პატარავ, სამოთხე შენს თვალებშ...

By doitlarryway

55.5K 2.8K 864

წაიკითხეთ ძალიან მაგარი ლარი ფანფიქი "Baby Heaven's in your Eyes" ქართულად. More

ავტორისგან
პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8 (I ნაწილი)
თავი 8 (II ნაწილი)
თავი 8 (III ნაწილი)
თავი 8 (IV ნაწილი)
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
Update
თავი 19
თავი 20-21
Update!
თავი 22
თავი 23
თავი 24 (დასასრული)
Update!

თავი 3

1.4K 100 11
By doitlarryway

როცა ლუი კიბეზე ჩამოვიდა, კიდევ უფრო მეტი ხალხი დახვდა სახლში. გადაწყვიტა, მთელი საღამო ლიამზე ყოფილიყო მიწებებული და ალბათ ცოტასაც დალევდა (ბარბარას ჰკითხავდა, რომელი სასმელი იყო საუკეთესო.)

მაგრამ, ამას ეხლა ვერ ჰკითხავდა, დაინახა, როგორც ულოკავდა ნაილს კისერს.

ისე, ლუისაც უნდოდა ვინმე, ალბათ შეყვარებული. ყოველთვის აინტერესებდა, რა მუღამი ჰქონდა კოცნაობას, რატო უყვარდა ყველას.

თავის თავს შეჰპირდა, რომ ელეანორს ჰკითხავდა თუ იყო მზად ამისთვის, როცა შემდეგ ჯერზე ნახავდა, ეს კი ალბათ კვირას ეკლესიაში იქნებოდა.

მისაღები ოთახი ისეთი ხალხით იყო სავსე, ვისაც ლუი საერთოდ არ იცნობდა. ცეკვავდნენ, სვამდნენ და კოცნაობდნენ. აზრზე არ იყო რა მუსიკა იყო ჩართული, რაღაც სადაც ქალაქში სირბილზე იყო ტექსტი.

„მოდი დავლიოთ." შესთავაზა ლიამს, რადგან როცა წვეულებაზე არ იცი რა გააკეთო, ყველაზე კარგი გამოსავალი დალევაა.

სამზარეულოში შევიდნენ, რომელიც, მადლობა ღმერთს, ისეთი დაკავებული არ იყო, როგორც სასტუმრო ოთახი.

იქ ზეინი დაინახეს, მოსაწევს ინაწილებდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელიც ლუიმ შეუფერებლად ჩათვალა.

„წყალი სად შეიძლება დავლიო?" ჰკითხა ზეინს, რომელიც ისე დააშტერდა, თითქოს მსოფლიოში ყველაზე სულელური რამ იკითხა.

„წყალი?" ჩაიცინა ზეინმა, ლუის არც კი უყურებდა, ლიამს დააშტერდა. „რა გქვიათ?"

„მე ლიამი ვარ, ეს ლუი." უპასუხა სასწრაფოდ ლიამმა, რაზეც ლუიმ გაოცებულმა გადახედა. ლიამი წითლდებოდა, თან მას უცხოებთან ლაპარაკი არ უყვარდა, მორცხვი იყო.

„ლიამი" გაიმეორა ზეინმა და ლუის დეჟავუ ჰქონდა წინა ღამიდან, როცა ჰარი მის სახელს იმეორებდა.

„წყალიც გინდა, ლიამ?"

„ლუდს დავლევდი." უპასუხა ლიამმა

„ძალიან კარგი"

ზეინმა მის გვერდზე მდგარ ბიჭს წამალი გადააწოდა და ორი პლასტმასის ჭიქა დადგა მაგიდაზე.

ერთი ჭიქა ლუდით, ხოლო მეორე წყლით აავსო და ბიჭებს გადააწოდა.

„კიდევ გნახავთ." თქვა მან, უფრო ლიამს უყურებდა ვიდრე ლუის სანამ ოთახიდან გავიდოდნენ.

„გეფლირტავება." უთხრა ლუიმ ლიამს, როგორც კი მარტოები დარჩნენ.

„რა? არა. არ შვრება მაგას. ხო?"

„რა მნიშვნელობა აქვს? ბიჭია, ლიამ. შენც ბიჭი ხარ. მოიცა...შენ..შენ ხო გეი არ ხარ?"

ლიამმა მხრები აიჩეჩა და ლუის თვალები გაუფართოვდა.

„საიდან იცი საერთოდ? არც კი გიკოცნია ვინმესთვის!"

„მისის რიჯს ან ნებისმიერ ქალ მასწავლებელს ყოველთვის მისტერ გრინი მერჩივნა. გთხოვ ნუ განმსჯი ლუი, თან მხოლოდ ბარბარამ იცის."

ლუი მოიღუშა, არ იყო დარწმუნებული როგორ გრძნობდა თავს იმ ფაქტზე, რომ მისი საუკეთესო მეგობარი გეი იყო. თვითონაც რომ დაფიქრებულიყომ ყოველთვის მისტერ გრინი, ახალგაზრდა ფრანგულის მასწავლებელი ერჩივნა მისის რიჯს. მაგრამ....ეს ხო არაფერს არ ნიშნავდა?

ხომ არ შეიძლება გეი ვიყო? მე ხომ შეყვარებული მყავს, ღვთის გულისთვის! არასწორია იყო გეი."

ნორმალური სასმელი მჭირდება.

მაგრამ ზეინი წასულიყო, თვითონ კი არ იცოდა რისი შერევა ან არ შერევა არ შეიძლებოდა, ან რამდენი იყო ნორმა.

„ანუ..შენ..გინდა, რომ ზეინთან იყო?" ჰკითხა ლუიმ, ჯერ კიდევ შოკირებულმა.

„ამმ...სექსუალურია, მაგრამ...ის უფრო გამოცდილია და ჩემნაირი არასდროს მოუნდება."

ლუიმ აღარაფერი თქვა. ამის ნაცვლად გადაწყვიტა ეპოვა ზეინი და ეკითხა, რომელი იყო ყველაზე ძლიერი სასმელი.

სასტუმრო ოთახში დაბრუნდნენ და პირველი რამე, რაც ლუის თვალებში მოხვდა, ჰარის კოცნაობა იყო ქერა გოგოსთან, რომელსაც ფეხები წელზე ჰქონდა შემოხვეული. ირონიულად შეათვალიერა გოგოს ტანსაცმელი: ვიწრო მიდი კაბა, რომლიდანაც ეხლა საცვალიც უჩანდა, ვიწრო ტოპი, რომელიც მკერდს ვეღარ უმალავდა და ქუსლები, რომელიც ლუიზე მაღალიც კი იქნებოდა.

ანუ ჰარის გოგოებიც მოსწონდა და ბიჭებიც...

„რამე ძლიერი მჭირდება ნამდვილად." უთხრა ლუიმ ლიამს, ლიამმა მიმოიხედა და ზეინი დაინახა, რომელიც კარებთან ერთ ბიჭს ელაპარაკებოდა, ბევრი ტატუთი, თმა საერთოდ არ ჰქონდა. დაინახეს, რომ რაღაც ფული მიაწოდა, ბიჭმა კი რამდენიმე პატარა ჩანთა, რაც ალბათ შაქრით უნდა ყოფილიყო სავსე.

ვაჭრობის შემდეგ, ბიჭმა ზეინს მხარზე დაადო ხელი და სანამ წავიდოდა, კიდევვ რაღაც უთხრა.

ზეინმა კმაყოფილებით ჩაიღიმა და შებრუნდა სასტუმრო ოთახში, ლუის და ლიამს ჩავლისას თვალი ჩაუკრა. ჰარის მუხლზე დაადო ხელი, ის გოგოსგან გამოიწია და რაღაც ჩასჩურჩულა. მან თავი დააქნია, გაიღიმა, ჰარის კალთიდან ადგა და დივნისკენ გაჰყვა.

ზეინმა დივნიდან ააყენა წყვილები, რომლებსაც თითქმის სექსი ჰქონდათ უკვე და დაჯდა ნაილთან, ბარბარასთან, ერთ ბიჭთან, ვისთანაც ბალახს ინაწილებდა, ჰარისთან და იმ გოგოსთან ერთად.

ჯიბეები მაგიდაზე ამოიცარიელა: 5 პატარა თეთრი შეკვრა, სიგარეტები და სანთებელა. ლუი და ლიამი მათ უყურებდნენ და ალბათ უცნაურადად ჩანდნენ, რომ ესე აშტერდებოდნენ მათ, მაგრამ უკეთესი საქმე არ ჰქონდათ და ლუი უკვე იმას ფიქრობდა, სწორად მოიქცა თუ არა აქ მოსვლით.

უცებ ჰარიმ მათ ახედა და ჩაიღიმა, მის გვერდით თავისუფალ ადგილზე ანიშნა, რომელიც ლიამისთვის და ლუისთვის საკმარისი იქნებოდა. ჯერ ლიამი დაჯდა, ისე, რომ ლუის ჰარის გვერდზე ჯდომამ არ მოუწია.

„ჯანდაბა, ფული საერთოდ არ მაქვს? ვინმეს 5 კუპიურა ხო არ ექნება?" იკითხა ზეინმა იმის შემდეგ, რაც ჯიბეები ამოიტრიალა.

„მე მაქვს." თქვა უცებ ლუიმ. ყველა მისკენ შებრუნდა. „ზემოთ, ამმ ჩემს ჩანთაში."

„შეგიძლია ექვსი მოიტანო? ან შვიდი. კოკაინის შესრუტვა ხო არ გინდა, არა?" ჰკიტხა ზეინმა და ლუის თვალები გაუფართოვდა.

ანუ შაქარი არ იყო, უკანონო წამალი აღმოჩნდა. ამის დედაც.

„აჰ, კაი ჩამოვიტან."

ადგა და სანამ ავიდოდა, ზეინმა სთხოვა საკრედიტო ბარათიც ჩამოეტანა, ღმერთმა იცის რატომ.

თუ ჩემს გაძარცვას აპირებენ, ვიყვირებ, იფიქრა ლუიმ, როცა საფულე გააღო აკანკალებული ხელებით და ამოიღო 300 ბანკნოტი, შემდეგ ვიზა ბარათი (რომელზეც ყველაზე ნაკლები ფული ჰქონდა) და უკან ჩაბრუნდა.

როდესაც დივანთან დაბრუნა, ახლა ლიამი იჯდა ზეინისა და ქერა გოგოს შორის, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლუი ჰარისთან უნდა დამჯდარიყო.

დაჯდა და ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა.

„ჯანდაბა, ამდენი ფული მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მინახავს." თქვა ჰარიმ და ქერა გოგომ გაიცინა, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო საერთოდ არ იყო. გარდა ამისა, ისეთი სიცილი ჰქონდა, როგორსაც ლუი ვერ იტანდა: ყალბი და ისეთი, რომელიც თხისას უფრო ჰგავს ვიდრე ადამიანისას.

ყველამ ლუის გარდა, აიღო ბანკნოტი. ზეინმა პაკეტები გახსნა და თეთრი ფხვნილი მაგიდაზე დაყარა.

ლუის არ უნდოდა რამე საერთო ჰქონოდა ამ ამბავთან. არ მოსწონდა, უკანონო წამლები რამდენიმე მეტრის დაშორებითაც რომ იყო მისგან. უცებ რო პოლიციელები მოსულიყვნენ? ყველას ციხეში ჩასვამდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მამამისი რამდენიმე წუთში გამოიყვანდა საკნიდან, დარწმუნებული იყო, მშობლები მაინც მოკლავდნენ.

ამიტომ, უკეთესი იქნებოდა, თუ უბრალოდ უყურებდა მათ. ყურებით და დაკვირვებით სიამოვნებასაც კი იღებდა. ლიამსაც ეჭირა ბანკნოტი ხელში, მაგრამ არ იცოდა რა გაეკეთებინა, ამიტომ ზეინს ბაძავდა. ბანკნოტი დაახვია და დაელოდა ზეინს, რომ გამოეცალკევებინა კოკაინი ლუის საკრედიტო ბარათის ხაზებისგან.

ზეინმა პირველმა მოსწია. მთელი კოკაინი ერთი შესუნთქვით შეისრუტა.

მას ყველა მიჰყვა, ჰაერი აავსო ხარხარმა და შეუფერებელმა ლაპარაკმა.

ლუიმ დაინახა, როგორ გაუფართოვდა ჰარის თვალის გუგები, შემდეგ კი ქერა გოგოსკენ გადაიწია საკოცნელად. კოცნა დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან გოგომ გაიწია, რომ კიდევ ერთხელ შეესუნთქა, ამიტომ ჰარიმ ყურადღება ლუის მიაპყრო.

„ანუ დღეს შეყვარებული არა? დაშორდით თუ რა მოხდა?"

ლუიმ გაღიზიანით შეხედა.

„არა, ის უბრალოდ....არ იყო დაპატიჟებული."

„არ იყო? მეგონა, გიყვარდა."

„მიყვარს." შეეკამათა ლუი და ჰარიმ თავი გააქნია სიცილით.

„ალბათ იმის მერე უფრო შეგიყვარდება, რაც მოგწოვს. თუ ისევ ქორწინებას ელოდები?"

ლუი გაწითლდა და ჰარი დააიგნორა.

„არ გინდა სცადო?" ჰარიმ თემა შეცვალა, მუქი მწვანე თვალებით ლუის აშტერდებოდა.

„არა, მადლობა."

„მოდი მხოლოდ ერთხელ, გპირდები მოგეწონება."

ლუიმ ლიამს შეხედა, რომელიც უკვე მეორე წრეზე წასულიყო. ზეინი ჯანმრთელი თვალებით მას უყურებდა. ლუიმ თავი დააქნია, ჰარიმ ჩაიღიმა და დახვეული გამზადებული ბანკნოტი მიაწოდა.

„მიდი ეხლა იგივე გააკეთე, რაც მე ვქენი."

ლუი ზუსტად ამას აპირებდა, მაგრამ გაშეშდა, როდა ჰარიმ კისერში ჩაავლო ხელი. თვალის კონტაქტი მანამდე არ გაუწყვეტავთ და ჰარის ხელი მანამდე არ მოუშორებია, სანამ ლუიმ ბოლომდე არ შეიყნოსა და დივნის ზურგს მიეყუდა.

ლუიმ იგრძნო, რომ ეიფორიაში იყო. უცებ მოუნდა ხალხის შეთვალიერება.

ყველას განსხვავებული რეაქცია ჰქონდა წამლის მიმართ. ბარბარა და ნაილი იცინოდნენ ისეთ რამეზე, რაც სხვა შემთხვევაში ნაკლებ სასაცილო იქნებოდა. ქერა გოგომ თავის ცხოვრებაზე დაიწყო წუწუნი და კარგი. ზეინი და ლიამი ერთმანეთს კოცნიდნენ.

ისინი ერთმანეთს მართლა კოცნიდნენ, ენებით და ყველაფრით. ლუი ამას შოკირებული უყურებდა, საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა. ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ლუიმ თავი უცნაურად იგრძნო, ალბათ იეჭვიანა. მაგრამ რატომ უნდა ეეჭვიანა? იმიტომ, რომ ლიამმა ზეინისგან იმაზე მეტი მიიღო ვიდრე მან ელეანორთან 5 წლის განმავლობაში? სავსებით შესაძლებელია.

მაგრამ ამის აღიარებისთვის საკმაოდ ამაყი იყო. თან ისინი ორივე ბიჭები იყვნენ, ეს კი ცოდვა იყო. ლუი ღმერთის სიტყვებს ვერ გადააბიჯებდა.

თეძოზე ხელის დადებამ გააწყვეტინა ფიქრი, აიხედა და დაინახა, ჰარი აშტერდებოდა. თვალები კიდევ უფრო გამუქებოდა.

„შენ არ თქვი, რომ ძლიერი სასმელი გჭირდებოდა?" ჰკითხა ჰარიმ და ლუიმ თავი დაუქნია, თან თვალებს ვერ აშორებდა ჰარის ტუჩებს.

„წამომყევი."

ლუის თვალები კვლავ ჰარის აშტერდებოდა, ვინც ადგა და სამზარეულოსკენ მიდიოდა. ლუი გაჰყვა მაღალ ბიჭს და ზუსტად მის გვერდით გაჩერდა.

„რას დალევ?"

„ამ..რამეს, რასაც კარგი გემო ექნება."

„რა?" ჰკითხა ჰარიმ და სიცილი დაიწყო. „ლუი, ალკოჰოლს იმიტომ არ სვამ, რომ კარგი გემო აქვს, არამედ იმიტომ, რომ დათვრე. თუ რამე გემრიელი გინდა, შემიძლია მანგოს წვენი მოგიტანო."

ლუიმ ტუჩები ერთმანეთს დააჭირა. ჰარიმ ჩანთიდან წითელი ჭიქა ამოიღო, შემდეგ არანორმალურად გრძელი თითები ლუდის ბოთლს შემოახვია.

„დაგილევია ლუდი?"

„არა." აღიარა ლუიმ, ცოტა მორიდებით.

„ალკოჰოლი საერთოდ გაგისინჯავს? ღვინო და შამპანური არ ითვლება."

ლუიმ თავი გააქნია, ჰარიმ კი ამოიხვნეშა, რამაც ლუი გააბრაზა. ჰარი მას კვლავ დასცინოდა და ისევ ფიქრობდა, რომ ლუიზე უკეთესი იყო. ეს კი ძალიან შორს იყო სიმართლიდან.

„დალიე, არ გატკენს."

„მაგრამ, ეს...ეს მუცელს არ ზრდის?" იკითხა ლუიმ და მაშინვე ინატრა არ ეკითხა. მამისგან იცოდა, რომ ლუდის მსმელ ხალხს დიდი მუცელი ჰქონდა.

ჰარი ჯერ მოიღუშა, შემდეგ კი ჩაეცინა (სულ ესე იქცეოდა, იდიოტივით ჩაცინება) და თეთრი მაისური აიწია, მკერდი გამოაჩინა. ღმერთო...ლუი ხედავდა მის „V-line"-ს. ერთდროულად ეჭვიანობდა და დაუცველადაც გრძნოდა თავს, რადგან მას ძალიან ფუმფულა მუცელი ჰქონდა, რის მოშორებასაც ბოლო ორი წელია ცდილობდა.

ჰარიმ დახედა თავის სხეულს, სანამ მაისურს ჩამოიწევდა.

„ასე არ ვფიქრობ."

ლუი მაისურს დააჩერდა, შემდეგ კი ჰარის ჭიქა გამოართვა. მოსვა. არც ისე ცუდი იყო, მაგრამ მისი საყვარელი სასმელების ხუთეულშიც ვერ შეიყვანდა.

„ხედავ? არ მოკვდი, არა?" დასცინა ჰარიმ. ლუი შებრუნდა და ჰარი იქ დატოვა.

ვერც კი მიხვდა, რა მოხდა. არც ის იცოდა ვისი იდეა იყო, რომ თავი იატაკზე აღმოაჩინა წრეში ნაილსა და ლიამს შორის. 20 ადამიანს წრე ჰქონდა შეკრული, მათ შორის კი არყის ცარიელი ბოთლი იყო. „დაატრიალე ბოთლს" თამაშობდნენ, რაც ლუის არასდროს გაეგო.

ნაილმა აუხსნა თამაშის წესები. ლუის არ უნდოდა თამაში, რადგან არასდროს უკოცნია ნორმალურად ვინმესთვის და ისინი ყველანი დასცინებდნენ.

ხო, და რა თქმა უნდა, შეყვარებულის ერთული იყო.

ყველაზე ნაკლებად რაც უნდოდა, ამ ღარიბი ბავების დაცინვა იყო მის გამოუცდელობაზე. მათ გამოცდილება ჰქონდათ, ლუის-ფული, ამიტომ ლუი ფიქრობდა, რომ ის მათზე უკკეთესი იყო.

და რადგან საშინელი ბედი ჰქონდა, პირველივე ჯერზე ის ამოვიდა, მეორე მხარეს კი ის ქერა გოგო, ჰარი რომ კოცნიდა.

„იცით? ვერ ვითამაშებ, შეყვარებული მყავს." თქვა მან და ყველამ თვალები აატრიალა, ამოიხვნეშეს და უთხრეს, რომ ის ვერასდროს გაიგებდა.

ლუი თავისის გატანაში არასდროს იყო ყოჩაღი, ამიტომ შუა წრეში მუხლებზე დადგა, გოგოსკენ გაიწია და უცებ აკოცა.

როცა თავის ადგილზე დაბრუნდა, ჰარი დაინახა (რომელიც ნაილის გვერდით იჯდა), მიშტერებოდა, თან ტუჩს კბენდა და ლუიმ გააანალიზა, რომ გადახრისას ნაილსაც და ჰარისაც მთლიანი თავისი საჯდომი დაანახა. უცებ გაწითლდა და ინატრა, რომ მასზე წარმოდგენა არ შეეცვალათ მხოლოდ იმიტომ, რომ სქელი ტრაკი ჰქონდა.

როდიდან მანაღვლებს რას იფიქრებენ ეს ღარიბი ბავშვები ჩემზე?

შემდეგი ნაილს და ბიჭს, სახელად ჯოშს, მოუწიათ და ლუი გაოცებული უყურებდა, რომ ბარბარა ამაზე საერთოდ არ წუხდა, ამხნევებდა კიდეც მათ. ჰარიმ ზეინს აკოცა, ლიამმა გოგოს, რომელიც ლუის მანამდე არასდროს ენახა, ნაილმა და ჰარიმ, შემდეგ ნაილმა და ბარბარამ.

ბარბარას დატრიალების ჯერი იყო, ჯერი ჰარიზე მიდგა, მეორე მხარე კი ლიამსა და ლუის შორის იყო. ლუიმ გაწევა სცადა, მაგრამ ნაილმა დაიკავა და უთხრა, რომ ეს თამაში პატიოსნად უნდა ეთამაშა.

მაგრამ ლუი ბიჭს ვერ აკოცებდა...რას იფიქრებდა ყველა მასზე? ვინმეს რომ ელეანორისთვის ეთქვა? ან მისი მშობლებისთვის?

ბიჭს ვერ აკოცებდა, მითუმეტეს ჰარის.

„გეი არ ვარ." თქვა მან და ყველამ გაიცინა ამაზე.

„ცოტათი გეი ყველა ვართ." უტხრა ნაილმა. ჰარი უკვე ახლოს იწევდა.

ლუი კვლავ გაპროტესტებას აპირებდა, როცა ვიღაცის ყვირილი გაიგო, შემდეგ სირენების ხმა.

„პოლიციელები!" დაიყვირა გოგომ და ყველა მაშინვე ადგა.

ლუი დაპანიკდა და სუნთქვა უჭირდა. სასტუმრო ოთახი წამებში გაიწმინდა, წითელი ჭიქები იატაკზე ეყარა, დარჩენილი ბალახი კვლავ მაგიდაზე.

„გაინძერი!" უთხრა ჰარიმ, როდესაც პოლიციელები უკვე ნაილის სახლის წინ იყვნენ. ზეინმა წამლები აიღო მაგიდიდან და უკანა ჯიბეში ჩაიტენა. შემდეგ ლიამს მაჯაშ მოჰკიდა ხელი და წაიყვანა, ყველა უკნიდან გასვლას აპირებდა ამიტომ როცა ჰარიმ ლუის ამ მიმართულებით უბიძგა, ლუი არ შეეწინააღმდეგა და ლიამს გაჰყვა.

სახლი იმ მომენტში დატოვეს, როცა პოლიციამ კარი გააღო და ცარელა სახლი დახვდა. ლუის თვალები გაუფართოვდა, როცა მიხვდა, რომ ღობეზე უნდა გადაცოცებულიყვნენ. მას ცოცვა არ შეეძლო, ახალი ჯინსი ეცვა და კუნთებიც არ ჰქონდა, მაგრამ მაინც აიძულა თავისი თავი გაჰყოლოდა ლიამს.

წამოიყვირა, როცა ვიღაცის ძლიერმა ხელებმა მისი თეძოები დაიჭირა და ისე გადაიყვანა ღობეზე, თითქოს წონა არ ჰქონდა. უკანასკნელი რამ რაც დაინახა იყო, რომ ორმა პოლიციელმა ჰარი კედელთან მიაყენა, აიძულეს ხელები კისერზე დაეჭირა.

ლუი საშინლად გრძნობდა თავს. ჰარიმ ის დაპატიმრებას გადაარჩინდა და სამაგიეროდ თვითონ ჩავარდა.

ზეინთან, ლიამთან, ნაილთან და ბარბარასთან ერთად იცდიდა ბუჩქების უკან, სანამ პოლიცია წავიდოდა.

„რას უპირებენ?' ჰკითხა ზეინს, როდესაც ცარიელ სალში დაბრუნდნენ.

„იქ ეყოლებათ, სანამ დედამისი არ გამოცხადდება განყოფილებაში."

„და ეგ როდის იქნება?"

ზეინმა მხრები აიჩეჩა. „ნუ ნერვიულობ, პირველად არ დაუპატიმრებიათ, კარგად იქნება.

ლუი ხმა ვეღარ ამოიღო.

როცა სახლი დაალაგეს, დივანზე დასხდნენ და იმის მიუხედავად, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, ზეინმა კვლავ ამოიღო ბალახი.

„პირველად არ მოუგნიათ პოლიციელებს ჩვენი წვეულებისთვის. წვეულება პოლიციის გარეშე არსებობს." ახსნა ნაილმა, სანამ ბარბარამ სიგარეტი აანთო.

ზეინის ტელეფონმა დარეკა?

„გისმენთ, ხო ძმაო. რამდენი? ჯანდაბა. კარგი. რა? ამმ...ხვალ, ალბათ. არ ვიცი. კარგი. კარგად."

ზეინმა ტელეფონი მაგიდაზე დააგდო და ნაილს გახედა.

„ჰარი იყო. 10 000 პაუნდი დაუწესეს გირაოდ."

„რა? სიგიჟეა. ამდენს არასდროს აწესებენ."

„რა?" იკითხა ლუიმ, გაკვირვებულმა.

„200 ან 300-ზე უშვებენ ხოლმე, როგორც წესი, რისი შოვნაც ერთ კვირაში შეგვიძლია. მაგრამ 10 000? სიგიჟეა, დედამისს არ აქვს ამდენი ფული."

„არც იცის, რომ ციხეშია."

ლუიმ წამით შეხედა, შემდეგ ტუჩზე იკბინა.

„აქ ყველაზე ახლოს ბანკომატი სადაა?" იკითხა, რაზეც ყველამ გაოცებით შეხედა.

„რაში გჭირდება?'

„მე გამოვიყვან."

„ეს...."

„იმიტომ დაიჭირეს, რომ მე მეხმარებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, მასთან ვალში ვარ."

„10 000 მაინც არ გმართებს მისი." უთხრა ზეინმა.

„არაუშავს, ყველაფერი რიგზეა." თქვა ლუიმ. როდის გახდა ასეთი დიდსულოვანი? ალბათ იმ მომენტში, როცა ჰარიმ გადაარჩინა მშობლებისგან სამუდამო სასჯელს.

„ზუსტად პოლიციის განყოფილების გვერდითაა. შემიძლია, შემიძლია ტაქსი გამოვიძახო." შესთავაზა ნაილმა, ლუიმ თავი დაუქნია და კიბეებზე ავიდა, რომ ქურთუკი და საფულე აეღო.

კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ესეთი ღამე ჰქონდა. ამ ოთხ საათში იმაზე მეტი რამ მოხდა, რაც მთელი მისი 17 წლის განმავლობაში. ახლა კი ტაქსიში იჯდა, იმ დასაჯდომზე, სადაც ლუიმდე უამრავი ადამიანი მჯდარა.

მძღოლს იმაზე მეტი გადაუხადა, ვიდრე საჭირო იყო, გადმოვიდა ტაქსიდან და ბანკომატთან მივიდა. ბარათიდან 10 000 პაუნდი მოხსნა (ამ თვის უკანასკნელი ფული) და პოლიციის განყოფილებაში შევიდა.

ლუის არ სჯეროდა, რომ მართლა პოლიციის განყოფილებაში იყო. წინ მდგარ მაგიდასთან მივიდა.

„ამმ...აქ ჰარის გამოსაყვანად ვარ."

„ჰარი სტაილსის?"

„ალბათ?"

„ზეინ მალიკი ხარ?" ჰკითხა ოფიცერმა, როცა რაღაც ფურცელი ამოაცურა.

„არა."

„აბა ვინ ხარ?"

„მე...ლუი ვარ."

„ლუი ვინ?"

„ლუი...მალიკი." თქვა შეშინებულმა. ნამდვილი სახელი რომ ეთქვა, შეიძლებოდა მამამისს გაეგო.

„ეს უნდა შეავსოთ."

ფურცელი გადააწყოდა. მას მხოლოდ სახელი, დაბადების თარიღი და მისამართი უნდა ჩაეწერა.

„18-ის ხომ ხარ? იმიტომ, რომ არასრულწლოვნებს არ შეუძიათ ვინმეს გამოშვება."

„დიახ დიახ, 18-ის ვარ." ჩაიბირტყუნა ლუიმ,დაბადების თარიღი შეცვალა და ფურცელი მიაწოდა.

„ფული სადაა?"

„აქ."

მან ფული მიაწოდა. ოფიცერმა მანქანაშ შედო, რომელიც ფულს ითვლიდა, შემდეგ ლუის სთხოვა, გაჰყოლოდა. გაუბედავი ნაბიჯებითა და ხელში ქურთუკით, ლუი გაჰყვა ოფიცერს.

სუსტად განათებულ დერეფანში მიდიოდნენ. საკმაოდ უსუფთაო ჩანდა. ბოლოს საკანს მიადგნენ და გაჩერდნენ.

„თავისუფალი ხარ, სტაილს." თქვა ოფიცერმა.

ჰარი კუთხეში მდგარ პატარა საწოლზე იჯდა, ფეხსაცმელებს დაჰყურებდა. ამოიხედა და ლუის დანახვაზე, სახეზე დიდი გაოცება გამოეხატა.

„ლუი?"

ოფიცერმა საკანი გააღო და ჰარი გამოვიდა, კვლავ გაოცებული, მაგრამ თან იღიმოდა.

„როგორ მოხდა, რომ შენ გამომიყვანე?" ჰკითხა ჰარიმ რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ტაქსის ელოდებოდნენ.

„იმიტომ არა, რომ მინდოდა. დავალებულად ვგრძნობდი თავს, რადგან შენ გადამარჩინე დაჭერას."

„მადლობა?"

„მეც იგივე შემიძლია ვთქვა." უპასუხა ლუიმ. ჰარიმ თავი დაუქნია.

„სამართლიანია." გაეცინა ჰარის.

„არ გცივა?"

„რა, შენ ქურთუკს მთავაზობ?"

„არავითარ შემთხვევაში. უთხრა ლუიმ, რაზეც ჰარიმ თავი გააქნია. „სად მიდიხარ ეხლა? სახლთან ჩამოგსვა?"

„ხო"

და ტაქსის მძღოლმა ჯერ ჰარი მიიყვანა სახლში, შემდეგ ლუის მიიყვანდა ნაილთან. როცა ტაქსი ჰარის სახლთან გაჩერდა, ლუიმ ყველაფერი დაკვირვებით შეათვალიერა.

საკმაოდ პატარა და ჩვეულებრივი სახლი ჩანდა, ზუსტად ისეთივე აგურის, როგორითაც მთელი ქუჩა იყო სავსე.

„მადლობა, ძმაო." უთხრა ჰარიმ გადასვლისას.

ლუი უყურებდა, როგორ მივიდა ჰარი კარებთან, გასაღები ამოიღო და სალხში შევიდა. აინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა დედამისს იმაზე, რომ ჰარი კვლავ დაიჭირეს და იმაზეც, ყოველ ღამე ასე გვიან რომ ბრუნდებოდა სახლში.

მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, ლუის საქმე არ იყო.

საბოლოოდ ლუიმ ნაილთან დაძინა, საწოლზე ის და ლიამი იწვნენ, ზეინმა დივანი აირჩია.ლუიმ ბარბარას სთხოვა, რომ დილით ინსტაგრამზე მისი ფოტოები არ დაეპოსტა. არ უნდოდა, ვინმეს სცოდნოდა სად იყო, განსაკუთრებით ელეანორს და მშობლებს.

ლუიმ ადვილად ვერ დაიძინა. მღვიძარე იწვა საწოლის თავის მხარეს და ფიქრობდა, ღამეზე, რომელიც სრულიად ქაოსური აღმოჩნდა.

თუმცა დიდად არ ღელავდა ამაზე.

Continue Reading

You'll Also Like

1.6K 163 19
"If she is heaven, I would rather be in hell". After years, Beomgyu and Ryujin are still caught in a misunderstanding of their past. Hatred is the on...
3.7K 54 5
During his time in prison, Lyle Menendez reflects on the time lost with the people he loves--especially his brother Erik.
62.9K 2.8K 20
"I didn't think that a childish dream could turn into a nightmarish reality." ~~~ You work in the Speedwagon Foundation, helping with investigating t...
14K 310 10
The way I picture Leah felt after the injury. Time moving agonisingly slow. But still moving, somehow. Might have written a love story for her and W...