პატარავ, სამოთხე შენს თვალებშ...

By doitlarryway

55.3K 2.8K 841

წაიკითხეთ ძალიან მაგარი ლარი ფანფიქი "Baby Heaven's in your Eyes" ქართულად. More

ავტორისგან
პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8 (I ნაწილი)
თავი 8 (II ნაწილი)
თავი 8 (III ნაწილი)
თავი 8 (IV ნაწილი)
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
Update
თავი 19
თავი 20-21
Update!
თავი 22
თავი 23
თავი 24 (დასასრული)
Update!

თავი 14

1.7K 95 24
By doitlarryway

ჰარი წყალთან ბალახზე იჯდა და ეწეოდა, როცა ლუი მიუახლოვდა. ლუი იყინებოდა, მაგრამ ამას არ აღიარებდა და უკან სახლში არ შევიდოდა. უნდოდა, რომ ჰარის გაეთბო.

ლუი მის გვერდით დაჯდა და რამდენიმე წუთი არაფერი უთქვამს, უბრალოდ წყალს უყურებდა.

„იყინები." უთხრა ჰარიმ. ლუიმ შეხედა.

„მხოლოდ ცოტათი."

„დამიჭირე ეს."

ლუიმ სიგარეტი დაიჭირა და დაინახა, როგორ გაიხადა ჰარიმ თავისი ჯინსის ქურთუკი და მას მისცა.

„აიღე."

„დარწმუნებული ხარ?"

„კი."

ჰარი სიგარეტს მიუბრუნდა, ლუიმ კი ქურთუკი ჩაიცვა და ყელამდე შეიკრა. მუხლები მკერდთან მიიტანა და ჰარის დააკვირდა.

„აბა, რამე განსხვავებას გრძნობ, ოცის რომ ხარ?" სცადა ლაპარაკის დაწყება.

„ყველაფერი ძველებურად დამპლურადაა, უბრალოდ მე მაქვს სხვა ასაკი."

„მე უბრალოდ...რატომ არ ფიქრობ, რომ შენი დაბადების დღე მნიშვნელოვანი თარიღია? ბედნიერი უნდა იყო."

„ბედნიერი, რომ 20 წლის წინ მოძალადეების ოჯახში დავიბადე, სადაც ყურადღებას არავინ მაქცევდა? გინდა იცოდე, რატომ მკიდია დაბადების დღეები?"

ლუიმ თავი დაუქნია, თუმცა ყოყმანით.

„როცა პატარა ვიყავი, მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. დედაჩემი ნამცხვარს აცხობდა, ყოველ წელს უფრო და უფრო დიდს. მაგრამ როცა ათის გავხდი, დედაჩემი სახლში არ იყო. ვიფიქრე, რომ მამაჩემთან აღმენიშნა. ქვემოთ ჩავედი, გახარებული ვიყავი, რომ ათის გავხდი. მამას ვუთხარი, რომ ჩემი დაბადების დღე იყო და ათის გავხდი. კიდევ მახსოვს ის სახის გამომეტყველება, როცა მან მხრები აიჩეჩა და მითხრა 'და რა'. სისულელეა....მაგრამ ყოველ ჩემ დაბადების დღეზე ის გამომეტყველება მახსენდება."

წამით გაჩერდა და კვლავ გააგრძელა.

„შემდეგ ჩემი მეთერთმეტე დაბადების დღე ორივეს დაავიწყდა, მეთორმეტე დაბატებისდ დღეზე, მამაჩემმა მითხრა, რომ ჩემ ყოლას არც აპირებდნენ. მხოლოდ ჩემი უფროსი და უნდოდათ, მე კი შემთხვევით გავჩნდი. ალბათ ხუმრობდა, მაგრამ ეს ამბავი თავში გამეჭედა. ამის შემდეგ ჩამი დაბადების დღე აღარ აღუნიშნავთ, არც ნამცხვარი მქონია და უბრალოდ არც კი მოულოცავთ. ამიტომ, ხო, არ ვფიქრობ, რომ რამე მნიშვნელოვანი დღეა."

ლუი გული ეტკიდა. ისე მოუნდა, რომ ჰარის ჩახუტებოდა და ეთქვა, რომ მისი დაბადებით უზომოდ ბედნიერი იყო.

„იცი, რომ ეს სახლი ხალხითაა სავსე. იმისთვის მოვიდნენ, რომ შენი დაბადების დღე აღნიშნონ." უთხრა ლუიმ. ჰარი თავი გააქნია.

„ისინი აქ უფასო ალკოჰოლისთვის არიან. მხოლოდ მაშინ ინტერესდება ხალხი რამით, როცა იქიდან სარგებელს ხედავენ.

„ასე..."

"დედაჩემი აიღე, მაგალითად. საერთოდ არ ვაინტერესებ, რადგან ჩემგან სარგებელს ვერ ხედავს. მე რომ ვმუშაობდე, ტრაკს დამიკოცნიდა. არავის ადარდებ მხოლოდ შენ."

„მე მადარდებ." უთხრა ლუიმ. ჰარიმ თვალებში ჩახედა.

„შენზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. თავს მაჩვენებ, რომ გადარდებ, რადგან არ გინდა, ხალხს ვუთხრა, რომ გეი ხარ." უთხრა ჰარიმ და სიგარეტი მოწია.

ლუიმ დააიგნორა ეს შენიშვნა.

„ყოველთვის ყველასგან ცუდს რატომ ელი?"

„შენ რატომ არ ელი ყველასგან ცუდს?"

„მიყვარს, როცა ვინმე კარგი მგონია."

„არავინაა ესე უბრალოდ კარგი."

„შენ ხარ."

„როდიდან?" ჰკითხა ჰარიმ სარკასტულად.

„დავინახე, იმ პატარა ბიჭს როგორ მიეცი ფული რამდენიმე დღის წინ."

„იმიტომ, რომ მე ვიცი რა შეგრძნებაა, როცა არაფერი გაქვს. ისინი უფრო მეტს გასცემენ, ვისაც ბევრი არ აქვთ."

„შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ არ გინდა, რომ ხალხმა ეს იფიქროს."

„ფსიქოლოგი უნდა გამოხვიდე."

„და სარკაზმს იმისთვის იყენებ, რომ შენი გრძნობები დამალო." დაამატა ლუიმ.

ჰარი ადგა, რომ სიგარეტი ტბაში ესროლა.

„ჩემი გრძნობების კონტროლი ვისწავლე." უთხრა ჰარიმ.

„სისულელეა."

„რადგან თუ მათ გამოხატავ, საბოლოოდ შენ რჩები ნაწყენი."

„შენს მშობლებს არასდროს უთქვამთ, რომ უყვარხართ? ან სხვა ვინმეს?" ჰკითხა ლუიმ.

„ხო, რა თქმა უნდა, მამაჩემმა მაშინ, როცა მცემდა და დედაჩემმა, როცა კარის მეზობელთან იწვა."

ლუიმ იგრძნო, როგორ უცემდა გული და გაახსენდა სიტყვები, რომელიც ჰარის უთხრა რამდენიმე დღის წინ:

„ველოდი, რომ შენი ამბავი უფრო საინტერესო იქნებოდა. მაგალითად, ბავშვობაში შენზე ძალადობდნენ ან დედაშენს ჰქონდა რამე პრობლემა."

თავი ისე ცუდად იგრძნო, შეიძლებოდა გამსკდარიყო.

„ბოდიში. ძალიან დიდი ბოდიში." თქვა ლუიმ და თავი გააქნია.

„შენ არ..."

ლუი მუხლებზე დადგა და ხელები ჰარის შემოხვია კისერზე. არც კი ანაღვლებდა, რომ ჯინსს აბინძურებდა.

„არაა საჭირო შეგეცოდო, ლუი." უთხრა ჰარიმ, რომელიც აფორიქდა ლუის ამ ქცევებზე.

„არ მეცოდები. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის გადატანა მოგიხდა. არ იმსახურებ ამას. არავინ იმსახურებს."

ჰარიმ ამოიოხრა.

„არ გეძინება?" ჰკითხა ლუიმ და დაამთქნარა.

„არა. შენ."

„ცოტათი."

„ხო იცი, შეგიძლია დაბრუნდე."

„შენთან დარჩენა მირჩევნია." უთხა ლუიმ და გვერდით მიუჯდა.

„შეიძლება თავი კალთაში ჩაგიდო და ისე დავიძინო?" ჰკითხა.

ჰარიმ მხრები აიჩეჩა და ლუი თავისთან მიუშვა.

ლუიმ თვალები ორი საათის შემდეგ გაახილა, როცა მზე ამოდიოდა. ჰარის ახედა, რომელსაც ისევ ეღვიძა. თვალები ისეთი წითელი ჰქონდა, თითქოს რამდენიმე დღე არ სძინებია. დაღლილი ჩანდა.

„ვხვრინავდი?" ჰკითხა ლუიმ, როცა წამოჯდა.

ჰარიმ თავი გააქნია და წამით ცას ახედა.

„ყოველთვის მინდოდა, რომ მზის ამოსვლა მენახა." უთხრა ლუიმ და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, რომ ფოტო გადაეღო.

პირში ცუდი გემო ჰქონდა და ქურთუკის ჯიბეში კევის ძებნა დაიწყო. იცოდა, რომ ჰარის აუცილებლად ექნებოდა, რადგან ის ყოველთვის იღეჭებოდა.

ბოლოს იპოვა და თითო ორივემ აიღო . ლუიმ შეამჩნია, რომ ჰარის მაჯაზე ბრასლეტები ისევ გაეკეთებინა.

„გილოცავ დაბადების დღეს."

„ეგ უკვე მითხარი."

„უბრალოდ მინდა იცოდე, რომ...მიხარია, რომ დაიბადე."

ჰარიმ შეხედა, რაზეც ლუის გაეღიმა და წარბი ასწია. ჰარი მისკენ გადაიწია და აკოცა.

„უნდა დავბრუნდეთ, სანამ ვინმე გაიღვიძებს." უთხრა ლუიმ. ჰარიმ თავი დაუქნია, ადგა და ჯინსიდან ჭუჭყი ჩამოიბერტყა.

რვა საათი იყო, როცა სახლში დაბრუნდნენ. ყველას ეძინა. ლუიმ იცოდა, რომ 12-ისთვის სახლი სუფთა უნდა ყოფილიყო და ჰარის სთხოვა, რომ ყველა გაეღვიძებინა, თვითონ კი დასუფთავება დაიწყო.

თორმეტის ნახევრისთვის ყველა წასულიყო. სტუმრები, როგორც ჩანს გაერთნენ, რადგან ლუის მადლობა გადაუხადეს, ჰარის კი დაბადების დღე კიდევ ერთხელ მიულოცეს.

„ლანჩისთვის რომ შენთან მოვიდე შეიძლება?" ჰკითხა ლუის ელეანორმა, როცა მანქანაში სხდებოდნენ.

ლუიმ სწრაფად გახედა ჰარის, რომელიც ზეინის მანქანაში ჯდებოდა.

„ამ...დღეს ეკლესიაში არ მიდიხარ?"

„შენც არ მიდიხარ."

„კარგი, მაშინ. 'რემზისთან' შეგვიძლია რამის აღება, თუ გინდა." შესთავაზა ლუიმ, რაზეც ელეანორმა გახარებულმა დაუქნია თავი.

ერთი საათის შემდეგ მაგიდასთან ისხდნენ და წინ საჭმელი ედოთ.

„ვისი იდეა იყო ჰარისთვის წვეულების გადახდა?" ჰკითხა ელეანორმა.

„ბარბარასი. მე უბრალოდ სახლი შევთავაზე. რა იყო?"
„უბრალოდ მაინტერესებდა. არ მეგონა, ეგრე ახლოს თუ იყავი ჰარისთან."

ლუი მოიღუშა.

„არ ვარ ახლოს. უბრალოდ ნაილს სჭირდებოდა ადგილი წვეულების გადასახდელად და მეც შევთავაზე. მეტი არაფერი."

„არა, მე არ მაქვს პრობლემა." თავდაცვაზე გადავიდა ელეანორი. „თან ჰარი კარგი ადამიანი ჩანს."

„კარგი?" ჰკითხა ლუიმ დაბნეულმა.

„და კარგად გამოიყურება."

ლუიმ ღრმად ამოისუნთქა და პირში ბოსტნეული ჩაიტენა, რომ არაფერი ეთქვა.

„კიდევ, მგონი ლიამი არ მინახავს. იქ იყო?"

„ამ...კი. ძირითადად ოთახში იყო ასული."

„მგონი ზეინს მოსწონს."

კარგი, უნდა გაჩერებულიყო, თუ არ უნდოდა, რომ ლუის საჭმელი გადასცდენოდა და ამის გამო მომკვდარიყო რესტორანში.

„რატომ გგონია?"

„რადგან თავს აბეზრებს. მგონი ლიამი იმიტომ იმალებოდა ოთახში, რომ არ უნდოდა ზეინს გადაყროდა. და როცა ზეინს ვეღარ ვხედავდი, მინდოდა ლიამისთვის მეთქვა, რომ გამოსვლა შეეძლო, მაგრამ ვერსად ვიპოვე."

ლუიმ სცადა ღიმილის შეკავება, რადგან ელეანორი ვერც კი ხვდებოდა, რატომ გაუჩინარდა უცებ ორივე.

„არ გგონია...რომ საზიზღრობაა? ან არ გაქვს რამე იმის საწინააღმდეგო, რომ ზეინი....გეია?" ჰკითხა ლუიმ, თან პასუხის ეშინოდა.

„ნუ...ნამდვილად ვფიქრობ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა, მაგრამ სანამ ბიჭს ჩემს წინ არ აკოცებს, მანამდე პრობლემა არ მაქვს."

„იცი, რომ ჰარიც გეია?"

„ბისექსუალია. ის უბრალოდ დაბნეულია."

ლუის უნდოდა მისთვის ეყვირა, რომ გეიობა არჩევანი არ იყო და არც ჰარი იყო დაბნეული. ღმერთო, როგორ ვერ იტანდა ახლა ელეანორის აზროვნებას. ისეთი გონებაჩლუნგი და შტერი იყო. ლუი კინაღამ აფეთქდა.

და იმის ფიქრმა, რომ შესაძლოა მთელი მისი დარჩენილი ცხოვრების იმ ადამიანთან გატარება მოუწევდა, რომელიც ხალხს სექსუალური ორიენტაციის გამო განსჯიდა, კინაღამ გული აურია.

რომ დაფიქრდა, რამდენიმე თვის წინ, თავადაც ზუსტად ასეთ რამეს იტყოდა. რომ ჰომოსექსუალობა ცოდვა იყო და ხალხი, ვისაც მასზე ცოტა ფული ჰქონდა, არაადეკვატური. მაგრამ რაღაცამ შეცვალა იგი.

და მან იცოდა, რომ ეს 'რაღაც' სინამდვილეში ჰარი იყო. ჰარი, ყველა მისი ტატუთი, მაჯაზე შრამებით და დანგრეული ცხოვრებით.

შეაშინა იმან, რომ ერთმა ადამიანმა, ჰარიმ, შეძლო ასეთ მოკლე დროში მასზე ასეთი დიდი გავლენის მოხდენა.

„სიმართლე გითხრა, დესერტის ხასიათზე არ ვარ. შეგიძლია სახლში წამიყვანო?"

„რა თქმა უნდა." უპასუხა ლუიმ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ შიოდა.

ლუიმ სახლში მიიყვანა. ელეანორმა მადლობა გადაუხადა წვეულებისთის და ლანჩისთვის, შემდეგ აკოცა და მანქანიდან გადავიდა.

ლუიმ გადაწყვიტა, ცოტა გაეარა და როგორღაც (ალბათ დამთხვევა იყო), ჰარის სახლთან აღმოჩნდა.

პატარა ოპელი დაინახა ტროტუარზე სახლთან გაჩერებული და დაასკვნა, რომ ჰარის დედის უნდა ყოფილიყო. თავისი ლამბორჯინი მის უკან გააჩერა და ტელეფონი ამოიღო, რომ ჰარისთვის მიეწერა.

მაგრამ ვერ მოასწრო. ვიღაც ფანჯარაზე უკაკუნებდა. მშვიდად ამოისუნთქა, როცა დაინახა ჰარი, რომელსაც სახეზე დაბნეული გამომეტყველება ედო.

„რას აკეთებ?" ჰკითხა ჰარიმ, როცა ლუიმ ფანჯარა ჩამოსწია.

„ამ...მოვდიოდი,,,შეიძლება. არ ვიცი. არ მინდა სახლში წასვლა ეხლა."

„შემოსვლა გინდა?"

„საიდან იცოდი, რომ მოვდიოდი?"

„შენი მანქანის ხმა სამი კვარტლის მოშორებითაც მესმის." უთხრა ჰარიმ. ლუის იმედი გაუცრუვდა, რომ ჰარიმ რამე ბინძური არ თქვა.

ლუიმ ძრავა გამორთო და მანქანიდან გადავიდა.

"დედაშენი სახლშია?" ჰკითხა, როცა ჰარიმ კარი გააღო, მაგრამ პასუხი მაშინ მიიღო, როცა პატარა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომი დაინახა ორ ბოთლ ლუდთან ერთად.

ქალმა მათ შეხედა, გაოცებული არ ჩანდა იმის გამო, რომ ჰარიმ ვიღაც მიიყვანა. ლუის ორი დღით ადრე უნდა ეკითხა დედამისისთვის, რომ გაეგო, თუ შეიძლებოდა ვინმეს სახლში დაპატიჟება.

„გამარჯობა, მისის სტაილს." უთხრა ლუიმ. ქალმა თავი გააქნია.

„მისის კოქს."

ლუიმ თავი დაუქნია და ბოდიში მოიხადა. ჰარიმ ამოიხვნეშა და კიბეზე ავიდა.

„არ აწუხებს, რომ ვიღაც გაფრთხილების გარეშე მოგყავს?"

„ხო გითხარი, ვკიდივართქო." უპასუხა ჰარიმ და დაჯდა.

ლუიმ ცხვირი შეიჭმუხნა, რადგან ჰარის ოთახში სიგარეტის ძლიერი სუნი იდგა.

„ეწეოდი?" ჰკითხა ლუიმ. ჰარიმ კი საფერფლეზე მიანიშნა, რომელიც სავსე იყო.

„და ვანძრევდი. ახლახანს გავათავე."

„ანძრევდი." ჩაიბუტბუტა ლუიმ და ფანჯარა გააღო, რომ ოთახში ჰაერი შემოეშვა.

„აჰამ." დაუდასტურა ჰარიმ.

„უბრალოდ ესე? დედაშენი ხომ ქვემოთაა! და ლეპტოპიც კი არ გაქვს ჩართული."

„შენზე ვფიქრობდი." უთხრა ჰარიმ და კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო.

„ჩემზე? რაზე?" ბურტყუნებდა ლუი. თვალები გაჰფართოებოდა.

„როგორ გადაიწეოდი და გაგჟიმავდი უკნიდან."

„აჰ."

ჰარიმ სანთებელას ძებნა დაიწყო, მაგრამ ლუის გონებაში სხვა აზრები ტრიალებდა. არ იცოდა როდის მოუვიდა თავში ეს გადაწყვეტილება, მაგრამ უცებ ჰარისთან მივიდა და კალთაში ჩაუჯდა.

ჰარიმ გაოცებულმა შეხედა, მაგრამ მალევე მოვიდა გონს და თეძოებში მოჰკიდა ხელი. მათი ტუჩები ერთმანეთს შუა გზაში შეხვდნენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ჰარის მოუთმენლობა დაეწყო და ხელი ქვემოთ ლუის შარვალთან მიიტანა, დარწმუნდა, რომ ისიც აღგზნებული იყო.

„შეგვიძლია...საწოლში." ამოისუნთქა ლუიმ, როცა ჰარიმ პენისზე დაადო ხელი.

ჰარიმ ხელები საჯდომზე მოუჭირა, ასწია და საწოლთან მიიყვანა.

„რა გინდა, რომ გაგიკეთო?" ჰკითხა ჰარიმ და კისერზე აკოცა.

„ის...შენი ენით, გთხოვ."

ჰარიმ ტუჩები გაილოკა და ლუის მაისური გახადა. სხვა დროს ლუი გააპროტესტებდა იმას, რომ ჰარიმ მისი მაისური იატაკზე დაუდევრად მიაგდო, მაგრამ ეხლა ერთადერთი რაც უნდოდა, ჰარის ენის შეგრძნება იყო.

„დედაშენი არ შემოვა?" ჰკითხა სუნთქვაარეულმა, როცა ჰარიმ შარვლის გახდა დაუწყო.

„არა."

„დარწმუნებული ხარ?"

„კი."

ჰარიმ შარვალიც გახადა და ისიც იატაკზე მიაგდო.

„შენც გაიხადე ტანსაცმელი." თითქმის უბრძანა ლუიმ და ჰარიც ასე მოიქცა.

იმის შემდეგ, რაც ტრუსამდე გაშიშვლდა, ლუისაც გახადა ბოქსერი და გამოაჩინა მისი წითელი პენისი.

„მუცელზე დაწექი და შენ თავს არ შეეხო." უთხრა ჰარიმ. ლუი სწრაფად გადაბრუნდა ჰარის ბრძანებაზე და ამოიკვნესა, როცა პენისი მუცელსა და თეთრეულს შორის გაეჭედა.

ჰარიმ ტუჩები გაილოკა და ლუის ანალურ ხვრელზე თითი გადაატარა, უნდოდა ცოტათი ლუი გაეღიზიანებინა. ძალიან უყვარდა იმის დანახვა, როგორ მოუთმენლად იკლაკნებოდა ხოლმე ლუი თეთრეულზე.

„გთხოვ ჰარი."

ჰარიმ თხოვნაზე ამოიხვნეშა და ლუის ხვრელის ლოკვა დაიწყო, რამაც ლუის ხმაურიანი კვნესა გამოიწვია.

„თითებიც." უთხრა ლუიმ. ჰარიმ შეხედა და დაინახა ლუის აწყლიანებული თვალები და მიზანდასახული გამომეტყველება. „ორი."

„კარგი, ამის დედაც. კარგი." უთხრა ჰარიმ და ბალიშის ქვემოდან ლუბრიკანტი გამოაძვრინა.

„სერიოზულად?" ჰკითხა ლუიმ.

„საჭიროა, არა?"

ლუიმ თავი გააქნია და რამის თქმა აპირებდა, მაგრამ ჰარიმ ამ დროს შუა თითი შეუსრიალა.

„კიდევ ერთი, გთხოვ."

„ლუი."

„გთხოვ. ისე კარგად ვგრძნობ თავს, გთხოვ."

„ამის დედაც. მიყვარს, როცა მთხოვ." ჩაიბუტბუტა ჰარიმ და საჩვენებელი თითის შეცურებაც სცადა.

ჰარის არ სჯეროდა რა კარგად გრძნობდა თავს, როცა მისი თითები ლუის ვიწრო ხვრელში იყო. წარმოიდგინა, როგორ იგრძნობდა თავს, როცა თითების ნაცვლად პენისი იქნებოდა.

„ჰარი." ამოიკვნესა ლუიმ და ისე მაგრად ჩასჭიდა ხელი გადასაფარებელს, რომ ფრჩხილები გაუთეთრდა.

„ახლოს ხარ პატარავ, გინდა ჩემთვის გაათავო?" ჰკითხა ჰარიმ და მეორე ხელით თავისი პენისის ნძრევაც დაიწყო.

„კი. კი. კი." კვნესდა ლუი. „ხო, ხო, ზუსტად მანდ." წამოიყვირა, როცა ჰარის თითები მის პროსტატას შეეხო.

ჰარიმ უფრო სწრაფად დაიწყო თითების მოძრაობა და რამდენიმე წამში პატარა წამოყვირებით ლუიმ გაათავა.

ამის შემდეგ ჰარიმაც მალე გაათავა და რამდენიმე წამი დასამშვიდებლად დასჭირდა. საწოლიდან ადგა, რომ ხელები დაებანა. როცა ოთახში დაბრუნა, ლუი ზურგზე იწვა, გაწითლებული, რადგან ჰარის საწოლზე სრული არეულობა გამოიწვია.

„ბოდიში...გადასაფარებლის გამო." უთხრა ლუიმ დამნაშავის ხმით.

„არაუშავს. სუფთებიც მაქვს. ადექი და გამოვცვლი."

ლუი ადგა საწოლიდან და ჩაიცვა. ჰარიმ კი ახალი გადასაფარებელი გამოიღო.

„ანუ, ახლა...უნდა წავიდე?"

„მე Subway-ში მივდივარ, წამოხვალ?"

„შენ მეტროში...რა? როგორ მიდიხარ მეტროში? რისთვის? ფული გაქვს?" (Subway სიტყვა ნიშნავს მეტროს და ლუიმაც ესე გაიგო)

ჰარიმ გაიცინა და თვალები აატრიალა.

„სენდვიჩების მაღაზიაა, საბვეი ჰქვია."

„რამე პიცასნაირია? ან ჰამბურგერის?"

„ისეთივე კარგი გემო აქვს."

„კარგი. ამ, კარგი? აქედან შორია?"

„ორი კვარტლის დაშორებით."

„კარგი. წავიდეთ."

ხელები კიდევ ერთხელ დაიბანეს, ლუიმ მანქანიდან საფულე აიღო და იმ საბვეის მაღაზიაში წავიდნენ.

ლუის მოსწონდა, როცა ჰარი აცნობდა ახალ რამეებს, მაგალითად საჭმელს და მაღაზიებს, რადგან იაფი იყო და გემოც კარგი ჰქონდა. მის გასაკვირად, ეს ადგილი გადატენილი იყო და ხალხი რიგში იდგა.

„ანუ აქ შენ თვითონ შეგიძლია შექმნა, რისი ჭამაც გინდა?"

„ხო. ან შეგიძლია მენიუდან აირჩიო რამე."

„შენ რას იღებ ხოლმე?"

„ბეკონიანს."

„კარგია?"

„იქიდან გამომდინარე, რომ სულ მაგას ვიღებ." უთხრა ჰარიმ ირონიულად.

„არა, ანუ მეც მომეწონება?"

„არ მგონია, რომ ამ მაღაზიაში რამე ისეთი იყოს, რაც შენ მოლოდინს შეეფერება, პრინცესავ. მაგრამ შეგიძლია სცადო."

„კარგი." ჩაიბუტბუტა ლუიმ და საიდუმლოდ გაიღიმა ზედმეტსახელზე.

ისე ზედმეტსახელი იყო?

„აბა, 6 ინჩის სიგრძის გინდა თუ ერთი ფუტის?"

„რა?" ჰკითხა ლუიმ დაბნეულმა. იფიქრა, რომ ჰარი ბინძურ ხუმრობას საზოგადოებაში ამბობდა.

„შეგიძლია აიღო 6 ინჩის ან ფუტის სიგრძის სენდვიჩი."

„ფუტი...ანუ 30 სანტიმეტრი?"

„ხო."

„შენ მაგას იღებ?"

„მე 6 ინჩიანს ვიღებ, რომ ფული სასმელისთვისაც შევინახო."

ახლა ლუის ჯერი იყო, რომ თვალები აეტრიალებინა.

„მე გადაგიხდი და შეწყვიტე მსხვერპლის როლის თამაში."

„არ მინდა იფიქრო, რომ შენს გამოყენებას ვცდილობ."

„არ ცდილობ. მიდი, აიღე რაც გინდა, მე გადავიხდი."

„ლუი..."

„ჰაროლდ. ფული ტრაკიდან გამომდის და ხო იცი, რამხელა ტრაკი მაქვს."

ჰარის გაეცინა, ანუ, მართლა გაეცინა, თვალები აუციმციმდა. ლუის კი მოუნდა, რომ ჰარი უფრო ხშირად გაეცინებინა ხოლმე.

როცა მათი ჯერი მოვიდა, ჰარიმ შეუკვეთა ორი თითო ფუტი სიგრძის ბეკონიანი სენდვიჩი, ორი კოლა და ორი მაფინი.

„ძალით ცდილობ, რომ გამასუქო." უთხრა ლუიმ, როცა დასხდნენ.

„გამომიჭირე."

ლუის მოსწონდა ეს სიტუაცია, შეეძლო ეჭამა ბევრი და არავინ ეტყოდა, რომ ცუდად გამოიყურებოდა ან ვარჯიში სჭირდებოდა. თან ჰარისთან ხუმრობაც შეეძლო.

„ხოდა...ანუ, სექსი გქონია?" ჰკითხა ლუიმ.

ჰარის სიცილი აუტყდა, კინაღამ დაიხრჩო.

„შენ როგორ ფიქრობ?"

„არა, ანუ....ბიჭთან. იმას ვამბობ, რომ როცა, ანუ, ხო იცი, როცა სხვა ბიჭი აკეთებდა საქმეს."

„ანუ ვინმეს თუ გავუჟიმივარ?"

ლუიმ თავი დაუქნია და სენდვიჩი მოკბიჩა.

„ერთხელ. როცა 16-ის ვიყავი და პირველად მქონდა ბიჭთან სექსი. საშინელება იყო, ამიტომ მეორე ჯერზე უკვე მე გავჟიმე. არ შემიძლია, როცა ტრაკში რაღაც მაქვს გარჭობილი. ზოგს შეუძლია, მაგრამ მე არა. ისე, რატო დაგაინტერესა?"

„უბრალოდ გკითხე." მხრები აიჩეჩა ლუიმ.

„კარგი მაშინ." გაუღიმა ჰარიმ.

„და შენს მშობლებს რა რეაქცია ჰქონდა, როცა შენ უთხარი? ანუ გეი რო ხარ."

„არასდროს მითქვამს. ნუ ფაქტობრივად ვუთხარი, როცა სახლში მოვიდნენ და დაინახეს, როგორ ვჟიმავდი ფიზკულტურის მასწავლებელს."

„რა?" ლუის პირი ღია დარჩა. „რა გითხრეს?"

ლუი დაინტრიგდა, რომ ყველაფერი სცოდნოდა ჰარიზე.

„მამაჩემმა იმ კაცს დაარტყა, დედაჩემმა სკოლაში საჩივარი შეიტანა და გააგდეს. მაგრამ იმაზე რეაქცია არ ჰქონიათ, რომ გეი ვარ. უფროსწორად ბისექსუალი, რადგან იმაზეც შემოუსწრიათ, როცა გოგო მეჯდა პენისზე."

„ანუ შენ ბირომანტიკული ხარ?" ჰკითხა ლუიმ.

„უფრო სწორად, არომანტიკული."

„რა?"

„ეს იმას ნიშნავს, რომ რომანტიკული ურთიერთობა არავისთან მაქვს."

„მაგრამ როგორ....სექსუალურად..."

„იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მყავდეს შეყვარებული. არ მგონია, რომ მას სწორად მოვექცევი."

ლუიმ გადაწყვიტა, რომ ამაზე არაფერი ეთქვა.

5 წუთის მერე ჭამა დაამთავრეს. ჰარი ჩუმად იყო, ამიტომ ლუიმ იგრძნო, რომ მას უნდა გაეკეთებინა რაღაც.

„დედაშენს თუ ჰყავს მანქანა, ზეინი რატომ გატარებს ხოლმე?"

ჰარიმ გაოცებულმა შეხედა და ლუის უცებ დააინტერესა, უხეში კითხვა ხომ არ დასვა. მაგრამ ჰარიც ყოვეთვის შეუფერებელ კითხვებს სვამს ხოლმე.

„იმიტომ, რომ მე მართვის მოწმობა არ მაქვს."

„მაგრამ ხომ მითხარი, რომ გქონდა?"

„მოტოკიცლისთვის."

„მოტოციკლისთვის?" ჰკითხა ლუიმ გაოცებით.

„18-ის ვიყავი და დედაჩემი შემპირდა, რომ დაბადების დღისთვის მაჩუქებდა. მაგრამ ამის ნაცვლად ჩემს მაისურზე გული აერია, რადგან ზედმეტი დალია."

„უი. ანუ მანქანა არ გინდა? თუ..."

„ისეთ ადამიანს ვგავარ, რომელსაც მანქანის ყიდვა შეუძლია? ტაქსში ჩაჯდომასაც ვერ ვახერხებ ხოლმე."

„არა, მაგრამ შეგიძლია დააგროვო ფული. თან დედაშენი რატომ შეგპირდებოდა დაბადების დღისთვის თუ ფული არ ჰქონდა?"

„დედაჩემს მაშინ ნორმალური სამსახური ჰქონდა და მამაჩემსაც. მაგ დროს 13-ის ვიყავი და ეგონა, რომ დამავიწყდებოდა. როცა ყველაფერი შეიცვალა და ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში აღვმოჩნდით, ჩემს დაზღვევას იყენებდა, რომ გადასახადები გადაეხადა, მე კი სამსახური არ მქონდა. მაგრამ ისე მადლობა, კარგი იდეაა." უპასუხა ჰარიმ სარკასტულად.

„არაა საჭირო უხეშობა." ჩაიბუტბუტა ლუიმ და გაჩერდნენ, რადგან ჰარის სახლთან იყვნენ უკვე მისულები.

„აბა, ახლა სახლში მიდიხარ თუ?" ჰკითხა ჰარიმ და კარი გააღო.

„ამ...მგონი, კარგი, ძალიან არ მინდა სახლში წასვლა ახლა."

„რატომ?"

„მომწონს შენთან დროის გატარება."

„ჩემთან მოგწონს დროის გატარება? დაბალი ფენის წარმომადგენელთან?"

„ისე ნუ იქცევი, თითქოს ვინმე მდიდარი სნობი ვიყო, ჰარი."

ჰარიმ თვალები აატრიალა და ლუი შეყვა შიგნით, რადგან იცოდა, რომ ეს ჰარის დამცველობითი მექანიზმი იყო. არ უყვარდა იმის ჩვენება, რომ სხვა მხარეც ჰქონდა, ეშინოდა, რომ ხალხი სუსტად ჩათვლიდა.

დედამისი არ იყო სახლში და ლუის არც უკითხავს მასზე არაფერი, რადგან ხედავდა, რომ ჰარის არ აინტერესებდა ეს ამბავი.

როგორც კი ჰარის ოთახში შევიდნენ, ჰარიმ ფეხსაცმელები გაიხადა და საწოლზე გადაწვა.

„დავიღალე." თქვა მან. „იმდენ ხანს დარჩი, რამდენიც გენდომება, მაგრამ მე უნდა გამოვიძინო."

ლუის არ უპასუხია. რამდენიმე წუთი ჰარის ზურგს უყურებდა, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება, მის მშობლებს მასზე რომ არ ეზრუნათ. ვერ შეძლო (და არც უნდოდა) ამის წარმოდგენა.

იმ მომენტში ისე შეეცოდა ჰარი და ძალიან მოუნდა, რომ მისთვის მკლავები შემოეხვია და ესე ჩახუტებული ჰყოლოდა, სანამ ჰარის განადგურებული ნაწილები არ აღდგებოდა.

თავისთვის მოულოდნელად, ფეხსაცმელები გაიხადა, საწოლზე დაწვა, ჰარის ზურგზე მიეკრო და ერთი ხელი წელზე მოხვია.

ლუის გასაოცრად, ჰარიმ მისი ხელი არ გასწია. პირიქით, ლუის შეხებაზე მისკენ მიიწია და მის მკლავებში მიესვენა.

ისე განსხვავებულად გრძნობდა ლუი თავს, რომ მასთან ჰარი იწვა და ელეანორი. ალბათ იმიტომ, რომ ჰარი უფრო დიდი იყო და უკეთესი სუნი ჰქონდა და კიდევ...ლუი მუცელში პეპლებს ვერ გრძნობდა, როცა ელეანორს ეხუტებოდა.

მალევე ჩაეძინა. მისი სუნთქვა ჰარისას შეესაბამებოდა.

როცა გაიღვიძა, გარეთ ბნელოდა და ჰარიც აღარ იწვა მის მკლავებში. დაპანიკდა და ჰარის სახელის ყვირილით მაშინვე წამოხტა.

პასუხი ქვემოდან მიიღო, ამიტომ სწრაფად ჩაიცვა ფეხსაცმელები და ოთახიდან გავიდა.

ლუიმ ჰარი ქვემოთ იპოვა, ღია ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. მაჯა მოისინჯა და ნახა, რომ საათი დარჩენოდა.

„ათის ნახევარია."

„ამის დედაც!" წამოიყვირა ლუიმ. „სახლში უნდა დავბრუნდე...7 საათის წინ უნდა მივსულიყავი."

ჰარის გაეცინა და სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო.

„უნდა წავიდე."

„კარგი."

ჰარი კარამდე მიყვა.

„კარგი. კიდევ გილოცავ დაბადების დღეს." უცნაურად უთხრა ლუიმ და მანქანისკენ დაიძრა, მაგრამ უცებ გადაიფიქრა. შებრუნდა, ჰარის სახე ხელებში მოიქცია და აკოცა.

ლუი მალევე გამოიწია, რადგან ეს დამშვიდობების კოცნად ჩათვალა, მაგრამ ჰარის სხვა გეგმები ჰქონდა. მან ლუი თავისკენ მიწია და ვნებიანად აკოცა.

„უნდა...ახლა მართლა უნდა წავიდე." ამოისუნთქა ლუიმ ჰარის ტუჩებთან რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა კოცნა გაწყვიტეს.

„უნდა წახვიდე."

ჰარიმ ლუი გაუშვა და თმაში ხელი შეიცურა, თან უყურებდა, როგორ შორდებოდა მანქანა ნელ-ნელა სახლს.

ლუიმ ტელეფონი შეამოწმა, რომელიც შემთხვევით მანქანაში დარჩენოდა (ისეთი უცნაური იყო, რომ ტელეფონი საერთოდ დავიწყნოდა, სანამ ჰარისთან იყო) და გული გახეთქვაზე ჰქონდა, როცა ნახა გამოტოვებული ზარები და შეტყობინებები მშობლებისგან.

დარხეული ჰქონდა.

„სად ჯანდაბაში იყავი?" დაყვირა დედამისმა, როგორც კი სახლში შევიდა.

„ამ...სადილზე ვიყავი ლიამთან ერთად."

„ტყუი! ყველა შენს მეგობარს დავურეკე და მათთან არ იყავი." შეეკამათა დედა.

ჯანდაბა

„ანუ სად იყავი?" ხმა ამოიღო მამამ.

„მე არ...გარეთ ვიყავი."

გარეთ სად?"

„18-ის ვარ! მაქვს უფლება გარეთ ვიყო." წამოიყვირა ლუიმ და დაინახა, როგორ შეეცვალათ მშობლებს გამომეტყველება.

„კარგი. ერთი კვირით დასჯილი ხარ. სკოლის შემდეგ პირდაპირ სახლში წამოხვალ ხოლმე."

„ისედაც მაგას ვაკეთებ!" დაიყვირა ლუიმ და კიბეებზე ავარდა.

„კარგი! მაშინ განსხვავებას ვერ შენიშნავ, თუ ეს ორი კვირა გაგრძელდება!"

„ძალიან კარგი!" დაიყვირა ლუიმაც.

როცა ოთახში ავიდა, მაშინვე საწოლზე დავარდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს უნდა ეტირა. ისეთი გაბრაზებული იყო მშობლებზე. რატომ ექცეოდნენ ისე, თითქოს პატარა ბავშვი იყო?

ამოიხვნეშა და ზურგზე გადაბრუნა. თვალები დახუჭა და საკუთარ თავს დააჯერა, რომ მშობლებთან უბრალო ჩხუბის (პირველი ჩხუბის) გამო ტირილი ბავშვური საქციელი იყო. და ის ბავშვი ნამდვილად აღარ იყო.


აი ეხლა რა მალე დავდე :დდ

Continue Reading

You'll Also Like

13.7K 108 8
Just the 30 day one shot challenge, Frerard edition. SMUT ;) Enjoy But no actually this is ALL smut so read at your own discretion.
1.1M 49.2K 95
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC
3.7K 54 5
During his time in prison, Lyle Menendez reflects on the time lost with the people he loves--especially his brother Erik.
21.9K 805 12
Selena Gomez and Taylor Swift have been best friends before they could actually speak full sentences. They've been through everything together. But...