პატარავ, სამოთხე შენს თვალებშ...

By doitlarryway

55.3K 2.8K 841

წაიკითხეთ ძალიან მაგარი ლარი ფანფიქი "Baby Heaven's in your Eyes" ქართულად. More

ავტორისგან
პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8 (I ნაწილი)
თავი 8 (II ნაწილი)
თავი 8 (III ნაწილი)
თავი 8 (IV ნაწილი)
თავი 9
თავი 10
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
Update
თავი 19
თავი 20-21
Update!
თავი 22
თავი 23
თავი 24 (დასასრული)
Update!

თავი 11

1.8K 92 11
By doitlarryway

 „ლუი?!" დაუძახა დედამ ქვემოდან.

„რა იყო?" გასძახა ლუიმ. სერიალს უყურებდა და ყველაზე ნაკლებად ახლა საწოლიდან ადგომა უნდოდა.

მაგრამ ეს მაინც მოუწია, როცა დედამ არ უპასუხა. ვერ იტანდა, როცა მშობლები ეძახდნენ და უნდა ჩასულიყო, რომ გაეგო რა უნდოდათ.

„რა ხდება?" იკითხა, სცადა არ დასტყობოდა გაღიზიანება.

„ეს რა ლაქაა?" ჰკითხა დედამ და მიანიშნა თეთრ დივანზე დამჩნეულ მოყავისფრო ლაქაზე.

ჯანდაბა

ეს ლაქა წვეულებიდან იყო შემორჩენილი, როცა ნაილს შემთხვევით ლუი დაესხა.

„ამმ...შამპანიურს ვსვამდი და შემთხვევით დამექცა."

„მოახლისთვის უნდა გეთხოვა, რომ გაეწმინდა."

„ბოდიში."

„არაუშავს."

„ნიუ იორკში დრო კარგად გაატარეთ?" ჰკითხა ლუიმ, სხვა თემაზე სცადა ლაპარაკის გადატანა.

დედამ თავი დაუქნია. ეს ესაა სახლში მოსულიყვნენ და უკვე იპოვა რაღაც, რასაც შეიძლებოდა ლუი გაემჟღავნებინა.

„ელეანორმა დაგვირეკა, მოგვიკითხა. დაუკვირდა, რომ ჩვენთან არ იყავი."

„რა..შენ რა უთხარი?" ჰკითხა ლუიმ.

„ვუთხარი, რომ სახლში დარჩი. ლიამის წვეულებაზე არ იყო დაპატიჟებული?"

„ამმ...სინამდვილეში წვეულება გაუქმდა და სახლში ვიყავი."

„აა, კარგი. დავალება დაამთავრე?"

ლუიმ თავი დაუქნია, დამშვიდდა, რომ ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს. იცოდა, რომ დაიბნეოდა და რამეს არასწორად იტყოდა.

ლუიმ მთელი დღე ოთახში გაატარა, კითხულობდა და ნეტფლიქსს უყურებდა. შემდეგ ესეც მობეზრდა და ამოიოხრა. გარეთ გასვლა უნდოდა, გართობა. მაგრამ ამას ვერ იზამდა, მშობლები არ გაუშვებდნენ, თან არ იცოდა ვისთან ერთად წასულიყო.

ცოტა ხანში, ლიამს დაურეკა.

„ჰეი, ლუი." მიესალმა ლიამი. ხმაზე ეტყობოდა, რომ რაღაცაზე ნერვიულობდა.

„ჰეი! ვიფიქრე, სადმე ხომ არ წავსულიყავით ამ საღამოს? ან შენ ხო ვერ მოხვიდოდი..."

„მე...მე დღეს პაემანი მაქვს ზეინთან."

ლუის ამ ამბავზე პირი ღია დარჩა.

„შენ...რა? სად? რა?"

„გუშინ შემომთავაზა."

„სად მიდიხართ?"

„რომელიღაც იტალიური რესტორანი უყვარს."

„და..კარგი? ანუ ეხლა ერთად ხართ?"

„ხო, მგონი."

„კარგი...ბოდიში. წარმატებები. კარგი დრო გაატარე."

ლუი არ დაელოდა ლიამის პასუხს, ისე გათიშა ტელეფონი და საწოლზე ჩამოჯდა. ესეთი მოწყენილი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა და გრძნობდა, რომ გაღიზიანებისგან შეიძლებოდა ეტირა.

֎

ჰარი ტუჩებს ილოკავდა, სანამ ზეინი მოსაწევს ამზადებდა. 2 იანვარი იყო და ჰარის სასტუმრო ოთახში იყვნენ, ემზადებოდნენ წელს პირველად მოწევისთვის.

„ჩემი სადაა?" ჰკითხა, როცა ზეინმა ტუჩებთან მიიტანა და აანთო.

„დღეს მოგვიწევს გაყოფა, საღამოს პაემანი მაქვს."

ჰარი კინაღამ დაიხრჩო.

„შენ რა? პაემანი გაქვს? ლიამთან?"

ზეინმა თავი დაუქნია და მოსაწევი ჰარის მიაწოდა, რომელიც კიდევ შოკში იყო.

„როდის...რატომ?"

„რავიცი, მომწონს."

„კი მაგრამ რა მოგწონს? ანუ, გავჟიმავდი და ყველაფერი, მაგრამ პაემანზე რომ მიდიხართ, ანუ ხასიათშიც გიჯდება."

„ჭკვიანია და მხიარულიც."

„არ ჩანს მხიარული. მგონია, რომ ძალიან სერიოზულია და ყოველ წამს ცდილობს მუღამში ჩაგიჯვას."

„თუ ეგეთი აღწერა ვინმეს შეეფერება, ლუის და არა ლიამს."

„ხო მაგრამ მე არ მივდივარ ლუისთან ერთად პაემანზე."

„შემეშვი, კარგი? მომწონს ლიამი."

„უკვე გაჟიმე?"

„არა." თავი გააქნია ზეინმა. „შენ გაჟიმე ლუი?"

„არა. მაგრამ მომწოვა და მეც, დასაწყისისთვის."

„ჰა. წარმატებები მისი პენისზე დასმაში. მაგრამ არ მოგცემს უფლებას გაჟიმო ქორწილამდე ან რამე ეგეთი."

„გინდა დავნაძლევდეთ?"

აი ამან კი ნამდვილად მიიქცია ზეინის ყურადღება.

„მეუბნები, რომ მანამდე გაჟიმავ ლუის, სანამ სკოლა დამთავრდება?"

„არა. და არ მჭირდება შენთვის რამის დამტკიცება."

ზეინმა მხრები აიჩეჩა. „შენ დაიწყე ამაზე ლაპარაკი."

მოსაწევი ჰარის თითებიდან გამოაცალა, რაზეც ჰარიმ თვალები აატრიალა და დივანზე გადაწვა.

ჰარის არ მოსწონდა ესეთი ზეინი, შეყვარებული და სერიოზული ერთდროულად.

„ანუ, ამ საღამოს კედელზე გრაფიტი არა?"

„აუ, ჯანდაბა. ხვალ საღამოს იყოს მაშინ."

ჰარი მოიღუშა. ეს მათი ტრადიცია იყო, რომ ახალი წლის პირველ პარასკევს მიდიოდნენ და სითი ჰოლის კედლებს საღებავით ხატავდნენ. ამას იმის მერე აკეთებდნენ, რაც ჰარი დონკასტერში გადმოვიდა 3 წლის წინ. სისულელე იყო, მაგრამ მთელი დღე ერთმანეთის გაჟიმვას და კაიფში ყოფნას ჯობდა.

მაგრამ ახლა, როგორც ჩანს ზეინმა ჰარიზე უკეთესი ვიღაც იპოვა და ეს ამბავი ჰარის საერთოდ არ მოსწონდა.

„როდის უნდა წახვიდე?"

ზეინმა კედელზე საათს გახედა.

„სადღაც, 10 წუთში."

„უნდა გაუარო?"

„არა, უნდა შევხვდე, რომ მშობლებმა არ შეგვნიშნონ."

„და შენ უნდა გადაიხადო?"

„ხო."

ჰარიმ თავი გააქნია.

„ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ გაგჟიმავ ხოლმე?" ჰკითხა ჰარიმ 10 წუთის შემდეგ, როცა ზეინი უკვე კართან იდგა.

„ხო. მაგრამ შენ ხო ლუი გყავს. აბა კარგად, ძმაო."

ზეინმა ჰარის მხარზე დაუტყაპუნა, მას კი უნდოდა სახეში მაგრად გაერტყა. თუმცა ამის ნაცვლად კარი მიაჯახუნა და ოთახში ავიდა.

დედამისი ერთი საათის შემდეგ მივიდა სახლში და უთხრა, რომ ნაილის დედასთან ერთად მიდიოდა სადღაც. ჰარიმ თვალები აატრიალა და უთხრა, რომ ალბათ ისიც წავიდოდა სადმე და გვიან დაბრუნდებოდა.

თუ ზეინი არ წაყვებოდა, მაშინ მარტო წავიდოდა და ამას მაინც იზამდა. ამოიოხრა, გარდერობთან მივიდა და იქიდან 2 ფერის საღებავი: შავი და მწვანე გამოიღო.

სანამ ელოდებოდა, როდის წავიდოდა დედამისი, თავში რაღაც იდეამ დაარტყა. ტელეფონი აიღო და ლუის მიწერა.

ჰარი: გინდა ამ საღამოს რამე ვქნათ?

გაეღიმა, როცა პასუხი თითქმის მაშინვე მიიღო.

ლუი: რატომ ფიქრობ, რომ შენზე საინტერესო არაფერი მაქვს გასაკეთებელი?

ჰარი: იმიტომ, რომ 0,2 წამში მიპასუხე.

წარმოიდგინა, როგორ აატრიალა ამაზე ლუიმ თვალები.

ლუი: სად?

ჰარის გაეღიმა.

ჰარი: სითი მოლის გვერდით, პარკში, 11-ზე

ლუი: 11??? გვიანია

ჰარი: ბოდიში, მაგ დროს იძინებ ხო? :(((((

ლუი: მოკეტე

ერთ წუთიანი პაუზა იყო. შემდეგ ჰარის ტელეფონი კვლავ განათდა.

ლუი: მოვალ

ჰარი: შავები ჩაიცვი

ლუი: ნუ მასწავლი, რა გავაკეთო

ჰარიმ ტელეფონი დააგდო და საწოლზე გადაწვა. გადაწყვიტა, ცოტა წაეძინა, სანამ წავიდოდა.

ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ამოიოხრა და უპასუხა.

„გისმენ?"

„გზაში ვარ! შენ მიხვედი უკვე?"

თავიდან დაიბნა, მაგრამ შემდეგ იცნო ქალური ხმა და საწოლზე წამოჯდა.

„ამ. ხო. 10 წუთში შეგხვდები."

ლუიმ გათიშა და ამოიოხრა. არ იყო ადვილი გამოპარვა, როგორც კი მშობლები საძინებელში გავიდნენ 11-ის ნახევარზე, ლუიმ ჩაცმა დაიწყო. შავი მოტკეცილი ჯინსი, შავი პოლო მაისური და შავი კონვერსები ეცვა. არ იცოდა, რა საჭირო იყო შავების ჩაცმა, მაგრამ მაინც ასე მოიქცა. სხვა შემთხვევაში სახლში მარტო ჯდომა მოუწევდა.

ბოლოს მუქი ლურჯი რალფ ლორენის ქურთუკიც აიღო და წასასვლელად მოემზადა.

კიბეებზე ძალიან ჩუმად ჩავიდა და გარეთ უკანა კარით გავიდა. სითი ჰოლამდე გზა ძალიან კარგად იცოდა, სულ 5 წუთის სავალი იყო.

აინტერესებდა, რა ჰქონდა ჰარის დაგეგმილი და სწორად მოიქცა თუ არა, რომ შეხვედრაზე დათანხმდა.

ჰარი მისული დახვდა. შადრევანთან სკამზე იჯდა, სულ შავები ეცვა და თმაც ქუდის ქვეშ ჰქონდა დამალული.

„მაგის ქვეშ რა გაქვს?" ჰკითხა ლუიმ, როცა დაინახა, რომ ჰარი ჟაკეტის ქვეშ რაღაცას მალავდა.

თვალები გაუფართოვდა, როცა ჰარიმ გრაფიტის საღებავის ქილები დაანახა.

„შენ...კიდევ რამე უკანანოს ჩადენას აპირებ? ამისთვის დამირეკე?" შოკირებული იყო, ირგვლივ მიმოიხედა, შეამოწმა ხომ არავინ უყურებდა. მაგრამ ყველაფერი მშვიდად იყო, ერთადერთი შენობა იყო განათებული მათ წინ.

ჰარიმ მხრები აიჩეჩა.

„უკანონოა!" დაიყვირა ლუიმ კიდევ.

„თუ არ დაგვიჭირეს, მაშინ არაუშავს."

„ამაში არ დაგეხმარები." უთხრა ლუიმ და მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.

„არც მითქვამს, დამეხმარეთქო."

„აბა რისთვის ვარ აქ?"

„უბრალოდ მარტო რომ არ ვიყო, თან კარგად გამოყურები."

ლუი გაწითლდა ჰარის სიტყვებზე, ვერ იტანდა სულ ასე რომ მოსდიოდა.

ამასობაში კი ჰარი უკვე კედელთან იყო მისული, ერთი ქილა გახსნა და შეანჯღრია.

„რას..."

ჰარიმ დაიწყო წერა, ჯერ დიდი 'F', შემდეგ 'U' და ლუიმ უკვე იცოდა, რის დაწერასაც აპირებდა. იგვლივ მიმოიხედა, აინტერესებდა, ვინმე ხომ არ უყურებდათ.

„მაინც რატო აკეთებ ამას? ესეთი უსაქმური ხარ?" ჰკითხა ლუიმ. ჰარი მისკენ შებრუნდა.

„ბიჭმა, რომელსაც ვჟიმავდი ხოლმე შეყვარებული გაიჩინა და სხვა არ ვიცი რა გავაკეთო."

ლუი მოიღუშა და მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.

ანუ მე საკმარისი არ ვარ?

„რატო მოიწყინე ეგრე?" ჰკითხა ჰარიმ, როცა ლუის გახედა.

„არ მომიწყენია."

ჰარიმ თავი გააქნია და რაღაცის თქმას აპირებდა, რომ უცებ უკნიდან ვიღაცის ყვირილი გაიგეს.

„ეი! გაჩერდი და ხელები ასწიე!"

„ჯანდაბა." დაიყვირა ჰარიმ. ლუის გულმა საოცრად სწრაფად დაიწყო ფეთქვა, როცა ორი პოლიციელი დაინახა, რომლებიც თვალებში ფარნებს ანათებდნენ.

„გავიქცეთ!" დაიყვირა ჰარიმ და ქილები დაყარა. ლუი გამოვიდა შოკური მდგომარეობიდან და ჰარის უკან გაჰყვა.

სუნთქვა სირბილში ხელს უშლიდა, თან უკნიდან პოლიციელების ყვირილი ესმოდა, ეძახდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ მაგრამ ისინი კვლავ მირბოდნენ. როცა ქუჩაში გავიდნენ, ლუი ღიმილს ვერ იკავებდა, რადგან ეს ყველაზე თავბრუდამხვევი ამბავი იყო, რაც თავს გადახდენია.

იგრძნო, რომ ცოცხალი იყო და მიხვდა, რომ ჰარი რომ არა, ამას ვერ განიცდიდა.

წამოიყვირა, როცა ჰარიმ ხელი მოჰკიდა და რაღაც მაღაზიასა და კორპუსს შორის დააყენა.

„რა..."

„მოკეტე." ჩაიბუტბუტა ჰარიმ და პირზე ხელი ააფარა. ნაგვის ყუთის უკან გაიყვანა და კედელს ააკრა.

პოლიციელები წუთით გაჩერდნენ, ფარნებით ათვალიერებდნენ იქაურობას, შემდეგ ისევ სირბილი გააგრძელეს.

ლუი გრძნობდა, როგორ უცემდა გული. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთვრალი იყო თავისუფლებით, რომელიც ჰარიმ მიანიჭა. იცოდა, რომ სისულელეზე ფიქრობდა, მაგრამ იმ მომენტში სისულელეებიც კი მოსწონდა.

„რა იყო?" ჰკითხა ჰარიმ, როცა ლუის სახის გამომეტყველება დაინახა.

„არაფერი." ამოისუნთქა ლუიმ, ჰარის კისერში ხელი ჩაავლო და მათი ტუჩები ერთმანეთს შეახო.

გაოცებულმა ჰარიმ ლუის პირში ენა შეასრიალა, რაზეც ლუიმ კვნესა დაიწყო. ჰარიმ კი თეძოებში მოჰკიდა ხელი და კედელს კიდევ უფრო მიაკრა.

ჰარიმ მარცხენა ხელი ლუის თმაში აბლანდა, ტუჩებით კი კისერზე გადაინაცვლა. ლუის თვალები დახუჭული ჰქონდა, სანამ ჰარი წოვდა და ლოკავდა მის კისერს.

„შენ...ზასოსის დატოვებას აპირებ?" ჰკითხა ლუიმ ამოსუნთქვებს შორის, ჰარიმ კი საპასუხოდ წელზე ხელები მაგრამ მოუჭირა.

ცოტა ხანში ჰარი გაიწია, ხელი ლუის შარვალთან მიუტანა და ქამრის გახსნა დაუწყო. ლუის შეხებაზე შეაჟრჟოლა, ჰარიმ კი ხელი შარვალში ჩაუცურა.

„უკვე აღგზნებული ხარ?"

„მოკეტე." ჩაიბუტბუტა ლუიმ, რაზეც ჰარის გაეცინა და ლუის პენისის ნძრევა დაიწყო.

„დაიცა დაიცა. აქ არა."

ჰარიმ ტუჩზე იკბინა და ხელი ლუის შარვლიდან ამოსწია.

„შენი სახლი აქედან შორია?" ჰკითხა ლუიმ.

„სამი კვარტლის დაშორებით. 3 წუთი უნდა." უპასუხა ჰარიმ.

„იქ რო წავიდეთ?"

„სერიოზულად გინდა?" ჰკითხა ჰარიმ. გაოცებულმა.

„ხო. დედაშენი სახლში ხო არ იქნება? ან...მამაშენი?"

„მამა არ მყავს, დედა გასულია." აუხსნა ჰარიმ და ლუის კარგად დააკვირდა.

ლუის უნდოდა ეკითხა, რა იგულისხმა, რომ მამა არ ჰყავდა, მაგრამ გადაწყვიტა არ დაესვა ეს კითხვა.

„ანუ შეგვიძლია წავიდეთ?" ჰკითხა ლუიმ. ჰარიმ ჩაიცინა.

„რა მოუთმენელი ხარ." უთხრა ჰარიმ, ნაბიჯი უკან გადადგა და თავი დაუქნია.

„შეგიძლია ერთხელ მაინც დამპალი ნაბიჭვარი არ იყო?" ჰკითხა ლუიმ, როცა სიარული დაიწყეს.

„ოხ, ახალი სალანძღავი სიტყვა ისწავლე?" დასცინა ჰარიმ, რაზეც ლუიმ თვალები აატრიალა.

ცოტა ხანი ჩუმად მიდიოდნენ, მაგრამ შემდეგ ჰარიმ ჯიბეებში რაღაცის ძებნა დაიწყო და ბოლოს მარლბორო ყუთი ამოიღო.

„სერიოზულად? ახლა უნდა მოწიო?"

„რამე პრობლემა გაქვს, პრინცესა?"

„ეგ აღარასდროს დამიძახო."

ჰარიმ თავი გააქნია და სიგარეტი ამოიღო.

ლუი უყურებდა, როგორ მოათავსა ტუჩებს შორის და აანთო.

„საერთოდ რატო ეწევი? მაგარი რო გამოჩნდე?"

„არა, ვინც მაგიტო ეწევა, იდიოტია."

„აბა მაშინ შენ რატო ეწევი?"

„იმიტომ რომ მამშვიდებს." უპასუხა ჰარიმ.

„გკლავს კიდეც."

„მართალი ხარ."

ლუიმ დაბნეულმა გახედა, ვერ მიხვდა, რატომ არ შეეწინააღმდეგა.

„გინდა სცადო?"

„რა? არ არსებობს." წამოიყვირა ლუიმ, გაგიჟებულმა ამ კითხვით.

„იცი, რომ ერთი ღერის მოწევაზე არ მოკვდები?"

ჰარი გაჩერდა, რაზეც ლუი დაიბნა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ უკვე მისულიყვნენ.

„ჯერ ბოლომდე უნდა მოვწიო." უთხრა ჰარიმ.

„კარგი, მეც მომეცი." უთხრა ლუიმ. ჰარის გაეღიმა და ერთი ღერი გაუწოდა.

„ანუ უბრალოდ...ტუჩებს შორის უნდა ჩავიდო?"

„ეს ადრეც ხომ გაგიკეთებია?"

ლუი ჩასწვდა ამ ბინძურ მინიშნებას, მაგრამ არჩია დაეიგნორებინა.

„ხო, მოქაჩე და სცადე რომ ფილტვებში ჩაისუნთქო. შემდეგ ცხვირით ამოისუნთქე."

ლუი ზუსტად ასე მოიქცა, მაგრამ კინაღამ დაიხრჩო და სიგარეტი უკან გაუწოდა.

„საჩემოდ არაა, მადლობა."

ჰარიმ გაიცინა და თავად მოწია ის ღერი. შემდეგ ძირს დააგდო და დააბიჯა.

„დაკარგულ ლეკვს ჰგავხარ." უთხრა ლუის.მოულოდნელად ჟაკეტის საყელოში ხელები ჩაავლო და საკოცნად მისწია თავისკენ.

ლუი მალევე გამოიწია.

„გარეთ ცივა." დაიწუწუნა, რაზეც ჰარიმ თავი გააქნია. შემდეგ შებრუნდა და კარებისკენ წავიდა.

ლუი შიგნით შეყვა.

„ანუ...დედაშენი არ მოვა?"

„დამშვიდდი. იმ დროს არ მოვა, ხელი რომ შეგვიშალოს. ნაილის დედასთან ერთადაა და ჯერ არ მოვა."

„ნაილის დედასთან?"

ჰარიმ თავი დაუქნია და გასაღები კართან ჩამოკიდებულ პატარა კალათში ჩააგდო. შემდეგ ჟაკეტი გაიხადა და ისიც ჩამოკიდა.

„რამეს დალევ?" ჰკითხა ჰარიმ. ლუი არ ელოდა ასეთი სიკეთის გამომჟღავნებას.

„რა გაქვს?"

„ტუალეტის და კანალიზაციის წყლები, რომელიც გირჩევნია."

ლუიმ წამით მართლაც დაიჯერა, შემდეგ ჰარის სახე დაინახა და მიხვდა.

„ჩაის დავლევ."

„ჩაის დალევ." გაიმეორა ჰარიმ. ლუიმ თავი დაუქნია.

„2 კოვზი შაქარი და ცოტა..."

„სთარბაქსში არ ხარ.".

ლუიმ ამოიოხრა.

„მაშინ წყალს დავლევ."

„ეგ ნამდვილად გვაქვს."

„მაგრამ ონკანის წყალი არა!"

„კარგი."

ჰარიმ ჭიქა აიღო, წყალი ჩამოსხა და ლუის მიაწოდა. შემდეგ თავისთვის აიღო პატარა ჭიქა და ტეკილა დაისხა.

„რას აკეთებ? სერიოზულად ალკოჰოლი უნდა დალიო?"

„ახლა მაგის დანახვაც შეგიძლია? ძალიან კარგი."

ლუიმ ჭიქა მაგიდაზე დადო და ოთახს თვალი მოავლო.

„აბა, მომწოვ თუ რას აპირებ?" ჰკითხა ჰარიმ, რაზეც ლუი კინაღამ დაიხრჩო.

„ბოდიში? შენი შინაური ცხოველი არ ვარ და რა თქმა უნდა არ..."

ვეღარ დაამთავრა, რადგან ჰარიმ მაგიდას ააკრა და უხეშად კოცნა დაუწყო.

„ცოტა ლაპარაკი უნდა ისწავლო." უთხრა ჰარიმ კოცნებს შორის. „თორემ ერთხელაც შენი პატარა ლამაზი პირი დიდ პრობლემაში ამოყოფს თავს."

ლუიმ ამოიოხრა, ჰარიმ კი კისერზე დაუწყო კოცნა, ბარძაყებში ხელი ჩასჭიდა და ასწია. ლუი მაშინვე ჰარის მხრებს დაეყრდნო, რომ არ დაცემულიყო და ფეხები წელის გარშემო შემოხვია.

„ზემოთ უნდა ამიყვანო?" ჰკითხა, მაგრამ ჰარი ისედაც უკვე კიბეებზე ადიოდა.

„ვიცი, რომ მოგწონს." უპასუხა ჰარიმ, რაზეც ლუიმ კისერზე კოცნით უპასუხა.

საძინებელში უცებ ავიდნენ და ლუიმ ძლივს შეიკავა თავი, რომ ჰარისთვის არ ეთქვა ფრთხილად დამაწვინე საწოლზეო.

„გაიხადე ტანსაცმელი."

„და თუ არ მინდა?" ჰკითხა ლუიმ.

„მაშინ მე მომიწევს ამის გაკეთება."

ჰარიმ საწოლის წინ დაიჩოქა და ლუის ქამრის შეხსნა დაიწყო. ლუი მკლავებს ეყრდნობოდა, ჰარის დაჰყურებდა და ტუჩს იკვნეტდა.

„ჯანდაბა, შენი ჯინსი ძალიან ვიწროა." უთხრა ჰარიმ, როცა ძლივს გახადა და საწოლზე იატაკზე დააგდო.

„ამას შენ ამბობ?" ჰკითხა ლუიმ.

„მაისური გაიხადე."

ლუი დაემორჩილა და მაისური გაიხადა. შემდეგ მუცელი ხელებით დაიფარა და საწოლზე გადაწვა.

„ეგეთები არ გინდა, კარგი?" უთხრა ჰარიმ და ხელები მუცლიდან ააღებინა. ლუიმ თეძოები ასწია, ჰარიმ კი ბოქსერებიც გახადა.

„რატომ ხარ კიდევ ჩაცმული?" ჰკითხა ჰარის, რომელიც ადგა და გახდა დაიწყო.

„მუცელზე დაწექი."

„შენ ხო არ აპირებ...რომ სექსი გქონდეს ჩემთან?" ჰკითხა ლუიმ, ხმა უკანკალებდა.

„არა. გადაბრუნდი და მერე მუხლებზე დადექი."

„კარგი." ჩაიბუტბუტა ლუიმ და სწრაფად დადგა ჰარის წინ მუხლებზე.

ჰარიმ ხელები ლუის თმაში აბლანდა, თავი დაუჭირა და პენისთან მიუტანა ტუჩები.

ამოიხვნეშა, როცა ლუიმ პირში აიღო, ერთი ხელი ჰარის პენისზე ჰქონდა შემოხვეული, მეორე ნაზად ედო კალთაში. ამან გაახსენდა ჰარის, როგორი გამოუცდელი და უმანკო იყო ლუი და ამაზე მეტად არაფერს შეეძლო მისი აღგზნება.

„ხო, ეგრე, პატარავ, ეგრე. როგორი კარგი ხარ." შეაქო ლუი, რაგდან იცოდა, როგორ უყვარდა ლუის როცა ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერში კარგი იყო.

„როგორი კარგი ხარ ჩემთვის." ჰარიმ ხელები გადაუსვა იასამნისფერ ნიშანს კისერზე, რომელიც მან დაუტოვა. უნდოდა დაეკბინა ლუის კისერი, სხეული, ყველაფერი. მოენიშნა ლუი, როგორც თავისი საკუთარი.

ლუიმ ჰარის ახედა, გაახსენდა, რომ ჰარის ეს უყვარდა. სცადა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ჰარის მოსწონდა.

„მალე გავათავებ. შენიც ანძრიე."

ლუიმ თავისუფალი ხელი საკუთარ პენისთან მიიტანა და სწრაფად დაიწყო მასზე მუშაობა, სანამ პირით ჰარის წოვდა.

„ხალხი ფიქრობს, რომ წმინდანი ხარ, ლუი, მაგრამ როგორი შორს ხარ მაგისგან. არა, პატარავ? ძალიან მონდომებული ხარ ჩემი დიდი პენისისთვის." უთხრა ჰარიმ დაბალ ხმაზე, თან ლუის უყურებდა, როგორ წოვდა.

ლუის თვალები ცოტა აუწყლიანდა, ძალიან ღრმად იღებდა ჰარის, მაგრამ ეს არ აწუხებდა. მოსწონდა ჰარის სიამოვნება, რაც ძალიან უცნაური იყო მისგან, რადგან ზოგადად არასდროს აკეთებდა იმას, რასაც მისთვისაც არ მოჰქონდა რამე სარგებელი. მაგრამ რომ ფიქრობდა, ამისგანაც იღებდა სარგებელს, აი თითქმის უკვე ათავებდა.

„შენი პენისი როგორი წითელია. ათავებ, ხო?" ჰკითხა ჰარიმ.

ლუიმ თავი დაუქნია, ჰარის პენისი პირიდან გამოიღო და ერთდროულად ორივეს ნძრევა დაიწყო.

„უკვე რა კარგად აკეთებ ამას, პატარავ, ძალიან კარგად."

ლუიმ გაუღიმა და ტუჩები გაილოკა.

„შეიძლება...შეგიძლია, ამ, ჩემ პირში?"

„დარწმუნებული ხარ?"

ლუიმ დამაჯერებლად დაუქნია თავი, პირი გააღო და ენა გადმოაგდო. ჰარიმ ამის დანახვისთანავე გაათავა, პირდაპირ მის პირში და უყურებდა, როგორ ყლაპავდა.

„მეტი ხილი უნდა ჭამო." უთხრა ლუიმ, რაზეც ჰარიმ თავი გააქნია და დახედა ლუის, რომელიც ისევ თავის პენისზე მუშაობდა.

ჰარი დაიხარა და ლუის კისერზე ზასოსის დატოვება დაიწყო. როგორც ჩანს, ამან აღაგზნო ლუი, რადგან უცებ გაათავა სუსტი კვნესით.

„ყოჩაღ, პატარავ." უთხრა ჰარიმ და ზურგზე დააწვინა, რომ სპერმა მოეწმინა თავისი მაისურით.

„შეიძლება აბაზანაში შევიდე?"

„ამ, კი."

აბაზანისკენ წავიდნენ და ლუიმ აღიარა კიდეც რომ ელოდა, თუ წყალი ასეთი სუფთა და თბილი იქნებოდა.

„იცი, გამოქვაბულის ადამიანები არ ვართ, იმის გამო, რომ 5 მილიონიან შამპანიურს არ ვსვამთ და 5 მოახლე არ გვყავს სახლის დასალაგებლად." უთხრა ჰარიმ, როცა თეთრი მაისური ჩაიცვა, რომელიც პიჟამას ზედა უნდა ყოფილიყო.

„უნდა წავიდე." თქვა ლუიმ, მაგრამ ისე გაიჟღერა, თითქოს კითხვა იყო.

„შეგიძლია ამაღამ აქ დაიძინო."

„შემიძლია...დილით წავიდე და როცა დავბრუნდები, მშობლებს ვუთხრა, რომ დილით ადრე სასეირნოდ ვიყავი."

ჰარი მხრები აიჩეჩა.

„გაქვს...სუფთა პიჟამა, რომ მათხოვო?"

„მაქვს." თქვა ჰარიმ დამცინავი ხმით.

გარდერობთან მივიდა, საიდანაც სპორტული შარვალი და „რამოუნსის" მაისური გამოიღო.

„ეს პიჟამაა?"

„სერიოზულად?" ჰკითხა ჰარიმ. ლუიმ ტანსაცმელი გამოართვა და აბაზანაში შევიდა, რომ გამოეცვალა.

როცა ოთახში დაბრუნდა, ჰარი უკვე საწოლში იწვა, ტელეფონი ეჭირა. ლამპა აღარ ენთო, მაგრამ ფარდები იყო გადაწეული და ქუჩიდან შემოდიოდა სუსტი შუქი.

„მე სად დავიძინო?" ჰკითხა ლუიმ. ჰარიმ მიანიშნა ადგილისკენ, რომელიც მისსა და კედელს შორის იყო დარჩენილი.

„შენ ხო ყოველთვის მარცხნივ წევხარ?"

„ხო, რა თქმა უნდა."

ჰარის გადააცოცდა და თავის მხარეს დაწვა. ლეიბი არ იყო ისეთი კომფორტული, როგორიც თავისი, მაგრამ მაინც არაუშავდა.

„აბა, შენ დახვეწილ ტრაკს შეუძლია ჩემს სოფლურ ლეიბზე ძილი?" ჰკითხა ჰარიმ, ლუის არც კი უყურებდა.

„კი, შეუძლია. მადლობა, რომ მკითხე." უპასუხა ლუიმ სარკასტულად. „რას აკეთებ მაგ ნაგავ ტელეფონში?"

„იმის გამო, რომ 5000 არ ღირდა, არ ნიშნავს რომ ნაგავია."

„ზედმეტი აიფონი მაქვს, თუ გინდა." უთხრა ლუიმ.

„დღეს შენ გრძნობ თავს ქველმოქმედად?"

„ხო."

რამდენიმე წუთის შემდეგ ჰარიმ ტელეფონი საწოლის გვერდით იატაკზე დადო და გადასაფარებელი მკერდამდე აიწია.

„რა იგულისხმე, რომ მამა არ გყავს?" ჰკითხა ლუიმ.

„ტვინი გჭირდება, რომ იცოდე, როდის რა თქვა." უპასუხა ჰარიმ. ლუი მისკენ გადაბრუნდა.

„მომიყევი."

„რაში გჭირდება ამის ცოდნა?"

ლუიმ მხრები აიჩეჩა და თავი იდაყვს დააყრნო, რომ ჰარი უკეთ დაენახა.

„იმიტომ, რომ ცნობისმოყვარე ვარ."

იცოდე, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდე იმაში, რომ შენი ცხოვრება ჩემსაზე უკეთესია, არა?"

„მაგაში დარწმუნება აღარ მჭირდება, ისედაც ვიცი."

ჰარიმ თვალები აატრიალა და თავი გააქნია.

„მოგიყვები, მაგრამ იცოდე, რომ არც შენი შეცოდება მჭირდება და არც არაფერი. მე უკვე დავიკიდე ეს ამბავი და არ მინდა ამის გამო ვინმეს ვეცოდებოდე, კარგი?"

„აა, კარგი."

„ხო...სადღაც 11-ის ვიყავი, როცა მამაჩემმა სამუშაო დაკარგა ჰოლმს ჩაფელში და ამის გადატანა ალკოჰოლით სცადა, რომელსაც მთელი ფული დაახარჯა. სახლში მთვრალი მოდიოდა ხოლმე, გვიყვიროდა და რაღაცეებს გვესროდა. ასე გავიზარდე, მის ამ ქცევებს ვუყურებდი და ცხადია, რაღაცებში დავემსგავსე კიდეც. ამის შემდეგ სკოლაში უფრო უხეში გავხდი, ვძალადობდი ბავშვებზე და ამის გამო ორჯერ გამრიცხეს. დედაჩემმა საბოლოოდ მოითხოვა განქორწინება და მამა და სახლი დავტოვეთ. ჯემა-ჩემი და, უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა, ამიტომ მას ეს ამბავი დიდად არ შეხებია. აქ იმიტომ გადმოვედით, რომ ადგილობრივ საცხობში დედაჩემს სამუშაო შესთავაზეს. მე კი სკოლაში ბოლო წელს ჩავიჭერი, ამიტომ თავიდან გავდივარ.

ლუიმ არ იცოდა, რა ეთქვა. ერთადერთი რაც მოაფიქრდა, ჰკითხა, ამდენი ტატუ როგორ ჰქონდა.

„თავიდან აქ გადმოსვლა არ მინდოდა, ამიტომ ტატუები პროტესტის ნიშნად გავიკეთე. მაგრამ შემდეგ აქაურობა მომეწონა და კიდევ უფრო მეტი გავიკეთე."

„სისულელეა."

„შენ ხარ სულელი."

ლუის გაეცინა ამ უაზრო შეპასუხებაზე.

„იმედგაცრუებული ჩანხარ." დაასკვნა ჰარიმ.

„არა. უბრალოდ ველოდი, რომ შენი ამბავი უფრო საინტერესო იქნებოდა. მაგალითად ბავშვობაში გჩაგრავდნენ, ან დედაშენს ჰქონდა რამე პრობლემები."

„სერიოზულად? ეგეთი რამეები მარტო ფილმებში ხდება. ერთხელ მაინც გაუსწორე თვალი ნამდვილ ცხოვრებას."

„აღარ დაიწყო მაგაზე ლაპარაკი, გთხოვ." შეევედრა ლუიმ. ჰარიმ ბრასლეტების მოხსნა დაიწყო. როგორც კი ყველა მოიხსნა, ხელები მაშინვე გადასაფარებლის ქვეშ დამალა.

„ამდენი ბრასლეტი რაში გჭირდება? გამაღიზიანებელი არაა? თან რეზინისებია."

„მე მომწონს. მე ხომ არ ვწუწუნებ იმაზე, რომ 100 დოლარიანი მაისურები გაცვია."

„ეგ სულ სხვა რაღაცაა."

„შენ ზასოსებს ვხედავ." შეცვალა ჰარიმ თემა.

„რა?"

„შენ ზასოსებს. ისე გეტყობა, რომ ვხედავ."

„ღმერთო! მშობლებმაც რომ დაინახონ?"

„მაშინ ჯობია შარფი ატარო."

„რა...მაგრამ...შუქი აანთე."

„რატო?"

„უნდა ვნახო!"

„აბაზანაში წადი მერე."

„ვერ გიტან." ჩაიბუტბუტა ლუიმ და მართლაც წამოდგა საწოლიდან.

აბაზანის სარკეში დაინახა ორი უზარმაზარი ნიშანი კისრის მარჯვენა მხარეზე. უცებ დააინტერესა, როგორი გრძნობა იყო ზასოსის დატოვება.

„ადვილია?"

„რა?"

„ზასოსის დატოვება."

„კი."

„შეიძლება ვცადო შენზე?"

„რატო?"

„მინდა."

„მართლა გინდა, რომ ყველაფერში საუკეთესო იყო?" ჰკითხა ჰარიმ, როცა ლუი ისევ საწოლში შეწვა.

„კი, მინდა."

„კარგი, გასწავლი."

„ანუ...კისერზე, ხო?"

„სადაც გინდა იქ შეიძლება, მაგრამ ეხლა კისერზე იყოს." უთხრა ჰარიმ.

„მიკბინე კისერზე, მერე მოწოვე და ალოკე ტუჩებით."

ლუიმ თავი დაუქნია და ხელებით ჰარის მკერდს დაეყრდნო, შემდეგ დაიხარა და ტუჩები კისერზე შეახო.

„ახლა....ალოკე." უთხრა ჰარიმ ხმის კანკალით, რადგან ლუი არაჩვეულებრივად წოვდა კისერს.

„ხო, ზუსტად ეგრე. მიდი გააგრძელე, სწრაფად ითვისებ."

ჰარიმ ხელები ლუის საჯდომთან ჩააცურა და ხელი მოუჭირა.

„კარგი, გეყოფა, თორე სისხლს დამადენ."

ლუი წამოიწია და ჰარის კისერს ფლეშით დაანათა. წამოიყვირა, როცა უზარმაზარი წითელი შრამი დაინახა, რომელიც ნელ-ნელა მუქდებოდა. ამის გაკეთებისთვის თავი ამაყად იგრძნო და მოუნდა, რომ ასეთი ნიშნები ჰარისთვის მთელ სხეულზე დაეტოვებინა.

ჰარისგან გადავიდა და გადასაფარებლის ქვეშ შეწვა, რადგან ფეხები უკვე უცივდებოდა.

„აბა, ამაყობ იმით, რაც გამიკეთე?" ჰკითხა ჰარიმ და ლუის შეხედა.

ლუიმ კითხვის ტონი დააიგნორა და თვალები დახუჭა.

„დაძინებას ვცდილობ, მაცადე."

„კარგი მაშინ, ტკბილი ძილი."

„ტკბილი ძილი."

ლუიმ ჰარის ზურგი აქცია და კედლისკენ გადაბრუნა. ცოტა ხანში კარის ხმა გაიგო, მიხვდა, რომ ჰარის დედა დაბრუნდა, მაგრამ იქამდე ჩაეძინა, სანამ გაიგებდა, როგორ ამოვიდა იგი კიბეებზე და თავის ოთახში შევიდა.

დილას, როცა გაიღვიძა, ჰარის კიდევ ეძინა, მაგრამ თვითონ ადგა. მოახერხა აბაზანამდე თავად მისვლა და თითით კბილებიც გაიხეხა.

ჩაიცვა, ჟაკეტის ელვა ბოლომდე აიწია, დარწმუნდა, რომ ზასოსები არ უჩანდა და აბაზანის კარი გააღო, მაგრამ შეჩერდა. დაინახა, ყავისფერთმიანი ქალი როგორ იდგა და აშტერდებოდა.

„ამ...დილა მშვიდობის. მე...ამ...ლუი ვარ."

ქალმა თავი დაუქნია და გულწრფელად გაუღიმა.

„მე ენი ვარ. ჰარის დედა."

ლუის სიმაღლე იყო და ჰარისნაირი ყავისფერი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა.

„ისაუზმებ?"

„ამ, არა, მადლობა. მალე უნდა წავიდე."

ორივესთვის საოცრად უცნაური სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ლუის საბედნიეროდ ენიმ გადაწყვიტა ამის გაადვილება, შებრუნდა და კიბეზე ჩავიდა.

ლუი ჰარის ოთახამდე მივიდა სწრაფად და მანამდე ანჯღრია, სანამ არ გააღვიძა. მუქ ნიშანს დააკვირდა ჰარის კისერზე და გაახსენდა, რომ მისი გაკეთებული იყო.

„რა იყო?"

„ახლახანს დედაშენს შევხვდი. უნდა წავიდე."

„კარგი." ამოიხვნეშა ჰარიმ და ადგა.

ლუი შებრუნდა, სანამ ჰარი იზმორებოდა და ტელეფონი შეამოწმა, ვინმეს ხომ არ დაერეკა.

სახლიდან გასვლისას, კართან ენს უცნაურად გაუღიმა. ჰარიმ კარი გაუღო და ხელი კარის ჩარჩოს დააყრდნო.

„ჰარი?" დაუძახა დედამ.

„რა იყო?" ჰკითხა ჰარიმ და თავი დედისკენ შეაბრუნა.

და ამ დროს ლუიმ დაინახა. ზუსტად მისი სახის გვერდზე იყო.თხელი, წითელი ხაზები ჰარის მაჯაზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც მუდმივად ბრასლეტები ეკეთა ხოლმე.

ლუიმ უდიდესი სევდა იგრძნო, იმის გაფიქრებაზე, რომ ჰარი საკუთარ თავს გააზრებულად ტკენდა.

როცა ჰარიმ მისკენ შეაბრუნა თავი, ლუი ისე მოიქცა, თითქოს არ დაუნახავს ჭრილობები.

„კარგი...შეხვედრამდე." უთხრა ლუიმ. ჰარიმ თავი დაუქნია და კარი დაკეტა.

„რომ იცოდე, რამდენი ტკივილია....ძალიან ბევრი."

სისხლი ბალიშის გვერდით ცხვირიდან არ წამოსვლია, არა?

ლუის ვერაფრით წარმოედგინა, როგორ შეეძლო ვინმეს ასეთი რამე საკუთარი თავისთვის გაეკეთებინა. მითუმეტეს ჰარის, რომელიც ყოველთვის თავდაჯერებული ჩანდა.

როცა სახლში დაბრუნდა, მისი ოჯახი მაგიდასთან საუზმობდა.

„სად იყავი?"

„სასეირნოდ წავედი." უპასუხა და იმედოვნებდა, რომ ბევრ კითხვას არ დაუსვამდნენ.

„შემდეგ ჯერზე სემიც გაიყოლე. მასაც სჭირდება სუფთა ჰაერი." უთხრა დედამისმა და ლუიმ თავი დაუქნია. აბაზანაში შევიდა, რომ ხელები დაებანა.

იმის მიუხედავად, რომ შუადღისთვის ბევრი დავალება ჰქონდა გასაკეთებელი, ჰარის ჭრილობები ვერ ამოსდიოდა გონებიდან. საბოლოოდ კი დაგუგლა 'საკუთარი თავის დაზიანების ნიშნები' და აღმოაჩინა, რომ ჰარის ყველა სიმპტომი უდგებოდა.

ლუიმ საკუთარ თავთან პირობა დადო, რომ ჰარის ახლოდან დააკვირდებოდა და იქნებ გაერკვია კიდეც, რატომ აკეთებდა ამას.


თარგმნისას ჰარის ალბომს ვუსმენდი და ალბათ გამეპარა შეცდომები, სორი. აბა რას იტყვით Fine Line-ზე? რომელია თქვენი საყვარელი სიმღერა? მე Falling-ს მივეჯაჭვე და ვერ ვეშვები

Continue Reading

You'll Also Like

3.7K 54 5
During his time in prison, Lyle Menendez reflects on the time lost with the people he loves--especially his brother Erik.
310K 6.8K 35
"That better not be a sticky fingers poster." "And if it is ." "I think I'm the luckiest bloke at Hartley." Heartbreak High season 1-2 Spider x oc
13.7K 108 8
Just the 30 day one shot challenge, Frerard edition. SMUT ;) Enjoy But no actually this is ALL smut so read at your own discretion.
21.9K 805 12
Selena Gomez and Taylor Swift have been best friends before they could actually speak full sentences. They've been through everything together. But...