შემდეგ, ჰარის მიწერა.

ლუი: შენ სახლთან 5-ზე ვიქნები

ჰარი: რამე თბილი ჩაიცვი

ლუი: კარგი დედა

ჰარი: მირჩევნია მამიკო დამიძახო

ლუი გაწითლდა და ტელეფონი შეინახა.

სახლში მთელი დრო ჰარის ჟაკეტი ეცვა. არ აღიარებდა, მაგრამ თავს საყვარლად და პატარად გრძნობდა. შეიძლება სექსუალურადაც, მაგრამ ამას არ იფიქრებდა.

50ის ნახევრისთვის ზურგჩანთა ჩაალაგა, საცვალი, ახალი კბილის ჯაგრისი და სათვალეები ჩადო. ჩანთა მხარზე მოიგდო, სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა და წავიდა. ჩაფხუტიც ჰარისთან ჰქონდა დატოვებული, მშობლებს ზედმეტი კითხვები რომ არ დაესვათ. და ხო, გადაწყვიტა ჰარის სახლამდე ფეხით გაეარა.

„ზურგჩანთა მოვიტანე." პირველი რამ როცა ჰარი დაინახა, სწორედ ეს თქვა. ჰარი სახლის წინ კიბეებზე იჯდა და ეწეოდა.

„ჩემ საწოლზე დადე."

„დედაშენი სახლშია?" ჰკითხა ლუიმ და მანქანის ძებნა დაიწყო.

„არა. ღამის ცვლაშია, შემდეგ კიდე სადღაც მიდის."

„დღეს რამე წვეულება არ იყო?"

„ხო, მაგრამ შენ უფრო გასართობი ხარ. და მნიშვნელოვანი."

ლუიმ სცადა ღიმილის შეკავება, მაგრამ ვერ მოახერხა. ამიტომ ჰარის ოთახში ავიდა, ჩანთა საწოლზე დააგდო და ჩაფხუტი აიღო.

„საშიში ჩანს. აღარ ვიცი, მინდა თუ არა." უთხრა ლუიმ, როცა ჰარიმ მოტოციკლი დაქოქა.

„უბრალოდ მოეშვი."

ლუიმ ამოიოხრა, ჩაფხუტი თავზე დაიფარა და მოტოციკლს გადააჯდა ჰარის დახმარებით.

„სიგიჟეა. არ მინდა. ჩამომსვი." უთხრა ლუიმ, როცა ჰარიც აცოცდა მოტოციკლზე.

„კი, გინდა. ბავშვი ხო არ ხარ."

„არ შემიძლია."

ჰარიმ მისკენ თავი შეაბრუნა.

„მენდობი?"

კიკიკიკიკიკი

ლუი წამით მიწას დააცქერდა, ფიქრობდა ეთქვა თუ არა, რომ რაღაც მიზეზის გამო მთელი ცხოვრება ყველაფერზე ენდობოდა.

„კარგი, კარგი."

ჰარიმ თავი დაუქნია და თავი გზისკენ შეაბრუნა. როგორც კი მოძრაობა დაიწყეს, ლუიმ ხელები მაგრად შემოხვია ჰარის წელზე.

6-ისთვის შეფილდში იყვნენ, დიდი მოლის წინ.

„შეფილდში იმიტო მომიყვანე, რომ მოლი მანახო?"

„არაფრის სანახავად არ მომიყვანიხარ, უბრალოდ შენ თუ გინდა, შეგგვიძლია ეკლესია ვნახოთ, პატარავ." უთხრა ჰარიმ და მოტოციკლიდან ჩამოხტა.

ჩაფხუტები შეინახეს და მოლში შევიდნენ.

„გშია?" ჰკითხა ჰარიმ. ლუიმ თავი დაუქნია.

„KFC კარგი?"

„KF რა?"

„ო, ღმერთო."

„რა? სწრაფი კვებაა ეგეც?"

„ხო."

აღმოჩნდა, რომ ბევრი ხალხი იყო და რიგში დგომა მოუწიათ. ბოლოს ძლივს იპოვეს დასაჯდომი ადგილი.

„ამას ალბათ ბევრი კალორია აქვს ხო?" ჰკითხა ლუიმ და ფრთას მოაკბიჩა.

ჰარიმ თვალები აატრიალა. „ისევ მაგას ამბობ? ხო გითხარი, რომ გასუქდე, მაინც მომეწონები."

„მოგწონვარ?" ჰკითხა ლუიმ დაუფიქრებლად.

„რა?" თავი მოაჩვენა ჰარიმ თითქოს არაფერი მომხდარა.

„მოგწონვარ." გაიმეორა ლუიმ.

„ამ...ანუ. ხო. იმაზე მეტად, ვიდრე უნდა მომწონდე."

„იმაზე მეტად ვიდრე უნდა მოგწონდე?"

„კარგია მერე."

„კარგი მაშინ." უთხრა ლუიმ უზარმაზარი ღიმილით.

„შეწყვიტე ეგრე ღიმილი."

„არ შემიძლია."

ჰარისაც გაეღიმა და ასე განაგრძეს. ისხდენენ და დიდი ღიმილით ჭამდნენ.

„იცი რა მიყვარს სხვა ქალაქში წასვლაში?" ჰკითხა ჰარიმ, როცა ხელები დაიბანეს.

„რა?"

„ის, რომ არავინ იცის ვინ ვარ. ნებისმიერი რამის გაკეთება შემიძლია, რადგან ეს ხალხი ვეღარ მნახავს."

„მაინც რა?"

„მაგალითად ეს." უთხრა ჰარიმ, ლუი მისკენ მიწია და ტუჩებზე აკოცა.

„ჰარი!" წამოიყვირა ლუიმ და სწრაფად მიმოიხედა. არავინ უყურებდათ.

„ეხლა შენ უნდა სცადო სტარბაქსი."

„რატომ?" ჰკითხა ჰარიმ და ლუის შეჰყვა 'რეი ბენის' მაღაზიაში.

„იმიტომ, რომ მე ყველაფერი გავსინჯე, სადაც წამიყვანე."

„კარგი."

მალე ლუიმ ის სათვალე იპოვა, რომელიც მოსწონდა. ჰარის დაანახა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ძალიან უხდებოდა.

„სერიოზულად? თითქმის 200 ფუნტი ღირს! ზუსტად ასეთივე სათვალეებს 10 ფუნტად იშოვი." წამოიყვირა ჰარიმ, როცა ფასი შეამოწმა.

„ხო, მაგრამ მაშინ მეცოდინება, რომ კარგი ფირმის არაა და თავს კარგად არ ვიგრძნობ."

„თუ ფული გჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო, პრობლემა გაქვს."

„დაიკიდე, მაინც ვერ გაიგებ." ჩაიბუტბუტა ლუიმ.

ფული ხმის ამოუღებლად გადაიხადა და მაღაზიიდან გამოვიდნენ.

„აღარ მელაპარაკები?" ჰკითხა ჰარიმ, როცა სტარბაქსის რიგში ჩადგნენ.

ლუიმ წარბები აქაჩა და ტუჩები მოკუმა.

„სასაცილო ხარ." გაეცინა ჰარის და ლუის ხელი გადახვია. იმდენად რამდენადაც ლუის უნდოდა, რომ გაეწია, იმდენადვე სიამოვნებდა ჰარის შეხება.

„კიდე გაბრაზებული ხარ?" ჰკითხა ჰარიმ. ლუიმ თმა გაისწორა და მენიუს ჩახედა.

„პატარააააააავ." ჰარიმ ლუის მეორე ხელიც მოხვია და წინ დაუდგა.

ლუიმ თვალი აარიდა. თან თავისი თავით ამაყობდა, რომ არ გაეღიმა. უყვარდა ჰარის ყურადღება.

ჰარი მოიღუშა, ენა ქვედა ტუჩზე გადაატარა, რამაც ლუის ყურადღება მიიქცია.

„არ ხარ გაბრაზებული." გაეღიმა ჰარის.ლუიმ თვალები აატრიალა, ჰარიმ თავისკენ მიწია.

ლუიმ ხელები ჰარის წელზე შემოხვია და ამოიოხრა, რადგან ძალიან სუსტი იყო. არ შეეძლო არიზე გაბრაზება.

„აბა, რა ავიღო?"

„კარამელიან ფრაპუჩინოს ვიღებ."

„ტკბილი დარიჩინით?"

„ეგეც კარგია."

„მაშინ მაგას ავიღებ. წასაღებად ხო?"

„ხო."

იმის შემდეგ რაც შეკვეთა გამზადდა, ჭიქები აიღეს და მოტოციკლისკენ წავიდნენ.

„კარგია?" ჰკითხა ლუიმ.

„მმმ. ძალიან ტკბილია."

„ხო გითხარი." უთხრა ლუიმ და მოწრუპა. ჰარი დააშტერდა.

„მაცდურად იქცევი."

„ხო?" ჰკითხა ლუიმ და იგივე გაიმეორა.

„შეწყვიტე." გააფრთხილა ჰარიმ და ლუის ჭიქიდან ხელი მოაშორებინა.

„სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ აღგაგზნებ." აღიარა ლუიმ ღიმილით.

„ძალაუფლებას ჩემს წინააღმდეგ ნუ იყენებ."

„უძლეველი ვარ."

„და საოცრად კდემამოსილი."

ლუი შეიშმუშნა.

„მაკოცე." უთხრა უცებ ჰარიმ. ლუიმ თავი გააქნია.

„ხალხში ვართ."

„არავინ იცის ვინ ვართ."

„ჰარი..."

„მაკოცე ამის დედაც." გაიმეორა ჰარიმ სერიოზულად. ლუი თითისწვერებზე დადგა და ჰარის აკოცა.

„ბედნიერი ხარ?"

„ძალიან." თქვა ჰარიმ და გაეღიმა. თუ ამან გააბედნიერა ჰარი, ლუი კიდევ იზამდა.

უცებ ადგილზე გაიყინა, ხელზე ჰარიმ ხელი გაუხახუნა და ლუი ვერც მიხვდა რა ხდებოდა, უკვე ხელჩაკიდებულები იყვნენ.

ჰარის ახედა ეჭვით, მაგრამ ჰარიმ თავი ასწია და სიარული დაიწყო.

ამას აკეთებდნენ. ხალხის თვალწინ ხელჩაკიდებულები დადიოდნენ.

ლუისთვის ეს ზედმეტად ამაღელვებელი იყო,.

თავიანთ ხელებზე დაიხედა: რამხელა განსხვავება იყო მათ ხელებს შორის. ჰარის გიგანტურ ხელს ლუის პატარა ეჭირა და თითქმის მთლიანად ფარავდა. მაგრამ მაინც ისე ჩანდა, თითქოს ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ.

„ისე დავიღალე, აქვე პარკინგზე შეიძლება დავიძინო." თქვა ლუიმ, როცა მოტოციკლთან მივიდნენ.

„სახლში რომ მივალთ, იქ დაიძინე."

ჰარის არ უთქვამს 'ჩემთან' ან 'ჩემს სახლში', უბრალოდ 'სახლში.' და ლუის ამაზე პრობლემა არ ჰქონდა. ჰარის სახლი თავისზე მეტად მოსწონდა. პატარა, მაგრამ ძალიან კომფორტული იყო. არ იყო ხმამაღალი ხმები და რაც მთავარია, იქ ჰარი ცხოვრობდა.

9-ის ნახევარი იყო, როცა დაბრუნდნენ და ლუიმ იცოდა, რომ მაშინვე თუ დაიძინებდა, დილით ძალიან ადრე გაეღვიძებოდა.

„ზურგი მტკივა." დაიწუწუნა და მაგიდასთან დაჯდა. ჰარიმ ორი ჭიქა მოიტანა.

„შემიძლია მასაჟი გაგიკეთო."

„გინდა, რომ მასაჟი გამიკეთო?" ჰკითხა ლუიმ და ჰარის დასხმული წყალი დალია.

ჰარიმ მხრები აიჩეჩა. „თუ გგონია, რომ ვერ ვიტან ეგეთ რამეებს, ეგრე არაა."

„კარგი მაშინ."

„ზემოთ ადი, მაისური გაიხადე, საწოლზე დაწექი და მალე მოვალ."

„კარგი."

ლუი სწრაგად ავიდა, ძალიან აღელვებული იყო. შარვალიც გაიხადა და საწოლზე მხოლოდ არმანის საცვლით დაწვა.

ჰარის ფეხის ხმა რომ გაიგო, ბალიში თავქვეშ დაიდო და უფრო კომფორტულად დაჯდა.

„ეგ მასაჟის ზეთია?" ჰკითხა ლუიმ.

„ხო, დედაჩემისაა."

„კარგი სუნი აქვს."

ჰარი საწოლზე აცოცდა.

„მოდუნდი, კარგი?"

„მოდუნებული ვარ."

გაიგო, როგორ მოხსნა ჰარიმ სახურავი ზეთის ბოთლს, ხელზე დაისხა და შემდეგ ლუის კანზე შეაზილა. ნელა უზილავდა ბეჭებს წრიული მოძრაობით.

„რა კარგია." თქვა ლუიმ და თვალები დახუჭა.

ჰარი მხრებზე გადავიდა და ცოტა ხნის მერე, ლუიმ კვნესა დაიწყო.

„სექსზე მეტად მოგწონს, ხო?"

„სექსი არასდროს მქონია."

„მაშინ ეგ უნდა მოვაგვაროთ. მალე."

ლუიმ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული, რადგან ახლა როცა დაფიქრდა, ენდობოდა ჰარის და უნდოდა, რომ მისთვის ჩაებარებინა ვაჟიშვილობა.

ლუიმ ამოიკვნესა, როცა კანზე ჰარის ტუჩები იგრძნო, რომელიც წოვდა და კბენდა.

„რას აკეთებ?"

„გნიშნავ." უპასუხა ჰარიმ და ლუიც მოდუნდა.

არ იცოდა, რატომ ან როგორ, მაგრამ ასე ჩაეძინა. ჰარის ტუჩებით კანზე და ღიმილით სახეზე.

რამდენიმე საათის შემდეგ გაეღვიძა, სახე ბალიშში ჰქონდა ჩარგული. მიმოიხედა და დაინახა, რომ ჰარი ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა.

„რომელი საათია?"

„12-ის ნახევარი."

„რატომ არ გძინავს?"

„შუაღამისას ვიძინებ."

„და კარგად გძინავს, ხო?" შეამოწმა ლუიმ და საწოლიდან ადგა.

„ხო, უძილობა აღარ მჭირს."

ლუის გაეღიმა და აბაზანაში შევიდა კბილების გასახეხად.

„ძალიან ცივა. შეგიძლია გათბობა ჩართო?"

„ჩართულია, მაგრამ შენ ხარ მხოლოდ საცვალში."

„შეიძლება შენი რომელიმე სვიტრი ავიღო?"

„რატომ?"

„იმიტომ, რომ მომწონს. დიდია...და ფუმფულა."

„რა თქმა უნდა. აიღე რომელიც გინდა." გაეღიმა ჰარის და სიგარეტი საფერფლეზე დადო.

ლუიმ ჰარის გარდერობი გააღო და ერთ-ერთი სვიტერი, ღია ნაცრისფერი ფუმფულა ამოარჩია.

ამოღებული იყო, ლავიწის ძვლები და თითქმის ძუძუს თავებიც უჩანდა, სამაგიეროდ თეძოებს უფარავდა და ხელის თითებამდეც სწვდებოდა. ლუი თითქმის შიგ დაცურავდა.

შებრუნდა, სარკეში ჩაიხედა და გაეღიმა.

„მოგწონს, როგორც გაქვს, ხო?"

ლუიმ თავი დაუქნია, მასთან მივიდა და ფანჯარა გააღო. მსუბუქად განათებული ქუჩა ჩანდა.

„უნივერსიტეტში წასვლაზე ვფიქრობ." დაიწყო ჰარიმ. ლუიმ წარბები აქაჩა, არაფერი უთქვამს.

„და სამართალზე ვისწავლო. სამსახური მინდა."

„შემიძლია დაგეხმარო, თუ გინდა."

„როგორ?"

„სწავლაში. და სამსახურის ძებნაში. ბიძაჩემს სასტუმროში მიმტანები უნდა. ძალიან კარგად უხდის."

„აა. კარგი. კარგი იქნებოდა."

„ნიშანი რა გაქვს?"

"2.0."

„ანუ...75%?"

ჰარიმ თავი დაუქნია.

„თუ სწავლას დაიწყებ და სკოლაზე კონცენტრირდები, შეგიძლია 3.0-მდე ახვიდე და ლონდონის უნივერსიტეტში ჩააბარო."

„ლონდონში რატომ?"

იმიტომ, რომ მე იქ ვიქნები

„ან აქ დონკასტერში." მხრები აიჩეჩა ლუიმ.

„შენ სად მიდიხარ?"

„ოქსფორდში."

„ხო, რა თქმა უნდა." გაეცინა ჰარის. „ამიტომ მომიწევს ლონდონში სწავლა ხო?"

„იმას ამბობ, რომ ერთი წლის მერეც ერთად ვიქნებით?"

ჰარიმ თავი მისკენ შეაბრუნა.

„შენ იმას ამბობ, რომ გინდა?" უპასუხა ჰარიმ შეკითხვით.

ნუ...წინაღმდეგი არ ვარ."

„შენი შეყვარებული რას იფიქრებს ამაზე?"

„მე, მინდა, რომ დავშორდე."

ჰარიმ წარბები თითქმის თმამდე აუვიდა.

„როდის?"

„არ ვიცი. რაც მალე, მით უკეთესი. უბრალოდ მეშინია, ჩემი მშობლები რას იტყვიან."

„შენი ცხოვრებაა და არა შენი მშობლების." უთხრა ჰარიმ. ლუიმ თავი დაუქნია.

„ვიცი. მაგრამ...არ მინდა, რომ იმედი გავუცრუო."

„მაშინ კარგად დაფიქრდი." უთხრა ჰარიმ და ფანჯარა დაკეტა.

„დაწოლა მინდა." თქვა ლუიმ.

„დაწექი მერე."

„შენთან ერთად."

„კარგი."

ჰარი აბაზანაში შევიდა და შემდეგ ერთად შეწვნენ გასაფარებლის ქვეშ. ლუი კითხვის გარეშე ჩაეხუტა და ფეხისწვერები ჰარის მუხლებს შორის დადო, რომ გაეთბო.

„ღამე მშვიდობის." თქვა მან.

„ღამე მშვიდობის, ლუ."

ლუის გაეღიმა მეტსახელზე და თვალები დახუჭა. როგორც კი ჰარის სუნთქვა შეუნელდა, ლუისაც ჩაეძინა.

დილით ათზე გაეღვიძა. გვერდით ჰარის ეძინა. არ უნდოდა მისი გაღვიძება ამიტომ საწოლიდან ჩუმად ადგა და აბაზანაში შევიდა.

კბილები გაიხეხა და ჩაიცვა. რომ გამოვიდა, ჰარი უკვე ამდგარი იყო.

„სახლში უნდა წავიდე, თორე კიდე დამსჯიან."

„კარგი. გინდა, რომ გამოგყვე?"

„სახლში?"

ჰარიმ თავი დაუქნია, თვალები მოისრისა და გაიზმორა.

„არა, მეც მოვახერხებ."

ჰარის რემოუნსის მაისური ჩუმად ჩანთაში ჩაიდო, რომ სკოლაში ჩაეცვა ხოლმე. მაინც არავის ეცოდინებოდა, რომ ჰარისი იყო.

„უნდა წავიდე. ჩამოდი და კარი ჩაკეტე."

ჰარი ადგა და ლუის კარამდე მიყვა.

„შეხვედრამდე?"

„რა თქმა უნდა."

ჰარი დაიხარა და ტუჩებზე აკოცა. ლუის გაეღიმა, შებრუნდა და წავიდა. თან მუცელში პეპლებს გრძნობდა. ეს ყველაფერი რეალური ვერ იქნებოდა.

სახლში რომ დაბრუნდა, მარტომ ისაუზმა და მაშინვე ოთახში ავიდა.

შემდეგ როცა აბაზანაში იყო, სანამ დაწვებოდა ზურგზე ზასოსები შენიშნა, რომელიც ჰარიმ დაუტოვა.

ტუჩზე იკბინა, როცა მიხვდა, რომ გულის ფორმა ჰქონდა. და თუ ამით ჰარიმ ამ გზით აცნობა, რომ უყვარდა, ლუის საერთოდ არ იყო წინააღმდეგი.


რას ფიქრობთ 'Walls'-ზე, როგორც ალბომზე? შედევრია, ჩემი აზრით. Couldn't be prouder of Lou

Continue Reading

You'll Also Like

32K 3K 40
ლუი თავისდა საუბედუროდ, მოეწყო ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, სადაც ზეინ მალიკის სახელი რაღაცას ნიშნავს, ნაილ ჰორანი ლაპარაკს არ წყვეტს, ყველგან პ...
554K 12.2K 39
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
381K 25.2K 19
[COMPLETED]✔ The Blood Magic Series |Book 3| 2017 Fiction Award Winner for Best Series. ⁃⁃⁃❖⁃⁃⁃ Orion has silently sat in the shadows, watching the...
1M 54.3K 35
It's the 2nd season of " My Heaven's Flower " The most thrilling love triangle story in which Mohammad Abdullah ( Jeon Jungkook's ) daughter Mishel...