თავი 20-21

2.5K 97 73
                                    

ასე, რომ ხო, ლუის შეიძლება ჰარი უყვარდა და შეიძლება უნდოდა, რომ ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცა. ასევე შეიძლება ძალიან ეშინოდა, რომ ჰარისთვის ეს ეთქვა.

პარასკევი იყო და ლუი სახლში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო, კვირას აპირებდა. სუფთა ტანსაცმელი ჯერ კიდევ ჰქონდა, მაგრამ დღეს სახლში მისვლას აპირებდა, რომ მანქანა წამოეყვანა. ჰარის წაყვანა უნდოდა ჰოლმს ჩეიფელში, რადგან ნაწილობრივ იმის ნახვა უნდოდა, სად გაატარა ჰარიმ ბავშვობა, მეორე მხრივ კი უნდოდა ჰარი უფრო ახლოს ყოფილიყო მამასთან.

გადაწყვიტა, რომ ეს სკოლის მერე ეთქვა.

ლუი ჰარის სკოლის უკან შეხვდა, სადაც ის ხანდახან ზეინთან ერთად ეწეოდა ხოლმე. ახლაც, კედელს იყვნენ მიყუდებულები, ეწეოდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.

„ჰეი." მიესალმა ლუი და ჰარის ახედა, კოცნას ელოდა. ჰარის გაეღიმა, აკოცა და თავისთან ახლოს მისწია.

ზეინმა უცნაურად შეხედა.

„ანუ ოფიციალურად ერთად ხართ? რადგან დავიღალე ჰარის ლაპარაკის მოსმენით..."

„შენ ეხლა სხვაგან არ უნდა იყო?" სასწრაფოდ უთხრა ჰარიმ.

ლუიმ ტუჩზე იკბინა, თან ზეინს შეხედა, რომელიც დაბნეული იყო, შემდეგ მიხვდა, ჰარი რის თქმას ცდილობდა.

„აა, ხო. მე უნდა... საღამოს ნაილთან გნახავთ, მაშინ."

ლუიმ ხელი დაუქნია და დაელოდა, სანამ ბოლომდე გაუჩინარდებოდა. შემდეგ ჰარის მიუბრუნდა.

„რას ამბობდა?"

„არაფერს."

ლუი მოიღუშა და სცადა მოეძებნა გზა, რომ ჰარისთვის ეკითხა მათ ურთიერთობაზე. ეს შეკითხვა ყველაფერს ან გააფუჭებდა ან უკეთესობისკენ შეცვლიდა.

„ხოდა....მან რაზეც იკითხა." დაიწყო ნელა და ჰარის რეაქციას დააკვირდა.

„ხო, რა იყო?"

„უბრალოდ მაინტერესებდა, რადგან ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ."

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Όπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα