პატარავ, სამოთხე შენს თვალებშ...

By doitlarryway

55.3K 2.8K 841

წაიკითხეთ ძალიან მაგარი ლარი ფანფიქი "Baby Heaven's in your Eyes" ქართულად. More

ავტორისგან
პროლოგი
თავი 1
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8 (I ნაწილი)
თავი 8 (II ნაწილი)
თავი 8 (III ნაწილი)
თავი 8 (IV ნაწილი)
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
Update
თავი 19
თავი 20-21
Update!
თავი 22
თავი 23
თავი 24 (დასასრული)
Update!

თავი 2

1.6K 101 41
By doitlarryway

წვეულების შემდგომი დილა პირველი დილა იყო ლუის ცხოვრებაში, როდესაც ტრუსებში დიდი პრობლემით გაიღვიძა. მოკლედ რომ ვთქვათ, უცნაურად გრძნობდა თავს.

თავის განთავისუფლება სცადა ელეანორის მკლავებისგან. ის ოდნავ ხვრინავდა, რაც ლუიმ ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებლად ჩათვალა. იცოდა, რომ თვითონ არასდროს ხვრინავდა და არ იყო დარწმუნებული, უნდოდა თუ არა მთელი ცხოვრება ელეანორის ხვრინვისთვის ესმინა.

აბაზანაში შევიდა, რომელიც მისი საწოლის გვერდით იყო (რა თქმა უნდა, საკუთარი აბაზანა ჰქონდა) და საკუთარ თავს შეხედა სარკეში. შეძრწუნებული დარჩა იმით, რაც დაინახა.

თმა ისე ასჩეჩვოდა, თითქოს არასდროს დაევარცხნა. ბამბის მაისური მუცელზე მიჰკვროდა და ღმერთო! შარვალში გარკვევით შეგეძლოთ მისი პენისის დანახვა.

ლუიმ ამოიოხრა და ჩაკეტა კარები, სანამ უნიტაზზე დაჯდებოდა, თვალები დახუჭა და ბებიაზე დაიწყო ფიქრი. მისი ბებია უნიტაზზე, მისი ბებია უნიტაზზე შიშველი...თუმცა ეს ფიქრები ვერ შველოდნენ.

შემდეგ კბილები გაიხეხა, სახე დაიბანა და ოთახში დაბრუნდა, რომ ენახა, ელეანორს ხომ არ გაეღვიძა. მას ეღვიძა, ტელეფონი აეღო და სქროლავდა.

„დილა მშვიდობის, საყვარელო" უთხრა ლუიმ, სიტყვები პირიდან ისე ამოუვიდა, თითქოს ამ ფრაზას მეათასედ ამბობდა.

„დილა მშვიდობის" უპასუხა ელეანორმა და ლოყა მისწია, რომ ლუის ეკოცა.

„რას შვრები?"

ელეანორმა ლუის ეკრანი დაანახა, ინსტაგრამზე იყო. ლუი მის გვერდით დაჯდა და რამდენიმე წუთი ათვალიერებდნენ ახალ ფოტოებს, თან თითქმის ყველა პოსტზე აკომენტარებდნენ.

ელეანორი ბარბარას დადებულ ახალ ფოტოზე შეჩერდა. ფოტოზე თვითონ, ნაილი, ზეინი და ჰარი იყვნენ, აშკარად ნასვამები, წითელი ჭიქები ეჭირათ და იღიმოდნენ.

„რა უცნაურია ბარბარა" თქვა ელეანორმა და ლუიმაც თავი დააქნია, აბსოლიტურად ეთანხმებოდა. როგორ შეეძლო ბარბარას დაეძინა ისეთ ტიპთან, ვისი მაისურიც ათ პაუნდზე მეტი არ ღირდა.

ელეანორმა აბაზანაში ჩაიცვა ტანსაცმელი, რომელიც ლუისთან ჰქონდა დატოვებული (მას საკუთარი უჯრა ჰქონდა ლუის კარადაში) სანამ ორივე საუზმისთვის ქვემოთ ჩავიდოდნენ. მშობლები კიდევ არ მოსულიყვნენ, მხოლოდ ლოტი და ფელისიტი იყვნენ, რომლებიც მთელ მაგიდაზე იყვნენ გაბატონებულები.

ელეანორს გაუღიმეს და თმის ვარცხნილობაზე კომპლიმენტი უთხრეს, რაზეც ლუიმ თვალები აატრიალა. არ ფიქრობდა, რომ ეს რამე მაგარი იყო. შემდეგ იმაზე დაფიქრდა, რის შემდეგ ეჩვენება ელეანორთან დაკავშირებული რაღაცეები გამაღიზიანებლად. ის ხომ ელეანორის ცოლად შერთვას აპირებდა. მშობლებიც იცნობდნენ ერთმანეთს, გეგმავდნენ, რომ ერთ სახლში იცხოვრებდნენ ოქსფორდთან ახლოს, როდესაც სკოლას დაამთავრებდნენ.

დანარჩენი დღე სახლში, ლუის ოთახში გაატარეს, უყურებდნენ საყვარე ფილმებს და შოუებს. სადილად გარეთ გასვლა გადაწყვიტეს, საყვარელ რესტორანში. დაჯავშნა არ სჭირდებოდათ, ლუის მამა მეპატრონეს იცნობდა და ლუისთვის გამონაკლისს ყოველთვის უშვებდა. დაახლოებით 8 საათზე რესტორანთან მიიყვანა მძღოლმა და უთხრა, რომ ორ საათში წასაყვანად მოვიდოდა.

ლუის თავისი ვინაობის გამჟღავნებაც კი არ სჭირდებოდა, მასპინძელმა მაშინვე იცნო, თავაზიანად დაუქნია თავი და რესტორნის საუკეთესო მაგიდამდე მიაცილა. ამ ადგილიდან ქალაქის საუკეთესო ხედი ჩანდა, განსაკუთრებით ლამაზი ღამე იყო.

დღესაც ის შეუკვეთეს, რასაც მიჩვეულები იყვნენ. სადილის გარდა, გადაწყვიტეს საუკეთესო თეთრი ღვინო და წიწაკის სუფლე აეღოთ დესერტისთვის.

ელეანორმა ამის შემდეგ ზამთრის წვეულებაზე ისაუბრა, რომელიც ახლოვდებოდა, ლუი კი მოჩვენებითად უსმენდა, ფანჯრიდან იყურებოდა. როგორ არ ცდილობდა, მაგრამ წინა ღამიდან ფიქრებს ვერაფრით იშორებდა, განსაკუთრებით კი იმ მონეტს, როდესაც ის ოთახში შევიდა და ამ დროს, კედელთან ჰარი ზეინს ჟიმავდა.

ახსოვდა ჰარის კუნთები, შიშველი, გაოფლილი ზურგი, ხოლო ზეინს თმა მთლად შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი. ლუი ამის ნახვით არ იყო გაღიზიანებული, უბრალოდ (კვლავ) გაკვირვებული იყო, რომ ესეთ უწმინდურობას და ცოდვილობას შეესწრო.

დედას ნათქვამი ჰქონდა მისთვის კაცების შესახებ, რომლებიც შეყვარებულებად კაცებს ირჩევდნენ და ქალების, რომლებიც ქალებს ირჩევდნენ. ლუის ასწავლეს, რომ ორიენტაცია საკუთარი არჩევანი იყო. აინტერესებდა, უყვარდათ თუ არა ჰარის და ზეინს ერთმანეთი. იმიტომ, რომ თუ უყვარდათ...ეს იყო მთავარი და სხვა არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში სხვაგვარად ეწერა.

გადაწყვიტა, დროებით მაინც შეეწყვიტა ამ საკითხზე ფიქრი, რადგან ამ დროს მოიტანეს ღვინო და პირველი კერძი. მხოლოდ ჭამის შუაში შენიშნა, რომ ლოცვა არ უთქვამთ.

სადილის დამთავრების შემდეგ, გადახდაზე არც უფიქრიათ-მისი მამა მიხედავდა ამ საკითხს, ამიტომ გარეთ გავიდნენ, რომ მძღოლს დალოდებოდნენ. მას ჯერ ლუის უნდა წაეყვანათ, ხოლო შემდეგ ელეანორი თავის სახლში.

სანამ ელოდებოდნენ, ლუიმ დაინახა, რომ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე გრძელ სკამზე ვიღაც იწვა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჰარი იცნო. ზურგზე იწვა, ეწეოდა და თან ცას აჰყურებდა.

ლუის აინტერესებდა რაზე ფიქრობდა, მაგრამ ამ დროს ტატუებიანმა ბიჭმა თავი შემოაბრუნა და პირდაპირ ლუის შეხედა თვალებში. ჰარი წამოჯდა და მის კალთაში ნახევრად ცარელა არყის ბოთლის დანახვაზე, ლუი მიხვდა, რომ მთვრალი იყო.

ჰარი შეეცოდა, თუმცა ამავდროულად გაბრაზდა კიდეც, რომ გუშინ ისეთ ადამიანს დაელაპარაკა, რომელიც ქუჩაში, სკამზე იძინებს და თან თვრება.

ბიჭმა ანთებული სიგარეტი ტუჩებს შორის დაიჭირა და ბოთლი გახსნა. ამ დროს ელეანორის მძღოლი მოვიდა მათ წასაყვანად და ჰარის ჩაეფარა.

ლუის სანამ შეეძლო, მანქანიდან უყურებდა ჰარის, დაინახა, რომ შუა თითი უჩვენა, შემდეგ რაღაც დაიყვურა, რაც ლუიმ ვერ გაიგო.

მეორე დილას ეკლესიაში უნდა წასულიყვნენ. ამის ხასიათზე ნამდვილად არ იყო, თუმცა მაინც წავიდა. მუქი ლურჯი ღილებიანი პერანგი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელები ჩაიცვა.

ოჯახი ქვემოთ მაგიდასათან ელოდებოდა, როგორც ყოველდღე და ლუი მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ერთფეროვანი ხდებოდა. საუზმე-სკოლა-დავალებები-სადილი (კვირის დღეებში, საუზმე-ეკლესია (კვირას)-დავალებები-ლანჩი-დავალებები-სადილი შაბათ-კვირას.

არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი მოსწონდა და ცხოვრებაში პირველად ისურვა, ისეთი რამ მომხდარიყო, რასაც არ ელოდა.

'ხალხი, რომელიც გარკვეული მომენტისთვის ცხოვრობს და მომავალზე არ ფიქრობს ისინი არიან, ვინც ბოლოს ქუჩის სკამებზე იძინებენ'-შეახსენდა თავის თავს და ფორთოხლის წვენი დაისხა.

მოსწონდა თავისი ცხოვრება.

წირვა ჩვეულებრივ მიმდინარეობდა. არც ნელა, არც სწრაფად. დამთავრების შემდეგ, ლუის დედამისისთვის უნდა დაეცადა, რომელიც მისის პეინს, ეკლესიის ერთ-ერთ დამაარსებელს და ამავდროულად, ლიამის დედას ელაპარაკებოდა.

ლუი ლიამს ორი დღის წინანდელი წვეულების შესახებ ელაპარაკებოდა. ლიამსაც დაენახა ჰარი და ზეინი კოცნაობისას, მაგრამ ისეთი გაოცებული არ ჩანდა, როგორც ლუი, საერთოდ არ ღელავდა ან ფიქრობდა მათზე.

ზუსტად ამ დროს დაინახა, იჯდა და ეწეოდა. იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა და ეკლესიაში შეგროვილ ხალხს მიშტერებოდა.

„ეს ჰარია?" იკითხა ლიამმა, როდესაც ლუის მზერას გააყოლა თვალი.

„ხო...ეკლესიის კუთვნილებაში ეწევა, ღმერთო!"

ლიამი კიდევ რამდენიმე წამს შეჰყურებდა, შემდეგ ლუისკენ შებრუნდა და დაბალ ხმაზე უთხრა, როგორ სცადა ბალახის მოწევა, მაგრამ კინაღამ დაიხრჩო.

ლუი არ უსმენდა. ჰარის უყურებდა, არ იყო დარწმუნებული რატომ. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ბიჭი ძალიან უცნაური და ამავდროულად საინტერესო იყო. მიხვდა, რომ ჰარის იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც წინა საღამოს, გრძელ სკამზე წოლისას და ამან გადააწყვეტინა ლუის, რომ ასეთ ადამიანზე დროის კარგვა არ ღირდა.

ეკლესიის შემდეგ საჭმელად წავიდა ლიამთან და ელეანორთან ერთად, მოგვიანებით კი თავის ოთახში, მაგიდასთან იჯდა და ალგებრის დამატებით დავალებას წერდა.

მისი ცხოვრება არ იყო მოსაწყენი...პირიქით, ის იდეალური იყო.

ისე, ეს ყველაფერი ბარბარას ბრალი იყო. მას რომ არ ჰქონოდა ის სულელური დაბადების დღის წვეულება, ლუის საერთოდ არ მოუნდებოდა სხვა წვეულებაზე ფიქრი. უნდოდა, სჭირდებოდა სადმე წასვლა, სადაც წესები არ იქნებოდა, სულ სკოლაზე არ იფიქრებდა. ამ საშინლად რუტინული ცხოვრებისგან დასვენება უნდოდა.

არა, არასწორად არ გაიგოთ, სწავლის და სკოლის წინააღმდეგი არაფერი ჰქონდა, უყვარდა კიდეც. სიამოვნებდა მეცადინეობა, ეს უფრო ჭკვიანს ხდიდა, რაც მომავალში დაეხმარებოდა, მაგრამ რაღაცეების თავიდან ამოგდება უბრალოდ არ შეეძლო. ნასიამოვნები სახე, რომელიც ჰარის ჰქონდა იმის შემდეგ, რაც ლუიმ ელეანორს აკოცა, თითქოს ის ლუიზე უკეთესი იყო. არ იყო. ლუის ნებისმიერი ნივთი ჰარის მთლიან ცხოვრებაზე ძვირი ღირდა. და ამის გათვალისწინებით, რატომ ფიქრობდა ჰარი, რომ მასზე უკეთესი იყო?

„აბა, შემდეგი წვეულება როდისაა?" იკითხა ლუიმ, როდესაც კაფეტერიაშ იყო ლანჩისთვის ბარბარასთან, ელეანორთან და ლიამთან ერთად. ხალხი მას შეჰყურებდა და ლუისაც უყვარდა ეს.

„რა იყო? მოგეწონა პარასკევის წვეულება ხო?" ჰკითხა ბარბარამ და ლუიმ მხრების აჩეჩვით დაუქნია თავი.

რატომაც არა, მოეწონა.

„იქნებ თქვენ გადაწყვიტოთ 5 წლისთავის აღნიშვნა თქვენს სალხში და ყველა დაპატიჟოთ"

„ეს...კარგად ჟღერს" თქვა ლუიმ და ელეანორმაც თავი დაუქნია აღელვებით.

„ხო და კიდე ბალახის საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი. მართლა კარგი იყო და ჩვენც უკეთ გავერთობით" შესთავაზა ლიამმა და პირველად არ იგრძნო პრობლემა არალეგალური საქციელის მიმართ.

„მაგრამ მართლა არ ვიცი ვისგან შეიძლება ვიყიდო, ჩემთან ნაილმა და სხვებმა მოიტანეს, თან თუ თქვენი მშობლები იქნებიან..."

„არ იქნებიან, ზუსტად ვიცი" ისე სწრაფად თქვა ლუიმ, თვითონაც გაოცდა.

„კიდევ ერთი თვე გვაქვს, სიჩქარე არაა საჭირო" დაამატა შემდეგ და დაუბრუნდა თავის სალათსა და შემდეგ გაკვეთილზე ლაპარაკს.

„ლუი, დაიცადე!"

ლუი შენობიდან გამოსვლას აპირებდა, ეს რომ გაიგო.

„ხო, რა იყო?"

„ელესთან და ლიამთან არ მინდოდა ამის თქმა...მაგრამ ნაილი აწყობს წვეულებას პარასეკვს თავისთან და მე მივდივარ. შენ? არ გინდა წამოხვიდე? შესთავაზა ბარბარამ

„ანუ, საჯარო სკოლის ბავშვები?"

„ხო" უპასუხა ბარბარამ. „მარტო ჩვენ ვიქნებით სხვა სკოლიდან"

„რამე უნდა წამოვიღო?"

„მხოლოდ შენი თავი. და ალბათ მანამდე შეგამოწმებ, ზედმეტი რომ არ გეცვას"

„დრესკოდია?" ლუიმ ჰკითხა და ბარბარამ თავი დაუქნია.

„კომფორტული ტანსაცმელი. შეიძლება ჯინსი და მაისური."

„კარგი"

„არანაირი გამოსასვლელი პერანგები. არ შემოგიშვებენ თუ მდიდარი სნობივით გეცმევა:

„შენ რას იცვამ?"

„ჯერ არ ვიცი, ვნახავ რა."

ლუი მიხვდა, რო ბარბარას დასთანხმდა წასვლაზე და აინტერესებდა მშობლებს რას ეტყოდა. თუ ეტყოდა, რომ იმ ბავშვის წვეულებაზე მიდიოდა, ვისი მეგობარიც არ იყო, ჩაკეტავდნენ და ზედმეტ დავალებას მისცემდნენ გასაკეთებლად.

თვითონაც არ იცოდა, როგორც გრძნობდა თავს იმ ფაქტზე, რომ საჯარო სკოლის მოწყობილ წვეულებას ესწრებოდა.

მშობლებს უთხრა, რომ ელეანორს უნდა შეხვედროდა ხუთშაბათს საღამოს, სინამდვილეში კი სავაჟრო ცენტრში წასვლას და შესაფერისი ტანსაცმლის ყიდვას აპირებდა.

ლუიმ წითელი ვიწრო ჯინსი იყიდა (ოღონდ ისეთი ძვირფასი არა, როგორიც ბარბარას დაბადების დღეზე ეცვა) და შესაფერისი ზოლებიანი მაისური, რომელიც...ნორმალურად გამოიყურებოდა. ის მაღაზიიდან „სამუდამოდ 21" იყიდა და 20 პაუნდიც კი არ გადაუხდია.

მზე უკვე გადასული იყო, როდესაც სახლში დაბრუნება გადაწყვიტა (ცივი ჩაისთვის გაჩერდა სტარბაქსში). ლუის ცოტა ეშინოდა, რომ ღამით პარკში გავლა უწევდა, ამიტომ 999 აკრიფა ტელეფონზე.

უფროსი წყვილი დაინახა პარკის სკამებზე, ხელები ჩაეიდებინათ და ლაპარაკობდნენ. ლუის აინტერესებდა, ის და ელეანორიც თუ ესე იქნებოდნენ მათ ასაკში. ალბათ არა. მაგრამ მოუწევდა, რადგან სულ ელეანორთანაა და სხვისი მოძებნა ძალიან რთული იქნებოდა. არც სშირდებოდა სხვა ვინმე. მოსწონდა, როგორც იყო ელეანორთან.

შემდეგ ერთ უსახლკარო კაცს ჩაუარა, რომელსაც სკამზე ეძინა. ცხვირი აიბზუა, რადგან არც ისე სასიამოვნო სუნი ასდიოდა.

მოულოდნელად ლუი გაჩერდა, ვიღაც იჯდა გვერდით სკამზე. ჰარი იყო, კიდევ ერთხელ, სკამზე იჯდა, გაჭიმული, უკან გადაწეული და სიგარეტს ეწეოდა.

ლუიმ ენაზე იკბინა და განაგრძო სიარული, რადგან ჰარი ალბათ საერთოდ ვერ იცნობდა. მაგრამ იცნო. ტატუებიანმა ბიჭმა თავი ასწია, რომ ენახა ვის ეკუთვბოდა ეს ნაბიჯები და ლუის დანახვაზე წარბები ასწია.

„ასეთ დროს მარტო არ უნდა დადიოდე" უთხრა ჰარიმ, როცა ლუი მას გაუსწორდა.

ლუის წესით სიარული უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ არა, მის წინ გაჩერდა. იდიოტი იყო.

„იგივე შემიძლია მეც გითხრა" თეძოს დაეყრდნო და თავისი პასუხით ამაყად იდგა.

„მე შემიძლია ჩემი თავის მიხედა. შენ კი ორი ბიჭს კოცნის დანახვაზე კვნესი"

აჰ, ანუ გაიგო ის არც ისე ჩუმი ამოკვნესა.

ლუიმ ნაბიჯი უკან გადადგა, რადგან კვამლი პირდაპირ სახეში ეცემოდა და მის ძვირ ქურთუკს ბოლის სუნად აყროლებდა"

„არ გაიფუჭო ეგ ძვირი ფეხსაცმელები, დაჯექი" უთხრა ჰარიმ და მის გვერდით ადგილზე მიანიშნა.

„არა იყოს" უპასუხა ლუიმ. „შენი კვამლი..."

ჰარიმ დააიგნორა, პარკს დააკვირდა, რომელშიც ლუის ახლად ნაყიდი ტანსაცმელი ედო.

მოპარვაზე ფიქრობდა? ლუი იმედოვნებდა, რომ არა, ჰარი მართალი იყო, თავს ვერ დაიცავდა.

„შოპინგზე „სამუდამოდ 21"-ში იყავი?"

„ხო, მერე რა"

„რა თქმა უნდა, მანდ წახვიდოდი"

„არ ვიპარავ მაინც ტანსაცმელს. და ყოველდღეც ვიცვლი"

ჰარი მოიღუშა.

„ვინ თქვა, რომ არ ვიცვლი ყოველ დღე? რამე სუნი ამდის?"

ლუი წინ მიიწია, რომ ჰარისთვის ეყნოსა, მაგრამ მისდა გასაკვირად, კარგი სუნი ასდიოდა, ძალიან კარგი.

„მოპარვაზე რას იტყვი მაშინ?"

„როგორ მიხვდი?" ჰკითხა ჰარიმ გაღიზიანებით.

„დოლჩეს პარფიუმერიას ვერასდროს შესწვდები"

ჰარიმ თვალები აატრიალა. „აპირებ პოლიციას დაურეკო?"

„ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს ვიდრე შენნაირი ხალხისთვის პოლიციის გამოძახებაა"

„ხო? დავალებები და შენი შეყვარებულისთვის ლოყაზე კოცნა?"

„მას ნუ ახსენებ"

„ორგაზმი გქონია ოდესმე?"

ჰარი თვალებით განგმირვას უპირებდა და ლუიმ იგრძნო ლოყებზე სიცხე.

„ჯოჯოხეთის გზაზე ხარ" ერთადერთი რამ იყო, რისი თქმაც მოახერხა.

„არ მგონია, მანდ მიმიღონ" უპასუხა ჰარიმ სიცილით, შემდეგ თემა შეცვალა. „რა იყიდე?"

„რაში გაინტერესებს? მოპარვა გინდა?"

„ნუ ნერვიულობ, შენი მოდური, მდიდრული ტანსაცმლის მოპარვას არ ვაპირებ"

ლუიმ თვალები აატრიალა მაგრამ პარკი მიაწოდა.

„ნორმალური ტანსაცმელია. ეკლესიაში შეწირვას აპირებ?"

„არა, ხვალისთვისაა"

„ხვალ რა ხდება?"

„მე მივდივარ...წვეულება მაქვს"

„ნაილის წვეულება?" ჰკითხა ჰარიმ

„ხო"

„მოდიხარ?"

უნდა სცოდნოდა, რომ ჰარიც წამოვიდოდა.

„ მოვდივარ"

„რამე მოგაქვს?"

„უნდა მოვიტანო?"

ჰარი შეიშმუშნა. „ალკოჰოლი. ფული ხო გაქვს საყიდლად."

„არასრულწლოვნებზე არ ყიდიან"

„18-ის არ ხარ?"

„არა, 17-ის ვარ. 18-ის შობის საღამოს ვხდები."

რატომ უთხრა.

„უი"

„შენ 18-ის ხარ?"

„19-ის"

„და მე-12-ში როგორ ხარ?"

„ეკონომიკაში ჩავიჭერი შარშან და საზაფხულო სკოლა არ მინდოდა"

ლუიმ თავი უცნაურად იგრძნო. არავის იცნობდა, ვინც ჩარჩენილი იყო, მითუმეტეს ეკონომიკის გამო, მისი საყვარელი საგანი იყო.

„და მშობლებმა რა გითხრეს?"

„დედაჩემს არ აინტერესებს"

ლუის უნდოდა მამაზე ეკითხა, მაგრამ სხვა რამ ამოუშვა პირიდან:

„სახლი გაქვს?"

ჰარიმ ისე შეხედა, თითქოს სამი ხელი ჰქონდა, შემდეგ სიცილი დაიწყო.

„მაქვს, არც ეგეთი ღარიბი ვარ. როლექსის საათისთვის და ორ მილიონიანი შამპანურისთვის არ მაქვს ფული, სულ ესაა"

„და წამლებისთვის საიდან გაქვს?"

„ზეინთან და ნაილთან ერთად ვყიდულობ"

„ზეინი, შენი...შეყვარებული?"

ჰარიმ თავი გააქნია.

„ღმერთო, არა. უბრალოდ ხანდახან ვჟიმაობთ."

ლუიმ კვლავ იგრძნო სიცხე ლოყებზე, როცა გაახსენდა რას შეესწრო ქურთუკების ოთახში.

„ბოდიში, გაგაღიზიანე? ბიჭების სექსზე ლაპარაკი არალეგალურია?"

ახლა უკვე ჰარი აღიზიანებდა.

„არა, არაა. უბრალოდ საზიზღრობაა."

„სანამ არ გამოცდი, ნუ ლაპარაკობ"

„არც ვაპირებ გამოცდას"

„იმიტომ რომ ვაგინა მოგწონს"

ლუის არასდროს გაეგო ვინმესგან მსგავსი ლაპარაკი.

„მე..მე ელეანორზე დაქორწინებას ვაპირებ და კავშირი მერე გვექნება."

„მართლა ამბობ?" გაეცინა ჰარის და ლუიც დაიღალა.

„ნახვამდის, ჰარი"

„მოიცა, მე რო არ ვიცი შენი სახელი? რიჩარდი? ჯეიმსი? უილიამი?"

„ლუი ტომლინსონი"

„ლუი" გაიმეორა ჰარიმ და ლუის ნერწყვი მოადგა ამის გაგონებაზე ჰარის პირიდან. „რა ელეგანტურია"

„მაგრამ ფეისბუქზე არ დამსტალკო" უთხრა ლუიმ

„არ მაქვს ფეისბუქი"

„იმიტომ, რომ კომპიუტერს ვერ ყიდულობ?"

„ეგეც და კიდევ იმიტომ, რომ ყველას იმ ხალხისგანაც უნდა „ლაიქი" ვისაც რეალურ ცხოვრებაში არც კი ელაპარაკებიან"

„ტყუილია"

ჰარი ადგა, სიგარეტი მიწაზე გააბრტყელა და ერთი წუთით, ლუიმ იფიქრა, რომ მივარდებოდა ან გაარტავდა.

„ძვირფასო, სანამ შენ ლაიქებს იღებ, მე აქ პენისებს და ვაგინებს ვიღებ"

ამის თქმის შემდეგ, წავიდა. ლუი უყურებდა, როგორ მიდიოდა, ნელა, ხელები ჯიბეში და ფიქრობდა, როგორი გამაღიზიანებელი იყო ჰარი და როგორ ეცოდებოდა.

სახლში რომ მივიდა, ბარბარას გაუგზავნა ახალი ტანსაცმლის ფოტო, ბარბარას მოეწონა და ჰკითხა, თუ შეიძლებოდა, რომ სკოლის მერე გაეარა ლუისთვის. ლუიმ დედას უთხრა, რომ ელეანორთან იკრიბებოდნენ და ბარბარა მასთან იმიტომ მოდიოდა, რომ მისი მძღოლი გაციებული იყო. დედა დათანხმდა და შეახსენა. რომ ფულს დაუტოვებდა, იქნებ ჭამა მოსდომნოდათ გარეთ.

„ვუთხარი, რომ ელეანორთან მივდივართ ერთად, იმიტომ რომ შენი მძღოლი გაციებულია" უთხრა ლუიმ ბარბარას მეორე დღეს, როდესაც სახლის კარებთან მივიდნენ.

„გაციებული?" გაეცინა მას. „რამე უკეთესი ვერ მოიფიქრე?"

ლუიმ თვალები აატრიალა და კარი გააღო, დაიყვირა, რომ სახლში იყო და არ შიოდა.

მის ოთახში ავიდნენ, ბარბარა ფორმის გაუხდელად დაწვა ლუის საწოლზე. ლუი სხვა დროს რამეს ეტყოდა ამაზე, მაგრამ ახლა ძალიან ნერვიულობდა წვეულებაზე.

ბოლო მომენტში უკან დახევა გადაწყვიტა, მაგრამ ბარბარას შეპირებული იყო, თან თუ არ მივიდოდა, ჰარის ეგონებოდა, რომ ეს მის გამო იყო, ლუი კი ამხელა სიამოვნებას არ მიანიჭებდა.

ბარბარას ტელეფონმა დარეკა ჩანთაში და ადგა საწოლიდან რო ეპასუხა.

„ზეინმა მომწერა, ალკოჰოლის მიტანა აღარაა საჭირო, თვითონ იზრუნეს ამაზე"

„ფული აქვთ ამისთვის?"

„აზრზე არ ხარ" უთხრა ბარბარამ და მაგიდასთან დაჯდა, სანამ ლუი სარკეში იყურებოდა.

„იცი, ისეთი ღარიბებიც არ არიან. უბრალოდ ფულს გამოუსადეგარ რაღაცეებზე არ ხარჯავენ ჩვენსავით. უფრო სხვა რამეზე ხარჯავენ."

„წამლები და ალკოჰოლი"

„ზუსტად" გაიღიმა ბარბარამ. „მე თუ მკითხავ, ისინი მაინც ჩვენზე უკეთ ხარჯავენ ფულს"

ლუი აღარ შეკამათებია, არ ანაღვლებდა. იცოდა, რომ ყოველთვის თავად იყო მართალი, ამიტომ კამათის დაწყება სისულელედ მიაჩნდა.

„ზეინი გეია?" ჰკითხა ბარბარას

„კი, რა იყო? დაგაინტერესა?" ჰკითხა გოგომ და ლუი გაწითლდა.

არა! არასდროს! უბრალოდ...არა"

ლუის მოსწონდა ფაქტი, რომ ბარბარა ზურგზე იწვა, მოდუნებული, არ აინტერესებდა არავის არაფერი, თუ ისინი ბედნიერები იყვნენ. გარდა ამისა ქორწილამდე ვიღაცასთან იწვა, მშვენიერი გოგო იყო. და ლუისაც მოსწონდა ის.

„როდიდან წევხარ ნაილთან?" ჰკითხა ლუიმ და კელვინ კლაინის შორტები გაიხადა. ბარბარამ თვალი არ დაახამხამა იმ ფაქტზეც კი, რომ მის წინ თითქმის შიშველი ბიჭი იყო.

„წინა ზაფხულიდან ერთად ვართ, უბრალოდ ერთად ვართ, არაფერი განსაკუთრებული"

„უი, მე არ...არ ვიცოდი"

„მიყვარს ის, ახლა კი იცი"

„კარგი ბიჭი ჩანს, თუმცა არ ვიცნობ"

„ამაღამ გაგაცნობ, ერთმანეთს ვგავართ"

„თუ გგავს, მაშინ ალბათ მომეწონება"

ბარბარამ გაიღიმა და ტელეფონს მიუბრუნდა. ლუი ელეანორის, ლიამისა და ბარბარას გარდა არავის სწერდა და მშობლებსაც, როცა რამე სჭირდებოდა.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ლიამი იყო.

„ალო?"

„გამარჯობა, ძმაო. რას აპირებ ამაღამ?"

„ამმ"

შეეძლო ნდობოდა ლიამს? ელეანორს ეტყოდა? ელეანორი ლუის მშობლებს ეტყოდა აუცილებლად. მაინც გადაწყვიტა, ნდობოდა ლიამს, ის მისი ერთადერთი კარგი ბიჭი მეგობარი იყო.

„დღეს წვეულებაზე მივდივართ."

„ვინ?"

„მე და ბარბარა"

„შეიძლება წამოვიდე?"

„თუ გინდა, ოღონდ ელეანორს არ უთხრა"

„არც ვაპირებდი. ჩემი მშობლები არ არიან სახლში და წამოვალ. სადაა?"

„ნაილის სახლში. უმ, ბარბარას შეყვარებულის."

„აა, სად არის?"

„მოგწერ მისამართს. უბრალოდ ჩაიცვი.

„კარგი"

„რვაზე გნახავ, კარგად"

„კარგად"

„დავაშავე, რომ დავპატიჟე?" ჰკითხა ლუიმ, როცა გათიშა

„არა, რატო, კაი ტიპია"

ლიამს მისამართი მისწერა, გადაივლეს და წვეულებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი ჩაიცვეს.

ლუის წინა დღეს ნაყიდი ტანსაცმელი ეცვა, ჯინსი მის საჯდომს კიდევ უფრო დიდს აჩენდა, ვიდრე იყო. ვერ იტანდა ამას, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.

ბარბარას თეთრი ტოპი, ტყავის ქურთუკი და ჯინსი ეცვა. ორივემ კონვერსზე შეაჩერა არჩევანი. ლუიმ თეთრზე, ხოლო ბარბარამ შავზე.

წვეულების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე კვლავ ლუის უზარმაზარი სარკის წინ იდგნენ, თმებს ისწორებდნენ. წესით, რადგან ელეანორი არ მოდიოდა, ლუისთვის სულერთი უნდა ყოფილიყო, მოახდენდა ვინმეზე შთაბეჭდილებას თუ არა. მაგრამ მას მაინც მიაჩნდა, რომ მისი გარეგნობა იქ ყველაზე კარგი უნდა ყოფილიყო.

ის თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ არ აწუხებდა ის ფაქტი, ელეანორს რომ არ ეუბნებოდნენ. თუმცა ამანაც მალევე გადაუარა.

„გვაგვიანდება." თქვა ლუიმ, როცა საათს დახედა.

„დაწყნარდი, ყველა ნახევარი საათით მაინც აგვიანებს"

„მაშინ რატომ არ ამბობენ რო ცხრის ნახევარზე მივიდეთ?"

„ამას მოდური დაგვიანება ჰქვია, უნდა გცოდნოდა."

ორივემ ჩადო გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჩანთებში და ლუიმ დაასკვნა, რომ წვეულების მერე ბარბარასთან წავიდოდნენ გამოსაძინებლად. მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ბარბარამ მშობლებს უთხრა, ღამით ელეანორთან მივდივარო, ელეანორმა კი არაფერი იცოდა ამაზე. იქნებ ლიამის სახლში წასულიყვნენ, თან იმის მშობლები არ იყვნენ სახლში.

„ღამის გატარებას სად ვაპირებთ?" ჰკითხა ლუიმ და აიღო 300 პაუნდი, რაც დედამ დაუტოვა.

„ნაილთან" უპასუხა ბარბარამ და ლუის კინაღამ პანიკის შეტევა დაემართა.

„სერიოზულად ამბობ?"

„ხო, აბა სხვაგან სად?"

„ჩემთვის ოთახი ექნება, მერე?"

„ადგილი ყველასთვისაა ლუი, ყველა ძილს აპირებს" გაეღიმა ბარბარას.

„მაგრამ...დიდი სახლი ხომ არ აქვს."

„დაწყნარდი, ადგილს იპოვი."

„რას აკეთებ? ჰკითხა ლუიმ, როცა ბარბარა ავტობუსის გაჩერებასთან შეჩერდა.

„ავტობუსით მივდივართ, ნაილის სახლამდე სამი გაჩერებაა."

„ავტობუსი? ანუ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი?"

„ხო." გაეცინა ბარბარას.

„მაგრამ არ შემიძლია, ბაქტერიების საწინააღმდეგო წამალი დამრჩა"

„გაუძლებ"

„არ დავჯდები, ღმერთმა იცის რიანი სკამებია"

„ავტობუსში სამჯერ ვყოფილვარ, არც ისე საშიშია შენ რომ გგონია."

ბარბარამ ორი ბილეთი იყიდა და პირველივე ავტობუსში ავიდნენ. ლუი მთელი გზა თავის ჩანთაზე იყო ჩამოკიდებული, სხვა ვინმეს ან რამეს რომ არ შეხებოდა. ეგონა, რომ ნერვოზი დაეწყებოდა, როდესაც ავტობუსმა დაატორმუზა და და მის გვერდზე მდგომ გაოფლილ კაცს დაეჯახა.

„მეტჯერ აღარ მოხდება" ამოიოხრა ლუიმ, როცა ავტობუსიდან ჩამოვიდნენ.

ბარბარას გაეცინა, შემდეგ მარცხნივ შებრუნდნენ და გრძელ ქუჩას გაუყვნენ, შემდეგ კი მარჯვნივ გაუხვიეს. ნელ-ნელა ბნელდებოდა. ლუიმ კლუბური მუსიკის სუსტი ხმა გაიგო (როგორც ფილმებშია), რომელიღაც სახლიდან გამოდიოდა და დაასკვნა, რომ სწორედ ნაილის სახლი უნდა ყოფილიყო.

პატარა იყო, ყველა შემთხვევაში, ლუისთან შედარებით მაინც. ბარბარა სწორი აღმოჩნდა, რამდენიმე ადამიანი ეხლა მისულიყო, სასმლით.

„მეგონა, არაფერი უნდა მოგვეტანა."

„არც უნდა მოგვეტანა, მაგრამ მათ მოიტანეს, ამიტომ უფრო ბევრი გვექნება."

„ალბათ შამპანურს აქ არავინ სვამს." თქვა ლუიმ, როდესაც ლუდის და ტეკილას ბოთლები დაინახა.

ლიამს კართან შეხვდნენ.ლუის მსგავსი მუქი ლურჯი მაისური, შავი ჯინსი და კონვერსები ეცვა.

„ხო, არ სვამენ." გაეცინა ბარბარას და კიბეებზე ავიდნენ. კარი გააღო, რის გამოც მუსიკის ხმა კიდევ უფრო ძლიერად მოისმა და ალკოჰოლის სუნიც გამძაფრდა.

ჰარის ნაილის სახლში 9-ის 5 წუთზე მივიდა. ეს მათი ტრადიცია იყო, ადრე უნდა მისულიყვნენ, რომ ორი ჭიქა არაყი უკვე დალეული ჰქონოდათ და ყველა სტუმარს მისულები დახვედროდნენ, რომ გაეგოთ ვინ ვისთან ერთად მოდიოდა. თუ ვერავის ნახავდნენ ნორმალურს, მაშინ ზეინი და ჰარი გაერთობოდნენ თავისით.

ჰარი ძალიან აღელვებული იყო, იმის გამო, რომ ლუიც მოვიდოდა. ეს კი ჰარის შესაძლებლობას აძლევდა დაეცინა მის გამოუცდელობაზე. მასზე რომ ყოფილიყო, როგორც კი ლუი პირს გააღებდა, თავის პენისს მოათავსებდა მის პირში. ლუი სნობი იყო და ჰარი ამას უზომოდ ვერ იტანდა. თუმცა მაინც უყვარდა მასზე ღადაობა და გაღიზიანება.

20 წუთის შემდეგ სახლმა ნელ-ნელა გავსება დაიწყო. ჰარი ამ დროს ნაილსა და ზეინს შორის იდგა სასტუმრო ოთახის კედელთან.

ერთი გოგო შეათვალიერა, ვიწრო მინი კაბა და კიდევ უფრო ვიწრო ტოპი ეცვა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და დიდი მკერდით. მან ჰარის თვალი ჩაუკრა, ჰარის ჩაეღიმა და გადაწყვიტა, რომ მოგვიანებით მისთვის მიეხედა.

„ვინმე დაინახე, ვინც მოგწონს?" ირონიით ჰკითხა ზეინმა, ჰარიმ მხრები აიჩეჩა. ზედმეტად დაკავებული იყო იმ ფაქტით, რომ ბარბარა მოსულიყო, ლუისთან და ერთ ბიჭთან ერთად, რომელიც ალბათ მისი მეგობარი იყო (ბარბარას წვეულებაზეც ენახა).

ჩაეღიმა, რომ ლუის შეყვარებული ვერ დაინახა.

ლუიმ და ლიამმა უკან გადადგეს რამდენიმე ნაბიჯი, როდესაც ბარბარა ნაილის საკოცნელად გადაიხარა.

„გამოსაცვლელი ტანსაცმელი წამოვიღეთ, შენს ოთახში ავალთ და ჩანთებს იქ დავაწყობთ, კარგი?"

ნაილმა თავი დაუქნია, ჰარიმ კი ტუჩზე იკბინა, როცა დაინახა, როგორ შებრუნდა ლუი და ბარბარას და მათ მეორე მეგობარს გაჰყვა, რომელიც მათსავით „უმანკო" და უფრო ჩუმი მოჩანდა.

ლუის საჯდომი ზედმეტად აღმაგზნებლად გამოიყურებოდა იმ წითელ ვიწრო ჯინსში, თითქოს ითხოვნა, რომ ვინმეს ეჩქმინტა მისთვის. ჰარის ჩაეღიმა რა სანახავი იქნებოდა, თუ კედელთან გაჟიმავდა ლუის და გაიგონებდა კვნესას მისი ლამაზი პირიდან.

„შენ ხედავ რამეს, რაც მოგწონს?" ჰკითხა ზეინს, რომელიც ახლად მოსულ ხალხს ათვალიერებდა.

„კი, იმ შავჯინსიან ბიჭს მოვწოვ ამაღამ. „უპასუხა ზეინმა და ლუის მეგობარზე მიუთითა. „შენ?"

ჰარი ლუის უყურებდა, სანამ კიბეებზე ავიდოდა, მისი სქელი ბარძაყები...უზომოდ უნდოდა მათი დაკბენა და მუცელი, რომელიც ვიწრო მაისურს აწვებოდა, მასზე გაათავებდა ჰარი.

„რა თქმა უნდა, ვნახავ ვინმეს" უპასუხა ზეინს და ორივემ გადაკრა კიდევ თითო ჭიქა.



იძაბებაა :)) ვისაც წაკითხული არ გაქვთ ორიგინალი, რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები?

Continue Reading

You'll Also Like

381K 25.2K 19
[COMPLETED]✔ The Blood Magic Series |Book 3| 2017 Fiction Award Winner for Best Series. ⁃⁃⁃❖⁃⁃⁃ Orion has silently sat in the shadows, watching the...
1.1M 44.6K 51
Being a single dad is difficult. Being a Formula 1 driver is also tricky. Charles Leclerc is living both situations and it's hard, especially since h...
2K 88 36
Here is my first-ever Taylor Swift fanfiction/story. I was inspired by her song ' a place in this world '. I love that song so much. This story is a...
1M 54.8K 35
It's the 2nd season of " My Heaven's Flower " The most thrilling love triangle story in which Mohammad Abdullah ( Jeon Junghoon's ) daughter Mishel...