თავი 3

1.3K 100 11
                                    

როცა ლუი კიბეზე ჩამოვიდა, კიდევ უფრო მეტი ხალხი დახვდა სახლში. გადაწყვიტა, მთელი საღამო ლიამზე ყოფილიყო მიწებებული და ალბათ ცოტასაც დალევდა (ბარბარას ჰკითხავდა, რომელი სასმელი იყო საუკეთესო.)

მაგრამ, ამას ეხლა ვერ ჰკითხავდა, დაინახა, როგორც ულოკავდა ნაილს კისერს.

ისე, ლუისაც უნდოდა ვინმე, ალბათ შეყვარებული. ყოველთვის აინტერესებდა, რა მუღამი ჰქონდა კოცნაობას, რატო უყვარდა ყველას.

თავის თავს შეჰპირდა, რომ ელეანორს ჰკითხავდა თუ იყო მზად ამისთვის, როცა შემდეგ ჯერზე ნახავდა, ეს კი ალბათ კვირას ეკლესიაში იქნებოდა.

მისაღები ოთახი ისეთი ხალხით იყო სავსე, ვისაც ლუი საერთოდ არ იცნობდა. ცეკვავდნენ, სვამდნენ და კოცნაობდნენ. აზრზე არ იყო რა მუსიკა იყო ჩართული, რაღაც სადაც ქალაქში სირბილზე იყო ტექსტი.

„მოდი დავლიოთ." შესთავაზა ლიამს, რადგან როცა წვეულებაზე არ იცი რა გააკეთო, ყველაზე კარგი გამოსავალი დალევაა.

სამზარეულოში შევიდნენ, რომელიც, მადლობა ღმერთს, ისეთი დაკავებული არ იყო, როგორც სასტუმრო ოთახი.

იქ ზეინი დაინახეს, მოსაწევს ინაწილებდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელიც ლუიმ შეუფერებლად ჩათვალა.

„წყალი სად შეიძლება დავლიო?" ჰკითხა ზეინს, რომელიც ისე დააშტერდა, თითქოს მსოფლიოში ყველაზე სულელური რამ იკითხა.

„წყალი?" ჩაიცინა ზეინმა, ლუის არც კი უყურებდა, ლიამს დააშტერდა. „რა გქვიათ?"

„მე ლიამი ვარ, ეს ლუი." უპასუხა სასწრაფოდ ლიამმა, რაზეც ლუიმ გაოცებულმა გადახედა. ლიამი წითლდებოდა, თან მას უცხოებთან ლაპარაკი არ უყვარდა, მორცხვი იყო.

„ლიამი" გაიმეორა ზეინმა და ლუის დეჟავუ ჰქონდა წინა ღამიდან, როცა ჰარი მის სახელს იმეორებდა.

„წყალიც გინდა, ლიამ?"

„ლუდს დავლევდი." უპასუხა ლიამმა

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now